მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 89

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1626

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1119

  
მთავარი » 2012 » თებერვალი » 22 » წაიკითხეთ არ ინანებთ
11:15 PM
წაიკითხეთ არ ინანებთ



როცა დავსუსტდი,
ცოდვებისგან ბოლომდე მეზღო,
მე მხოლოდ მაშინ გამახსენდი,
მოვედი, ღმერთო.
იქნებ წარსული ჩამოვიხსნა,
განწმენდა შევძლო...
გაჭირვებულის ბოლო იმედს
გავედრებ, ერთო!
რამდენჯერ სცადე, გადაგერჩინე,
ჩემთვის სწორი გზა გეჩვენებინა...
თავს ვარიდებდი ჭეშმარიტებას,
ყურს არ გიგდებდი, თითქოს მეძინა.
ვერ გამოვფხიზლდი, უბედურების
ზარმა ჩემს გულში სანამ შეკივლა..
ახლა კი ვდგავარ გაღვიძებული,
შველას მოველი ისევ ზეციდან.
მახსოვს,--მიკვირდა:ეკლესიაში,
ხალხი როდესაც ცხარედ ტიროდა...
ანდა მუხლებზე სიმწრით დამდგარი,
ცრემლმორეული სახეს იხოკდა.
დღეს, როცა ჩემს თავს ლანდი მოვპარე
და ღვთისმშობელის ხატში არეკლილ...
ვუყურე გოგოს, სრულად უსასოს,
თვალებ-ჩამქრალს და სახე-ალეწილს,
მივხვდი, რამდენად ახლოს ვარ ცოდვილ,
სვე-ბედ დაკარგულ ადამიანთან,
მათი წუხილიც რომ შევიგრძენი,
დარდი და სევდა მე გამიათდა.
ასე ვიგლოვე ეკლესიაში,
პატარა გოგომ ჩემი ცხოვრება.
ამ ცხოვრებაში ტანჯვის, ვაების,
ისევ და ისევ გამეორება.
არვინ მიშლიდა და მეც ვტიროდი,
არავინ წუხდა...
ვიპანაშვიდე ტაძრად ბედი და
გავშალე სუფრა.
დარდმა ჭიქაში გვინოდ ცრემლები
ჩამომიწვეთა,
ტკივილმა სუფრას სხეულს ნაგლეჯი
ხორცი შემატა...
სულის იმედმა, რწმენის დაუნჯემ,
კელაპტრის შუქი გადააფარა,
სუფრა აავსეს ჩემი ფიქრებით,
სულ მთლად გაიღეს, თუ რამ მებადა.
და შემოუსხდა ტკივილი, ცრემლი,
ბედი, განგება, ტაძრად მაგიდას...
იყო ლხინი და იყო წამება,
ერთი მეორეს აღარ აცდიდა.
ჩემი ცხოვრების გასამართლება
იყო ისეთი, მე რომ ველოდი:
თუმც უამრავი გადევსო, ცოდვა,
გეპატიება,-ცრემლით შემოსილს.
მითხრეს და გულმა ფეთქვა განაგრძო,
გალაღებულმა გაიფრთიანა,
თითქოს ერთ წამში გაქრა წარსული
და მომიშუშდა ყველა იარა.
ძველი ტკივილი და საფიქრალი,
ჩემი სევდა და დარდი კი არა,
სისხლმა სხეულში ჩქეფვა დაიწყო,
ამოისუნთქა და იხმიანა.
წინ ცხოვრების გზა გადამეშალა,
და მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ბოდვაა:
ყოველდღიურად, ყველა საქმეში,
კარგზე მეტი ხომ ჩვენში ცოდვაა.
და თუმც ღრმად გულში, არცერთს არ გვინდა,
ტაძარს ვტოვებთ და ისევ თავიდან...

კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 641 | დაამატა: ChAkUnA | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 2
2012-02-23 Spam
DZann MAgariaa <3