მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » აპრილი » 17 » უმეტეს შემთხევავში ეს ასეა
5:23 PM
უმეტეს შემთხევავში ეს ასეა


1. ზამთარში თბილად რომ ზიხარ ფანჯარასთან ახლოს და ამ დროს შენები სარეცხის გაფენის მიზნით ფანჯარას რომ გამოაღებენ, იყინები და მაინც არ დგები 
2. ახალ ჩართულ კომპიუტერზე 100-ჯერ რო დააჭერ opera-ს და მერე ერთი საათი რო თიშავ. 
3. ძალიან უსიამოვნო მომენტი, შემთხვევით იდაყვს რომ რაღაცას დაარტყავ და ხელი გიბუჟდება... 
4. დღესასწაულებზე ბევრ სხვადასხვანაირ საჭმელს რომ აკეთებენ და სურვილი არ გაქვს ჭამო და ყველაფერი რომ გამოილევა მერე გაგიჯდები ჭამაზე მაგრამ მაცივარში ვერაფერს პოულობ და ნერვები გეშლება 
5. რაიმეს საგულდაგულოდ რომ შეინახავ ადვილად მივაგნებო და მერე აზრზეც ვერ მოდიხარ სად შეინახე 
6. ყინვისას, დაორთქლილ ფანჯარაზე თითით ხატვა (მცდელობა მაინც)... 
7. უსიამოვნო მომენტი, როდესაც სიჩუმეა და შენ რამე ხრაშუნას ჭამ, ჩიფსს ან რამეს  

8. მესიჯის წერისას, რაიმეს დღესასწაულის მილოცვის ტექსტში კონკრეტულ სახელს რომ არ წერ, რათა ყველას ერთდროულად გაუგზავნო.. 

9. სკოჩის (წებოვანი ლენტი ერთგვარი) დასაწყისს რომ ვერ პოულობ... 

10. საწერი კალმით სახეს რომ მოიფხან და მერე აღმოაჩენ, რომ თურმე უკუღმა გეჭირა, წვერით სახისკენ... 

11. ქუჩაში ნაცნობს რომ დაინახავ და სანამ ერთმანეთს მიუახლოვდებით უმიზეზოდ აქეთ-იქით რომ იხედები, სახეში რომ არ უყურო... 

12. კონტროლიორის დანახვისას საგულდაგულოდ დაჭმუჭნული ბილეთის საწყის პოზიციაში დაბრუნების პროცესი... 

13. მეგობრი გაბრწყინებული სახით გეუბნება, რომ მაგარი ანეგდოტი გაახსენდა და მოგიყვება. შენ მის ანეგდოტებზე არასდროს გეცინება, ამიტომ ეგრევე გონებაში გეგმავ როგორ გაიცინო დამაჯერებლად, ან რამე რეპლიკას იფიქრებ რომ არ აწყენინო :| 

14.9 ზე რომ ხარ გასასვლელი მაღვიძარას 7 ზე აყენებ და 9-ის ნახევრამდე 5-5 წუთობით რომ წევ 

15. გზაზე რომ გადადიხარ და მანქანა რომ ანელებს, რომ ვერ არკვევ ის გითმობს თუ შენ უნდა დაუთმო და ასე ხართ შეყოვნებულები რამოდენიმე წამის განმავლობაში. 

16.ზამთარში ჩაწვები თბილად ლოგინში და გახსენდება რომ შუქი ჩართული დაგრჩა 
ადამიანს, რომ დაემშვიდობები და ორივე მაინც ერთი გზით აგრძელებთ სიარულს 
ამდენი წელი სახლში ცხოვრების მიუხედავად, მაინც რომ არ იცი შუქის ორღილაკიანი ჩამრთველიდან რეალურად რომელი ანთებს სინათლეს... 

17.ქურთუკს ("კურტკას") რომ იცვამ და მეორე ხელს აცილებ და ვერ უყრი... 

18. უცხო ადგილას რომ ხარ და ტრანსპორტს რომ გამოყვები, თან გზაში ხედების თვალიერების დროს რომ გგონია შეგეშალა 

19. ჩემო ლამაზოო, ჩემო ისეთოო, ასეთოო, რომ უკომენტარებენ, არადა ცვეტში, არც ლამაზია, არც საყვარელი და არც მაჩვი. 

20. უსიამოვნო მომენტი, როდესაც მანდარინს ფრცქვნი და უცებ წვენი თვალებში შეგესხმება... 

21.უბრალო ფანქარს წვერი რომ მოსტყდება, მოტეხილ ნაწილს ისევ წვერის ადგილას რომ დებ და ცდილობ ისე განაგრძო წერა... 
22. ღამის 12 საათს რამდენიმე წუთი რომ გადასცდება და აღარ იცი დღეს "დღევანდელი" დაუძახო თუ "გუშინდელი"... 

23. მანქანის წინ რომ დგახარ, რომ გამოდის რა და ვერ უმუღამებ საით უნდა წასვლა 

24. მაცივარს რომ გამოაღებ,ცარიელია და მაინც საათნახევარი აშტერდები,იქნებ რამე იპოვო 

25."FB ფრიენდი" რომელიც მხოლოდ მხოლოდ მაშინ გახსენდება, როდესაც რაიმეს "დალაიქების" თხოვნით მოგმართავს... 

26. წვიმის მერე სახურავებიდან და ხეებიდან წყალი რომ წვეთავს და რომ ცდილობ წვეთვის ინტერვალი გაიგო, რათა ისეთ დროს გაიარო, რომ არ დაგეწვეთოს.


 
კატეგორია: ♥ სასაცი .. / საინ ... | ნანახია: 686 | დაამატა: Belieber❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2012-06-01 Spam
magaria clap clap clap clap clap