მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 11 » Victoria's Secret-ი Miranda Kerr-ისთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს?!
6:15 PM
Victoria's Secret-ი Miranda Kerr-ისთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს?!
 Miranda Kerr ♥
♥ ცნობილი ტოპ მოდელი მირანდა ქერი ♥
♥ აღარ ითანამშრომლებს Victoria's Secret - თან?! ♥
♥ შემოდით სრულიადში ♥


ნუთუ Miranda Kerr-ი Victoria's Secret-ის ანგელოზის ფრთებს კარგავს?! ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ტოპ მოდელი ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახეა, Victoria's Secret-მა Kerr-ისთვის 1 მილიონ დოლარიანი კონტრაქტის გაგრძელება გადაიფიქრა. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის წარმომადგენლობას ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია, კულუარული ხმების მიხედვით ჭორი არც ისე უსაფუძვლოა. ამბობენ, რომ Miranda-სთან საკმაოდ რთულია მუშაობა, ის ხშირად აგვიანებს გადაღებებზე და სხვა მოდელებთანაც ვერ აწყობს ურთიერთობებს. 


Miranda-ს, რომელიც წლებია ცნობილი მსახიობის - Orlando Bloom-ის მეუღლეა, ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. წყარო იმასაც ამბობს, რომ თუ Kerr-ის კონტრაქტი არ გაუგრძელეს, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მოდელი ჩვენებებში აღარ გამოვა. ის უბრალოდ გამოეთიშება სამომავლო კამპანიებს, თუმცა უდავოა, რომ Miranda - Victoria's Secret-ის ერთ-ერთი მთავარი სახეა. 

რამდენიმე დღის წინ ბრენდის ერთ-ერთმა მთავარმა მენეჯერმა საკუთარ სოციალურ ქსელში სტატუსი სწორედ Miranda-ს შესახებ ჭორებს მიუძღვნა: ” Miranda ჩვენი ერთ-ერთი წამყვანი მოდელია და ყველა ჭორი, რაც ბოლო დროს ჩვენთან მისი თანამშრომლობის შესახებ გავრცელდა არაფერია სიცრუის გარდა." 


მიუხედავად ამისა Victoria's Secret-ს ჯერ-ჯერობით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, ასე, რომ არაა გამორიცხული, უბრალოდ Kerr-ის თაყვანისმცემლების გულის დაწყვეტა არ უნდოდეთ, თორემ სადაც Alessandra Ambrosio, Adriana Lima და Candice Swanepoel-ი ჰყავთ, იქ არც Miranda-სთან დამშვიდობება გაუჭირდებათ.



შეგისწორა და გაგილამაზა : Katie ♥
კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 670 | დაამატა: ILoveYouG | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 3
2013-04-11 Spam
3.    ( -Mary♥[??????]

kai gaviget es mara mirandas an kerss inglisurad rato wert?
danarcheni kargia ))