abkhaziainfo.com-ის ვერსიით, სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან 15 ქართველი და 3 თურქი მეზღავაური არა საქართველოს ხელისუფლებამ, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საგანგებო დანიშნულების კოალიციურმა ძალებმა ერთობლივი სპეცოპერაციის შედეგად იხსნეს. "სპეცოპერაციის დროს ერთი ოსი სპეცრაზმელი მსუბუქად დაიჭრა, - წერს საიტი, - მისიის მიზანი კი მთელი მსოფლიოსთვის საქართველოს ხელისულების უსუსურობის ჩვენება იყო, ასევე ოსეთისა და აფხაზეთის კოალიციური ძალების ქვეყნის საზღვრებს გარეთ საბრძოლო მზადყოფნის შემოწმება", - წერს აფხაზური სააგენტო. სააგენტოს ინფორმაციით, გათავისუფლებული მეზღვაურები კენიაში მიმავალ გემში გადასვეს. მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელზეც 15 ქართველი და 3 თურქი მეზღვაური იმყოფებოდა, სომალელმა მეკობრეებმა 2010 წლის 8 ოქტომბერს, ადენის სრუტეში დაატყვევეს. მეკობრეები გემის მფლობელი ბერძნული კომპანიისგან გამოსასყიდის სახით რამდენიმე მილიონ დოლარს ითხოვდნენ. თანხის გადახდაზე გემთმფლობელმა კომპანიამ უარი განაცხადა და მოლაპარაკებები ჩიხში იყო შესული.
სომალელი მეკობრეებისგან 15 ქართველი მეზღვაურის გამოსახსნელად, სომალიში ქართული სამთავრობოთაშორისი დელეგაცია ჩავიდა. დელეგაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის სტატუსით სარგებლობდა.
P.sმე ოსი ვარ და გულთან ახლოს მივიტანე :( მომზადებულია abkhaziainfo.com-ის მიხედვით.
კატეგორია:♥ სხვა | ნანახია:670 | დაამატა:♥AnnaMaria♥ | რეიტინგი:5.0/1