ხანგრძლივი მოლოდინი დასრულდა, რამდენიმე საათის წინათ კომპანიამ Apple ოფიციალურად წარმოადგინა თავისი პლანშეტური კომპიუტერი, რომელსაც iPad ჰქვია. სიახლე Apple-ის ხელმძღვანელმა, სტივ ჯობსმა (Steve Jobs) წარმოადგინა. ამგვარად, Apple iPad აღჭურვილია 9,7-დიუმიანი მოცულობითი IPS-დისპლეით მულტიტაჩ ტექნოლოგიის მხარდაჭერით, პროცესორით Apple A4 ტაქტური სიხშირით 1 გჰც, SSD-დამგროვებლით მოცულობით 16 გბ, 32 გბ ან 64 გბ. არის Wi-Fi 802.11n, Bluetooth 2.1 EDR-ით, აგრეთვე მას აქვს 3G-მოდული, აქსელერომეტრი, კომპასი, დინამიკები და მიკროფონი. პლანშეტის სისქე — სულ რაღაც 12 მმ, წონა კი 700 გრამს არ აღემატება. Apple iPad-ის საინტერესო თავისებურებაა iPhone პროგრამების მხარდაჭერა – მათი გაშვებისთვის კი არავითარი ზედმეტი მოძრაობა არ დაგჭირდებათ — ყველაფერი უპრობლემოდ მუშაობს. პროგრამებს და თამაშებს შეუძლიათ iPad-ის მთლიანი პოტენციალი გამოიყენონ – მთელი მართვა სენსორული ეკრანის დახმარებით ხორციელდება ან დახრით ან მოწყობილობის კორპუსის შემობრუნებით. Apple iPad მხარს უჭერს ყველა თანამედროვე კარტოგრაფიულ სერვისს, როგორებიცაა მაგალითად, Google Maps და შესაძლებლობას იძლევა ვიდეო და YouTube-ის რგოლები HD-ხარისხით უყუროთ. ავტონომიური მუშაობის დროა 10 საათი, მოლოდინის რეჟიმში კი მოწყობილობას მთელი თვე შეუძლია გასძლოს. ტექსტის შესაყვანად შეგიძლიათ მსხვილი QWERTY-კლავიატურა გამოიყენოთ, რომელიც ეკრანზე გამოდის — მულტიტაჩის წყალობით, ტექსტის შეტანის სისწრაფე ნორმალური უნდა იყოს.
გამოცხადებულია ფასებიც აშშ-თვის. 16-გბ მოდელი Wi-Fi-თი $499 დაგიჯდება, ხოლო 32-გბ-თვის $599 გადახდა მოგიწევთ, 64-გბ – კიდევ ასი დოლარით მეტი. 3G მოდულის დამატება ფასს $629, $729 და $829-მდე გაზრდის შესაბამისად.
|