Demi Moore *ცნობილი მსახიობი დემი მური ცდილობს, რომ ძველი საყვარელი, ლეონარდო დიკაპრიო დაიბრუნოს.
ცნობილი მსახიობი დემი მური ცდილობს, რომ ძველი საყვარელი, ლეონარდო დიკაპრიო დაიბრუნოს. თუმცა დიკაპრიოს ეს პერსპექტივა არ ახარებს.
49 წლის დემი და 37 წლის ლეონარდო ერთმანეთს 15 წლის წინ ხვდებოდნენ. სასოწარკვეთილი მური, რომელიც ცოტა ხნის წინ მისმა მეუღლემ, ეშტონ კატჩერმა ახალგაზრდა მსახიობ მილა კუნისზე გაცვალა, ლეონარდო დიკაპრიოს გამუდმებით ურეკავს და ელექტრონულ ფოსტაზე წერილებს უგზავნის.
"დემის არ სურს, რომ 50-ე დაბადების დღეს, რომელიც 11 ნოემბერს არის, მარტო შეხვდეს, ლეონარდო კი ყველანაირად ცდილობს, დემისთან შეხვედრას თავი აარიდოს", - აცხადებს ტაბლოიდის წყარო.
"იყო დრო, როდესაც ლეონარდო დემის აღმერთებდა, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო. მაშინ ლეონარდო ახალგაზრდა, დამწყები მსახიობი იყო და წარმატებული და ძლიერი დემით აღფრთოვანებული იყო, თუმცა ახლა ყველაფერი შეიცვალა", - აცხადებს წყარო.
|