მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 2 » The Darkest Town (18)
8:58 PM
The Darkest Town (18)
The Darkest Town (18)
"ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,ყველა შედეგის უკან - ახალი მიზანი...ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე!!! წინ წადი მაშინაც კი,როცა ყველას ჰგონია,რომ დაეცემი...


"All the back end of a new beginning,
All results are back - new goals ..
Than  you live?  go, even when All think that fall ...


* * * * *
-კარზე ზარია.. მე გავაღებ.. (კიბეები სწრაფად ჩამოირბინა ელისმა და კარგი გააღო)..
-შენ? შენ ხომ? .... (ელისს ენა დაება სტუმრის დანახვისას)
-მე დავბრუნდი.. უთქვენოდ ყოფნა არ მინდა..(სტუმარმა გაიღიმა და ელისი გულში ჩაიკრა)
-მომენატრე ელის! 
-მეც!♥
-აქამდე სად იყავი? (ელისი ჩვენთვის უცნობს სტუმარს ისევ ძლიერად ეხვეოდა)
-მსოფლიოს გარშემო.. თუმცა მივხვდი რომ თქვენ გარეშე მოვიწყინე..
-კარგია... დროულად ჩამოხვედი.. 
ელისმა სტუმარი ოთახში შეიპატიჟა და კარები გადაკეტა,რადგან უკვე გვიანი იყო...
-იცი ვინ გვესტუმრა? 
-ვინ? (ქეროლაინმა მისაღებში ინტერესით შეიჭყატა. სტუმარი ქურთუკს იხდიდა)
-OMG...ნუთუ ეს შენ ხარ.. ვერ ვიჯერებ! ჩემი.. ჩემი... ქეროლაინი სტუმარს შეახტა,... 
-როგორ მომენატრე შენ ვერ წარმოიდგენ...
-მეც მომენატრეე..
-ლუსი სადაა? ცალ-ცალკე არასოდეს დადიხართ..
-ის მაღაზიაში სასუსნავები უნდა ვიყიდოო დაა ..
-ზარიაა ალბათ ლუსია..(ელისი)
ელისმა კარი გააღო,ხოლო ქეროლაინმა ედი შეიყვანა ოთახში..
-მოკალათდი ისე როგორც შენ სახლში..(უთხრა ქეროლაინმა და თავისივე ნათქვამზე გაიცინა..)
-მეეც მოვედიიიი!.. ოთახი ლუსის წვრილმა და ყურის ამატკივებელმა ხმამ აიკლო და სიმშვიდე დაარღვია.. რასაც ქვია სახლი "გააცოცხლა" :დ..
სტუმრები სავარძლებში მოკალათდნენ.. ერთმანეთს მონატრებულებს ყველა და ყველაფერი დაავიწყდათ.. იხსენებდნენ წასრულს.. ერთად გატარებულ თითოეულ დღეს.. მაიმუნობებს რაც ერთად ჩაიდინეს და კიდევ უამრავ რამეს.. ალბათ დაგაინტერესებთ ვინ არიან ლუსი და ედი?ისინი ყველაზე საყვარელი ტყუპები არიან დედამიწის ზურგზე.. ქეროლაინი,ელისი,ვანესა და ტყუპები ბავშვობიდან ერთად იზრდებოდნენ..
ოჯახების სიახლოვის გამო ბავშვები ერთმანეთს განსაკუთრებით დაუახლოვდნენ ... და საკმაოდ ძლიერად, ისე როგორც და ძმას შეეფერება ერთმანეთი განურჩევლად შეიყვრეს.. ისინი ყოველთვის გვერდი გვერდ იდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს,რაც ბევრს ზოგჯერ უკვირდა კიდეც.. წასრულში,დაახლოებით 8 წლის წინ ედი როცა სკოლიდან გამორიცხეს ერთი კვირიც პროტესტის ნიშნად არცერთი მათგანი არ დადიოდა...უამრავი ლამაზი დღე და ლამაზი მოგონება ახსოვთ,რომელიც მათ გონებაში სამუდამოდ ჩაიბეწდება.
-ისე რამდენი ხანი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან..
-მართლაც.. მემგონი 3-4 წელი..არაა ზუსტად გეტყვი დაიცა..(წამით გაჩუმდა ლუსი მერე კი სხარტად განაგრძო ისევ)..
-3 წელი 7 თვე და 4 საათი :დ (თქვა და გაიცინა)
-ოჰოო ოჰო.. მოდი კინოს ვუყუროთ (ქეროლაინი.. )
-აუუ მე ვიცი მაგარი კინო და იმას ვუყუროთ.. (ნესა)
-რა ჟანრია?(ედი)
-მკვლელობებზე და საშინელებაზე არც იოცნებო ედ :დ (თქვა ვანესამ და გაიცინა)
-მართალია საშინელება არ გვინდა.. კომედია იქნებოდა კარგი..
-რა თქმა უნდა..ახალ კომედიას ვრთავ..არ გექნებათ ნანახი..(ნესა)
-მიდი აბა..! (ედი)
-მე გავალ წვენებს მოვიტან.. (ელისი)
-მეც წამოგყვები და პარკებიდან სასუსნავებს ამოვალაგებ.. (ლუსი)
-პოპკორნი? (ელისი)
-ვიყიდე!..:დ (ლუსიმ პოპკორნისკენ მიუთითა)
ყველაფერი მოხვეტეს რაც სასუსნავი იყო და ნოხზე დაყარეს.. თვითონაც 
იქვე ჩამოსხდნენ.. და ფილმიც დაიწყო..
-პლედი ხო არ გინდათ რომელიმეს? (ელისი)
-მე წამომიღე..(ქერი)
-მეც..(ლუსი და ნესა)
-შენ არ გინდა ედ?
-მე ხო წითელი კვერცხი ვარ :დ წამომიღე :დ

* * * * *
მეორე დღეს ყველაზე ადრე ელისი ადგა.. თავი მოიწესრიგა და შემდგომ სახლის დალაგება დაიწყო.. საშინელი აურზაური იყო მთელ სახლში.. აშკარად დაეტყო სახლის თითოეულ კუთხე კუნჭულს რომ ტყუპები სტუმრად იყვნენ ჩამოსულები..უკვე სახლის დალაგებას ამთავრდებდა როდესაც ედი გამოჩნდა.. 
-რომელია საათი? 
-10-ის ნახევარი.. 
-აუ ადრეა.. 
-ჰო ადრეა..
ედმა წყალი მოწრუპა და სავარძელში ჩაეშვა.. 
-ასე ადრე რა სახლის დალაგება მოგინდა.. მოდი დაჯე მოყევი რა ხდებოდა სანამ ჩვენ წასულები ვიყავით..
-რავი არაფერი.. (ელისი ედს გვერდით მიუჯდა)
-ეეე ხო იცი ვერ მომატყუებ.. 
ელისმა ირონიულად ჩაიცინა და ლაპარაკი დაიწყო.. ედს ყველაფერი მოუყვა,გარდა ვამპირების ომისა :დ.. საერთოდ ვამპირები არ უხსენებია,რადგან ალბათ მერე გიჟად ჩათვლიდა..
-ანუ შენ და ჯეი დაშორდით?
-ეგრე გამოდის..
-ეეე დებილი ყოფილა ეგ ხო იცი.. შენნაირ გოგოს კარგავს..
-კარგი რა.. (ელისმა ჯეის ხელი გაჰკრა და წამოდგა.. )
სახლის დალაგება განაგრძო..
-ისე მე იცი რას გირჩევ? ცოტახნის დუმილის შემდეგ წამოიწყო ედმა..
-რას? ინტერესით გახედა ელისმა..
-ჯეის დაელაპარაკე და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერი გაარკვიეთ...
-ხო გითხარი ვცადე-თქო..
-კიდევ ერთხელ..
-კარგი..
-მაშინ დაურეკე და შეხვედრა დაუნიშნე ..
-ჯერ საავადმყოფოშია..
-არ არის გამოვიდა..
-საიდან იცი?
-ახლახანს მივწერე?
-რაა? რატო მიწერე? ელისმა ბალიში სასროლად მოამზადა
-კაი არ გაბრაზდე :დ ედმა გაიღიმა.. -ჩემი მეგობარი იყო ისიც და უნდა მომეკითხა.. შენ არ მიხსნებიხარ..
-ძალიან კარგი!..ელისმა ბალიში თავის ადგილას დააბრუნა...
-დაურეკავ?
-კი დავურეკავ!..
ბავშვები ჩამოვიდნენ...მთელი დილა ერთად გაატარეს..ისაუზმეს და
 შემდგომ დაიშალენ..ქეროლაინი და ედი ერთად წავიდნენ.. ნესა და ლუსი კი ერთად.. სახლი მარტო ელისი დარჩა.. დრო იყო დაპირება შეესრულებინა და ჯეისთვის დაერეკა... თავი დაიმშვიდა და ჯეის დაურეკა.. თავიდან ამანდამ უპასუხა.. არც ამანდას ესიამოვნა ელისის ზარი და არც ელისს ესიამოვნა მისი შეხვედრა ტელეფონთან..უხერხული საუბრის შემდეგ ჯეი და ელისი შეთანხმდნენ ბარში შეხვედრილიყვნენ..დრო ცოტა იყო..მალევე გადაიცვა ტანისამოსი,ჩანთას დაავლო ხელი და ბარისკენ წავიდა...

* * * * *
-ჰეი !.. (ჯეი)
-ჰეი!.. (ელისი)
-მინდა იმ დღევანდელზე ბოდიში მოგიხადო!.(ჯეი)
-გასაგებია!..(ელისი)
-გთხოვ მაპატიე.. ის რასაც ვამბობდი სრულიად გაუაზრებლად.. 
-ვიცი ჯეი.. და კარგად მესმის შენი.. აქ იმიტომ მოვედი რომ მინდა ჩვენი ურთიერთობის შესახებ ყველაფერი გავარკვიოთ.. ან ერთად ვიყოთ რაც არამგონია..ან კიდევ წერტილი დავუსვათ ამ ყველაფერს რადგან ორივეს გულს გვტკენს.. (ელისმა დაასრულად თუ არა ღრმად ამოისუნთქა..) და იგრძნო როგორ მოეხსნა მხრებიდან დიდი ტვირთი..
-მართალი ხარ..(მშრალად უპასუხა ჯეიმ)
-ჯეი მიყვარხარ..თუმცა...
-თუმცა.. ელის ისევ თუმცა.. დამღალა ამ "თუმცამ".. მითხარი გიყვარვარ?
-არა.. უფრო სწორედ არ ვიცი. ზუსტად არ ვიცი..
-ბენი? ის გიყვარდა? თუ არ გიყვარვარ რატო მითხარი რომ...?
-გეყოს.. მომისმინე.. შემომხედე თვალებში.. იცი ადრე მართლაც უზომოდ მიყვარდი.. მაგრამ ახლა ვგრძნობ რომ რაღაც შეიცვალა.. მინდა ყველაფერი თავიდან დავიწყო,ამისთვის წარსული უნდა გავაქრო.. დავივიწყო ის რაც არ უნდა მახსოვდეს და რაც საერთოდ არასწორი იყო...
-მშორდები?
-მე და შენ ერთად როდის ვიყავით?(ელისი)
ეის მწარედ გაეღიმა..
-შენმა წასვლამ დაგვაშორა..(ელისი)
-არა.. წასვლამ არა ბენმა..(ჯეი)
-ჯეი გთხოვ..
-რას მთხოვ? მკვდარზე რო ხარ შეყვარებული ის კარგი საქციელია ?
-ბენი აქ აღარაფერ შუაშია.. უბრალოდ მე ისე აღარ მიყვარხარ როგორც ადრე.. ეს ალბათ ჩვენი ბოლო შეხვედრაა და არ მინდა ცუდად დამთავრდეს.. მე შენ მიყვარხარ.. ოღონდ უკვე სხვანაირი სიყვარულით.. (ელისი ფეხის წვერებზე შედგა და ჯეის ტუჩებს უკანასკნელად აკოცა.. ჯეიმაც კოცნით უპასუხა..წელზე მოჰხვია ხელი და ძლიერად,ვნებიანად აკოცა...ელისი როცა მიხვდა რომ ეს სწორი საქციელი არ იყო ჯეი მოიშორა.. )
-ჩათვალე რომ ამით დაგემშვიდობე..!.. ელისმა ჩანთა აიღო 
და ბარი დატოვა..ჯეი ვერ მიხვდა.. თუ რა მოხდა ამ ორი წამის განმავლობაში.. როცა უკვე ყველაფერი დალაგდა მის თავში... წამოდგა და ელისს უკან გაეკიდა..
-თავიდან რომ დავიწყოთ ყველაფერი? ან მეგობრები რო ვიყოთ?
-მეგობრები? 
-ჰო მეგობრები...
-კარგი.. 

* * * * *

რამოდენიმე თვის შემდეგ...

ცხოვრება არც ისე მარტივია როგორც ეს ზოგს ჰგონია...ცხოვრება რომ მარტივია ასე მხოლოდ "მდიდარი მამიკოს" შვილებს ჰგონიათ.. თუმცა ეს ახლა არაფერ შუაშია..რადგან ცხოვრება ყველას უმზადებს სირპრიზებს.. ზოგჯერ ეს დიდ ტკივილს გვაყენებს,ზოგჯერაც დიდი ბედნიერება მოაქვს.. ზოგჯერ საჭიროა ყველაფერი თავიდან დაიწყო.. როცა გგონია რომ ცხოვრება უკვე დასრულდა ცდები რადგან იგი სამუდამოდ გრძელდება და დასასრული ყოველთვის არის რაღაც ახალის დასაწყისი.. თუმცა ხდება როცა ყველაფერი უბრალოდ მთავრდება მაგრამ წარსულის რაღაც ნაწილი ისევ გრძელდება.. სწორედ ამ დროს გიწევს წერტილი დასვა და ყველაფერი დაიწყო თავიდან.. ზოგი შეიძლება არ დამეთანხმოს,მაგრამ ნამდვილად ჯობს დაივიწყო წარსული ..ხანდახან ამნეზიაზეც კი ოცნებობ ადამიანი რომ ტკივილი რომელიც ბედისწერამ მოგაყენა.. შენ ადამიანურ გრძნობებს დიდი,ყველაზე დიდი დაღი დაასვა.. არ არის მარტივი,როცა ხვდები რომ რაღაც იცვლება.. მიუხედავად იმისა რომ შენ არ გინდა ეს ცვლილება.. ყველაზე საშინელი გრძნობა კი ალბათ ისაა როცა ხვდები რომ მიუწვდომელი გინდა და მისკენ მიიწევს გული.. თუმცა ეს უბრალოდ მისწრაფებაა და შენ არ შეგიძია "ოქროს ჯილდო" მოწყვიტო.. რთულია ძალა მოიკრიბო.. და ისე წახვიდე წინ რომ უკან არ მოიხედო.. ისე აირჩიო გზა ..საით წახვიდე მარჯვნივ და მარცხნივ რომ არ შეცდე.. შეიძლება რჩევა იკითხო,მაგრამ ბოლოს შენ იღებ გადაწყვეტილებას,რომელიც საბოლოოდ შენ ცხოვრებას ცვლის.. "წადი წინ და უკან აღარ მოიხედო თუ შენ ეს გულს გკენს ან გენატრება".... 
ქეროლაინი,ელისი და ვანესა ტყუპებთან ერთად სვაგან გადავიდნენ საცხოვრებლად.. სადაც ახალი ცხოვრება დაიწყეს ახალი ისტორიებით.. მათ ცხოვრებაში გაქრა ყველაფერი არარეალური და არაადამიანური.. ახლა აღარ არსებობდნენ ვამპირები.. თუმცა ელისს მაინც ახსენებდა ბენს ერთი რამ..ეს ქეროლაინი იყო.. რატო ქეროლაინი? ალბათ გიკვირთ ეს.. იმიტომ რომ ქეროლაინიც ხომ ვამპირი იყო.. თუმცა მათი ცხოვრება ისე შეიცვალა ხანდახან თვითონ ქეროლაინსაც კი ავიწყდებოდა რომ ვამპირი იყო...
ცხოვრების თავიდან დაწყება ნამდვილად კარგი შედეგი იყო.. რადგან ცხოვრება რეალურ და ნამდვილ სამყაროში,ნამდვილი და არა გამოგონილი Love Store-ბით.. ცხოვრება გრძელდება და შენ არასოდეს არ უნდა დაკარგო იმედი.. 
We should never lose hope ..
This was Alice's Adventures simple and probably uninteresting for you, 
but You know Ellis where it should be always Love you ♥ ...

The end
მიუხედავად იმისა რომ ძალიან ცოტა კითხულობთ

ხო ხედავთ მე მაინც არ შევწყვიტე და ბოლომდე მივიყვანე.. 

მე ვფიქრობ რომ უაზრო დასასრულია.. მარა რავი.. ;დ 

მგონია ბანალური იქნებოდა ელისი და ჯეი ერთად რო დარჩენილიყვნენ.. 

რავი თქვენ რას ფიქრობთ დააფიქსირეთ კომენტარებში..

ყველა მკითხველს და არამკითხველს ვთხოვ შემიფასონ და ერთი 

სიტყვა მაინც გაიმეტონ.. თორე სულ გავაფრენ...ბოლოს და ბოლოს ბოლო 

თავია... ახლა მაინც დაწერეთ ერთი სიტყვა..

მიყვარხართ ყველა უზომოდ♥..(ჩემი გიჟი  აიფან ოჯახი :დ)

თქვენი: M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 743 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 8
2013-04-03 Spam
kargi iyo ))
magram amainc gabrazebuli var shenze ))
beni rato momikali ? : ((
damwyda guli : **