მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 23 » ცხოვრება ისეთია, როგორსაც შექმნი.1
7:06 PM
ცხოვრება ისეთია, როგორსაც შექმნი.1
_კოლეჯში ისწავლი და მორჩა. იქნებ ცოტა დაჭკვიანდე_ამ სიტყვებით მამამ ბოლო მოუღო ჩვენს რამდენიმეწუთიან კამათს. რამდენიმე წამით დავაკვირდი მის სახეს, რომელზეც აშკარად ჩანდა, რომ აზრის შეცვლას არ აპირებდა, მერე კი კაბინეტიდან გავვარდი. სანამ კარს გავიჯახუნებდი, ,,მეზიზღები’’-მეთქი_მივაძახე და ჩემკენ ოთახის გავიქეცი. რამდენიმე წუთში ბარგი ჩალაგებული მქონდა და ტაქსიც. ორი ჩემოდანი ძლივს ჩამოვათრიე და სანამ ტაქსს ველოდებოდი, მამა დავინახე, რომელმაც გაოგნებული სახით მკითხა:
_საით?
_დედასთან მივდივარ!
_ძალიან კარგი! არ ვაპირებ, ხელი შეგიშალო. ზედმეტმა მოფერებამ ცუდ შედეგამდე მიგვიყვანა. რამდენი ხნით აპირებ წასვლას?
_სამუდამოდ!
_ჰმმ...შენ ყოველ ჯერზე სამუდამოდ მიდიხარ.
_ისე დანანებით ამბობ, მგონი გწყინს ჩემი დაბრუნება. მოგანიჭებ მაგ ბედნიერებას და აღარ დავბრუნდები.
_შენ თვითონაც ხომ იცი ნესი, რომ ამას ვერ შეასრულებ.
_ვნახავთ. წავედი, ტაქსი მოვიდა.
_დედაშენს მოკითხვა გადაეცი. კოლეჯის საბუთებს მე მოვაგვარებ.
_რა კეთილი ხარ_გველური ღიმილით ვუთხარი და გარეთ გავედი. ტაქსის მძღოლმა ჩემოდნები საბარგულში ჩააწყო, მეც ჩავჯექი და სახლს გამოვხედე. ამჯერად მართლა დარწმუნებული ვიყავი, რომ აქ აღარ დავბრუნდებოდი. მამაჩემისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ მის გარეშე ცხოვრება შემეძლო. მანამდე ვუყურებდი სახლს, სანამ ქუჩას არ გავცდით. გზაში დედას დავურეკე, შენთან მოვდივარ-მეთქი. მიზეზი აღარ მითქვამს, ისედაც ხვდებოდა, მამასთან რომ ვიჩხუბებდი. სხვა რა მიზეზი უნდა ყოფილიყო. ალბათ დაგაინტერესათ, რატომ ვცხოვრობდი მამასთან და არა დედასთან, ამიტომ სჯობს, მოკლედ გიამბოთ ჩემზე.
მე ნესი ოსბორნი ვარ. სინამდვილეში ვანესა მქვია, მაგრამ არ მახსოვს, ვინმეს ჩემთვის ასე მოემართოს. 16 წლის ვარ და ლოს ანჯელესში ვცხოვრობ. ასე გამოვიყურები:

მგონი ძალიან მახინჯი არ ვარ, მაგრამ ჩემს თავს ლამაზსაც ვერ ვუწოდებ, რადგან ბევრად უკეთესები შემხვედრია.
ჩემი მშობლები 10 წელია გაყრილები არიან. სხვათა შორის, მათი დაშორება ძალიან არ განმიცდია, რადგან ორივენი შეეცადნენ, ყველაფერი ისე მოეგვარებინათ, რომ მე გული ძალიან არ მტკენოდა. ყოველგვარი დავის გარეშე დაშორდნენ ერთმანეთს და ჩვეულებრივი, მეგობრული ურთიერთობა აქვს. თავიდან დედასთან ვცხოვრობდი, მაგრამ ხშირად მამასთანაც ვრჩებოდი, მასთან კი მაშინ გადავსახლდი, როცა დედა ხელმეორედ გათხოვდა. დედაჩემის ახლანდელი ქმარი, ბენი კარგი ადამიანია, მაგრამ მათთან თავს მაინც ცუდად ვგრძნობდი და როცა მამასთან გადასვლის სურვილი გამოვთქვი, უარი არ უთქვამთ. ჰო მართლა, ბენს პირველი ცოლისგან(რომელიც გარდაცვლილია) ერთი შვილი ჰყავს_არტური.

ძალიან კარგი ბავშვია, მიუხედავად იმისა, რომ ნათესავად არ მერგება, უფროს ძმას ვეძახი და მისგან დახმარების იმედი ყოველთვის მაქვს.
ორი საუკეთესო მეგობარი მყავს-ალექსი და ლოლა. აი ისინიც:


ორივე მათგანი ძალიან მიყვარს და საკუთარი თავივით ვენდობი.
ისევ დღევანდელ დღეს დავუბრუნდეთ. მოგიყვებით, რატომ გაბრაზდა მამა და რატომ გადაწყვიტა ჩემი კოლეჯში გაშვება(აქამდე სახლში ვიღებდი განათლებას): გუშინ კლუბი ვიყავი მეგობრებთან ერთად. ერთ-ერთმა მეგობარმა ყველა სახლში ,,დაარიგა’’ და ბოლოს მეც მიმიყვანა, გვიანი იყო და მითხრა, ეზოში შემოგყვებიო, კარებთან რომ მივედი, დავემშვიდობე, მან კი სრულიად მოულოდნელად მაკოცა. მაშინვე მოვიცილე და სახლში შევედი. როგორც ჩანს, მამაჩემმა მანქანის ხმა რომ გაიგონა ფანჯრიდან გადმოიხედა და დაგვინახა. ვერ დავაჯერებდი, რომ მე არ მიკოცნია და აღარც მიცდია, თანაც ის ბიჭი მისი მეგობრის შვილი იყო და არ მინდოდა, მასთან ურთიერთობა გაეფუჭებინა. კონცაზე იმდენად არ გაბრაზებულა, მაგრამ რომ ვუთხარი, არ მიყვარს და არც მომწონს-მეთქი, ამაზე გადაირია და დღეს დილით ,,განაჩენი’’ გამომიტანა_კოლეჯზე საშინელ სასჯელს ვერც კი მოიფიქრებდა.
რამდენიმეწუთიანი მგზავრობის შემდეგ უკვე სახლში ვიყავი და დედას ამბებს ვუყვებოდი. მერე ჩემს ოთახში(რომელიც ხელუხლებელი იყო ყოველი შემთხვევისთვის) ავედი და ბარგი ამოვალაგე. სანამ ვალაგებდი, დედამ დამიძახა:
_ნესი, სტუმრები გყავს.
_ნეტა ასე მალე ვინ გაიგო რომ აქ ვარ?_გავიფიქრე და ქვევით ჩავედი. ალექსი და ლოლა დავინახე.
_ვერ გაძელი სახლში?_გამიცინა ლოლამ, ალექსმა ხელი ჰკრა და თქვა:
_მისი საქმის თავად იცის_თვითონაც ძლივს იკავებდა.
_დამცინით არა?_ვითომ სერიოზულად გავბრაზდი.
_არა, უბრალოდ შენი ერთკვირიანი გადაბარგებებით დავიღალეთ.
_ამჯერად ერთკვირიანი არ იქნება.
_ჰო, ისევე როგორც სხვა დანარჩენი_გადაღლილი სახით თქვა ლოლამ. არ მოგვიყვები, ამჯერად რა მოხდა?
_ზევით ავიდეთ...დედა, ჩემ ოთახში ვიქნებით_გავძახე ბელას, რომელიც მეორე ოთახში ტელევიზორს უყურებდა.
_აჰა!
ალექსი და ლო ზევით ავიყვანე. ყველაფერი მოვყევი და ბოლოს დავამატე:
_ჯესი(ვინც მაკოცა) ვერ გადამირჩება. რამ გადარია?
_ძალიან მთვრალი იყო_აღნიშნა ალექსმა._ე.ი. ამიერიდან მოსწავლე იქნები?_დამცინავად მითხრა. ბალიში ვესროლე დამშვიდებისთვის.
_იმედია საბუთებს ასე ადვილად ვერ შეიტანენ.
_არა მგონია, დიდხანს გაჭიანურდეს(ლოლა)
_უღრმესი მადლობა!
_ისე იქცევი, ვითომ ჩვენი ბრალი იყოს_გაბრაზდა ლოლა.
_არც ჩემი რომ არ არის?
_ეგ მამაშენს უხსენი და არა ჩვენ. ჩვენი წასვლის დროა.
ცოტა ხანი კიდევ გავაჩერე და მალევე წავიდნენ. ოთახის მილაგებას მოვრჩი და დედასთან ჩავედი. მალე ბენი და არტური მოვიდნენ და მათაც ,,ვახარე’’ ჩემი გადმოსვლის ამბავი. არტურმა, როგორც ყოველთვის, დამცინა, პატარა ბავშვივით იქცევიო. ვითომ ძალიან დიდი იყოს ჩემზე. სულ რაღაც რამდენიმე თვით უფროსი იყო.
საღამო ნოუთბუქთან გავატარე, როგორც ყოველთვის. მეორე დილით როცა დაბლა ჩავედი სასაუზმოდ, დავინახე, რომ დედა ტელეფონზე ლაპარაკობდა. რომ დამინახა, თქვა:
_ნესიც აქ არის. ჰო, გადავცემ...
მივხვდი, რომ მაიკლი იყო.
_...კარგი, დროებით.
_მამაშენი იყო.
_რა უნდოდა?
_მითხრა, რომ საბუთები შეიტანა ლეიკსაიდის კოლეჯში.
_ცოტა ადრე არ შეეძლო?
_ხომ იცი, რა სწრაფად უყვარს ყველაფრის გაკეთება.
_ჯანდაბა, ანუ ხვალ უნდა წავიდე?
_ჰო, გაცდენა აკრძალულია.
_ოო. კარგი! მაგრამ წიგნები?
_განსხვავებული არაფერია, რითაც სახლში სწავლობდი, იმას წაიღებ.
_ოქეი!
_ასეთი სახე ნუ გაქვს.
_იმის გამო ვისჯები, რაშიც დამნაშავე არ ვარ...არც შენ გჯერა, არა?
_მჯერა და მაიკლსაც ავუხსენი, მაგრამ მგონი ეს შემთხვევა საბაბად გამოიყენა.
_რა სჭირს მამაჩემს? საერთოდ ვეღარ ვცნობ.
_იქნებ ვინმე შეუყვარდა._გაეღიმა ბელას.
_რა სისულელეა_ვთქვი, მაგრამ სინამდვილეში მეც იგივე გავიფიქრე._ზევით სენდვიჩს ავიტან და დავწვები, ღამე მშვიდობისა.
სამზარეულოში შევედი, რაც მინდოდა ავიღე, ოთახში ავედი და ვჭამე, მერე დილისთვის ტანსაცმელი მოვამზადე და დავწექი.
დილით...

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 900 | დაამატა: smiler | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 111 2 »
2012-01-24 Spam
ხვალ დავწერ ბავშვებო შემდეგს აუცილებლად. მიხარია, თუ მოგეწონათ