მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » მაისი » 25 » Vampire Diaries Season 5
4:34 PM
Vampire Diaries Season 5
The Vampire Diaries 
Season 5 Spoilers

  

როგორც ცნობილია, ვამპირის დღიურების ახალი, მეხუთე სეზონის პრემიერა CW-ზე 2013 წლის 10 ოქტომბერს შედგება. ჩვენ უკვე ვიხილეთ მეოთხე სეზონის შოკისმომგვრელი ფინალი, რომელმაც კითხვა უფრო მეტი დაგვიტოვა, ვიდრე პასუხი. 
იხილეთ სპოილერები მეხუთე სეზონზე, რომლებიც სცენარისტებმა გაგვიმხილეს:

►ეპიზოდების რიცხვი ჯერ არ არის დადასტურებული
►მეხუთე სეზონის სცენარის წერა დაიწყო 2013 წლის 15 აპრილს
►ჯული პლეკის თქმით, საილესი ხშირად გამოჩნდება მეხუთე სეზონში
►სერიალში გამოჩნდება რამდენიმე ახალი პერსონაჟი. სკოლის დამთავრების შემდეგ მთავარი გმირები სწავლას იწყებენ კოლეჯში, სადაც შეხვდებიან ახალ სახეებს

  

►როგორც TVD-ს, ასევე The Original-ების ვარსკვლავებს ექნებათ შესაძლებლობა შოუებში მოძრაობის
►სავარაუდოდ, პირველი ორიგინალი, რომელიც VD-ში გამოჩნდება, რებეკა იქნება, რომელიც მეთთან ერთად აპირებს მოგზაურობას
კეტრინი იქნება ამ სეზონის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. ისევე, როგორც იყო მეორე სეზონში
►ბონი რეგულარულად გამოჩნდება სერიალში, მაგრამ სულის სახით და მხოლოდ ჯერემის შეეძლება მისი დანახვა
►ტაილერი ასევე რეგულარულად დაუბრუნდება სერიალს. მაიკლ ტრევინომ უკვე გააფორმა კონტრაქტი
►დაბრუნებისას ტაილერი დაინტერესდება, თუ რატომ მისცა კლაუსმა დაბრუნების უფლება
►ჯერემის დასჭირდება მოიფიქროს რაიმე ისტორია, რათა ახსნას თუ რატომ არის ცოცხალი
►ამ სეზონში ბევრ სიახლეს შევიტყობთ სალვატორების წარსულზე

 

►მართალია, წამალი კეტრინის სხეულშია, მაგრამ საილესს აქვს არანოარმალური გეგმა B
►ელენა და დეიმონი იქნებიან ბედნიერები
►იმის მიუხედავად, რომ ადამიანი გახდა, კეტრინი მაინც კეტრინია და ის თავის იმედგაცრუებას ელენაზე ანთხევს
►კატერინა შეეკითხება თავის თავს: ''მძულს თუ არა ადამიანობა იმდენად, რომ საფრთხე შევუქმნა სიცოცხლეს''?
►კეტრინს ახლა დაცვა სჭირდება და მის გვერდით ერთ-ერთი სალვატორი იდგება
►Holly Brix და Melinda Hsu Taylor-ი შეუერთდნენ TVD-ს სცენარისტთა გუნდს
►მეხუთე სეზონში ალბათ იქნება გადახტომა 2011 წლის აგვისტოზე ან ოქტომბერზე, როდესაც ელენა, კეროლაინი და მეთი არიან კოლეჯში
 
►დეიმონი პირველი შეიტყობს, რომ საილესმა სტეფანი წყალში გადააგდო და მისი სახე მიიღო
►დეიმონი შეიტყობს, რომ ის ენათესავება საილესს, სტეფანი კი მისი ორეულია
►სალვატორების ოჯახის სიღრმისეულ ისტორიას ელენა და დეიმონი გამოიძიებენ
►რაკი კეტრინი ადამიანია, კლაუსს შეუძლია ჰიბრიდების შექმნა
►კეტრინი ერთადერთი ცოცხალი ორეულია და ჰყავს უამრავი მტერი, რომლებიც რევანშს აპირებენ იმისთვის, რაც მან ვამპირობის დროს გააკეთა
►როცა ჯული პლეკს ჰკითხეს, შეიძლება თუ არა ელენას ნაცვლად საილესი გამოტყდომოდა დეიმონს სიყვარულში, მან უპასუხა, რომ ესე იგი პოლმა და იანმა აკოცეს ერთმანეთს, რაც გაახარებდა ბევრ ფანს :D

 

►შოუს ერთი დიდი ცვლილება ის იქნება, რომ მთავარი გმირები უნივერსიტეტში იქნებიან. ელენა და კეროლაინი ერთ ოთახში იცხოვრებენ, მაგრამ დიდი პრობლემა შეექმნებათ თავიანთი ვამპირობის დამალვის დროს. ელენას გაუჭირდება შიმშილთან გამკლავება, მაგრამ კეროლაინი დაეხმარება
►გადაღებები დაიწყება ივლისის შუა რიცხვებში
►ჯული პლეკის თქმით, სასიყვარულო სამკუთხედი გრძელდება
►დელენა: ვფიქრობ, არასოდეს იქნება დრო, როცა მათ არ ექნებათ კონფლიქტი, რადგან მათი ურთიერთობა მეგობრობისა და მტრობის დროსაც იყო ძალიან ცვალებადი. ასე რომ, კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენ ხანს შევძლებთ მათი ბედნიერების შენარჩუნებას იმის მიუხედავად, რომ მათ უსიამოვნებები ექნებათ? ეს ნამდვილად გვიჩვენებს იმას, არიან თუ არა ისინი ნამდვილი წყვილი
 
►ბონი: ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება მისთვის, როცა იქნება თავისი მეგობრების გვერდით და არ შეეძლება მათთან დალაპარაკება. თავიდან ძალიან დაიტანჯება, მაგრამ ამავდროულად ეს გააძლიერებს ან დააზიანებს სიყვარულს ჯერემისადმი
►კლეროლაინი: კლაუსს სურს კეროლაინის უკანასკნელი სიყვარული იყოს, მაგრამ მათ შორის მხოლოდ მანძილი არაა დაბრკოლება. კლაუსი წლების განმავლობაში იყო ბოროტი, მოძალადე და მანიპულატორი, რომელმაც ასევე მოკლა ტაილერის დედა. კეროლაინი არ არის ისეთი ''ადამიანი'', რომ მას საწოლში ჩაუხტეს, თუმცა ნამდვილად იზიდავს. ამავდროულად, მან შეიტყო მისი მისამართი და გაუგზავნა მას მოსაწვევი ბოლო ზარზე, დახუჭა თვალები, როცა კლაუსმა მისი კოცნა დააპირა. შესაძლოა, ის ტუჩებში კოცნასაც კი მოელოდა, მაგრამ კლაუსს ყველაფრის ნელა გაკეთება სურს, თუნდაც ამას მისი ცხოვრების მომდევნო 1 000 წელიც კი დასჭირდეს. 

 

 

  

 

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


იმედია საინტერესო სიახლე იყო ) 

კატეგორია: ♥ სერიალები | ნანახია: 1378 | დაამატა: MissBarnes♥ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 10
2013-05-29 Spam
უმაგრესია, ძალიან საინტერესო ნიუსია და ვერ ვითმენ ისე ველოდები მეხუთე სეზონს..
სტეფანზე და კეტრინზე ყველაზე მეტად მაინტერესებს, დელენას ზედმიწევნით იდეალური ურთიერთობაც ვერ წარმომიდგენია, კლაუსი თუ ჰიბრიდებს შექმნის მარსელის დამარცხება არ გაუჭირდება, ეს კიდევ ორიგინალების სწრაფ დასაწყისს შეუწყობს ხელს, რაც სულაც არ მიხარია, ამიტომ მგონია აქ რაღაც უფრო სერიოზული იმალება, ვნახოთ საილესიც რას იზამს თავისი ნამდვილი სხეულით..
მოკლედ ნეტა მალე მოვიდეს 10 ოქტომბერი <3