მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2013 » მარტი » 24 » ℱα﹩ℌḯℴℕ
9:07 PM
ℱα﹩ℌḯℴℕ

α

✔ როგორ ჩავიცვათ მოდურად   

✔ რჩევები ჯესიკა ალბასგან 




ჯესიკა ალბა, ჰოლივუდის ერთერთი ულამაზესი მსახიობი, სანიმუშო დედა და მეუღლე, ამერიკელებისთვის ჩაცმა-დახურვის საკითხშიც მისაბაძ სელებრითად ითვლება. ჯესიკას სტილი ყოველთვის უზადოა, იქნება ეს წითელ ხალიჩაზე, ყოველღიურობაში თუ დილის ვარჯიშისას, იგი საოცრად ქალურად, მიმზიდველად და დახვეწილად გამოიყურება. გთავაზობთ რამოდენიმე რჩევას, რომელსაც ვარსკვლავი ლამაზად და გემოვნებით ჩაცმის მოყვარულებს აძლევს საკუთარი პრაქტიკიდან გამომდინარე.


1.თამამი ექსპერიმენტები - გაბედულად შეუხამეთ ერთი შეხედვით შეუსაბამო სამოსი და აქსესუარები ერთმანეთს. ჯესიკას აზრით, სწორედ ეს არის მოდურად ჩაცმის ერთერთი მთავარი კომპონენტი. ასე რომ ნუ შეგეშინდებათ რისკის, მთავარია სამოსში ფერთა ხაზის კონსტრუქციულობის დარღვევას მოერიდოთ, სხვამხრივ კი ფანტაზიას ფართოდ მიეცით გასაქანი.



2. ჟაკეტი თქვენი გარდერობის აუცილებელი ატრიბუტი- საყოველთაოდ ცნობილია, რომ ჯესიკა ყოველგვარი სახის ჟაკეტების, მოსაცმელებისა და კოსტუმების დიდი მოყვარულია და თვლის რომ ეზუსტად სხვადასხვა ფერის და ფასონის ჟაკეტები მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ნებისმიერი კაბა ან შარვალი, სულ სხვაგვარად გამოიყურებოდეს თქვენს ტანზე. ასე რომ გაამდიდრეთ თქვენი გარდერობი ჟაკეტებით.




3. შეიტანეთ ჩაცმის სტილში მსუბუქი ქაოსი და მოუწესრიგებლობა- ე.წ "ხულიგნური იმიჯი" რომლის დემონსტრირებასაც მსახიობი არაერთგზის ახდენს ყოველდღიურ ჩაცმულობაში, სულაც არ მოითხოვს დიდ ფიქრს თქვენი მხირდან, სახლიდან გამოსვლისას იმ საკითხზე თუ რა ჩაიცვათ დღეს. ფართხუნა შარვალი, განიერი სვიტერი, ასეთივე განიერი და თავისუფალი მოსაცმელი ან კარდიგანი, სათვალე .. სულ ეს არის და თქვენ მზად ხართ მოდურად და კომფორტულად გაატაროთ მთელი დღე.




4. ჯინსების მრავალფეროვანი არჩევანისაყოველთაოდ ცნობილია რომ ჯესიკა ჯინსების დიდი მოყვარულია, ამასთან ერთად მსახიობი ჯინსის ფაქტურას, ფერს და ფორმასაც დიდ ყურადღებას აქცევს. მის გარდერობში ჯინსის საკმაოდ დიდი ასორტიმენტი მოიძებნება და მსახიობს მიაჩნია რომ სწორად შერჩეული ჯინსი, მოდური იმიჯის ერთერთი მთავარი ატრიბუტია.




5. შეიყვარეთ მკვეთრი ფერები- ჯესიკა ცნობილია ფერადოვნების განსაკუთრებული სიყვარულით ჩაცმულობაში. თუმცა მისი საიდუმლო ამ მხრივ ერთ უცვლელ წესს ეფუძნება, მსახიობი ყოველთვის ცდილობს ერთმანეთს შეუხამოს ერთი ტონალობის ფერები. აქედან გამომდინარე ახერხებს, შექმნას ულამაზესი ფერთა გრადაცია სამოსის დახმარებით, რაც საერთო ჯამში მის მკვეთრ და მოდურ იმიჯს უსვამს ხაზს.




6. ყურადღება გაამახვილეთ პატარ-პატარა ნიუანსებზე -მაშინაც კი, როცა კლასიკურ შავ-თეთრს ანიჭებთ უპირატესობას ყოველდღიურ სამოსში, აუცილებელია ამ ანსამბლის, რაიმეს სახის მკვეთრი ფერის დეტალით გამრავალფეროვნება. ეს თქვენს იმიჯს, განსაკუთრებულ ეფექტურობას მიანიჭებს.




7. ყოველთვის შეინაჩუნეთ ახალგაზრული სტილი მიუხედავად იმისა, რომ ჯესიკა ალბა თინეიჯერულ ასაკს დიდი ხანია გასცდა, მსახიობი არ ერიდება მსუბუქი, თინეიჯერული სტილის სამოსის თამამად ტარებას, თანაც ისე, რომ ამით არასოდეს იწვევს გაღიზიანებას გარშემომყოფთა თვალში.




8.ხაზი გაუსვით თქვენს ქალურობას პასტელური ფერების მეშვეობით ჯესიკას სტილის მრავალმხრივობა, იმაშიც მდგომარეობს რომ მას ბადალი არ ჰყავს სამოსის მეშვეობით, განსაკუთრებული, ქალური იმიჯის შექმნაში, რაშიც მას პასტელის ფერების ეფექტური შეხამება და სწორად შერჩეული აქსესუარები ეხმარება.




9. და ბოლოს არასოდეს შეგეშინდეთ საკუთარ თავზე "დატესტოთ" მოდური ექსპერიმენტები -რადგან სწორედ ეს არის საკუთარი, განუმეორებელი და ინდივიდუალური სტილის პოვნის ყველაზე ნაცადი და ეფექტური ხერხი.


კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 1010 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-12-25
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 45
სტუმარი: 45
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz