მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2012 » ივლისი » 15 » ‘72გზა წონის სწრაფი კლებისთვის
7:40 PM
‘72გზა წონის სწრაფი კლებისთვის

არსებობს წონაში დაკლების სწრაფი საშაულებები, და სასურველია, რომ შეასრულოთ ყველა რჩევა, რომლებიც ნამდვილად დაგეხმარებათ წონის დაკლებაში.

თუ თქვენ ეს ესაა დაიწყეთ დიეტა ამ სტატიაში  იპოვნით სწრაფ და უსაფრთხო საშუალებებს წონაში დასაკლებად. ჩვენ შევაგროვეთ 72 ყველაზე ეფექტური და სწრაფი გზა და მოხარული ვართ, რომ შეგვიძლია მათი თქვენთვის გაზიარება :) მაშ ასე ტქვენს წინაშეა:
72 საშუალება წონაში დასაკლებად

1. აწარმოეთ დღიური
დღიურის შექმნა ნოუთბუქში, მობილურში ან თუნდაც პატარა ლამაზ რვეულში საშუალებას მოგცემთ ჩაინიშნოთ ყველაფერი რასაც მიირთმევთ და დალევთ დღის განმავლობაში, ეს საშუალებას მოგცემთ აკონტროლოთ დღიური რაციონი. აწარმოეთ ასეთი დღიური ერთი კვირის განმავლობაში, მერე კი მოკლე ანალიზი გააკეთეთ ჩაწერილი მონაცემების მიხედვით. იქ თქვენ მკაფიოდ დაინახავთ რომელი საკვები მიიღეთ სასარგებლო, და რომელი მავნებელი თქვნი წონისთვის და ჯანმრთელობისთვის, ამავე დროს მიხვდებით რომელი მავნე პროდუქტების მიღებისგან უნდა შეიკავოთ თავი მომავალ კვირას, რათა დაიკლოთ წონაში, არ იცით რითი დაიწყოთ? აწარმოეთ დღიური

2. გამორიცხეთ ტკბილი გაზიანი სასმელები
ეს მშვენიერი საშუალებაა წონაში დასაკლებად, თუ თქვენ საერთოდ შეწყვეტთ გაზიანი სასმელების მიღებას და ჩაანაცვლებთ მას წყლით. თუმცა არც ისეთი ადვილია ამ ჩვევისგან თავის დაღწევა, ასე რომ თუ თქვენ არ შეგიძლიათ საყვარელი გაზიანი სასმელის გარეშე, დასაწყისისთვის გადადით ისეთ სასმელებზე რომელიც ნოლ კალორიას შეიცავს, მაგ. კოკა ლაითი, პეპსი ლაითი და ა.შ

3.შეამცირეთ პურის რაოდენობა
უმჯობესია საერთოდ თავი შეიკაოთ თეთრი პურის მიღებისგან, მიირთვათ რუხი ან დაცეხვილი პური, რომლებიც მეტად სასარგებლოა და ამავდროულად ნაკლებად კალორიული. თანაც არის გაცილებით გემრიელი. ის რომ მიეჩვიოთ  ნაკლები პურის მირთმევას მოითხოვს გარკვეულ დროს, მაგრამ როგორც კი თქვენ ამას მოახერხებთ,  მიხვდებით რომ ეს ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა წონაში დასაკლებად.

4. ნუ გამოიყენებთ სალათებში კალორიულ სოუსებს
ბოსტნეულისგან მომზადებული სალათები ძალიან სასარგებლო და ამასთანავე დაბალკალორიულია, თუმცა აუცილებელია მაღაკლალორიული მაიონეზების ჩანაცვლება დაბალკალორიული არაჟანით, მაწვნით ან სულაც ლიმონის წვენით. თქვენი ორგანიზმი დახარჯავს უფრო მეტ ენერგიას ამ სალათების გადამუშავებისას, ვირე მიიღებს მათგან, თუ თქვენ ყოველ დღე მიირთმევთ ასეთ სალათებს მაიონეზის გარეშე, მაშინვე  დაიწყებთ წონაში კლებას.

