ჰოლივუდის ყველაზე ცნობილმა წყვილმა წარმოადგინა საიუველირო სამკაულების კოლექცია.
კოლექციაში წარმოდგენილი იყო ბეჭდები, საყურე და სამაჯური, ასევე კოვზი, გველის ფორმის კალამი.
ყველა მათგანი შესრულებულია კეთილშობილი ლითონებისგან: ვერცხლის და ოქროსგან და ინკრუსტირებულია ძვირფასი ქვებით.
ყველაზე ნაკლებად ღირებული ნივთი -კოვზი 525 დოლარი ღირს.
კოლექცია წარმოდგენილი იქნება ლონდონში, ნიუ-იორკში, ბევერლი ჰილსში, ტოკიოში დაა დუბაიში.
ძვირფასეულობის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლის ნაწილი გადაირიცხება ანჯელინა ჯოლის ბავშვთა საქველმოქმედო ფონდში.
|