ვარსკვლავური წყვილის, დევიდისა და ვიქტორია ბექჰემების ქალიშვილი, 15 თვის ჰარპერი ძალიან განებივრებულია. ჰარპერი ტანსაცმლის საკმაოდ მდიდრულ კოლექციას ფლობს. როგორც ვარსკვლავის მეგობრები ამბობენ, ვიქტორია ჰარპერს ერთხელ ნაცვამ სამოსს მეორედ აღარ აცმევს. გარდა ამისა, გოგონას ყოველთვის დედის კაბასთან შეხამებული ტანსაცმელი აცვია.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ ბრიტანულმა ბრენდმა My1stYears-მა 2012 წლის ყველაზე მოდური ბავშვების რეიტინგი გამოავლინა. რეიტინგის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე მოდური ბავშვი ჰარპერია. პატარა ჰარპერმა ჯერ საუბარიც კი არ იცის, თუმცა ვიქტორიას უკვე სთავაზობენ, რომ მისი გოგონა სხვადასხვა ბრენდის სახე გახდეს.
დაამოწმა:-Smile♥
|