5. დალიეთ ერთი ჭიქა წყალი ყოველი ჭამის წინ
ეცადეთ დალიოთ ერთი ჭიქა წყალი ჭამამდე 15-20წუთით ადრე. ასე თქვენ არ კუჭის წვენს არ მისცემთ განზავების საშუალებას, რომელიც აუცილებელია საჭმლის გადამუშავებისთვის, მაგრამ მოიკლავთ შიმშილის გრძნობას, და შედეგად მიირთმევთ ნაკლებ საჭმელს… განა ეს შესანიშნავი გზა არ არის წონაში დასაკლებად?

6.მოამზადეთ საჭმელი სახლში.
თქვენ გეცოდინებათ რომ საკვები მომზადებულია ჯანსაღი და ახალი პროდუქტებისგან, და ისიც რომ ქიმიური დანამატები არ იქნება საკვებში,ასევე თქვენ შეძლებთ მოამზადოთ საკვები ნაკლები ცხიმით, რის გამოც საჭმელს ექნება გაცილებით ნაკლები კალორია. რესტორნის პორციების რაოდენობა როგორც წესი საკმაოდ მოზრდილია ხოლმე, სახლში კი თქვენ შეძლებთ აკონტროლოთ პორციის რაოდენობა.

7. მიირთვით თქვენთვის ოპტიმალური პორციები
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმის ცოდნა თუ რა რაოდენობის საკვებს უნდა შეიცავდეს თქვენი თეფში, ხორცი ან თევზი უნდა იყოს კარტის ქაღალდის ზომის, გარნირი კი თქვენს მუჭში უნდა დაეტიოს, და რაც ყველაზე მთავარია, თუ თქვენ უკვე დანაყრდით არ არის აუცილებელი მიირთვათ ბოლომდე,  მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს და თქვენ ყოველთვის გეცოდიენბათ როდის უნდა გაჩერდეთ.

8. მოერიდეთ სუპერმარკეთის „ცენტრს"
ეცადეთ მოერიდოთ სუპერმარკეტის შუაგულს, სადაც მოთავსებულია ბევრი „მავნებელი" კონსერვანტების და „ცარიელი კალორიების"  შემცველი პროდუქტები, ამის ნაცვლად, იყავით სუპერმარკეტის  ისეთი ადგილის სიახლოვეს სადაც იყიდება ხილ-ბოსტნეული და  რძის პროდუქტები, ეცადეთ თქვენი შენაძენი ძიითადად ამ ადგილებით შემოიფარგლოს.

9. ადით კიბეზე ფეხით და არა ლიფტით.
თქვენ ალბათ გსმენიათ ამის შესახებ ადრეც, მაგრამ არ გიცდიათ მზგავსი რამ, იმისდა მიხედვით თუ რა ინტენსივობით აივლით საფეხურებს თქვენ დახარჯავთ 300კკალ-ს 30წუთის განმავლობაში, რაც ასევე დადებითად აისახება  თქვენი გულის მუშაობაზე.

10. არ დაელოდოთ ავტობუსს უახლოეს გაჩერებაზე
ამის ნაცვლად გაიარეთ ცოტა(თუნდაც ერთი გაჩერება) ფეხით, ასევე თუ გყავთ მანქანა ვიქენდებზე საყიდლებზე წასვლისას ნუ მოძებნით უახლოეს ადგილს სავაჭრო ცენტრთან, მანქანა დააყენეთ მოშორებით და გზის რაღაც მონაკვეთი ფეხით გაიარეთ, ასევე უახლოეს ადგილებში ნუ წახვალთ მანქანით, ბენზინსაც დაზოგავთ, გარემოსაც და კალორიებსაც მეტს დახარჯავთ…

თუ დაგეხმარათ ინფო დაწერეთ კომებში და გავაგრძელებ

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 789 | დაამატა: SmileForYou | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 6
2012-07-16 Spam
ravi gaagrdzele biggrin