რამდენი წელიწადია, რაც ამ საიტზე სიახლე არ დადებულა? ძალიან ბევრი და გადავწყვიტე, სიჩუმე დამერღვია და ჩემი ბავშვობის უტკბესი მოგონებებისთვის დიდობაშიც გამეღო კარი!
ბევრი არ მიფიქრია, თუ რა იქნებოდა პირველი სიახლე, რომელსაც დავდებდი და, რა თქმა უნდა, ჩემს პირველ სიყვარულსა და მის უმშვენიერეს მეუღლეს მივადექი. იქიდან გამომდინარე, რომ ჰეილი ბიბერის მიმართ კრიტიკა არ წყდება და ბოლო პერიოდია, განსაკუთრებით დიდია მის მიმართ საზოგადოების ინტერესი, გადავწყვიტე, აუტკივარი თავი არ ავიტკიო და დღეს მხოლოდ ამ ლამაზი წყვილის სურათები შემოგთავაზოთ. რასაკვირველია, ჰეილი ბიბერისა და სელენა გომეზის ურთიერთობებს აუცილებლად შევეხები, მაგრამ მოგვიანებით.
შეგახსენებთ, რომ ჯასტინსა და ჰეილი ბოლდუინს მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებთ, წყვილი 2018 წლის ივლისში დაინიშნა და 2018 წლის ნოემბერში დადასტურდა, რომ ისინი დაქორწინდნენ.
|