მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 18 » თმის გაზრდა მოკლე დროში
6:11 PM
თმის გაზრდა მოკლე დროში
თმის სწრაფი ზრდისთვის აუცილებელია მისი მოვლის ინდივიდუალური სქემის შედგენა, მოვსინჯოთ, ვის რა მოგვეწონება და იმის მიხედვით ავირჩიოთ თითოეულისთვის საყვარელი ნიღაბი, ზეთი, ვიტამინი და სხვ.

[color=red][b]ვიტამინები[/b][/color]

არსებობს ვიტამინის უამრავი კომპლექსი, ცვენის საწინააღმდეგო, აღმდგენი, ზრდისთვის და სხვ. ვიტამინის შეძენისას გაითვალისწინეთ, რომ თმისთვის უმთავრესია А, Е, С და В ვიტამინები. უკეთესია თუკი ამ ვიტამინეს ბუნებრივი, ანუ საკვების გზითაც მივიღებთ. A აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, მატებს მას ელასტიურობს და სირბილეს. ის სასარგებლოა მტვრევადი და მშრალი თმისთვის. უხვად არის კვერცხის გულში, სტაფილოსა და კარაქში.. B ჯგუფის ვიტამინები ხდის თმას ძლიერს და ებრძვის ჭარბ ცხიამიანობას. B2 და B8 თმის ცვენის საწინააღმდეგოა, B9 გაჭაღარავებას „უშლის" ხელს. ეს ვიტამინები საკმაოდ არის მარცვლეულ კულტურებში, მზესუმზირასა და თხილში, ასევე ხალვასა და ლუდშიც. ვიტამინი C სისხლძარღვებს ამაგრებს და იცავს თმის ფოლიკულს. კომბოსტო, ბულგარული, ციტრუსები და სხვ. E თავში სისხლის მიმოქცევას არეგულირებს, ის თმას ბზინვარებას და სიჯანსაღეს მატებს. ზეთი, თხილი და მზესუმზირა.

[color=red][b]ვიტამინები, რომლებიც ნდობით და მოწონებით სარგებლობს:[/b][/color] 
Inneov Густота волос-Vichy, «Перфектил" - დასავლეთის რჩეული ) მას გლამურულ ვიტამინს უწოდებენ, ძალიან კარგად მოქმედებს თმის ზრდაზე, მის სტრუქტურაზე, კანსა და ფრჩხილებზე. ძალიან ძალიან ეფექტურია, თუმცა გვახსოვდეს, რომ უნდა მივიღოთ ნოყიერი სადილის შემდეგ, რადგან მშიერ კუჭზე იწვევს ცუდ უკუჩვენებებს, კერძოდ, მუცლის ტკივილი, ღებინება და სხვ. Нутрикап, Биотин, Пантовигар-თმის დიფუზური ცვენის საწინააღმდეგო, აღდგენს თმის სტრუქტურას. Мерц Бьюти, Фитовал, Ревалид.. ასევე ე.წ Пивные дрожжи- «Эвисент» , «Нагипол"... ასევე ჩვენთან პოპულარობით სარგებლობ აევიტი და კიდევ ჩემგან გირჩევთ, გაზაფხულია და მოვიმარაგოთ C ვიტამინის მარაგი, დრაჟეს მეშვეობით...
ვიტამინების ქვეპუნქტი, გულისხმობს კვების მოწესრიგებასაც : ვჭამოთ ბევრი ხაჭო, ბოსნეული, ხილი, მოხარშული კვერცხი და ხორცი, თევზეული, ზეითუნის და სელის ძეთი მივიღოთ უზმოზე ან სალათებში მაინც გავურიოთ, ჰერკულესის ფაფა, თაფლი, ნატურალური წვენები და რაც მთავარია მინიმუმ 2 ლ. წყალი. შევამციროთ: ტკბილეული, მარილიანი და ცხიამიანი საჭმელი, გაზიანი სასმელები, ყავა და სიგარეტი, ალკოჰოლი. ასევე ამ პუნქტში დავამტებ, რომ ნორმალური ძილი, ჯანსაღი თმის ერთ-ერთი უმთავრესი შემადგენელია.. * ჩემთვის ყველაზე ძნელი ეს ნაწილია : ) 

[color=red][b]სახლის პირობებში დამზადებული ნიღბები[/b][/color]

ოპტიმალური რეზულტატისთვის კვირაში ერთხელ ვიკეთებთ "გამახურებელ" ნიღბებს, ერთხელ დანარჩენებს (ცვენის საწინააღმდეგო, ბზინვარებისთვის, მოცულობისთვის და სხვ. ). ყოველი ნიღბის წინ აუცილებლად ვხმარობთ ზეთებს, თუკი ნიღბებზე უარს ამბობთ, იხმარეთ მხოლოდ ზეთები. შეიძლება შედეგი ისეთი სრაფი არ იყოს, მაგრამ თმა გაჯანსაღდება, გამოიკვებება და შედეგად კი სიგრძეც არ დააყოვნებს : )ბევრს მოწონს სკრაბები : მარილის და ყავის.. პირველი არ არის მიზანშეწოლილი ნაზი კანის მფლობელებისთვის..

[color=red][b]როგორ დავამზადოთ ნიღბები :[/b][/color]


[color=blue][b]მდოგვი[/b][/color]

-2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი;
-2 სუფრის კოვზი ცხელი წყალი;
-1 კვერცხის გული;
-1 სუფრის კოვზი ზეითუნის ან ნებისმიერი სხვა ზეთი (თუ სიმხურვალეს არ გრძნობთ შეამცირეთ ზეთის ოდენობა);
-2 ჩაის კოვზი შაქარი (რაც მეტია შაქარი მით უფრო „ცხელია" ნიღაბი)
მდოგვს ჯერ წყლით ვაზავებთ, შემდეგ ვუმატებთ დანარჩენ ინგრედიენტს, თუკი ვერ გრძნობთ გამახურებელ ეფექტს, დააყენეთ ნიღაბი ბნელ ადგილას რამდნეიმე საათის ან თუნდაც მთელი ღამის განმავლობაში. ნიღაბს ვისმევთ „პრაბორებზე", ყველანაირად ვცდილობთ არ მოგვიხვდეს თმაზე, განსაკუთრებით მშრალ ბოლოებზე. ვიჩერებთ 15-40 წუთი. უნდა შევიხვიოთ ცელოფნით, ან დუშის ქუდით, ზევიდან პირსახოციც კარგი იქნება, მეტად იმქომედებს . ჩამოვიბანოთ გრილი წყლით და შამპუნით. ყურადსაღებია, რომ ჯობს ჯერ რომელიმე ზეთი წავისვათ თავზე გავიჩეროთ მინიმუმ ერთი საათი (ზეთს თუ მთელს სიგრძეზეც წაისმევთ, მხოლოდ გააუმჯობესებთ საბოლოო შედეგს) და მხოლოდ შემდეგ დავიდოთ თავზე მდოგვის ნიღაბი. მე შამპუნის მერე ბალზამსაც ვისმევ. !!! მაღალწნევიანებისთვის არ არის რეკომენდებული, რადგან სისხლის მიმოქცევას აჩქარებს, სწორედ ამის ხარჯზე ფოლიკულებს აცოცხლებს ასე რომ ვთქვათ, შესაძლოა ოდნავ წნევა აწიოს, ამიტომ, ჯერ გაარკვიეთ ხართ თუ არა ჰიპერტონიკი. (იმედი მაქვს არცერთს გვაქვს ეს პრობლემა ). კურსი 2-3 თვე.


[color=blue][b]დიმექსიდი[/b][/color]

ვამატებთ ნიღბებში რათა მკვებავმა ნივთიერებებმა უკეთ და უფრო ადვილად შეაღწიონ თმის ძირებში,ფოლიკულში.
-1 კოვზი „რეპეინოე" + 1 კოვზი „კასტორკა"+1 კოვზი ვიტამინი ა + 1კოვზი ვიტამინი ე + დიმექსიდი 1/3 კოვზი.
დიმექსიდის ნიღაბს ვისმევთ მხოლოდ ძირებზე, იგივეაირად, როგორც მდოგვისას. ის არ უნდა ახურებდეს ან წვავდეს, თუ ეს ხდება სასწრაფოდ უნდა ჩამოვიბანოთ, რადგან დიმექსიდის დოზაა გადამეტებული. კურსი 1 თვე,შემდეგ 2 თვიანი შესვენება .


[color=blue][b]პერცოვკა[/b][/color] 

აფთიაქებში იყიდება настойки стручкового перца («перцовка»), თუმცა შეგიძლიათ თავად დაამზადოთ : ვჭრით წიწაკას რგოლებად, ვაწყობთ სტექკლოს ქილაში ვასხამთ კონიაკს ან არაყს, დაყენებას უნდა მინიმუმ 4 დღე.
-1 სუფრის კოვზი „პერცოვკა";
-1 სუფრის კოვზი კასტორკა ან რეპეინოე;
-1 სუფრის კოვზი თმის ნებისმიერი ბალზამი ! მე არ ვუმატებ.
!!! გავუფრთხილდეთ თვალებს. ვისმევთ თმის ძირებზე, ვიხვევთ თავს თბილად.
უნდა გრძნობდეთ გარკვეულ წვას, თუ ასე არ ხდება პერცოვკა უნდა გავაზავოთ წყალში 1:1, თუ მეტი წვა გინდათ 1:3-თანაც შეიძლება. ნიღაბი მოქმედებს უშუალოდ ზრდაზე და თმის ძირების გაძლიერებაზე. თმის ცვენის შესაჩერებლად ნიღაბს ვიკეთებთ 10 დღეში ერთხელ, თმის ინტენსიური ზრდისთვის 2ჯერ. კურსი 2-3 თვე.

[color=blue][b]კაკაო. აბსოლუტური ლიდერი ჩვენს თემაში.. ყველას სიყვარული ))))[/b][/color]

-200მლ კეფირი, არაჟანი, მაწონი ან ნაყიდი ნიღაბი (უსილიკონო და პარაბენების გარეშე მასს-ში არის ელსევის ვარდისფერი ნიღაბი );
-2კოვზი კაკაოს ფხვნილი (შაქრის, რძის ფხვნილის და სხვა დანამატების გარეშე, ჩვეულებრივი კაკაო);
-1კოვზი ზეთი-ზეითუნი,ქოქოსი,რეპეინოე,კასტორკა, ნუში, აბრიკოსი-ნებისმიერი;
-კვერცხის გული.
ავურიოთ ერთმანეთში,ოდნავ შევათბოთ და წავისვათ თმაზე, შევიხვიოთ ცელოფანის პარკით, დავუაროთ ფენით, შემდეგ პირსახოცით გავიხვიოთ თავი. გავიჩეროთ 1-2 საათი. შედეგი: მოცულობა, თმა საოცრად ბზინავს, ლამაზ ფერს იღებს და შოკოლადის სუნი , ამაგრებს თმის ძირებს.. ზოგს უშრობს ბოლოებს, ამიტომ აქაც ჯობს ჯერ ზეთი წავისვათ და ერთი საათის შემდეგ კაკაოს ნიღაბი.

[color=blue][b]ჟელატინის[/b][/color]

თმის ცვენის საწინააღმდეგო, თმის სრუქტურის გამაჯანსაღებელი ნიღაბი.
-2 სუფრის კოვზი ჟელატინი;
-6 სუფრის კოვზი ცხელი წყალი;
-2 ცალი კვერცხის გული.
ნიღაბი ოდნავ გაცივდეს, ბოლომდე არა, გაქვავდება.მერე ვუმატებთ კვერცხის გულს. შემდეგ წავისვათ ნამიან თმაზე, გავიჩეროთ ნახევარი საათი.

[color=blue][b]საფუარის[/b][/color]

-0,5 ჭიქა კეფირი (მაწონი ან არაჟანიც შეიძლება);
-2 კოვზი „დროჟი";
-1კოვზი შაქარი ან თაფლი.
ყველა კომპონენტი შევურიოთ ერთმანეთში, სანამ ქაფი არ გაჩნდება, შემდეგ წავისვათ თმის ძირებზე და ჩამოვიბანოთ 40 წუთში.

[color=blue][b]დარიჩინი[/b][/color]

ვურევთ 1-2 კოვზ დარიჩინს ნებისმიერ ზეთში, ნაყიდ ნიღაბში ან არაჟანში. ვისმევთ თმის ძირებზე, შევიხვიოთ თავი პარკით, შევათბოთ ფენით, შემდეგ გავიხვიოთ თავი პირსახოცით. 30-60 წუთში ჩამოვიბანოთ. უნდა იყოს „წვის", „წიწკნის" ეფექტი.


[color=blue][b]ნიორი, ხახვი[/b][/color]
- გავურიოთ ზეთებში, შეგვიძლია დავუმატოთ კონიაკი, კვერცხის გული, მოკლედ ფანტაზიას მივენდოთ. იგულისხმება ხახვის წვენი და გატარებული ნიორი..
ყველაზე ეფექტური თმის ცვენის საწინააღმდეგოდ !!!


[color=blue][b]შავი პური[/b][/color]

შავი პური 100-200გრ. დავასხათ 0.5 ჭიქა მდუღარე წყალი,ბალახეულის ნაყენი ან ლუდი. დავტოვოთ 1 სთ - 10სთ. გამოვწუროთ მარლაში მიღებული, დავუმატოთ კვერცხის გული, ზეთი (ცოტა), თაფლი. შეგიძლიათ კონიაკის დამატებაც ბზინვარებისთვის.შევიხვიოთ. გავიჩეროთ 30-60 წუთი. შამპუნს არ საჭიროებს. მე ბალზამს ვხმარობ, ამ ნიღბის/შამპუნის(მოხსენებულია, როგორც ნატურალური შამპუნი) მერე.


[color=red][b]თმის სწრაფი ზრდისთვის[/b][/color]

გათქვეფილ კვერცხის გულს დაუმატეთ 1სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი, ათი წვეთი ვიტამინი ა და 50გრამი სპირტი ან არაყი. მიღებული მასა ტმის ძირებში სეიზილეთ და ჩამოიცვით პოლიეთილენის პარკი. გააწერეტ 1საათი და ცამოიბანეთ. ნირაბი კვირაში ერთხელ კეთდება. 


[color=red][b]თმის სავლები დამზადებული ბალახეულის ნაყენისგან[/b][/color]

პოპულარობით სარგებლობს : გვირილის, ჭინჭრის, ოხრახუშის, პიტნის ( უფრო ძირებზე, სპრეის სახით) და უამრავი სხვა. ნაყენები მოქმედებენ თმის ფერზეც.


[color=red][b]თმისთვის ასევე არაჩვეულერივი ბუნებრივი საშუალებაა ხნა[/b][/color]

უფერულიც და ჩვეულებრივიც. გირჩევთ ნიღბებს ხნით. აქ მიეცით გასაქანი თქვენს ფანტაზიას. მე მომწონს ასე : ხნა გაზავებული გვირილის ნაყენით, დამატებული ცოტა ყავა (იგულისხმება არა მარცვლები ან ფხვნილი , არამედ ნახარში -სითხე), ლიმნის წვენი, კონიაკი. თმა არის საოცრად დავარდნილი, თითქოს უფრო სქელი, საოცრად მზინავი და რაღაც მოოქროსფრო ხაზები დაყვება. ფერი გვირილის და ლიმნის შედეგია. თუკი ეს არ გინდათ დააყენეთ წყალზე დაუმატეთ ყავა და სულ ეგ არის. ხნა არაჩვეულებრივი საშუალებაა ქერტლის საწინააღმდეგოდ.
თუ გინდათ, რომ თმას მიეცეს არა წითელი არამედ მოოქოსფრო ფერი, ხნა უნდა გავაზავოთ გვირილის ნაყენით, დავუმატოთ კვერცხის გული, თაფლი, კურკუმა, დარიჩინი, ლიმნის წვენი, ზეთები და ვიტამინები ( გემოვნებით ) ))


[color=red][b]სხვადასხვა ნიღბები[/b][/color]

ერთი კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 სუფრის კოვზი კონიაკი და თითო კოვზი ატმისა და კომბოსტოს ახალგამოწურული წვენი კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიღებული ნარევი წაისვით სუფთა თმაზე და ორ საათს გაიჩერეთ. თუ ამ ნიღაბს სამი თვის განმავლობაში კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, შედეგს აუცილებლად დაინახავთ – თმის ცვენა შეგიმცირდებათ და თქვენს ბუნებრივ სამკაულს ბრწყინვალება შეემატება.

ერთი პაკეტი (25 გრამი) უფერული ინა გააზავეთ იმდენ კეფირში, რომ არაჟანისებრი მასა მიიღოთ. ნარევი წაისვით თმაზე, გაიჩერეთ 30 წუთს და კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს ნიღაბი არამარტო გაამაგრებს თმის ძირებს და შეაჩერებს ცვენას, არამედ თმას არაჩვეულებრივ ბზინვარებას შესძენს.

თმის ცვენის შეჩერება შესაძლებელია კოსმეტიკური თიხისა და ზღვის მარილის ნიღბების საშუალებით. შეიზილეთ მათი მასა თმაში, გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და შემდეგ, თბილი წყლით ჩამოიბანეთ. თიხასა და ზღვის მარილს ადრსობრირების თვისება გააჩნიათ და თმის ფოლიკულებს ზედმეტი ცხიმისგან ათავისუფლებენ.




თმის ფერის გაღიავებისთვის: 2 კოვზი თაფლი, 6 კოვზი წყალი - დავაყენოთ 1 საათით, შემდეგ დავუმატოთ 1 კოვზი დარიჩინი, 1 კოვზი ზეითუნის ზეთი, დავიდოთ თავზე, გავიჩეროთ 2 საათი. შემდეგ შეგიძლიათ გაზარდოთ ხანგრძლივობა.

თუკი თქვენ თმის ფერის გამუქებაგსურთ, სავლების სახით გამოიყენეთ შავი ჩაისა და ყავის ნაყენი, ასევე ზეთებიდან უპირატესობა აბულათანის მიანიჭეთ და არ დაგავიწყდეთ კონიაკი უმეტეს ნიღაბში.. შეგიძლიათ მიმართოთა ხნისა და ბასმის ნაზავს )) აღსანიშნია, რომ გამაღიავებელი ბუნებრივი საშუალებებისგან განსხვავებით, ზემოთ აღნიშნულები აცილებით უფრო მკვეთრ ბზინვარებას და ტონს ანიჭებენ თმას..


ასევე თმის ზრდისთვის დღეს მთელს მსოფლიოში იყენებენ ცხენის შამპუნს . შეგიძლიათ მოიპოვოთ უამრავი ინფორმაცია გუგლში.

ეფექტურია თმის ძირების გაძლიერება ხელების მასაჟით გაიკეთეთ თითებით წრიული მოძრაობები თავის კანის აქტიური გაწმენდისთვის 3-ჯერ _ თავის ყველა პერიფერიიდან ცენტრის მიმართულებით. იგივე მოძრაობები გაიმეორეთ 3-ჯერ _ ცენტრიდან პერიფერიებისკენ. ასეთი მასაჟი ჩაიტარეთ ყოველ დღე 3-4 წუთის განმავლობაში. უმჯობესია, დღეში ორჯერ _ დილას და საღამოს.

[color=red]ნაყიდი ნიღბებიდან[/color] მოგვწონს დომაშნიე რეცეპტის და ბებია აგაფიას სერიები, ასევე ელსევი და გარნიეს მწვანე სერია, პროფ კოსმეტიკა კერასტაზი, ლაში, ლაკმე, მოკლედ სალონის საშუალებები..
.. სრულიად "ჯანმრთელი" შამპუნი და ბალზამი აქვს ნატურა სიბერიკას..

[color=red]ზეთები, რომლებიც გვიყვარს : [/color]რეპეინოე, კასტორკა - აბუსალათინი, ქაცვი, ზეითუნი... ასევე კარგია ქოქოსი, ჟოჟობა, ნუში, ატამი და უამრავი სხვა.. კარგია ეთერზეტებიც, როგორც ნიღბებში, ასევე შამპუნებსა და ბალზემებში ( საკმარისია 2-3 წვეთი ). ზრდის სტიმულატორები როზმარინი, ლავანდა; ბზინვარებისთვის, პირველ რიგში, ილანგ-ილანგი, ასევე ნებისმიერი ციტრუსის ეთერზეთი.

ზეთებს ვიზელთ თმის ძირებსა და მთელს სიგრძეზე ვიჩერებთ 1-2 საათს, სიგრძეზე შეგიძლიათ მთელი დღე და ღამეც კი გაიჩეროთ.. სასურველია ყოველი ნიღბის წინ წავისვათ ზეთი.. 
ზეთების ჩამობანას გირჩევთ ბალზამის ან ნაყიდი ნიღბის საშუალებით. ანუ ჯერ ვისმევთ ბალზამს, ჩამოვიბანთ ამ ზეთებს და მხოლოდ შემდეგ შამპუნს. გაცილებით გაგიადვილებთ ზეთების გამორეცხვას თმიდან.
კიდე ზრდის მასტიმულირებელია თმის ხშირად ვარცხნა. დავასხათ ხის ჯაგრისს 1-2 წვეთი და ცავიტაროთ არომავარცხნა )))) სასიამოვნო და სასარგებლო პროცესი.

ზეთები კვებავს თმას, ანიჭებს მას ბზინვარებას, აუმჯობესებს სტრუქტურას და თავიდან გვაცილებს ისეთ პრობლემას, როგორიცაა გამომრალი ბოლოები, ანუ თმის გაყოფის"ფენომენი" )))) ამისთვის ასევე გირჩევთ "ნაწნავს ზეთში " . ანუ ვასხამთ ჭიქაში, სასურველია ერთჯერადი, ზეთებს ვიტამინებს, ისე რომ იყოს მინიმუმ 2 სმ, ვიწნით ნაწნავს, ვკეცავთ ორ ნაწილად და ვყოფთ ამ ჭიქაში, ჭიქას ვამაგრებთ თმაზე, ვისაც როგორ მოგვეხერხება, მე თმისსამაგრით მსვენივრად ვაფიქსირებ )))) ვიჩერებთ 1 საათს მაინც, მე ვცდილობ 2 საათი მაინც დავუთმო ამ პროცედურას... ძალიან მარტივია სინამდვილეში და უზომოდ შედეგიანი. თავად ნახავთ როგორ შეიწოვს თმა ამ ზეთს.. შეგიძლიათ მერე ისე ზეთი გადაინაწილოთ მთელს თმაზე.


[color=red][b]თმისთვის საზიანოა ისეთი ნივთიერებები როგორიცაა:[/b][/color]
sodium laureth sulfatiსილიკონები,პარაბინები.ეს ნივთიერებები არღვევს თმის სტრუქტურას და ხდის მას მტვრევადს.შეეცადეთ გამოიყენოთ ამ ნივთიერებებისგან თავისუფალი ნიღბები და შამპუნები.ქვემოთ მოცემულია სილიკონებზე მცირ ინფო
Amodimethicone, Behenoxy Dimethicone, Stearoxy Dimethicone-ესენია ყველაზე მძიმე, რასაც ჰქვია..
Cetearyl methicone, Cetyl Dimethicone, Cyclomethicone, Cyclopentasiloxane, Dimethicone, Dimethiconol, Stearyl Dimethicone, Trimethylsilylamodimethicone - ეს რომ ნახო არ გაიკარო თავზე საერთოდ არ ირეცხებაო ამბობენ და თმის სტრუქტურას აზიანებს დროთა განმავლობაში.. საერთოდ სილიკონებზე შამპებში და ნიღბებში უამრავი რამ თქმულა, ბიბისიმ 3 გადაცემა მიუძღვნა, მერე რუსეთში დაიწყო ეს ანტისილიკონური პროპაგანდა და მეც მაშინ გავიგე რა და როგორ.. გუგლშიც ბევრი ინფოა და გადახედე.. 
ტrideceth-12, Dimethicone Copolyo, Dimethicone copolyol/HWP, Hydroxypropyl, Polysiloxane, Lauryl methicone copolyol -ესენი ირეცხება წყლით და არ გროვდება .


გრძელ და ლამაზ თმებს გისურვებთ გოგოებო:
ნანახია: 2270 | დაამატა: PerfectlyMiley | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ხუთშაბათი
2024-04-18
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz