მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 16 » ზამთრის მოდა 2012
1:55 PM
ზამთრის მოდა 2012
გამოტყდით, რამდენ ადამიანს არ გიყვართ წელიწადის ეს დრო სითბოს უკმარისობის გამო! ფაქტია, რომ ზღვის სანაპიროზე გატარებული ზაფხულის თბილი დღეების ნოსტალგია გეწყებათ და სულ არ გახარებთ სუსხიანი, მოღუშული დღეების დადგომა. ...ყინვა, ქარი, თოვლი, უმოკლესი დღეები და გრძელი უმთვარო ღამეები... თუმცა შეიძლება ზამთარს მეორე მხრიდანაც შევხედოთ და დავინახავთ რამდენი ხიბლია მასში. მთავარია კომფორტულად შეგვეძლოს მისი გატარება!

ზამთარში თბილი და მოხერხებული სამოსის გარეშე ფონს ვერ გავალთ. არც დიზაინერები ივიწყებენ ამის შესახებ და უკვე მრავალი სეზონია, რაც ზამთრის კოლექციის შექმნისას მთავარ საკითხად რჩება სითბო და კომფორტი.

ყოველთვის, როცა ზამთრის სეზონის სამოსს ვირჩევთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ის ლამაზი, სექსუალური, თბილი და ამავე დროს ძალიან მოხერხებული უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, თუ ზამთრის სამოსი კარგად იქნება შერჩეული, მაშინ ის თქვენ მაქსიმალურად დაგიცავთ სიცივისაგან და შეავსებს ამ სეზონს ახალი შეფერილობითა და ემოციებით.


წლის ამ დროს ყველაზე მეტად უხდება ბეწვი. ზამთარი და ბეწვი ხომ ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებებია. წელს ბეწვი იქნება მოდაში არამარტო როგორც ძირითადი სამოსის - ქურქების სახით, ასევე მოსასხამების, უსახელო ჟილეტების, საყელოებისა და სამოსის გასაფორმებლად

უნდა აღინიშნოს რომ 2012 წელს ასევე აქტუალური იქნება მოქსოვილი პალტოები, რომლებიც ეთნიკური ელემენტებით იქნება შემკული; ასევე პალტოები ოვალური სილუეტით და მოკლე და გრძელი ქურთუკები.

პალტო კვლავ მოდაშია, მისი სტილი კი მრავალფეროვანი, რომელიც დამოკიდებულია უფრო მისი მფლობელის ფინანსურ შესაძლებლობებზე.

2012 წელს ყველაზე მოდური ფერები იქნება ხაკისფერი, ზურმუხტის ფერი, მუქი ლურჯი, მუქი წითელი, ლალისფერი და ასევე შეუცვლელი შავი და თეთრი. როგორც თავად კოკო შანელი ამბობდა: "შავი - ეს უნივერსალური ფერია, რადგან ის ყველა ფერს შეიცავს"

ძნელია ჩაიცვათ თბილად, კომფორტულად სუსხიან ამინდებში და ამასთანავე შეინარჩუნოთ სექსუალურობა. მაგრამ თუ თვალს გადაავლებთ ამ სეზონის კოლექციებს, ნახავთ რომ შეიძლება არჩევანი გააკეთოთ ისეთ ნივთებზე, რომელიც ზუსტად გაუსვამს ხაზს თქვენს მომხიბვლელობას და თქვენ ხელს არაფერი შეგიშლით იოცნებოთ თავგადასავლებზე!
კატეგორია: ♥ მოდა | ნანახია: 715 | დაამატა: dreamerr | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
შაბათი
2024-04-20
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
      1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
3031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz