მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 91

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1631

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1120

 ბლოგი 
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 2 » ((> Always Difficult To Lose A True Love
8:43 PM
((> Always Difficult To Lose A True Love

ის ერთმა საბედისწერო დღემ ყველაფერი თავდაყირა დააყენა... ასე აღარ შემიძლია.... ვიცი ცუდად მოვიქეცი, ემას ვაწყენინე... ის და ჯასტინი სამუდამოდ დავკარგე... უკან დასაბრუნებელი გზა აღარ მაქ, უკვე ვეღარ ვითხოვ დახმარებას... უკვე ვეღარ ვიტყვი „მაპატიე"... უკვე ეს სიტყვაც კი ვეღარ შეცვლის ვერაფერს... სანამ საქართველოში ჩამოვიდოდი გზაჯვარედინზე ვიდექი, მაშინ არჩევანი მქონდა... ერთ გზას წინ მივყავდი, მეორეს გზას კი უკან წარსულში... მე შევცდი და მეორე გზა ავირჩიე... მერე კი ჩიხში ვიყავი.... წინ ვერ მივდიოდი, მხოლოდ უკან შემეძლო დაბრუნება.... მე კი ადგილზე დარჩენა ვარჩიე.... ახლა რა ვქნა? ახლა სად ვარ? წინ ვერ მივდივარ, მაგრამ ვერც უკან... რა ვქნა? საით წავიდე? ყველაფერი დავკარგე? მაგრამ იქნებ არ დამიკარგავს, იქნებ შევძლო დავანგრიო კედელი და გზა ახალი ცხოვრებისაკენ გავიხსნა, ხოლო წარსული კი უკან წარსულად დავტოვო.... შევძლებ კი ამას? ეს თქვენ გადაწყვიტეთ...


დღე როდესაც ყველაფერი დასრულდა საბედისწერო იყო ჩემს ცხოვრებაში... იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი... ღამე არ მეძინა... მხოლოდ ვტიროდი, ხელში კი ფოტოები და გიტარის ნატეხი მეჭირა, რომელზეც ჯასტინის მიერ დაწერილი წარწერა იყო.... იმის შემდეგ გარეთ არ გავდიოდი... კონტაკტი არავისთან მქონდა...  ან კი ვისთან უნდა მქონოდა? მე ხომ არავინ მყავდა... ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადამინი ჩემი სულელური ქცევის გამო დავკარეგე... ახლა სულ მარტო ვარ... არავინ მყავს რომ გული გადავუშალო, არავინ მყავს რომ დამარიგოს, არავინ მყავს რომ გვერდში დამიდგეს... სულ სულ მარტო ვარ.... 


2 თვის შემდეგ
მე შევძელი ჩემი სენის დამარცხება, ვიმკურნალე და შევიცვალე... ახლა ვიცი რომ დაუცველი გოგო აღარ ვარ, რომელიც პრობლემის გადაწყვეტას სასმელით ცდილობს. ახლა ვიცი რომ უკან ქუჩაში აღარ დავბრუნდები... მკურნალობის შემდეგ სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე, სამსახურიც კი ვიპოვე, რომ საკუთარი ფული მქონოდა... არანაირი სელებრიტები, არანაირი ამერიკა, არანაირი გადმონაშთი წარსულიდან... სრულიად შევიცვალე... სახლის ინტერიერი სრულიად საფიძვლიანად შევცვლა

გარდერობი საერთოდ თავდაყირა დავაყენე... ვიყიდე ახალი აიპოდი

ძალიან მინდოდა ემასა და ჯასტინის ტელეფონის ნომრები წამეშალა და წავშალე კიდეც, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიჭირდა... ვიყიდე ახალი ნოუთბუქი... ძველი ჯასტინის ნაჩუქარი იყო... და ალბათ გესმით რომ ვერ დავიტოვებდი

ასევე ვიყიდე ახალი გიტარაც :)... მიუხედავად იმისა რომ წარსულს ვემშვიდობებოდი... ძველი ნივთების გადაყრა ვერ შევძელი... ამიტომ ვიყიდე პატარა კარადა, სადაც ყველაფერი: ყველა ჯასტინისა და ემას ნაჩუქარი ნივთი და ყველაფერი რასაც კი შეეძლო მათი გახსენება(ფოტოები,  გიტარის ნამსხვრევები, სიმღერის ტექსტები და კიდევ ბევრი რამ) იქ შევინახე... ყველაფერი ეს კი გავაკეთე, მაგრამ ვერ შევძელი FaceBook-დან, თვითერიდან და სკაიპიდან ჯასტინისა და ემას ამოშალა... ალბათ, იმიტომ რომ გულის რომელიჯაც კუნჭულში მინოდა მათთან ყოფნა....


დღეს პირველად მივდივარ კოლეჯში... ახალი მეგობრები, შესაძლოა ახალი სიყვარულიც, მაგრამ რაც მთავარია ახალი ცხოვრება.... აი რა მელის, ალბათ სწორედ ეს არის ჩემი მომავალი....
კატეგორია: ((> Always Difficult To Lose A True Love | ნანახია: 929 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2024-12-24
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 80
სტუმარი: 80
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz