ზამთარმა შემოდგომის განწყობა უკვე დიდი ხანია შეცვალა. ქალაქში კი ნაადრევი საახალწლო განწყობის შემოტანა ხორციელდება მაგრამ რატომღაც სულაც არ ვარ საახალწლო განწყობაზე. აი უკვე ჩვენს საიტზეც გაზამთრდა და გათოვდა მაგრამ ჩემთან მაინც ზაფხულია და სულაც ვერ ვგრძნობ ზამთრის დადგომას :დ მაგრამ მოდი აქედანვე გავუგზავნოთ სანტას წერილი თორემ მერე ისედაც ბევრი ექნება წასაკითხი ;დ ასე რომ ჩვენი სურვილები გვერდზე რომ არ დარჩეს ახლავე დავიწყოთ წერა :დ უკვე მოიფიქრეთ რა გინდათ საახალწლოდ? დარწმუნებული ვარ საჩუქრების სიას ადრიდანვე ამზადებთ. მოდით ეს სურვილები ერთმანეთს გავუზიაროთ. დაწერეთ კომენტარებში რას ისურვებდით საახალწლოდ. აი მე კი მინდა როლიკები და იმედია თოვლის ბაბუას ჩემი საკვამური არ გამორჩება :დ კიდევ დასვენება მინდა წელიწადში ორჯერ 6 თვით მაგრამ ეს სურვილი არამგონია ამიხდეს. მოკლედ, ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. მე კი კომენტარის ავტორს რეპუტაცის ვაჩუქეეეეეეეებ :დ ხო და კიდევ საახალწლოდ მინდა ifunზე მოდერობა :დდ მაგრამ სანტა ვერ დამეხმარება :დ
|