ადრიანა ლიმამ და დოუცენ კრუსმა განსხვავებული ამპლუა მოირგეს და ითამაშეს ერთმანეთში მოჩხუბარი გოგონები ჟურნალ V-ს სპორტული ნომრისთვის. ცნობილი ფოტოგრაფის, მარიო ტესტინოს ობიექტივში მოხვედრილი Victoria’s Secret-ის მოდელები გამოეწყვნენ ძალიან სექსუალურ და ამავე დროს აგრესიულ ტანსაცმელში, რაც ფოტოების ხასიათს კიდევ უფრო ამძაფრებს.