ცხოვრებისეული ისტორიები - 3 იანვარს 2014 - iFunLover ♥
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 28

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1536

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1046

  
მთავარი » 2014 » იანვარი » 3 » ცხოვრებისეული ისტორიები
5:44 PM
ცხოვრებისეული ისტორიები



ჩვენს ცხოვრებას მომენტები ქმნიან, არ აქვს მნიშვნელობა ისინი ბედნიერია თუ არა, მთავარია ფაქტი,ამიტომ გთავაზოვთ პატარა ცხოვრებისეული ისტორიების მეოთხე ნაწილს, რომელიც დაგაფიქრებთ ცხოვრებაზე: 


∞ დღეს ჩემმა პაციენტმა 3 წლიანი რეაბილიტაციისა და ფსიქოლოგიური პროცედურების შემდეგ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა. ჯერ კიდევ გუშინ მეგონა, რომ მისი სიცოცხლე გადავარჩინე. 

∞ დღეს, მე და ჩემს უფროსს მეგობრული საუბარი გვქონდა. მე მას ვუთხარი, რომ ძალიან შეწუხებული ვიყავი იმ ფაქტით, რომ ოჯახთან, შვილებთან ყოფნნის დრო თითქმის არ აქვს. არ მაქვს საშუალება დიდხანს ვითამაშო მათთან და მეტი სიყვარული ვაჩუქო. მან არაფერი მიპასუხა. 3 საათზე (მაშინ როდესაც ჩემი ბიჭი სკოლდან ბრუნდება) მან სახლში გამიშვა და მითხრა, რომ ჩემს შვილებს ვჭირდები ყველაზე მეტად. 



∞ დღეს, ჩემი მშობლების ოფიციალური გაყრის შემდეგ, დედამ, რომელიც ცრემლებს ძლივს იკავდება მითხრა:,,ცხოვრებაში ყველაზე რთულია, როდესაც წლებს წირავ გრძნობას, რომელიც ნამდვილი გეგონა, მაგრამ ასე არასოდეს ყოფილა" 

∞ დღეს, ჩემმა 16 წლის პაციენტმა, რომელიც კიბოს ებრძვის, მკითხა როგორი დღე მქონდა. მე ვუპასუხე, რომ გრძელი, მაგრამ ყველაფერი კარგად მიდიოდა. მან უცბადვე მიპასუხე: ,, მე ვნატრობ, რომ იგივე პასუხის გაცემა შემეძლოს, ეს წამლები ყველაფერს ანადგურებს, ჩემს დღეებს ამოკლებს და ამოკლებს" 

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


∞ დღეს, ჩემი უფროსი ვაჟი მანქანაში ჩაჯდა და სამსახურში წავიდა. გადავწყვიტე მესიჯი მიმეწერა: ,,დღეს მშვენივრად გამოიყურები, წარმატებული დღეს გისურვებ". მე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ეს წერილი გახდებოდა მისი საავადმყოფოში მოხვედრის მიზეზი. როდესაც მთავარ ექიმს ვკითხე, რა მოხდა, მან მიპასუხა: ,, რა უნდა მომხდარიყო, ტელეფონი და საჭე ერთად"

∞ დღეს, ჩემი მეგობრის უკანასკენლი პოსტი თვითერზე ასეთი იყო: ,,მე ვნატრობ, ადამიანები, რომლებიც დამციანიან, ჩემი თვალებით ხედავდნენ სამყაროს, მხოლოდ ერთი დღე" 



∞ დღეს, როდესაც მე სკოლაში არ მივედი, ჩემმა 11ვე ჯგუფელმა დამირეკა და მომიკითხა. მე ავად ვარ, მაგრამ მათ სიყვარულს და თანადგომას უფრო ვგრძნობ. 

∞ დღეს, ერთი წლის შემდეგ მამას სიკვდილიდან, მე ისევ არ შემიძლია მისი ნომრის წაშლა ჩემი ტელეფონიდან. 

∞ დღეს, როდესაც ჩემი მეუღლე საავადმყოფოში უგონოდ იწვა, მე ისევ ვფიქრობდი იმ მომენტებზე, რომელიც ჩვენ დავკარგეთ და ვერ გამოვიყენეთ. მაგრამ ახლა მე მივცემდი ყველაფერს, რათა შემეძლოს იმ წუთების დაბრუნდება,შემეძლოს მისი ხმის გაგონება. ახლა მივხდი, რომ უფრო ბევჯერ უნდა მეკოცნა მისთვის. 

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


∞ დღეს, როდესაც ჩემ 5 კლასის მოსწავლეს ვკითხე, თუ რა უნდა გამოვიდეს ცხოვრებაში, მან მიპასუხა: ,, მე მინდა თქვენნარი კარგი მასწავლებელი გამოვიდე" 

∞ დღეს, ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ინვალიდის ეტლით შემოვიდა საავადმყოფოში სადაც მე ვმუშაობ, სანამ ის თავის მკურნალ ექიმთან შევიდოდა, შემომხედა და მითხრა: ,,მშვენიერი დღეა. რადგან თავიდან უნდა ვისწავლო სიარული" 

∞ დღეს, ბოსტონის მარათონის შემდეგ, რის შემდეგაც მე დავკარგე მარცხენა მკლავი, როდესაც გარეთ ვსეირნობდი და ვნახე ბრმა ადამიანი, სიტყვა ,,იღბალმა" ჩემთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა. 



∞ დღეს, როდესაც ჩემს მეგობარ ქეითს ჩავეხუტე, მან ნაღვლიანი თვალებით შემომხედა და მითხრა: ,, ღმერთო, ნეტა შეიძლებოდეს ამ ჩახუტებას მორჩენა შეეძლოს" 

∞ დღეს, მოხუცმა მამაკაცმა, რომელსაც ყოველთვის ვეხმარები ხოლმე საჭმლით, ხელში მომცა დაბადების დღის მისალოცი ბარათი. მე მას მხოლოდ ერთხელ ვუთხარი ჩემი დაბადების დღის თარიღი, ისიც წინა წელს. 

∞ დღეს, ჩემი ერთ–ერთი უახლოესი მეგობარი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა ძლიერი დეპრესიის გამო. ის ყოველთვის მისმენდა, მაძლევდა რჩევებს და მეხმარებოდა პრობლემების გადაჭრაში. მაგრამ ვერასოდეს წარმოვდგენდი, რომ ასეთი რამ შეემთხვეოდა, მე ხომ არასოდეს მიკითხავს მისთვის ,,როგორ ხარ". 

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


∞ დღეს, მან თავის უკანასკნელ წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე დაწერა, ჩემი სახელი 28ჯერ მეორდება.

∞ დღეს, ჩემი მეზობელი პატარა ბიჭი, რომელიც აუტიზმითაა დაავადებული, ყველას ეუბნება, რომ მე მისი საუკეთესო მეგობარი ვარ. ის მხოლოდ ამას ამბობს. 

∞ დღეს, მთელი ღამე ვკითხულობდი ცხოვრებისეულ ისტორიებს და პირველად 46 წლის მანძილზე პირველად მივხდი როგორ ცივ საწოლში მძინავს მის გარეშე. 



∞ დღეს, როდესაც მე და ჩემი პატარა ბიჭი ჩემი ანალიზის შედეგებს ველოდებოდთ საავადმყოფოში, 7 წლის გოგონა შემოიყვანეს, რომელიც ძალიან ტიროდა, ჩემმა პატარა ვაჟმა ექთანის მაგიდის ქოთნდან ამოიღო ვარდი, გოგონას გაუწოდა და უთხრა: ,, მამაჩემი ამას არასოდეს არ აკეთებს, მაგრამ დედა მეუბნება, რომ ჩვენ უნდა გავიღიმოთ და შევინარჩუნოთ ერთმანეთი" 

∞ დღეს, მე ჩემი მეუღლის კაბინეტში ვიპოვე ჩარჩოში ჩასმული გამხმარი ყვავილი, რომელიც მას 1952 წელს ვაჩუქე" 

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც დაგაფიქრებენ [4]


∞ დღეს, როდესაც ბაბუაჩემს სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ რჩევა ვთხოვე მან მიპასუხა: ,, როდესაც მე შევწყვიტე საუკეთესოს ძებნა და ვცდილობდი მე თვითონ გავმდარიყავი კარგი, სწორედ ამ დროს ბებიაშენმა ჩაიარა და მითხრა: ,,გ ა მ ა რ ჯ ო ბ ა" 

∞ დღეს, ჩემი პირველი კლასის მოსწავლეებს მოვუწყე პატარა საღამო. ამ პატარა შეკრებას ესწრებოდა მოსწავლეც, რომელსაც მამა ავღანეთში ბრძოლისას დაეღუპა. როდესაც ტომი დაფასთან გავიძახე, ერთი გოგონა ადგა და ტომს ჰკითხა, თუ რა გააკეთა მამამისმა არმიისთვის, მან კი უპასუხა: ,, მე არ ვიცი, მე მას ვკითხავდი, მაგრამ სამოთხე აქედან ძალიან შორსაა" 

∞ დღეს, 7 კვირიანი კომის შემდეგ მე გავიღვიძე, 5 გატეხილი ძვლით, მაგრამ უმამოდ. 

∞ 27. დღეს, ჩვენს კლასს მხოლოდ ერთი მოსწავლე აკლდა, ბავშვი, რომელიც ყოველთვის კარგი ყოფაქცევით გამოირჩვეა, მოსწავლე რომელიც ყოველთის მოხალისეა კლასისთვის გააკეთოს კარგი. მას კიბო აქვს და სკოლაში მხოლოდ იმიტომ არ მოვიდა, რომ თმა გადაიპარსა. მე კლასში დავსვი ასეთი შეკითხვა: ,,ვის უნდა გადაიპარსოს თავი დერეკის თანადგომისთვის" მე გაოცებული ვიყავი, ჩვენს კლასში ეს ყველას უნდა. 



∞ დღეს, ჩემი ონკოლოგი, რომელმაც გადამარჩინა და ჩემი სხეული განკურნა კიბოსგან, გარდაიცვალა კიბოთი. 

∞ დღეს, ჩემი 85 დაბადების დღეა, რომელსაც მარტო ვხდები, მაგრამ მე ისევ გავშალე სუფრა ჩემი ოჯახისთვის, რომელიც აღარ მაქვს. 

∞ დღეს, ჩემმა 17 წლის მეგობარმა დამირეკა და მთხოვა, რომ ჩემთან ლაპარაკი უნდოდა. მე მას ვუთხარი, რომ 20 წუთში გადავურეკავდი, რადგან მნიშვნელოვანი საქმე მქონდა. სინამდვილეში კი იქბოსქსით ვერთობოდი. ასეთი შეცდომა არასოდეს დამიშვია, 20 წუთის შემდეგ, როდესაც დავრეკე გავიგე, რომ მან თავი მოიკლა. მე დავამსხვრიე ჩემი იქსბოქსი .



∞ დღეს, როდესაც ბებიაჩემს ვუთხარი, თუ როგორ ცუდ ხასიათზე მაყენებენ სკოლაში ბავშვები, რომლებიც ვერ მიტანენ, მან მითხრა: ,,წყნარი ოკეანის მასის წყალიც კი ვერ ჩაძირავს გემს, სანამ ის მასში არ შეაღწევს, ზუსტად ასევე მთელი სამყაროს ნეგატივიც ვერ დაგამარცხებს, თუ მას არ მისცემ უფლებასს შემოიჭრას გონებაში. 


დღეს, მე წავიკითხე თითქმის ყველა ცხოვრებისეული ისტორია, რომელიც აქ იყრის თავს და ჩემში საოცრად შეიცვალა ყველაფერი. რადგანც მივხდი, როგორ ჭირდებათ ადამიანებს ჩვენი დახმარება, სითბო, დაცვა, მეგობარობა და სიყვარული. სწორედ ამიტომ გული სითბოთი ამევსო რადგან, ვიცი რომ ხვალ ყველა ერთად დავეხმარებით ერთმანეთს. ეს არის რაც ადამიანებს ს ჭ ი რ დ ე ბ ა თ. 



კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 202 | დაამატა: -Beauty™ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2014-01-07 Spam
damburdzgla :x auu <3 <3 dzalian kargi iyo <3



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
სამშაბათი
2016-12-06
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  იანვარი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2016
Free web hosting - uCoz