მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 22 » ჩემი პირველი თემა საიტზე
8:49 PM
ჩემი პირველი თემა საიტზე
თემა "არაფერზე"
დგება ერთი ჩვეულებრივი დღე...მოდიხარ სკოლიდან...მეცადინეობ გაკვეთილებს და ფანჯრისკენ,რომ გეპარება თვალი,ამჩნევ- უკვე მოსაღამოვებულა...
ამ დროს შუქს აქრობენ...მთელს ქალაქში ქვრება შუქი,შენც მაშნვე ხვდები,რომ ამ წყნარ საღამოს შთაგონება გეწვია და გინდა,მარგალიტები ფურცელზე გადმოღვარო,მაგრამ უცბად:
-აუ! სად არის ფურცელი?
ვხვდები,რომ ის ოთახშია...სხვა ოთახში,მაგრამ გეშინია იმ ოთახში შესვლა,რადგან შუქები ჩამქვრალია...
ჩემს თავს ვჟობნი...და ვამბობ:
-თამარ! რა დაგემართა?შენ ხომ ძლიერი ხარ?ჩემი მეორე "მეც" მამხნევებს შეძახილებით...მივდივარ ოთახისაკენ...შევდივარ,და ვხვდები,რომ ცივი ოთახია და თან ბნელა....ფურცელთან მივდივარ და ვიღევ.არვიცი ვის,მაგრამ ვიღაცის წინაშე არ ვიმჩნევ,რომ ბავშვბობის "წიკები" დიდობაშიც გამომყვა...ისევ იმ ოთახში ვბრუნდები,რომლიდანაც ფურცლის მოსატანად წავედი...
უიი!სანთლები აუნთიათ ,მაგრამ ორი სანთლიდან ერთი უკვე ქვრება,რადგან ძალიან პატარაღაა მასზე დარჩენილი...ვჯდები...ვიწყებ ჩემი შინაგანი უარყოფითი ემოციების გადმოღვრას ერთ პატარა ფურცელზე.
ვიწყებ თემას...რაღაცას მართლა ვწერ,მაგრამ აშკაა ხდება,რომ მუზები სადღაც გაქრნენ...ამჯერად თვალი როიალის გვერძე მდგარი გიტარისაკენ გამირბის.ვიღებ გიტარას...ვიწყებ დაკვრას და ვამჩნევ,რომ მუზები ცხვირწინ მიდგანან.ამ დროს არჩევანს ვაკეთებ ჩემს შტაგონებასა და გიტარას შორის...მივდივარ ფურცლისაკენ...თემას ვწერ....თემა ხოლმეობით -შედეგობითშია...იგი 3 ფურცელი გამომდის..აჰა,ვამთავრებ მის წერას და ვკითხულობ...ვამბობ:
-არ ვარგა! ფურცელს ვკუჭავ! მუზები ჩემთან აღარ არიან.ჩემს მეორე "მეს" ვეკითხებირაღააცეებს და ვთხოვ,რომ თავიში შტაგონება ათხოვოს,მაგრამ არაფერუ ესმის...ხმას არ მცემს...მგონი,უკვე სძინავს...მე მუსიკის მოსმენას ვიწყებ
-აი ! მუზები ჩემთან არიან - ვამბობ და ფურცემს ვაწერ : თემა "არაფერზე და ვიწყებ :
"თემა ,,არაფერზე""
სანთლის შუქი...მშვიდი ღამე...ნაზი მუსიკა,,,თითქოს ყველაფერია იმისთვის,რომ თუნდაც ერთი ბედნერი საღამო გქონდეს....მხოლოდ გასცქეროდე სანთლის ანარაკლს,რომელიც მას მაღლა შემოევლება ხოლმე...კარგია! ამ დროს არაფრის არ გეშინია,ოპტიმისტი ხდები,მაგრამ საკმარისია მოწყენილი მუსიკა ჩართო,მაშინვე მიუყვები მდინარის დინებას,როგორც რეალისტი ადამიანი,მაშინვე მომავალზე იწყებ ფიქრს,მაგრამ ამჯერად რეალისტის თვალით არ ხედავ მას ! მაინც არის შენში ოპტიმისტიკის ნაპერწკალი.ფიქრობ ხვალინდელ დღეზე...
-რა მოხდება ხვალ? ზეგ? მაზეგ? სამშაბათს?
ამასობაში გადის წამები...წუთები...საათები...შენ გულში "დამცველობითი ფუნქცია" იღვიძებს და გიკრძალავს ამაზე ფიქრს...მაგრამ მერე ნებდება,ხვდება,რომ ვერაფერს გააწყობს....
ამასობაში ოცნებაში მიდიხარ...ამ დროს ტელევიზორში იყურები და ისმენ,რომ ვიღაცას მილიონი მოუგია ლოტოში :დ...მის სიხარულს იზიარებ,როგორც შენს გაიზიარებდა მის ადგილზე ყოფნისას...ფიქრობ,ნეტა შენ რას გააკეთებდი,მართლა ასე რომ ყოფილიყო?რაში დახარჯავდი მოგებულ ფულს?ბანალური არ ხარ და შენი წარმოსახვითი ფურცელი,სულ "მინდათი" ივსება.,,ოცნებობ,რომ ეს მოხდეს ოდესმე...ამბობ:
-რამდენ ადამიანს დავეხმარებოდიი...და იწყებ ისეთ ოცნებებზე,ფიქრს,როგორც ნებისმიერი თინეიჯერი გოგონა...
-არა მართლაც ბევრს დავეხმარებოდი....ვინც ჩემს ოჯახს გაჭირვების ჟამს გვერდში დაუდგა...."ოჯახზე" დედა შენი გახსენდება და ეკითხები,თუ ამ შემთხვევაში რას გააკეთებდა...ის გპასუხობს:
-"ამას დავეხმარებოდი...მოიცა! "იმასაც"..."ამასაც"
-მაგრამ ახლა მათ ხომ არც ახსოვხარ?
-მერე რაა! მე მიყვარს ისინი...
ამ დროს მე ამ აზრს არ ვიზიარებ და მუსიკას ვრთავ....სასურველია,ბახს ან ჰენდე;ს...ასევე სასურველია მოწყენილს,რადგან საღამოა...წეღანდელი ფიქრები მავიწყდება და სურვილი მიჩნდება,ბახი ან ჰენდელი როიალზე შევასრულო...
მივდივარ მასთან,თავს ვხდი,"პიუპიტრს" მაღლა ვკეცავ... ამ დრროს ვიწყებ,,,,ჩემი თითებით შექმნილი ჰარმონიულობა,გამაყრუებლად ჩაესმის მთელს ოთახს,ეფინება სახლს და გარეთაც გადის...ამდროს თვალი ფანჯრისკენ მეპარება,მაგრამ დაკვრას განვაგრძობ....ისევ ფიქრებში შორს მივდივარ და ფიქრების ხსენებაზე ჩემს თავს ვეკითხები:
-რატომ არის,როდესაც კარგი მოგონებები სულ მოწყენილი ღიმილით გვახსენდება და ცუდები-სიცილ ხარხარით?
ჩემი მეორე "მე" არაფერს მპასუხობს....მე მეღიმება და მივდივარ ამ " კარგი მოგონებების ეპოქაში"...მახსენდება ჩემი ბაზალეთი,მისი ტბა...
-აი! წავედი ტვაზე...განვაგრძობ ჰენდელის დაკვრას,მაგრამ ეს ფიქრებში წასასვლელად ხელს არ მიშლის...ტბასთან ვარ...შევდივარ...ღრმად...შუა ტბაში ვარ...ჩავყვინთე,მაგრამ უცბადვე ამოვყვინთე...და მოიცათ! სად ვარ?ეს ხომ ბაზალეთი არაა?
ფიქრს ვამთავრებ!ჰენდელიც მთავრდება....ვიწყებ შუმანს,მაგრამ ამ დროს ცუდი მოგონებებით ვიმუხტები...არაუშავს!მალევე რეალობას ვუბრუნდები
-ვაიმე! უკვე დილა ყოფილა...რა ცისფრად გათენებულა...ნუთუ ღამე ასე მალე დანებდა?დილას ჩემთვის გათენება დაუსწრია...ამ დროს ვხვდები,რომ წეღანდელი ფიქრები ჰენდელის გამოწვეული ყოფილა...მას გაუღვიძებია ჩემი გრძნობწები...და აი,უცბად შუუქი მოდის,,,ხმები მესმის :
-რამდენიხანია არ არის შუქი...
-რა დაემართათ?
-ისვ ძველ დროში ხომ არ გვაბრუნებენ?:დდდდდ
დაკვრას ვწყვეტ...სანთელთან მივდივარ...ვუბერავ სულ...მაგრამ არ ქვრება,,,გაჯიუტდა...ახლიდან ვუბერავ..
ჩ ა ქ ვ რ ა......
ჩაქვრაა და გაქრა ჩემი ფიქრები...ტკბილი მოგონებები,რომელსაც კარამელიან შოკოლადსაც კი ვერ შევადარებ,ისეთი ტკბილია...ახლა აღარც შოპენია,აღარც ჰენდელი...არარც ჩემი ბაზალეთი,ოთახიც დაწყნარდა,მუსიკასა გამაყრუებელი ხმა აღარ ჩაესმის...
ტელევიზორს რთავენ...იწყება ხმაური და წარმოსახვით ცხოვრებას ახალი ელფერი ეძლევა...მოწყენილ მუსიკას, სანთლის შუქს,ახლა ამინდის პროგნოზის გამომცხადებელი ანაცვლებს...
იწყება ხმაური,მაგრამ ვიზინებ...თენდება...სკოლაშ მივდივარ....ვმეცადინეობ,მაგრამ მოიცა!ისევ ქვრება შუქი...სანთელს ვანთებ..
-----
ასე დავამთავრე თემა,მაგრამ ვხვდები,რომ უცბად მუზა წამივიდა...მაგრამ მათ მოხმობას არანაირი აზრი აღარ ააქვს! თემა ისევ არ მომწონს....ვხევ ფურცელს,მაგრამ ამ დროს შუქი მართლა მოდის და ისევ ახლიდან იწყება....





ბავშვებო ეს იყო ჩემი ჩანახატი და იმედია მოგეწონათ :***

კატეგორია: ♥ ჩემი შემოქმედება | ნანახია: 1092 | დაამატა: Tatti♥ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 121 2 »
2012-11-30 Spam
Anna Papiashvili, clap clap clap