დეკემბერი წლის ფინალური, შემაჯამებელი თვეა. გარდა ამისა ის არის ბოლო თვე საშობაო და საახალწლო არდადეგებამდე, ასევე დეკემბერი არის ყველაზე იდეალური თვე ოსკარის ამბიციის მქონე ფილმებისთვის, რადგან 2013 წლის 15 იანვარს უკვე შერჩეული იქნება ყველა პრედენდენტი ხოლო ცერემონიალი 24 თებერვალს გაიმართება. სწორედ ამის გამო ამ თვეში საშუალება გვაქვს, რომ ვნახოთ 2 ოსკარის ფავორიტი ფილმი. გარდა ამისა სწორედ დეკემბერში გაიმართება წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე სურათის ჰობიტის პრემიერა.
1) Playing for Keeps თქვენს წინაშეა კიდევ ერთი ფილმი სადაც ჯერარდ ბატლერი ასრულებს ფლეიბოის როლს და მასზე გიჟდებიან ისეთი მსახიობები როგორებიც არიან ჯესიკა ბეილი, უმა თურმანი და ქეთრინ ზეტა-ჯონსი. არამგონია ფილმმა რომანტიკული კომედიების ისეთ სიმაღლეებს მიაღწიოს, როგორსაც შიშველმა სიმართლემ ან P.S. მე შენ მიყვარხარ, თუმცა მან უკვე შეძლო და მოიპოვა საშუალო დონის რეიტინგი. ჰობიტი: მოულოდნელი მოგზაურობა ჰობიტი უდავოდ იქცა ყველა დროის ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფრიქველად ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი I-ის შემდეგ. თავიდან როდესაც ფილმი დარელიზდა პიტერს ჯექსონმა განაცხადა, რომ რ.ჯ.ჯ. ტოლკინის ჰობიტს ორ ნაწილად გადაიღებდა, თუმცა იმდენი გადაღებული თუ გადასაღები მასალა დაგროვდა, რომ საბოლოოდ ტრილოგია გადაწყდა მისი წინამორბედი ბეჭდების მბრძანებელივით. ფილმს ფანების უზარმაზარი ნაკადი ელოდება და ექსპერტები 14 დეკემბერს Box Office-ბთან ნამდვილ "ბუმს” ელოდებიან, თუმცა რამდენად დიდი იქნება მისი წარმატება ეს პრემიერის პირველ უიქენდამდე არ გამოჩნდება.
|