მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 13 » ზარი ეშმაკთან [2]
3:39 PM
ზარი ეშმაკთან [2]
"ზ 
Chapter 2
follow yourself, there is no one who can help you
Tumblr_ml2srlmry11s1bwobo1_500_largeTumblr_mjxkb7jjcz1rvcpzeo1_500_large
"არ მისცე უფლება შიშს დაგიმორჩილოს, 
ეცადე თავად მართო საკუთარი თავი"

Tumblr_ml14mokzwc1row6szo1_500_large
დიდი მადლობა წინა თავი, რომ მოგეწონათ იმედია ცოტათი მაინც დაგაინტერესებთ ეს თავი და ძალიან გადახვევა არ გამომივა შინაარსიდან , აწი უფრო და უფრო დავძაბავ მოვლენებს. მიყვარხართ და ისიამოვნეთ!


chapter 2
-მე სემი მქვია-მითხრა და ხელი გამომიწოდა, მეც მას მოვეჭიდე და მთელი ძალით ვცადე წამოდგომა.
-სიდნი-ვუთხარი და გულახდილი ღიმილით შევეგებე, მანაც საპასუხოდ თავისი , ჯერ კიდევ ბავშვური მზერა მომაპყრო, რომელიც არაფრისმეტყველი იყო ჩემთვის.
-იცი მე ახალი ვარ,
-უკვე მივხვდი-ვუთხარი რაც შეიძლება თბილად.
-ხომ ვერ მიმასწავლი სპორტდარბაზი საით არის? თორემ უკვე ერთი საათია რაც ამ შენობის ირგვლივ დავდივარ.-ჩაიცინა.
-კი, რათქმაუნდა თან მეც იქეთ მივდივარ!-ვუთხარი და წინ გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი, ისიც გვერდით ამომიდგა და უკვე თანაბარი ნაბიჯებით გავუდექით წინ გზას. არცერთს ხმა არ ამოგვიღია, მისი ოქროსფერი თმა საშინლად ბრჭყვინავდა, ქერა ფერიასავით მოიკვლევდა გზას და ირგვლივ აცეცებდა ზღვისფერ თვალებს. 16 წლის გოგოსთვის ნამდვილად პატარა შესახედაობა ჰქონდა თუმცა დანამდვილებით ვერაფერს ვერ ვიტყვი, გარეგნობა ხომ მატყუარაა, ესეც ერთგვარი რამ რაც ცხოვრებას ჩემთვის უსწავლებია, როგორციქნა მივედით სპორტდარბაზამდე, სემნი მასწავლებელთან მივიდა და რაღაცაზე საუბარი გააბეს მე კი ისევ ეშლის მივუბრუნდი, რომელიც უცნაური თვალებით მაკვირდებოდა გასახდელის ბოლოდან.
-კიდევ კარგი აქ ხარ, უკვე ვიფიქრე, რომ...
-დაივიწყე სისულელეებზე ვვარდები-ჩაიცინა
-კიდევ კარგი შენით მიხვდი.-მეც ჩავიცინე
-ეს ფერია ვინ არის?-დასერიოზულდა
-ვიღაც ახალია, საყვარელი გოგოა
-სიდნი!
-ხო კაი ვიცი გარეგნობა მატყუარაა არ მჭირდება შეხსენება-ჩავიცინე.
-ჩემი ჭკვიანი გოგოო!-თმაზე ხელი გადამისვა.
-ხო კაი გეყო-ხელი გავაწევინე. უეცრად ეშლიმ სკამზე დადებულ ჩანთას დაავლო ხელი და ნელი ნაბიჯით დაიძრა კარებისკენ.
-ეე, სად მიდიხარ?!
-მეზარება სპორტზე ჯახირი-გამიღიმა.
-ანუ მარტო მტოვებ?
-ეგრე გამოდის-თვალი ჩამიკრა და ოთახი დატოვა. ამ ბოლო დროს ისეთი შთაბეჭდილება, მრცება თითქოს ეშლი რაღაცას მიმალავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან ბოლომდე გულახდილი არ იყო არასდროს. ზედმეტად გულჩათხრობილი იყო თუმცა ისიც ვიცოდი, რომ სიამაყის მიღმა ნამდვილად მეამიტი იყო. თავისი ცრემლების ყოველთვის ერიდებოდა არ ვიცოდი ასე რატომ იქცეოდა და იმასაც ვერ ვხვდებოდი რა უნდა გამეკეთებინა. გაგიკვირდებათ ალბად ასეთ მეგობარს, როგორ შეიძლება საუკეთესო მეგობარი ეწოდოს თუმცა დანარჩენ ბავშვებს ეშლი ყოველთვის მერჩივნა, როდესაც მიჭირდა ის ყოველთვის ჩემს გვერდით იდგა. ჩემს თვალებზე ცრემლის დანახვა არასდროს უყვარდა, სწორედ ამიტომაც მისაყვედურა დილით. ხანდახან მგონია, რომ მას ჩემი არ ესმის თუმცა ეს გამორიცხულია. ყველაზე მეტად იმითი გამიმართლა, რომ ასეთი ადამიანი მყავს გვერდით, რომელსაც ნებისმიერი რამის გაგება შეუძლია. ყოველთვის მამხნევებდა მისი სიძლიერე და ის, რომ არასდროს დაუყრია ფარხმალი მაშინაც კი როდესაც ყველამ ზურგი აქცია. ისიც გაგიკვირდებათ ალბათ თუ გეტყვით, რომ მის წარსულზე ბევრი რამ არ ვიცი, სწორედ ესეც მეხმარება აზროვნებაში და იმაში, რომ ეშლისნაირი პიროვნება ბოლომდე გავიცნო აი მან კი სამწუხაროდ ჩემი ყოველი ნაბიჯი ზეპირად იცის, რაც ხანდახან ძალიან მაკვირვებს თუმცა ახლა უკვე ვეგუები. სწრაფად მოვირგე სპორტული ფორმა და გარეთ გავედი. სემი უკვე იქ იდგა, მწვრთნელმა ორ გუნდად გაგვყო მე და სემი ერთ გუნდში მოვხვდით, როგორც იქნა ფრენბურთის თამაშიც დაიწყო მე ჩვეულებისამებრ ბოლოში განმაწესეს რადგან ყველაზე ძლიერად ბურთის მოწოდება მე შემეძლო ამას დამატებული მაღალიც ვიყავი. სემმა სწრაფად აითვისა თამაში და იმ დღეს ფავორიტის წოდებაც მოიპოვა თუმცა მე გაუთავებლივ ეშლიზე ფიქრი არ მაძლევდა სხვა რამეზე გადართვის საშვალებას. სპორტი, რომ დამთავრდა ვერც კი გავიგე, როგორ წამომეწია კარებში სემი.
-სინდი ძალიან კარგად თამაშობ-გამიღიმა.
-უი მადლობა შენც, არ მეგონა ასე კარგად თუ იცოდი თამაში
-ხო წინა სკოლაში მასწავლეს, მერე ჩემპიონატებზეც გამოვდიოდი და მერე თავი დავანებე.
-რატომ? მოხდა რამე?!-სიმართლე ითქვას არ მაინტერესებდა, მაგრამ ამ ადამიანის უკეთ გაცნობის სურვილი მაინც მახრჩობდა.
-ხელი მოვიტეხე, მაგრამ არაუშავს ეს უკვე წარსულში დარჩა.-ისევ გამიღიმა, მე კი თვალებს აქეთ იქით ვაცეცებდი და ვცდილობდი ეშლი მეპოვნა.
-ვინმეს ეძებ?-სახე დაუსერიოზულდა.
-კი ჩემს მეგობარს.-თვალი ახლა პარკისკენ გამექცა.
-კარგგი სიდნი მაშინ მე წავალ და მერე შეგხვდები-მითხრა და უეცრად გაუჩინარდა ჩემს წინ მისი ოქროსფერი კულულები, რომელიც სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.როგორმე უნდა მეპოვნა ეშლი და გამეგო თუ რას მიმალავდა იგი ამიტომ ისევ შენობის ირგვლივ სიარული დავიწყე. ასე დიდიხანი გაგრძელდებოდა ჩემი უსაშველო სიარული. უეცრად ჩვენი სკოლის უკან, ოციოდე კილომეტრის მოშორებით, მყოფი, ტყისკენ გამექცა თვალები, რომლიდანაც დამაყრუებელი მუსიკის ხმა გამოდიოდა. თანდათან მივუახლოვდი იმ ადგილს და ადგილზე გავშრი. მინდოდა უფრო ახლოს მივსულიყავი. ვხედავდი, რომ ჩვენი სკოლის მაღალკლასელ ბიჭებს აქ თავისი "ბირჟა" ჰქონდათ გაჩაღებული. მათგან ოდნავ მოშორებით ბუჩქს ამოვეფარე და მთელი გატაცებით დავიწყე ნაცნობი სახეეების ამოცნობა. მიუხედავად იმისა, რომ მხე საოცრად ასხივებდა სინათლეს ეს ადგილი მთლიანად ჩაბნელებული იყო. თითქოს დიდ ბუმბერაზ ხეებს შეეჭამათ მზის სხივები . მძიმე როკი ისევ ბოლო ხმაზე იყო ჩართული, ბიჭების ხარხარი ყურს მჭრიდა. არასდროს გამიბია ურთიერთობა ასეთ ტიპებთან და არც არასდროს მიფიქრია მსგავსს რამეზე. უეცრად ნაცნობი ჰანგები მომესმა.
-არ მინდა არ ვსვავ-თქვა მან და არაყით სავსე ბოთლი ერთ ბიჭს შორსს გააწევინა.
-მიდი დალიე რისი გეშინია?-კიდევ შესთავაზა ბიჭმა
-კარგი მომეცი-უთხრა და ხელიდან გამოსტაცა ბოთლი. მის დანახვაზე გული ჩამეწვა.  ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა ჩემს ირგვლივ. თითქოს ცუდი არაფერი არ იყო თუმცა ნამდვილად საკმარისი იმისთვის, რომ საყვარელი ადამიანისადმი ნდობა დამეკარგა, რომელიც ჩემთვის გაურკვეველი მიზეზების გამო არსებობდა. ეშლის ამ მდგომარეობაში დანახვა ძალიან მეუცნაურა. ყველაზე ცუდი ის იყო რომ ჩემი საუკეთესო მეგობარი ყველაფერ ამას მე არ მიყვებოდა, ვხვდებოდი, რომ რაღაც აწუხებდა, თუმცა იმიტომ, რომ ჩემთვის ეს არ გაემხილა ვიღაც უცნობ ტიპებთან ერთად მოდიოდა და ლოთაობდა. ყველაზე მეტად შემძულდა ჩემი თავი. ეშლისთან გატარებული დრო ჩემთვის ნამდვილად ძვირფასი იყო, მასთან თავს დაცულად ვგრძნობდი და ეჭვი არასდროს მეპარებოდა იმაში, რომ მას ცუდის ჩადენა არ შშეეძლო. თუმცა ახლა ნამდვილად მიჭირდა მისთვის რამის დაჯერება და ისიც აღარ ვიცოდი მასთან ამის მერე როგორ უნდა დამეჭირა ურთიერთობა. ახლა პირველად აღმეძვრა შიში მის მიმართ, თუმცა რატომ არ ვიცი. ადრე ვერ ვხედავდი, რომ რამის დამალვას ცდილობდა ახლა კი ჩემთვის ეს ყველაფერი ნათელი და ამავედროს გაუგებარი გახდა, უბრალოდ ვერ ვხვდებოდი რატომ არაფერს არ მიყვებოდა. ვხედავდი, როგორ ცდილად ბოთლს ბოთლზე. მუსიკა არ წყდებოდა. ბიჭები რაღაცაზე იცინოდნენ და დრო და დრო ეშლისაც გამოელაპარაკებოდნენ ხოლმე თუმცა ის იჯდა და სდუმდა.
-ხედავ საით მიგვაქანებს ცხოვრება?! შენ აქ ზიხარ, მარტო ხარ შენი დაქალი კი სადღაც ერთობა და შენ სულ კიდიხარ-გვერდით მიუჯდა ვიღაც ბიჭი. მუქი თმა ჰქონდა, თვალები ჩაშავებოდა. ეშლი კი სმას განაგრძობდა.
-იცი? შენი გასარჩევი არ არის ეს ყველაფერი.-ჩახლეჩილი ხმით მიმართა მას.
-კარგი, როგორც გინდა. აქ რამ მოგიყვანა? შენი სამეგობრო, ყოველთვის გაურბის ჩვენნაირ საშიშ ტიპებს.
-საშიშ?-ჰმ.. ცინიკურად წაიჩურჩულა.-თქვენ როგორ თვლით მართლა ასეთი საშიშები ხართ.
-და შენ არ გეშინია ჩვენი?
-არა!-ისევ ცინიკურად წარმოძთქვა და ბოთლი მოიყუდა ეშლიმ.
-რატომ ფიქრობ ასე?
-უბრალოდ მე იმას ვხედავ რასაც სხვა ადამიანები ვერ ხედავენ.-თვალიი იმ ბიიჭისკენ გააპარა შემდეგ კი ისევ მიწას დააშტერდა.
-სწორედ ეს არის შენი განსხვავებულობის მიზეზი? შენს მეგობარ სიდნიზე რას მეტყვი? ისიც ასეთივე განსხვავებულია?
-არ ვიცი რატომ უნდა გითხრა რამე
-დავიჯერო ვერ ხვდები?
-უბრალოდ სიდნი ძალიან მიმდობია ის ვერ ხვდება რა იმალება ადამიანების მიღმა. ძალიან მეამიტია და განსხვავებულობას რაც შეეხება, არის ყველაში რაღაც განსაკუთრებული.-ისევ ცინიკური გამოხედვა. ჩაიცინა ბიჭმა და წამოდგა. ავდექი მეც და გავეცალე იქაურობას თან ცრემლები მცვიოდა, ახლა ეშლი, რომ მხედავდეს ალბად მეჩხუბებოდა თუმცა არ ვაპირებ ცრემლების შეკავებას იმ ადამიანის გამო, რომელიც ჩემთვის სრულიად უცხო ყოფილა. გზას მივიკვლევდი გაუჩერებლივ, თან ცრემლები მცვიოდა თუმცა, როგორცკი სკოლის შენობას დავუბრუნდი, პირდაპირ საპირფარეშოში შევვარდი, თვალები წყლით მოვიბანე. ვუყურებდი ჩემს ტავს და მიკვირდა, მიკვირდა, რომ ასეთი მეამიტი ვიყავი, თუმცა რას ვიზავთ. თვალები გავიმშრალე და გარეთ გამოვედი იმის იმედით, რომ ჩემს ჩაწითლებულ თვალებს არავინ შეამჩნევდა.
გეომეტრიის გაკვეთილმა უაზროდ ჩაიარა რათქმაუნდა ეშლი გაკვეთილზე არ მინახავს. შესვენებაზე ისევ სემი შემომხვდა.
-სასადილოდ არ მოდიხარ?-მკითხა ჩვეული ბავშვური ღიმილით, მიუხედავად იმისა, რომ შენობაში მზე არ იყო მისი ოქროსფერი თმები მაინც ჩვეულებისამებრ ბზინავდა.
-კი რიგორ არა.-ვუთხარი და გზას გავუდექით.
-იპოვე შენი მეგობარი?
-არ მინდა მაგ თემაზე საუბარი.
-კარგი, როგორც გინდა.-სასადილოში შესვლისთანავე დელა მომეგება და ჟჲრნალთან დაკავშირებით რაღაც კითხვები დამისვა. ის ჩვენი ჟურნალის რედაქტორია და ახალი სტატიისთვის ჩემი რჩევები დასჭირდა. ამასობაში მას სემიც გავაცანი და ერთ მაგიდასთან დავსხედით. სემი არც ისეთი სიჩუმის მოყვარული აღმოჩნდა, ბევრი რამ გაგვაცნო მის შესახებ და გავუგეთ ერთმანეთს, თუმცა უეცრად სასადილოში ეშლის დანახვამ მომგვარა შიში. ის ჩვენგან მოშორებით ერთ მაგიდასტან ჩამოჯდა, სრულიად მარტოდ და ჩემსკენ გამოაპარა თვალი. თითქოს მანიშნებდა რაღაცას, თუმცა მე მას არ ვუყურებდი, პირველად აღმეძრა შინაგანად შიში მისი დანახვისას.
-სიდნი შენ რას იტყვი?
-ჰა? რაზე მეკითხები?
დელამ თავისთან დაგვპატიჟა ამ საღამოს.
-ძალიან კარგი.-გავუღიმე და ისევ ეშლის მივაპყარი თვალი, რომლის მზერა ახლა ბურგერზე იყო მიმართული, რომელსაც შეექცეოდა.
-ანუ წამოხვალ ხო?-ისევ მკითხა დელამ დასაზუსტებლად.
-კი სიამოვნებით-ვუთხარი და მისკენ შევბრუნდი. საუბარი ჩემთვის უინტერესო თემებზე გაგრძელდა ,თუმცა მათ ყვ;ელაფერზე ვუცინოდი, სინამდვილეში კი მზერა მთლიანად ეშლიზე მქონდა მიპყრობილი ის კი ისევ უაზროდ აცეცებდა თვალებს. უეცრად თითით მანიშნა, რომ მასთან მივსულიყავი თუმცა თავი გავიქნიე და ახლა საბოლოოდ ავაცილე თვალი. სასადილო ოთახი მალევე დავტოვეთ. შევთანხმდით, რომ სკოლის მერე პირდაპირ დელასთან წავიდოთ და ღამეც იქ დავრჩებოდით, უეცრად სასადილოს კარებთან ეშლი წამომეწია და მხარზე მომქაჩა ხელი. 
-სალაპარაკო მაქვს!-მითხრა ჩვეული გამაღიზიანებელი ხმით.
-კარგით გოგოებო წადით, მერე დაგელაპარაკებით
-კარგი სიდნი სარამომდე-მითხრა დელამ და ორივენი გავიდნენ სასადილოდან. 
-მომისმინე! 
-გისმენ!-ყველაზე უხეშად წარმოტქმული სიტყვა რაც კი მისთვის ოდესმე მითქვამს.
-რა გჭირს? ვეღარ გცნობ? როდიდან დაიწყე ამათთან მეგობრობა?
-იცი ეშლი, ადამიანები არ იცვლებიან თუმცა მათ განსხვავებული ინტერესები უჩნდებათ, ხოლმე.
-და ამის მიზეზი რა არის?
-რა არა ვინ!
-კარგი ვინ არის?
-არა აქვს მაგას მნიშვნელობა, არ ვიქნები ზედმეტად მიმდობი და მეამიტი!-ცინიკურად წარმოვთქვი ბოლო სიტყვები და საბოლოოდ დავდუმდი.
-აი თურმე რაშია საქმე-ცინიკურად გაიღიმა და თვალებით იქაურობა მოათვალიერა შემდეგ ისევ ჩემსკენ გამოიხედა.
-მაინც რაში?
-ყოველთვის იქ ხარ სადაც არ არის საჭირო, რომ იყო.
-არა! შენ სრულიად განსხვავებული წარმოდგენა გაქვს ადამიანებზე და იცი რაა? აღარ ვაპირებ შენთან უერთიერთობას.
-უჩემოდ დაიკარგები.
-რა არის შენი პრობლემა? ძალით ასაიდუმლოებ შენს ტავს, იმიტომ რომ რამით დააინტერესო ხალხს საკუთარი თავი, თუმცა იმას ვერ ხვდები, რომ არავის არ აინტერესებ.
-სიდნი რა გჭირს? როდიდან ფიქრობ ასე, ვეღარ გცნობ!
-მაპატიე, რომ შევცდი შენში-მთელი ზიზღით ვუთხარი და წვრილ დერეფანში განვაგრძე გზა
-კარგიი, როგორც გინდა წადი შენს დელასტან და სემისთან თუ ვინც არის მკიდიხართ!-მომაძახა უკნიდან, თუმცა მე უკვე მისი აღარ მესმოდა. ყველაზე მეტად ახლა რაც არ მინდოდა ეს ტირილი იყო. ჩხუბი ეშლისთან არასდროს გამომიცდია და არავის ვუსურვებ ამის გამოცდას ყველაზე დიდი საშინელებაა რაც კი ოდესმე განმიცდია, თუმცა მივხვდი თუ რამხელა ძალას დავაღწიე ტავი და იმ მომენტში თიტქოს კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, მაგრამ თან მეშინოდა, ძალიან მეშინოდა, 
Tumblr_ml3nd3qbbm1row6szo1_500_large
მაგრამ ვინ იფიქრებდა, რომ ეს ჯერ კიდევ დასაწყისი იყო და მთავარი შიში ჯერ კიდევ წინ მიცდიდა....

იმედია მოგეწონათ და ცოტაოდენი ინტრიგით შეიმოსეთ ^_^ როგორც ვთქვი აწი უფრო და უფრო დავძაბავ ყველაფერს და რაც მთავარია ჩემთვის ძვირფასი კომენტარები არ დაიშუროოთ )))

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 719 | დაამატა: missponchishka | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 10
2013-04-27 Spam
dsaan momwons<3
unichieresi xar<3
male dade