აბა ვამპირების მოყვარულნო თუ მოშიშარნო, თქვენთვის ახალი ამბავი
მაქვს. არა არა არანაირი ''Twilight'' ეს ნამდვილი ამბავია, რომელიც სულ
ცოტა ხნის წინ მოხდა.
ბულგარეთში, შავი ზღვის ქალაქ სოზოპოლში, ერთ-ერთი მონასტრის
მახლობლად შუა ჩონჩხი აღმოაჩინეს ადგილობრივმა არქეოლოგებმა, რაც
სენსაციურია ამ ამბავში ისინი აცხადებენ, რომ ჩონჩხი ვამპირს ეკუთვნის.
ჩონჩხი შუა საუკუნეებამდე 800 წლის წინანდელია და შუახნის ვამპირს
ეკუთვნის. არქეოლოგები კი ამ დასკვნამდე იმიტომ მოვიდნენ, რომ ჩონჩხი
ამოთხრილი იქნა რკინის კვერთხთან ერთად, რომელიც მას გულის ადგილად ჰქონდა
ჩასობილი. ეს კი არის სამხილი რიტუალისა, რომელსაც ადრე ვამპირების და
მსგავსი არსებების მოსაკლავად ატარებდნენ.
შესაძლოა ეს ყველაფერი მართალიცაა, მაგრამ ამის დასამტკიცებლად
მეცნიერებსა და არქეოლოგებს მეტი მტკიცებულება დასჭირდებათ. იქნებდა ეს
ყველაფერი მხოლოდ შემთხვევითობა იყო და არავითარი ვამპირი.
აბაა დღეისთვის გვეყო ასეთი სიახლეეები და ხვალ გავაგრძელოთ <3