მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

 ბლოგი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 6 » Believe In YourSelf ♡ And EveryThing Is Possible *))
7:59 PM
Believe In YourSelf ♡ And EveryThing Is Possible *))
უკვე ორი წელი გავიდა, რაც არ მინახიხარ... ორი წელია რაც დაგკარგე სამუდამო!!! :(... იცი დღეს პირველად მივდივარ შენს საფლავზე. ნამდვილად არ ვიცი რატომ, მაგრამ მივდივარ. იქნებ იქ მაინც შევივსო ის სიცარიელე რაც შენ დამიტოვე. იქნებ იქ მაინც გნახო. რა აზრი აქვს რომ რამე ვიკითხო და ამ კითხვებზე პასუხის ძებნა დავიწყო? პასუხი რომ უკვე არის „შენ წადი და აღარ დაბრუნდები" აი ეს არის პასუხი ყველა იმ კითხვაზე რაც მაწუხებს. მხოლოდ სულელს თუ ექნება იმედი შენი ნახვისა და ალბათ ეს სულელიც სწორედ მე ვარ. მინდა რომ გნახო, სიზმრად მაინც იმ შავ, ურითმო სიზმრებში რომელშიც შენ არ ხარ
როცა დამტოვე
ცხოვრება შავ, ურითმო სიზმრად იქცა
სიზმარი ოცნებებში დაიღალა
ოცნება კი ცრემლების ზღვაში ჩაიძირა
დღესაც ვოცნებობ, 
რომ დილით ჩემს გვერდით გაიღვიძო
დღესაც ვოცნებობ,
რომ უსაზღვროდ შემიყვარო
დღესაც ვოცნებობ,
რომ სარკმელთან მჯდარმა 
ჩემსკენ მომავალი დაგინახო,
მაგრამ რა ვქნა, რომ ოცნება ოცნბად მრჩება?
სად ხარ? რატომ არ ჩანხარ?
რატომ მანატრებ თავს?
რატომ დამტოვე მარტო?
რატომ წადი უჩემოდ სხვა სამყაროში?
მენატრები!!! სულ უსაზღვროა ჩემი სევდა... მენატრები!!! მაგრამ ტირილს მხოლოდ ჩემთვის ჩუმად ვბედავ... მენატრები!!!რა ვქნა თუკი უშენობას ვეღარ ვუძლებ... მენატრები!!! სევდიანი კვლავ გავყურებ ნაცნობ ქუჩებს... უკვე მეორედ დავუყვები დაღმართს. დაღმართს რომლის ბოლოშიც შენ ხარ, მაგრამ არა ჩემთვის, მაგრამ არა ჩემ მოლონდინში.... უკვე მეორედ მიძგერს გული ასე, უკვე მეორედ გელი ასე სულ განაბული, უკვე მეორედ ვგრძნობ რომ სიყვარული არსებობს. უკვე მეორედ ვითვლი წამებს, წამებს რომლებსაც შენთან მოვყავარ. წამები საუკუნედ იქცა. საუკუნედ რომელსაც დასასრული არსაიდან არ უჩანს. შენ მე დამტოვე... სამუდამოდ? ალბათ, მოვიდა დრო რომ ეს გავიგო... გავიგო ის რისი გაგებისაც მეშინია... მეშინია რომ სამუდამოდ დამტოვე... მინდა რომ მქონდეს გულში პატარა ნაპერწკალი იმისა რომ შენ ჩემთან მოხვალ. რომ ისევ მოხვალ, მაგრამ....!!!! ვიცი რომ შენს დანახვაზე თუ როგორ დამიწყებს გული ძგერას, ვიცი რომ შენს დანახვაზე ისევ ისეთი გრძნობა დამეუფლება როგორც ადრე, ბავშურად. ვიცი, რომ მოცა დაგინახავ თავს ჩავხრი და გეტყვი „როგორ ხარ?"... ვიცი, ისევ ისე მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ და მენატრები გთხოვ გაიგე ძალიან გთხოვ, როდემდე უნდა ვიყვირო ჩუმად... როდის გაგიბედო თქმა, როდის? როდის? მაგრამ შენ? ისევ ისე დაიწყებ კანკალს? ისევ ისე სიყვარულით შემომხედავ? ისევ ისე იძგერს შენი გული? ისევ გიყვარვარ? სამი წელი არ არის ცოტა დრო... შენ შეიცვალე, მე შევიცვალე, მაგრამ არ შეცვლილა გრღძნობა რომელმაც აქ მომიყვანა... ანდა იქნებ ისიც შეიცვალა? დრო ხომ გავიდა? დიდი დრო გავიდა.... მერე? იქნებ გრძნობა დაიღალა ძალიან დაიღალა და წავიდა... იქნებ აღარ არის ცრემლების დრო და დროა წავიდე და გაგიშვა... სამიდამოდ გაგიშვა... იქნებ დროა ყველაფერი დამთავრდეს და წავიდე? იქნებ აღარ ქმნიან ჩვენს სიყვარულზე ლეგენდებს? იქნებ გაძლოს და შეეცვიოს შეეჩვიოს უშენობას ეს დაღლილი გული... შევძლებ კი ამას? რატომღაც არ მგონია...

Kate’s Book
დრო გავიდა. ყველაფერი შეიცვალა, ალბათ მეც შევიცვალა, მაგრამ ვიცი რომ არ შეცვლილა ჩემი შენდამი სიყვარული ელენა. შენ ისევ და ისევ ჩემი საუკეთესო მეგობარი იქნები რაც არ უნდა მოხდეს... მინდა იცოდე რომ მენატრები ძალიან ძალიან ძალიან მენატრები... ახლა ირლანდიაში მივდივარ. არ შემეძლო ლონდონში დარჩენა იქ ყველაფერი, ყველა კუთხე შენს თავს მახსენებს. ალბათ გაჩნდება კითხვა თუ ლონდონი შენს თავს მახსენებს, მაშინ ირლანდიაში რაღა მინდა? სწორედ ირლანდიაში ჩამოვარდა ის თვითმფრინავი.... არ ვიცი რა მინდა ირლანდიაში. უბრალოდ გული მეუბნება რომ უნდა წავიდე და მეტი არაფერი...

რამდენიმე დღის შემდეგ
რა მაგარია სამსახური ვიპოვე და ერთი გოგოც გავიცანი მას ადელა ქვია

ძალაინ კარგი და მხიარული ადამიანია. ჩვენ მთელი დღე ერთად გავატარეთ. მან ქალაქი დამათვალიერებინა მერე კი საღამოს მასთან სახლში დამპატიჟა. იქაც ძალიან ბევრი ვიჭორავეთ, მერე კი როცა ერთმანეთს უნდა დავმშვიდობებოდით გარეთ ერთი შეყვარებული წყვილი დავინახე. ადელამ დამაჩერა და მითხრა 
-მოდი ჩემს ძმასაც გაგაცნობ - ეს წყვილი რომ მოგვიახლოვდა კინაღამ ცუდად გავხდი. გული კინაღამ წამივიდა

-კეიტ გაეცანი ეს ჩემი ძმაა დეიმონი ეს კი ჩემი მეგობარი და ჩემი ძმის შეყვარებული ჩარლი...

პირველ რიგში მადლობა მინდა გითხრათ რომ ამდენი ხნის მაიძილზე კითხულობთ და აკომენტარებთ ჩემს მოთხრობას და კიდევ არ დამცინოთ ლექსის გამო, მე დავწერა და არ მომწონს. ჩემმა დაქალმა დამიწერა მაგრამ წამეშალა და მერე მე მომიწია დაწერა ამიტომ არ დამცინოთ თუ არ მოგეწონათ
კატეგორია: Believe In YourSelf ♡ And EveryThing Is Possible *)) | ნანახია: 968 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 91
სტუმარი: 91
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz