მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 21 » აბა გამოიცანი?
3:25 PM
აბა გამოიცანი?

1) იაპონიაში არსებობს ასეთი დაუწერეილი კანონი: სტუდენტი გოგო ინსტიტუტში ორი დღე ზედიზედ ერთი და იგივე ტანსაცმლით არ უნდა გამოცხადდეს. რატომ?

2) დაასრულეთ ჰემინგუეის სიტყვები: "ყველა ამბავი, თუ მას ბოლომდე მოვყვებით, მთავრდება…” რით?

3) აბულ-ფარიჯი წერს, რომ სიტყვა, სანამ ის ითქმება, ტუსაღია მისი, ვინც მას იტყვის. რა ხდება მას შემდეგ, რაც სიტყვა ითქმება?

4) იტალიური ანდაზა: "არ გაეკიდო არც ქალს და არც ტრამვაის. აუცილებლად …” დაასრულეთ ანდაზა ორი სიტყვით.

5)ერთ-ერთი სოციოლოგიური გამოკითხვის დროს რესპონდენტებს უსვამდნენ კითხვას, რომელშიც მე გამოვტოვე ერთი სიტყვა: "რომელმა … მიაყენეს განსაკუთრებული ზიანი რუს ერს და სსრკ-ს სხვა ერებს?" ყველაზე პოპულარული პასუხები იყო: ბერია (5.8%), ლენინი (2.5%), ტროცკი, ჰიტლერი, კაგანოვიჩი, სვერდლოვი და ჩუბაისი. დაასახელეთ გამოტოვებული სიტყვა.

6) მეოცე საუკუნის ეს ქმნილება, რომლის სახელიც ვინი-პუჰს ძალიან მოეწონებოდა, უამრავი სახის არსებობს. ყველაზე ძვირფასი ეგზემპლიარი შექმნილია 18 კარატიანი ოქრითი და მორთულია ვარდისფერი და თეთრი ბრილიანტებით. ამის მქონე ადამიანს იასირ არაფატთან 200 მეტრზე ახლოს მიახლოება ეკრძალება. რაზეა საუბარი?

7) ერთი ხუმრობის თანახმად, ამ ცნობილი ტრაგედიის მთავარი მოქმედი პირები ებრაელები იყვნენ, კერძოდ: ბოცმანი, ლოცმანი, შტურმანი… დაასახელეთ კიდევ ერთი გმირი, რომელიც ასევე ებრაელი იყო. (მითითება: საუბარია ტიტანიკის ტრაგედიაზე)

8) სერ ისააკ ნიუტონის კემბრიჯის მათემატიკური ინსტიტუტის შენობა აგებულია იმის გათვალისწინებით, რომ მათემატიკოსებს ჰქონდეთ კოლეგებთან მუდმივად იდეების გაცვლის საშუალება, ინსტიტუტის შენობაში მოძრაობის დროსაც კი. ამ მიზნით, ინსტიტუტის უკლებლივ ყველა ოთახში, მათ შორის ტუალეტებშიც და ლიფტშიც კი არის… რა?

9) , კოკო შანელი ამბობდა: "20 წლამდე თქვენ გაქვთ სახე, რომელიც თქვენ მოგცათ ღმერთმა; 30 წლის შემდეგ — რომელსაც თქვენ თვითონ შექმნით". ხოლო რომელი სახე გაქვთ, შანელის აზრით, 50 წლის შემდეგ?

წარმატებები პასუხებს მალე დავდებ თუ ვერ გამოიცანით
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 667 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 70
სტუმარი: 70
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz