მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

 ბლოგი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 14 » Take Me Along
3:58 PM
Take Me Along
Book Selena
ჭამა მოვრჩით.. მერე ნიკმა მითხრა გავისეირნოთო.. მეც დავთანხმდი .. ჩავიცვი და ჯასტინის ნაჩუქარი ყელსაბამი გავიკეთე.. როგორც დავპირდი როცა გამახსენდებოდა უნდა გამეკეთებინა.. ცოტა არ იყოს და ნიკთან გუშინდელის შემდეგ ცოტა უხერხულად ვიყავი.. ისიც .. ხელჩაკიდულები მივდიოდით გზაზე.. ხიდთან მივედით და სანაპიროზე დავჯექით..ძალიან ლამაზი საღამო იყო.. მზე ჩადიოდა უკვე და თითქოს სხივებს ინახავდა ჩვენს გასათბობლად ..მერე დავიწყეთ ათას რამეზე ლაპარაკი.. ნიკი ისე მაცინებდა რომ ცუდად ვიყავი :D კარგად ვიყავი..მერე ცოტა შემცივდა და ნიკმაც შეამჩნია ეს..
-მოდი მიგიხუტო.. გცივა გეტყობა
-კარგი :*
მივეხუტე და ასე ვიყავით რამდენიმე ხანი.. მერე ვუთხარი
-წამო სადმე წავიდეთ..სტარბაქსში მაგალითად და ყავა დავლიოთ არ გინდა?
-კაი წავიდეთ :))) გავთბებით მაინც.. :D
სტარბაქსამდე ფეხით ვიარეთ .. სიცილ-სიცილით.. 
ნიკი მის და ჰარის ბავშვობას იხსენებდა და ვკვდებოდი სიცილით.. თურმე ჰარი ერთ გოგოსთან მისულა და უკოცნია :D 5 წლის ყოფილა.. :დ და იმ გოგოს კიდე სილა გაურტყია :D იმ გოგოს რომ სცოდნოდა ვის გაარტყა სილა ალბათ თავს მოიკლავდა :D ალბათ აღარც ახსოვს.. მოკლედ ბევრი ვიცინეთ.. მივაღწიეთ როგორც იქნა .. შევედით და შევუკვეთეთ ლატე, და ნიკმა ცხელი შოკოლადი შეუკვეთა.. ნამცხვრებიც დავამატეთ და დავსხედით .. ნიკი საჭირო ოთახში გავიდა.. ამ დროს კარებთან ჩოჩქოლი და ყვირილი იყო.. გამიკვირდა რა ხდება-მეთქი.. და კარებში ჯასტინი შემოვიდა.. მე მიყურებდა პირდაპირ.. მე კი მას.. და დაინახა ეტყობა რომ ყელსსაბამი მეკეთა და გაუხარდა..კენიმ და სკუტერმა როგორც იქნა გამოაღწიეს და მე რო დამინახეს გაუხარდათ და ჩემსკენ წამოვიდნენ .. (სკუტერი ჯასტინის მენეჯერია და კენი დაცვა და ორივესთან კარგად ვარ ძალიან ..დიდი ხანია არ მინახია ორივე) მეც ავდექი და გავექანე მათკენ.. ჩავეხუტე ორივეს და მოვიკითხე.. ჯასტინი კი ფანებს ურიგებდა ავტოგრაფებს და თხოვა რომ წასულიყვნენ .. ძალიან ხმაურობდნენ და მაგიტომ .. მერე ჯასტინი წამოვიდა ჩვენსკენ.. ამ დროს კი ნიკი გამოვიდა და მე დამიდგა გვერდდზე..ანუ ჯასტინს დაანახა რომ ერთად ვიყავით.. ჯასტინმა ამას ყურადღება არ მიაქცია.. 

Book JB 
სკუტერმა მითხრა დავისვენოთ ცოტა და სტარბაქსში წავიდეთო.. მეც დავთანხმდი .. და კენიც წამოვიდა..ნუ ეგ ხო არ მშორდება რა :D შენობასთან რომ მივედი იქ ფანების არმია დამხვდა.. კენიმ და სკუტერმა როგორღაც შეაღწიეს შიგნით და მეც წამიღეს :D შევედით და ფანებს რომ შევხედე როგორი მოწყენილები იყვნენ ვეღარ მოვითმინე და გარეთ გავედი..ავტოგრაფები დავურიგე და სურათებიც გადავიღეთ..მერე კიდე ვთხოვე რომ წასულიყვნენ .. შევედი შიგნით და დავინახე სელენა... ჩემი ყელსაბამი ეკეთა..და დამალვას ცდილობდა,მაგრამ მაინც დავინახე.. :)) ესეიგი ვახსენდები.. და კიდე ვუყვარვარ.. ამან იმედი მომცა.. კენი და სკუტერი მას ელაპარაკებოდნენ..მეც მათკენ დავიძარი და ამ დროს გამოვიდა ეს ნიკი :@ მაგრამ არ შევიმჩნიე რომ არ მესიამოვნა.. გავაგრძელე და მივედი მათთან.. 
- ვა სელლ .. როგორ ხარ? 
- კარგად ჯასტინ შენ როგორ ხარ?
- ნორმალურად :) რას შვები?
- რავი მე და ნიკი აქ ყავის დასალევად მოვედით.. შენ? 
- ჩვენც მაგ მიზეზით...ერთად ხომ არ დაგველია?
- რატომაც არა(ნიკი ჩაერია ჩვენს საუბარში..ეტყობა უნდოდა ეჩვენებინა რომ არ ეშინია ჩემი..მაგრამ სულ ტყუილად :) სელენას მაინც მე ვუყვარვარ)
- ძალიან კარგი(ეხლა სკუტერი ჩაერთო :D)
- დავჯდეთ მაშინ.. ჯასტინ როგორც ყოველთვის ისე ხო?(მკითხა კენიმ)
- ხო მადლობა :)
დავჯექით და ვისაუბრეთ ბევრი.. კენი და სკუტერი მე მეხმარებოდნენ და სელენას ძველ დროს ახსენებდნენ..ბევრს ვიცინოდით და ბევრი რამ გვენატრებოდა.. მოკლედ ჩვენ ვლაპარაკობდით და ნიკი გაჩუმებული იყო და ეს მსიამოვნებდა :D მერე კი ჩაერთო..
- ეგ ყველაფერი ეგეთი კარგი იყო სანამ სელენას არ უღალატე.. 
და ყველანი გაჩუმდნენ.. მინდოდა მეცემა,მაგრამ ისევ სელენას ვეცი პატივი და გავჩერდი.. 
-კი მართალი ხარ..ყველაზე დიდი შეცდომა რაც კი ოდესმე გამიკეთებია ეგ იყო და მაგისთვის ბოდიშს ვიხდი და კიდევ მოვიხდი სანამ სელენა არ მაპატიებს და შენ ეგრე რომ ცდილობ რომ ჩაგვაშხამო საღამო ყოჩაღ შენს კაცობას! კენი,სკუტერ წავიდეთ კარგით?
-კარგი წავიდეთ.. (ერთად მითხრეს)
- (სელენა ჩაეხუტა კენის და სკუტერს) მართლა ძალიან მომენატრეთ :* მერე შეგეხმიანებით :* 
- კარგი სელენიტა :D :* (ასე ეძახდნენ სელენას მოფერებით :D) აუცილებლად შეგვეხმიანე:* ხო იცი როგორ გვენატრები ? :* ძალიან გვაკლიხარ ყველას..განსაკუთრებით ჯასტინს :( 
-კარგით ბიჭებო.. (და ჩემსკენ წამოიწია..ჩამეხუტა)
-ძალიან ვწუხვარ საღამო რომ ჩაგამწარეთ.. (და ლოყაზე მაკოცა)
-არაუშავს (ვუთხარი მე და მეც ვაკოცე ლოყაზე)
წამოვედით.. და როგორი გახარებული ვიყავი თქვენ ვერ აგიღწერთ..იმ ნიკს პირიქით მადლობა უნდა მოვუხადო რომ ასე თქვა,თორე სელენა არ მაკოცებდა ისე .. :D მოკლედ საღამომ კარგად ჩაიარა :)) სახლში მივედით და დამხვდა დები .. ასე კარგ ხასიათზე რომ მნახა გაუკვირდა.
