მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2018 » მარტი » 12 » ჩემი ადამიანი
11:03 AM
ჩემი ადამიანი

ზიხარ ოთახში ადამიანთან ერთად. უყურებ თვალებში, უყვები პრობლემებზე, განცდებზე, ფიქრებზე, ის ხელს გადებს გამშვიდებს, განუგეშებს. ეს ყველას სჩვევია. საბოლოოდ ის იღლება, იღლება შენი მოსმენით, არ აინტერესებს. შენ ამას ხვდები და მერე საკუთარი თავის გრცხვენია. გრცხვენია შენი სიტყვების, განცდების, გრძნობების, რადგან იცი, არავინ გყავს ისეთი, ვინც მართლა მოგისმენს. ეს ხომ ასე მარტივია. უსმენდე ადამიანს, არ განსჯიდე, უგებდე, უთანაგრძნობდე… ეს ყველას არ შეუძლია. ადამიანებს შეუძლიათ ააგონ ცათამბრჯენები, დაიპყრონ მწვერვალები, აღმოაჩინონ, შექმნან, გაანადგურონ…. შეუძლიათ შეუძლებელი შეძლონ, მაგრამ ასეთი მარტივი რამის გაკეთება არ შეუძლიათ ერთმანეთისთვის…


რომ მკითხონ, რა გინდა ყველაზე მეტადო, ვეტყვი, რომ ,,ჩემი ადამიანი!" უცნაურად ჟღერს, ეგოისტურადაც, მაგრამ სინამდვილეში ეს ის არის, რაც მინდა, რომ გამაჩნდეს. ის არ იქნება მეგობარი, მეორე ნახევარი, ცხოვრების მეგზური, საუკეთესო მეგობარი ან სხვა რამ. ყველა მათგანი ჩარჩოებშია მოქცეული. არ მიყვარს ჩარჩოებში მოქცეული ურთიერთობები, მათი დაკანონებული სახელწოდებები, საზღვრები! მხოლოდ ,,ადამიანი,, მინდა იყოს ჩემ გვერდით. ის ყველა მათგანი იქნება და ამავდროულად არცერთი მათგანი. ის სხვა იქნება. იქნება ის, ვინც მე მინდა რომ იყოს. ის შეძლებს მარტივ შეუძლებლობას! დიახ, ის იქნება ნამდვილი ადამიანი, რომელიც შეძლებს დაინახოს ჩემში ის, რასაც ჩემ გარდა ვერავინ ხედავს. შეძლებს ისეთი მიმიღოს, როგორიც ვარ. შეძლებს არასოდეს დაიღალოს ჩემით. 


თუმცა ეს ხომ საკუთარი თავის უაზრო და აუხდენელი ნუგეშია. დაიმედება. ოცნება.
ზოგჯერ სინამდვილეს ოცნება სჯობს. ოცნებებიდან გამოფხიზლებული საკუთარ რეალობას უბრუნდები. ხედავ, როგორ ცდილობ გაექცე საკუთარ თავს, გაექცე ადამიანებს, გაექცე ყელში ბურთად გაჩხერილ, ბოლო ხმაზე ყვირილის სურვილს. ცდილობ ქაღალდივით დაჭმუჭნო და კუთხეში მოისროლო გრძნობები. ვისი ბრალია ეს ყველაფერი?! ადამიანების! დიახ ეს ასეა.მათ გარეშე არ შეგიძლია. არ შეგიძლია გაუშვა ისინი, დაკარგო, სამუდამოდ დაკარგო… მარტოობის გეშინია. გგონია, ვერ იცოცხლებ, ვერ გადაიტან.


ყურებში ჩაგესმის ადამიანის არარსებული ყვირილი! ,, მე არ ვარ ხელოვნური სუნთქვის აპარატი და შენ შეძლებ ჩემ გარეშე სუნთქვას!’’ თავიდან ეს შეუძლებელია, მაგრამ გადის დღეები, წლები… შენ კი კვლავ აგრძელებ სუნთქვას.

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 799 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2018  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz