მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

  
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 25 » ..
6:05 PM
..

მოდი არ წაიკითხო.რომ უზიხარ.რომ უყურებ ნაწერს. ერთიანად. ისე, ჯობია უყურო მთლიანად ნაწერს და არ დაიწყო მისი დანაწევრება,სიტყვებად, წინადადებებად და აზრებად. ბევრს უთქვამს შენი კალიგრაფია მომწონსო,ერთხელ სურათიც გადაუღეს ჩემს ნაწერს,მაგრამ მათ ერთიანობა მოსწონთ,ნაწერი,მთლიანი ორგანიზმი,გარეგნული მომხიბლაობა თუ რაც არის. არაა საჭირო ჩაკვირვება, რადგან რაც უფრო მეტს წაიკითხავ ჩემსას მით უფრო ნაკლებად მოგეწონები,რაც უფრო ხშირად შემომხედავ, მით მახინჯი გავხდები. რადგან შენ თავდაპირველ მეს გაიცნობ. მე ვეღარ დავფარავ თავს და გავცემ. მე მხოლოდ ჩემს თავს ვერ ვუნახავ საიდუმლოებებს.

ახლა თავში ხმა მესმის რაღაც წუილის მსგავსია,ღამე ჩუმ ღამეში გარეთ რომ გადიხარ და გესმის,ჭოტი ან რომელიღაც ორგანიზმი გამოსცემს. ბავშვობაში მეგონა რომ ეს ხმა მთვარის ხმამაღალი სუნთქვა იყო. კიდევ ერთი მეზობელი მახსოვს, ძალიან მახინჯი და მოხუცი, მთვარე ერქვა და მე მეშინოდა მისი, როცა ჩაივლიდა. ის არასოდეს მიყურებდა. არ ვიცი რისი მეშინოდა. იმას მთვარე ერქვა.იქნებ მეგონა რომ მთვარესავით სუნთქავდა,ან მეგონა რომ ის დღის მთვარე იყო,დღისით ასეთი მახინჯი და ღამე ლამაზი,ნათელი.იქნებ მეგონა რომ მომიტაცებდა და ზემოთ ამიყვანდა,იქ დამწვავდა და ჩემი ცეცხლით საკუთარ თავს გაანათებდა. მე ძალიან მეშინოდა მთვარის.

ახლა მაქვს მომენტი როცა ჩემი 45.რაღაცმეასედი კილო სხეული ვერაფრით ეწინააღმდეგება წამწამებს და ქუთუთოებს,ის რამდენიმე გრამი,მაიძულებს ვიწვე,გავჩუმდე,გავშეშდე,თითები მიბუჟდება და ნელა ვწერ. წინა წკნადადებას(აბზაცზე ლაპაკი ზედმეტია)არ ვკითხულობ. თავისთავად მოდის სიტყვა და მე ვწერ. მე ნაწერშიც ეგოცენტრული ვარ. სულ მეზე ვწერ..ჩანახატებიც,მესამე პირში დაწერილი, გმირები თუ ადგილები მესია.

მეს არ აინტერესებს თუ წაიკითხავ მის ნაწერს. ურჩევნია შეხედო ერთიანად,თქვა რომ დიდია და წაკითხვა გეზარება და გაიარო.მეს არ აინტერესებ და შენც ნუ დაინტერესდები მეთი. მე ქუთუთომ დაამარცხა…

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 1201 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2016  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 50
სტუმარი: 50
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz