მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » ოქტომბერი » 25 » The Vampire Diaries ..
9:51 PM
The Vampire Diaries ..

ვამპირის დღიურები/ The Vampire Diaries
 
მონაწილეობენ:

ნინა დობრევი ... ელენა გილბერტი/კეტრინ პირსი
პაულ უესლი ... სტეფან სალვატორი
იან სომელჰალდერი ... დეიმონ სალვატორი
სტივენ მაკქუინი ... ჯერემი გილბერტი
კატერინა გრეჰემი ... ბონი ბენეტი
კენდის აქოლა ... ქეროლაინ ფორბესი
ზაქ როერიგი ... მეთ დონოვანი
სარა კანინგი ... ჯენა სამერსი
მაიკლ ტრევინო ... ტაილერ ლოკვუდი
მეთიუ დევისი ... ალარიკ სალთზმანი
 
უამრავი კინო და მულტფილმი გადაღებულა სისხლისმწოველ, უკვდავ არსებებზე - ვამპირებზე. ერთ-ერთი მათგანია ვამპირის დღიურები(ოღონდ ეს სერიალია!).
სხვათა მსგავსად ვამპირებს აქაც აქვთ ზეადამიანური შესაძლებლობები: შეუძლიად ძალიან სწრაფად გადაადგილება, აქვთ დიდი ძალა, უხორცდებათ ჭრილობები, იმიტომ რომ მკვდრები არიან(მათი მოკვლა მხოლოდ გულში რამის ჩაცემით არის შესაძლებელი) და შეუძლიათ შორ მანძილზე ხმის მოსმენა, ასევე, ისინი არ ბერდებიან და შეუძლიათ ადამიანზე გამოიყენონ დარწმუნების ძალა(რასაც უნდა იმას გააკეთებინებენ), მაგრამ მათაც აქვთ სისუსტე, ესაა მცენარე - ვერბენა.
 
იმისთვის, რომ ვამპირებს ზედმეტი არ მოუვიდეთ, სერიალში ფიგურირებენ გრძნეულები და მაქციები(ადამიანი მგლები), რომლის 1 ნაკბენიც საკმარისია ვამპირის მოსაკლავად.
 

სტეფანი და დეიმონი ჩვეულებრივი ძმები იყვნენ, სანამ მათ არ გაიცნეს 

მომხიბვლელი ვამპირი კეტრინი. ეგოისტმა და თავის თავზე შეყვარებულმა 

კეტრინმა მოახერხა მოეგო ორივე ძმის გული, ორივეს თავი შეაყვარა. ეს ამბავი 

ხდებოდა 1864 წელს. დეიმონს ჭეშმარიტად უყვარდა კეტრინი, რაც შეეხება 

ტეფანს, კეტრინი მას აძალებდა სიყვარულს ზემოქმედების ძალით. ასე თუ ისე, 

ამ ლამაზმა ვამპირშამ მოახერხა ორივე ძმის ვამპირად გადაქცევა. ამისთვის 

საჭირო იყო ვამპირის სისხლი და შემდეგ სიკვდილი...
 

მათ დალიეს ვამპირის სისხლი, მაგრამ ამ დროს მზადდებოდა ვამპირების 

მასიური განადგურება მისთიქ-ფოლსში. შეიპყრეს ყველა ვამპირი და გამოკეტეს 

მიწისქვეშეთში, სადაც არ მოკვდებოდნენ, უბრალოდ დაიტანჯებოდნენ სისხლის 

გარეშე. როდესაც დეიმონი და სტეფანი ცდილობდნენ კეტრინის დახსნას, ისინი 

მოკლეს და შესაბამისად გახდნენ ვამპირები.
 
 

გავიდა 145 წელი, ანუ დადგა 2009. სტეფანმა გაიგო, რომ მისთიქ-ფოლსში ცხოვრობდა გოგონა - ელენა, რომელიც ზუსტი ასლი იყო კეტრინისა. თავიდან იგი მხოლოდ იმიტომ ცდილბოდა ელენას გაცნობას, რომ ელენა კეტრინს ახსენებდა. მაგრამ შემდეგ მათ ერთმანეთი ჭეშმარიტად შეუყვარდათ. სწორედ ამ დროს დაბრუნდა სტეფანის ძმა დეიმონი მისთიქ-ფოლსში, რათა აესრულებინა წყევლა და ჩაკეტილი ვამპირები გამოეშვა მიწისქვეშეთიდან, რადგან ფიქრობდა, რომ იქ იყო კეტრინი. მაგრამ იგი მწარედ გაწბილდა, როცა გამოვიდა ყველა ვამპირი და იქ კეტრინი ვერ ნახა.
 
აღმოჩნდა, რომ კეტრინი იმალებოდა ამ საუკუნე ნახევრის განმავლობაში. დეიმონი სამუდამოდ შეეშვა ფიქრს კეტრინზე და შეიძულა იგი.
ამის შემდეგ კეტრინი ბრუნდება მისთიქ-ფოლსში, მაქციასთან ერთად, რათა ხელში ჩაიგდოს მთვარის ქვა. მაგრამ ძმები შეძლებენ მის მიწისქვეშეთში გამომწყვდევას და მაქციის მოკვლას.
 
უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის უყურეთ სერიალს :D
 
ეს მონაწილეთა ფოტოები!

 

 

კატეგორია: ♥ ვარსკვლავები | ნანახია: 1075 | დაამატა: Sallie♥ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-04-29
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ოქტომბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz