მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 30 » What Is Naruto?
6:02 PM
What Is Naruto?
Naruto Atmosphere
ამ სიახლით მე მინდა გაგაცნოთ ნარუტოს ატმოსფერო და აგიხსნათ თუ რატომ უნდა უყუროთ მას. მინდა აგიხსნათ თუ რატომ იზიდავს ასე ეს ანიმე ხალხს. მოკლედ ამ სიახლით მინდა გავცე კითხვას პასუხი: "რა არის ნარუტო?"
მოდით ერთად გავიგოთ თუ რატომ არის ნარუტო ლეგენდარული ანიმე


ნარუტო (იაპონ. ナルト) მანგა, რომლის ავტორია მასაში კისიმოტო. სერიალის შექმნამდე, 1997 წელს გამოქვეყნდა ამავე სახელწოდების მანგას პირველი ტომი, რომელიც მალევე მსოფლიო ბესტსელერად გადაიქცა. სიტყვა ნარუტო იაპონურად შეიძლება აღმოცენებას ნიშნავდეს, ან იაპონური მცენარის კამაბოკას ერთ−ერთ ჯიშს,რომელსაც დახვეული, სპირალისებრი ფორმა აქვს. სპირალისებრი ფორმა სერიალში მრავალჯერ ჩნდება.

Description
ნარუტო უზუმაკი, სერიალის მთავარი გმირი, მეოთხე ჰოკაგეს შვილია. მამამისმა ახლადდაბადებული ბავშვის სხეულში ცხრაკუდა მელა დაამწყვდია, რომელიც მის მშობლიურ სოფელ კონოჰას გაანადგურებდა, რომ არა მამის ამგვარი საქციელი. იმავე დღესვე დაიღუპნენ ნარუტოს მშობლები. უფროსებს ნარუტო სძულთ, რადგან მასში მუდმივად ხედავენ დემონს, რომელმაც თითქმის გაანადგურა მათი სოფელი. ასეთი დამოკიდებულება აქვთ ბავშვებსაც, რომლებიც ასე ყოველგვარი ახსნა−განმარტებების გარეშე იქცევიან, რამეთუ არსებობს დაუწერელი კანონი, რომლის თანახმად არც ნარუტოსთან და არც მის თანატოლებთან და არც მასზე უმცროსებთან არ შეიძლება საუბარი მასში არსებულ დემონზე. ნარუტომ არ იცოდა წარსულში მომხდარი ამბების შესახებ, ამიტომ დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხვდებოდა ასეთი საქციელის მიზეზს. პირველი ადამიანი, რომელმაც ნარუტო აღიარა და შეიყვარა, იყო მისი მასწავლებელი ირუკა ომინო, შემდეგ იყვნენ საკურა ჰარუნო და სასკე უჩია—მისი მეგობრები. დროთა განმავლობაში ადამიანებმა ნამდვილი ნარუტო აღმოაჩინეს და მიიღეს ისეთი, როგორიც სინამდვილეშია.



What Is Naruto For Me?
შეიძლება ბევრმა გოგომ ვერ გაიგოს თუ რატომ ვუყურებ და ვგიჯდები ამ ანიმეზე, მაგრამ მას ვისაც ნაყურები აქვს გამიგებს. თავიდან ნარუტოს ცხვირ აწეული ვუყურებდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა დაიწყეს მისი ქება. დროთა განმავლობაში კი ამდენი ქების შემდეგ გამიჩნდა სურვილი, რომ მეყურებინა. მე მივიღე სრული შოკი. მე არ დამხვდა დებილური, უაზრო მურტფილმი, როგორსაც ველოდი. მე დამხვდა ნამდვილი "ნოველა" მეგობრობის, ერთგულების, სიყვარულის შესახებ. ამ ანიმედან თავისუფლად ნებისმიერ თქვენგანს შეუძლია გაიგოს და ისწავლოს მეგობრობა. ნარუტოში თითოეულ სიტყვას, ქმედებას, საუნდრექს აქვს თავისი აზრი, რომელიც მეგობრობაზე, ურთიერთ გატანაზე, ერთგულებაზე ქადაგებს.
მთავარი გმირი გადის ძალიან რთულ გზას. მიუხედავად დამცირებისა, დაცინვისა ის მიისწრაფის თავისი მიზნისკენ, ცდილობს იპოვოს მეგობრები და დაამთკიცოს რომ ნდობის ღირსია. ის ირჩევს სინათლეს, სიკეთეს და არ უხვევს ამ გზიდან. ის არ კარგავს იმედს და ცდილობს გადაარჩინოს, სწორ გზაზე დააყენოს მეგობარი, რომელიც აცდა გზას, დაიკარგა ბნელში... რომელსაც აქვს მხოლოდ ერთი მიზანი შურისძიება და ლამობს გაანადგუროს მისი მშობლიური სოფელი. მთავარი გმირი ცდოლობს გადაარჩინოს მეგობარი, სოფელი და ბოლოს მთელი სამყარო. გზად კი ეძებს პასუხს კითხვაზე "როგორ შევქმნათ სამყარო სადაც იქნება მშვიდობა?"



Cast
ნარუტოს ძალიან მრავალფეროვანი, და საინტერესო ქასტი ყავს. თითოეულ პერსონაჟში თქვენ აღმოაჩენთ საკუთარ თავს. ყველა პერსონაჟის ბუნება განსხვავებულია, მაგრამ ამავედროს ძალიან მსგავსიც. ყველა რაღაცით განსაკუთრებულია... მოდით ამდენ ლაპარაკს ზედაპიულად გაგაცნობთ მთავარ გმირებს

Naruto Uzumaki


Sasuke Uchiha


Sakura Haruno


Sai


Kakashi Hatake


Yamato


Hinata Hyuga


Neji Hyuga


Rock Lee


Tenten


Kiba Inuzuka Akamaru


Shino Aburame


Shikamaru Nara


Ino Yamanaka


Choji Akimichi


Gaara


Kankuro


Temari


Tsunade


Jiraiya


Orochimaru


Kabuto Yakushi


Akatsuki


4 Hokage


5 Kage


Madara Uchiha


Obito Uchiha


Kurama


აქ რა თქმა უნდა სრული ქასთი არ არის. მე მხოლოდ ისინი გამოვყავი ვინც ყველაზე მთავარ პერსონაჯებად მიმაჩნია. 
მოდით ახლა გადავხედოთ ნარუტოს სერიებსა და ფილმებს:



სულ გამოსულია ანიმეს ორი ნაწილი
1. Naruto - 220 Episode
2. Naruto: Shippuuden - 310 Episode (დანარჩენი გამოდის)
3. Naruto: Akkipuden - მე-2 ნაწილის შემდეგ დაიწყება

სულ გამოსულია 9 ფილმი
1. Ninja Clash in the Land of Snow
2. Legend of the Stone of Gelel
3. Guardians of the Crescent Moon Kingdom
4. Naruto Shippuden: the Movie
5. Naruto Shippuden The Movie: Bonds
6. Naruto Shippūden The Movie: Inheritors of the Will of Fire
7. Naruto Shippuden The Movie: The Lost Tower
8. Naruto the Movie: Blood Prison
9. Naruto the Movie: Road to Ninja

ასევე გამოსულია 10 ოვა
1. Naruto OVA 1: Find the Four-Leaf Red Clover!
2. Naruto OVA 2: Mission: Protect the Waterfall Village!
3. Naruto OVA 3: Jounin vs Genin!
4. Naruto OVA 4: Hidden Leaf Village Grand Sports Festival
5. Naruto OVA 5: Shippuu! Konoha High School!
6. Naruto OVA 6: The Cross Roads
7. Naruto OVA 7: Naruto, The Genie, and The Three Wishes
8. Naruto OVA 8: Naruto x UT â€" Naruto vs. Sasuke
9. Naruto OVA 9: A Chunin Exam of Flames! Naruto vs. Konohamaru!
10. Uchiha Madara vs. Hashirama Senju OVA

ვიცი ერთი შეხედვით ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარი შეინაარსი(გაცოცხლებული მანგა) მხოლოდ ანიმეში(Naruto & Naruto: Shippuuden) გხვდება. ფილმები და ოვა მხოლოდ მათთვისაა გათვლილი, ვისაც ნარუტო ძალიან მოსწონს და მხოლოდ მთავარი სიუჟეტი არ აინტერესებს. 
ასევე მთავარ სიუჟეტშიც გვხვდება გადახვევები ანუ ფილერები(სერიები რომლებიც მანგას არ მიყვება). მათი ყურება სავალდებულო არ არის. ყურებისას შეგიძლიათ გამოტოვოთ აზრი ნამდვილად არ დაგეკარგებად.

ახლა კი დასასრულს მინდა Fan-Made ვიდეოები შემოგთავაზოთ












დიდი მადლობა ყურადღებისათვის... იმედია სიახლე მოგეწონათ ))
თქვენ უკვე გაეცანით ანიმეს ზოგად მიმოხილვასა და ნარუტოს შინაარსს. წინ კიდევ უფრო საინტერესო ანიმეები გველის... შემდეგ სიახლეს ანიმეზე TheSe♡Cute შემოგთავაზებთ
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 1364 | დაამატა: -FairyTail♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-06-25 Spam
gadavifiqre obito mikvars "D