მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » ნოემბერი » 3 » The Twilight Saga
9:25 PM
The Twilight Saga

ბინდი(ინგლ. Twilight) — 2008 წლის ამერიკული რომანტიკული ფილმი. მისი რეჟისორია კეტრინ ჰარდვიკი. ფილმი ეფუძნება რომანს „ბინდი", რომლის ავტორია სტეფანი მეიერი. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ კრისტენ სტიუარტი და რობერტ პეტინსონი.
ფილმის სლოგანია „when you can live forever, what do you live for?" (ქართულად „თუკი სამუდამოდ ცხოვრება შეგიძლია, რისთვის ცხოვრობ?")


17 წლის ბელა მამამისთან (ჩარლი) პატარა ქალაქ ფორქსში ჩამოდის, იმიტომ რომ დედის (რენე) ახალი ქმარი (ფილი) ბეისბოლისტია და ხშირი მოგზაურობა უწევს. ფორკსში ის გაიცნობს საიდუმლოებებით აღსავსე ოჯახს - კალენებს. ბელა შეიტყობს რომ კალენები ვამპირები არიან. მათ ადამიანის სისხლზე უარი თქვეს და ცხოველების სისხლით იკვებებიან. ბელას და ედვარდს ერთმანეთი შეუყვარდებათ. ედვარდი ბელას ოჯახის წევრებს გააცნობს. მას გოგონა ბეისბოლზე მიჰყავს, სადაც შეხვდებიან სამ ვამპირს. ერთ-ერთი მათგანი, ჯეიმსი ბელაზე ნადირობას იწყებს. კალენების ოჯახი იცავს ბელას და საიმედოდ გადამალავს მას ჯექსონვილში. ჯეიმსი მაინც გაიგებს ბელას ადგილსამყოფელს და მის მოსაკლავად მიდის. ის დააშინებს ბელას დედის მოკვლით და აიძულებს საბალეტო სტუდიაში შეხვედრას. ედვარდი მოკლავს ჯეიმსს და გადაარჩენს ბელას. ბოლოს, როცა ბელა და ედვარდი სკოლის დასრულების აღსანიშნავ წვეულებაზე ცეკვავენ, ვიქტორია (ჯეიმსის შეყვარებული) მათ ფანჯრიდან უყურებს.


კალენები
ედვარდ კალენი - რობერტ პატინსონი
კარლაილ კალენი - პიტერ ფაჩინელი
ესმე კალენი - ელისაბედ რიზერი
როზალი კალენი - ნიკი რიდი
ემეტ კალენი - კელან ლატსი
ელის კალენი - ეშლი გრინი
ჯასპერ კალენი - ჯექსონ რეტბონი


ადამიანები
ბელა სუონი - კრისტენ სტიუარტი
ჩარლი სუონი - ბილი ბურკი
ჯეიკობ ბლექი - ტეილორ ლოტნერი
ბილი ბლექი - გილ ბირმინგემი
ჯესიკა სტენლი - ანა კენდრიკი
ანჟელა უებერი - კრისტიან სერატოსი
მაიკლ ნიუტონი - მაიკლ უელში
ერიკ იორკი - ჯასტინ ჩონი


მაწანწალა ვამპირები
ჯეიმსი - კემ ჯიგანდეტი
ვიქტორია - რაშელ ლეფევრე
ლორანი - ედი გატერი
კატეგორია: ╚►ფილმები | ნანახია: 777 | დაამატა: nessy-ana | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
შაბათი
2024-05-04
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ნოემბერი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz