The Darkest Town (17) - 31 მარტში 2013 - iFunLover ♥
მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 28

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1536

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1046

  
მთავარი » 2013 » მარტი » 31 » The Darkest Town (17)
12:31 PM
The Darkest Town (17)
The Darkest Town (17)
"ყველა დასასრულის უკან ახალი დასაწყისია,ყველა შედეგის უკან - ახალი მიზანი...ვიდრე ცოცხალი ხარ იცოცხლე!!! წინ წადი მაშინაც კი,როცა ყველას ჰგონია,რომ დაეცემი...


რამოდენიმე დღის შემდეგ../A few days later


-ჰეი.. ელისი უხერხულად შევიდა ჯეისთან პალატაში.. მის თავთით ამანდა იჯდა და შვილს შეჰყურებდა.. 
-როგორ არის? 
-ჯერ კიდევ ისეა..
წამით ამანდა შეყოვნდა..
-მე გავალ იქნებ ექიმისგან რამე გავიგო.. 
ამანდა გავიდა.. ელისი კი ჯეის მიუახლოვდა..უხმოდ შეჰყურებდა... არ იცოდა რა ექნა? ან საერთოდ რა ეთქვა? ჯეი მას მაინც არ მოუსმენდა..პალატაში მდუმარება გამეფებულიყო და მხოლოდ საათის მომაბეზრებელი წიკწიკი არღვევდა ამ მდუმარებას.. 
-რაო ექიმმა? (შემოვიდა თუ არა ამანდა,ელისი ფეხზე წამოდგა და ინტერესით სავსე მზერა ესროლა)
-გადარჩება! ალბათ გონსაც მალე მოვა!
-კარგია.. ელისი მშვიდად დაეშვა ისევ სკამზე.. ამანდაც გვერდით მიუჯდა..
-ჯეი მართლა გიყვარს? თუ ჩემ შვილთან მხოლოდ ტკივილის გაქარვება გინდა?
ამანდას ნათქვამმა ელისი შეაცბუნა.. თავიდან არ იცოდა რა და როგორ ეთქვა საპასუხოდ..შემდეგ კი სხარტად მიუგო..
-ამანდა ამას როგორ ამბობ ის მართლა მიყვარს.. 
-ბენი? ისიც ხომ გიყვარდა? ხომ შეიძლება ოდესმე უკან დაბრუნდეს?
-არა ის უკან აღარ დაბრუნდება (ელისმა მტკივნეულად გაიღიმა) ის სამუდამოდ წავიდა! აღარასოდეს დაბრუნდება! 
ელისმა საუბარი შეწყვიტა.. არც ამანდა იღებდა ხმას.. ბოლოს მდუმარება ელისმა დაარღვია..
-მე უნდა წავიდე! (წამოდგა და პალატა დატოვა) ამანდა ისევ მარტო დარჩა მომაკვდავ შვილთან.. ელისი კი თავს საშინლად გრძნობდა.. ამანდასთან შეხვედრამ და საუბარმა სინდისის ქენჯნა გაუღვიძა..ელისი თავის თავს აბრალებდა ჯეის ასეთ მდგომარეობას... 
-ჰეი სად მიდიხარ? (საავადმყოფოს ჰოლში ქეროლაინი შეხვდა)
-ჯეი ნახე?
-ჰო ვნახე და ნერვები მომეშალა..
-რატო? 
-ამანდასთან საუბრის გამო..
-წამოდი სადმე გავიაროთ და მომიყევი..
-წამოდი.. 
ელისმა ქეროლაინს მკლავი გაუყარა და შენობა დატოვა..
-ვერ ვიტან ექიმებსა და წამლების სუნს.. (შენობის კარის მიხურვისას წარმოთქვა ქეროლაინმა)
-რა ჯობია სუფთა ჰაერს?!  არაფერი..
-მართლაც ქერ!♥
ელისისთვის ამჯერად დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც ექიმებსა და არც წამლების აუტანელ სურნელებას,რომელსაც მთელი შენობა მოეცვა..იგი გაკვრივებული იყო.. ამანდას ნათქვამი თავში იტრიალებდა და ვერაფრით ამოეგდო..ქეროლაინთან საუბარმა დაამშვიდა.. და გაამხიარულა კიდეც.. თუმცა მის სახეზე ღიმილი მაინც აღარავის შეუნიშნავს იმ დღის შემდეგ.. 
-კიდევ დაასხი მარტინი! შენ არ გინდა ელის? 
-მინდა! (ელისმა ცარიელი ჭიქა ბარმენისკენ მიწია)
-ქეროლაინ სემი სად დაიკარგა? 
სემის ხსენებისას ქეროლაინი დასერიოზულდა.. თითქოს მთელ ტანში ჟრუანტელმა დაუარაო..და უამრავმა ფიქრმა და აზრმა გაუელვა ერთდროულად თავში..
-ხმა ამოიღე ! (ელისმა ქეროლაინს ხელი გაჰკრა და გამოაფხიზლა)
-ბოდიში! რას მეკითხებოდი?
-სემი სად არის? სად დაიკარგა?
-ის წავიდა!
-რაა? (ელისი გაკვირვებული,ინტერესით აღსავსე თვალებით შეჰყურებდა ქეროლაინ)
-წერილი დამიტოვა.. 
-რას გწერდა?
-შენ თვითონ წაიკითხე..
ქეროლაინმა ჩანთაში წერილის ძებნა დაიწყო.. დიდხანს ეძება და ბოლოს ძლივს იპოვა..
-წაიკითხე! (ელისს გაუწოდა)
წერილი გაშალა.. რამოდენიმეჯერ გულდასმით წაიკითხა.. თვალებს არ უჯერებდა..ნუთუ მეორე ძმამაც მიატოვა ისინი.. ნუთუ მანაც დაივიწყა..
-შენ და ის ხომ.... 
-ხო.. მაგრამ მან წასვლა არჩია.. მისი აზრით ეს სწორი საქციელი იყო..
ქეროლაინმა შეცვლილი ხმით წარმოთქვა.. ელისი მიხვდა რასაც ახლა ქერი განიცდიდა..
-არ იტირო.. ვიცი ახლა რასაც გრძნობ.. მოდი ჩემთან წავიდეთ კარგი?
-კარგი.. 
გზაში არაფერი მომხდარა.. ქეროლაინის მაგივრად ახკა საჭესთან ელისი იჯდა.. სახლში მალე მივიდნენ.. თუმცა არავინ დახვდათ.. "ისევ მეთიუ"- თავისთვის ჩაილაპარაკა ელისმა და ქეროლაინი ოთახში შეიყვანა.. 
-ჩამოჯექი.. სკამზე მიუთითა.. თვითონ კი სამზარეულოში გავიდა წვენის მოსატანად..
-აბა ახლა როგორ ხარ?
-არამიშავს!♥
-კიდევ ხო არ გინდა წვენი?
-არა წყალი მინდა!
-კარგი..
ქეროლაინი იმ ღამეს ელისთან დარჩა.. გვიანობამდე ილაპარაკეს ... ითამაშეს.. იმღერეს და იცეკვეს.. დალიეს კიდეც.. მოგვიანებით მათ ვანესაც შეუერთდა.. ისინი თითქოს ბედნიერები იყვნენ,თუმცა მოჩვენებითი ბედნიერების უკან მაინც იდგა რაღაც.. ელისსა და ქეროლაინს სამუდამოდ დადებოდათ დიდი დაღი გულზე.. ალბათ არასოდეს გაქრებოდა.. ან შეიძლება ცოტათი მაინც გაუფერულებულიყო.. მაგრამ როგორ? ჯერჯერობით ეს არ იცოდნენ..

* * * * *
მეორე დილით ელისმა შედარებით კარგ ხასიათზე გაიღვიძა.. სააბაზანოში შევიდა,შხაპი მიიღო და თავი მოიწესრიგა ... შემდეგ კი ქეროლაინის გაღვიძებს შეუდგა.. მას გაგუდული ეძინა.. თავი ბალიშში ჩარგო და ზემოდან თავზეც პლედი გადაეფარა...
-როგორც ჩანს გუშინ ბევრი მოგივიდა :დ თავისთვის გაიღიმა ელისმა და ქეროლაინს პლედი ახადა.. ქეროლაინმა სიცივე როცა იგრძნო წამოიკვნესა და საბნის ძებნა დაიწყო..
-ადექი.. ადექი.. ხო მითხარი ჯეის სანახავად წამოგყვებიო?
-ელის ჯერ ხომ ადრეა..(წამოიკვნესა ქერმა)
-ადრე? რას ამბობ უკვე 1 საათია? 
-რაა? (ქეროლაინმა თავი ბალიშიდან წამოსწია)
-ხო პირველია.. 
-კარგი ვდეგი..
ქეროლაინი ზანტად წამოდგა და აბაზანაში შევიდა.. ელისი კი ოთახიდან გავიდა.. 
-ცხელი შოკოლადი გინდა სანამ წავალთ? (სანამ გავიდოდა სააბაზანოში მყოფ ქეროლაინს გასძახა.. )
არც იქიდან დაუგვიანია პასუხს..
-კი მინდა.. 
ქეროლაინი მალევე მოწესრიგდა და ელისთან შევიდა სამზარეულოში,რომელიც ცხელ შოკოლადს ასხამდა.. 
-არ გეზარებოდა ამის გაკეთება?
-მაგას კი არა მე უნდა მკითხო ეგ? (მეორე ოთახიდან მოისმა ვანესას ხმა)
-აააა... ;დ მატყუარა ..ელისს გახედა.. ჭიქა ხელში აიღო და ნესას შეუერთდა რომელიც ტელევიზორს უყურებდა.. მალე მათთან ელისიც მივიდა.. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ კი ქეროლაინი და ელისი ჯეის სანახავად წავიდნენ.. 
-ნეტა ამანდა ისევ პალატაშია?
-გაბრაზებული ხარ მასზე?
-ნუ რავი.. შეიძლება ასეც ითქვას..
ელისმა პალატა შეაღო .. ცარიელი დახვდა...
-აქ არავინაა ქეროლაინ!
-უცნაურია წამოდი ექიმს დაველაპარაკოთ..
ელისი ქეროლაინს  უკან გაჰყვა.. ექიმთან საუბრის დროს ხმა არ ამოუღია მხოლოდ ქერი საუბრობდა.. როგორც ჩანს ჯეი გონზე მოვიდა და სხვა პალატაში გადაუყვანიათ.. ექთანს პალატის ნომერი კითხეს და ჯეის სანახავად წავიდნენ...
-ჯეი როგორ ხარ? (ქეროლაინი)
-არამიშავს..დაჟეჟილობისა და ტვინის შერყევის შემდეგ როგორ უნდა ვიყო :დ 
თქვა ჯეიმ და გაიღიმა.. თუმცა მისი ღიმილი მხოლოდ ელისს ეკუთვნოდა..
-მიხარია რომ კარგად ხარ..(ელისი)
-რამოდენიმე წუთით გავალ (ქეროლაინი)
ქეროლაინი გავიდა და ელისი და ჯეი მარტო დარჩნენ..მათ შორის უხერხული მდუმარება არც ისე დიდხანს გაგრძელებულა..
-გავიგე შენი და ბენის ამბავი (ჯეი)
"-როგორც ჩანს ამანდა ენას ვერ აჩერებს" -გაიფიქრა ელისმა..
-ხოო? (ელისი)
-როგორ ხარ? (ჯეი)
-კარგად..კიდევ რამდენ ხანს უნდა დარჩე აქ? 
-ალბათ რამოდენიმე დღე..
-ჰოო.. იმედი მაქვს მალე გაგწერენ.. მე უნდა წავიდე...
ელისი შეტრიალდა.. პალატის კარის სახელურის გამოწევას აპირებდა როცა ჯეის ხმამ შეაჩერა..
-მოიცადე.. (ჯეი)
ელისი მისკენ ნელა შეტრიალდა..
-ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ! (ჯეი)
-მართალია! თუმცა მგონი ეს ადგილი შესაფერისი არ არის..(ელისი)
-არა.. მინდა რომ ვილაპარაკოთ..
-კარგი გისმენ..
-ელის ვიცი რომ ბენი გიყვარდა.. ისიც ვიცი რომ ის ახლაც გიყვარს.. მისი წასვლის შემდეგ არ ვაპირებ მოგთხოვო რომ დამიბრუნდე ან რამე..მე მხოლოდ შენთან მეგობრობა მინდა.. ვიცი ეს არც ისე მარტივი იქნება... როგორ შეიძლება ვიყო შენი მეგობარი როცა უზომოდ მიყვარხარ.. 
-ჯეი ბენი მოკვდა! მშვიდად წარმოთქვა ელისმა.. 
-რაა? 
-ხოო ის მოკვდა.. მისი უკანასკნელი თხოვნა იყო მე ბედნიერი ვყოფილიყავი და მისი აზრით შენ შეგეძლო ეს მხოლოდ!
-როგორ მოკვდა?
-ამას აქვს რამე აზრი? ის მოკვდა და ამით დასრულდა ყველაფერი..
-არა არ დასრულებულა.. დასასრული ყოველთვის არის რაღაც ახლის დასაწყისი...
ელისი ცდილობდა თავი შეეკავებინა,თუმცა იცოდა დიდხანს ვეღარ
 გაძლებდა ასე... ჯეის მიუახლობდა.. 
-მინდა გითხრა რომ მიყვარხარ.. თუმცა მას ვერასოდეს დავივიწყებ.. ის მუდამ აქ იქნება.. ჩემს გულში.. (ხელი გულზე მიიდო ელისმა)
-ვიცი.. (ნაწყენი ხმით წარმოთქვა ჯეიმ)
-არ მინდა ბრაზობდე ან გწყინდეს.. ჩემი ბრალი არ არის.. რომ ორივე მიყვარხართ...
-ვიცი! (ჯეი თავი ჩაღუნა) იცოდა ვეღარ გაუძლებდა ელისის უბრალოდ ყურებას..
-ვიცი,თუმცა ის უფრო მეტად გიყვარს.. ასეა არაა?
ელისმა ჯეის შეკითხვას არ უპასუხა.. უბრალოდ გაჩუმდა და ჯეის შეჰყურებდა.. 
-მიპასუხე? თუმცა დუმილი თანხმობის ნიშანია..(ირონიულად წარმოთქვა ჯეიმ)
-რომელი ჩვენგანი უფრო გიყვარს.. მე თუ ბენი?
ელისი ისევ არ იღებდა ხმას... 
-ეს უკვე აუტანელია.. (ჯეიმ დაიყვირა)
-ჯეი დამშვიდდი გთხოვ!♥ ძლივს წაილუღლუღა ელისმა..
-როგორ შეიძლება დავმშვიდდე? (ჯეი ისევ ყვიროდა.. მის ყვირილზე პალატაში ამანდა და ექიმი შემოვიდნენ.. მათ შემოყვა ქეროლაინი)
-დამშივდდი ჯეი! დამშივდდი შვილო.. 
ექიმი და ამანდა ჯეის დამშვიდებას ცდილობდნენ.. თუმცა ის ჩერდებოდა.. ისევ და ისევ ყვიროდა.. ელისს კი ზიზღით სავსე მზერით შეჰყურებდა..
-წამოდი ელის! (ქეროლაინმა ელისი პალატიდან გაიყვანა)
-დაინახე? დაინახე როგორ მიყურებდა? მე მას ვძულვარ... 
-დამშვიდდი ელის.. ეს მხოლოდ გაბრაზების ბრალია..
-არაა.. არაა.. სახლსი წამიყვანე ქეროლაინ.. სახლში წამიყვანე..
"მას მე ვძულვარ" მთელი გზა ერთი და იმავე სიტყვებს იმეორებდა ელისი.. ქეროლაინი კი მის დამშვიდებას ცდილობდა... სახლში მისვლისთანავე ქეროლაინმა დასამშვიდებლად თბილი ჩაი დაალევინა.. თუმცა ელისი ისევ ისე საშინლად გრძნობდა თავს..

* * * * *
ქეროლაინმა ელისი საძინებელში აიყვანა.. მალევე ჩაეძინა.. ისიც გვერდით მიუწვა თავის მეგობარს... და ფიქრი დაიწყო იმაზე თუ როგორ დახმარებოდა...
-ჰეი გაიღვიძე? (ქერი)
-ჰო გავიღვიძე..
-ახლა როგორ ხარ?
-ცუდად..
-იცი რა მოვიფიქრე?
-რაა? 
-მოდი რამოდენიმე კვირით ქალაქიდან წავიდეთ..ეს ყველასთვის კარგი იქნება..
-სად წავიდეთ?
-ჩიკაგოში,ნიუ-იორკში..ლოს-ანჯელესში.. ნიუ-ჯერსიში.. რავი ადგილი შენ შეარჩიე.. ან თუმდაც ჯორჯიას შტატში.. იქ ნათესავები მყავს.. 
-არ ვიცი.. სადაც გინდა იქ წავიდეთ.. მინდა რაც შეიძლება მალე გავეცალო აქაურობას..
-ჰოდა ძალიან კარგი.. ნესასაც ვეტყვი...
-კარგი!
ქეროლაინი დაბლა ჩავიდა,ელისი კი სააბაზანოში შევიდა..

* * * * *
-კარზე ზარია.. მე გავაღებ.. (კიბეები სწრაფად ჩამოირბინა ელისმა და კარგი გააღო)..
-შენ? შენ ხომ? .... (ელისს ენა დაება სტუმრის დანახვისას)
-მე დავბრუნდი.. უთქვენოდ ყოფნა არ მინდა..(სტუმარმა გაიღიმა და ელისი გულში ჩაიკრა)
-მომენატრე ელის! 
-მეც!♥

აბა როგორი თავი გამოვიდა ? :დ

დამთავრებას ვაპირებდი ამ თავით თუმცა რავი კიდევ 

მომინდა გამეგრძელებინა.. როგორც ხედავთ ამ თავზე არც ისე 

დიდხანს გალოდინეთ.. აბა მემგონი არც ისე ცუდია და მოგეწონებათ

დააკომენარეთ ხო იცით რამდენს ნიშნავს ჩემთვის ერთი კომენტარი მაინც...

თუ კომენტარები არ იქნება აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ დავასურლებ..

მადლობა მათ ვინც კითხულობს..მიყვარხართ ყველა უზომოდ♥..(ჩემი გიჟი 

აიფან ოჯახი :დ)

თქვენი: M i s s 
 
M a r t i n a
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 141 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
2013-03-31 Spam
მალე დადე რაა <3



2013-03-31 Spam
aww male dade shemdegi ♥ miyvars es motxroba ♥



2013-03-31 Spam
auuuvin aris stumari?? eee ! sad gawyvite ra ;d malee gaagrzele :** dzan mainteresebs shemdegi taviii♥



2013-03-30 Spam
male ganagrdze ))



კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
პარასკევი
2016-12-09
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  მარტი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2016
Free web hosting - uCoz