-რა მოხდა? ის ბ**ი ნახე? :D როდემდე უნდა იყო მასზე ასე დამოკიდებული? მე მას მილიონჯერ ვჯობივარ! რით ვერ დაივიწყე ეგ ნაგავი?! (უკვე ყვირილი დაიწყო)
მე ვერ მოვითმინე და მივვარდი და ვუთხარი
-ეგრე აღარ უწოდო თორე არ ვიცი რას გიზამ! ჯობია აიბარგო და თვალით აღარ დამენახო! შენ მილიონჯერ გჯობია! 
-კარგი მაპატიე! არ მინდოდა რომ გაბრაზებულიყავი.. 
-აღარ დამენახო თვალით-მეთქი ! აიბარგე და წადი საიდანაც მოსულხარ!
-კარგი ! მაგრამ გეუბნები ამას არ შეგარჩენ! და მასთან თუ იქნები ბედნიერებას ვერასოდეს ვერ ეწვევით! დაიმახსოვრე ჩემი სიტყვები!
-შემაშინე რა! გაეთრიე აქედან!
- აი ნახავ თუ არ გჯერა :) მე ჩემი ვთქვი და ეხლა შენზეა დამოკიდებული გინდა თუ არა რომ ეგ შენი სელენა უბედური იყოს! 
-არ იქნება უბედური! ჩემთან იქნება და უზომოდ ბედნიერიც იქნება !;) 
-ვნახოთ!
დები წავიდა და გაიჯახუნა კარები! ისე გამამწარა,რომ სულ დამავიწყდა ემი რომ უნდა ჩამოსულიყო! ემილი ჩემი დაა..8 წლისაა.. უცბად კიბეებიდან ჩამოირბინა. მოვიდა და ჩამეხუტა. მეც ჩავიხუტე მაგრად მაგრად! ისე რომ კინაღამ გავგუდე :D
-ჯასტიიინნ! მომენატრეე! (ჩამყვირა ყურში,თავისი წრიპინა ხმით)
-მეცც ჩემო პატარა პრინცესაა :* როდის მოასწარი ჩამოსვლა?
-დღეს მამიკომ ჩამომიყვანა.. ის გოგო ვინ იყო? და ვის ეძახდა ბოზს? (მკითხა ინტერესით)
-არავინ.. ჩემი ძველი შეყვარებულია..და სელენას ბ**ი უწოდა..მარა არ უთხრა მამიკოს და დედიკოს რომ ეგ სიტყვა გაიგონე,თორე მომკლავენ :D
-კარგი :D მერე ეგეთი ცუდი გოგო შენი შეყვარებული რატომ იყო?
-ეგრე იყო საჭირო.. კაი ნუ ხარ პატარა ჭორიკანა :D მოდი რაიმე გავაკეთოთ არ გინდა? დრო მაქვს და ვითამაშოთ,როგორც ადრე ვთამაშობდით არ გინდა?? 
-როგორ არ მინდა :D სელენა არ მოვა?
-არა პატარა.. მე და სელენა დაშორებულები რომ ვართ არ გახსოვს?
-როგორ არ მახსოვს მაგრამ შენს საწოლთან რომ ვნახე მისი სურათები ვიფიქრე შერიგდნენ-მეთქი.. 
კატეგორია: Take Me along | ნანახია: 1001 | დაამატა: KoreanPrincess♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 57
სტუმარი: 57
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz