ამერიკაში შედგა ანიმაციური ფილმის "ლორაქსის" პრემიერა. შემქნელთა არაჩვეუებრივი ნამუშევრები "გამყინვარება" და "საზიზღარი მე" ეფუძნება საბავშვო მწერლის დოქტორ სიუზას ნაწარმოებებს. (ის ასევე ავტორებია ნაწარმოებების: "მიწის კონტური" და "როგორ მოიპარა გრინჩმა შობა"
მთავარ გმირს- ფუმფულა და მომხიბვლელ არსებას ახმოვანებს კომედიური მსახიობი დენი დევიტო. 12 წლის მხატვარი ბიჭის გახმოვანება კი წილად ხვდა სიმპათიურ მსახიობს ზაკ ეფრონს. ხოლო მის საყვარლ გოგონას ახმოვანებდა მომღერალი ტეილორ სვიფტი. წითელ ხალიჩაზე ახალგაზრდა მსახიობები, ისევე როგორც მათი გმირები, იყვნენ ერთად. გვერდიდან ისინი ძალიან ჰგავდნენ მოსიყვარულე წყვილს.
ანიმაციურ ფილმში - მოქმედება უახლოეს მომავალში ხდება, სადაც ყველა და ყველაფერი ავტომატიურია და შექმნილია პლასტმასისგან. იპოვოს ცოცხალი ხე საყვარელი გოგონასთვის - ეს არის მთავარი გმირის ერთადერთი მამოძრავებელი მიზანი. სწორედ ამ დასახული მიზნის განხორციელებაში ეხმარება მთავარ გმირს- ლორექსი
წითელ ხალიჩაზე მთავარი გმირის ფუმფულა , ნარინჯისფერი ასლის გვერძე ვერავინ შეძლო თავისუფლად გავლა, - ყველა ერთბაშად ეხუტებოდა ლორაქსს და პოზიორობდნენ მასთან ერთად. მხოლოდ ზაკ ეფრონი , ფოტოსესიის დიდი მოყვარული, იყო ბევრად უფრო გართული ტეილორით ვიდრე თავისი ფუმფულა მეგობრით