მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » The Black Castle
8:11 PM
The Black Castle
 The Black Castle
Part1
გამარჯვებული მოთხრობა 
 


პირვლ რიგში ყველას ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა,მართლა ძალიან გამიხარადა )) არ ველოდი თუ ამდენ ხმას მოვაგროვებდი,ამიტომ ყველანაირად ვეცდები მოგეწონოთ მოთხრობა და იმედები არ გაგიცრუოთ )) 

Part I 

დრო მიდის...არ ჩერდება..ის უბრალოდ მიდის....წამები,წუთები,საათები,დღეები,კვირები,თვეები,წლები,საუკუნეები,ათწლეულები გადის...ვითარდება ტექნოლოგია..იცვლება სამყარო...იცვლებიან ადმიანები..ეს ხომ ყველამ იცის,მაგრამ ვინ წარმოიდგენდა,რომ ერთ დღეს იარსებებდა ადამიანი,რომელსაც გრძნობები არ გააჩნია..წარმოუდგენელია?ოდესღაც მართლაც წარმოუდგენელი იყო,მაგრამ ახლა?ახლა 2115 წელს ეს სულაც არაა წარმოუდგენელი.ძალიან,რომ არ დაიბნეთ ყველაფერს დაწვრილებით გიამბობთ.
2020წელს ერთ-ერთი კომპანია გაკოტრების პირას იყო,ამიტომ მთელ სამყაროში ფულის გამო გაავრცელეს ვირუსი,რის შედეგადაც ქალებს აღარ შეეძლოთ დაორსულება.ფაქტიურად ადამიანებს გადაშენება ემუქრებოდათ,რომ არა ჯორჯ სმიტი,რომელმაც შეძლო ადამიანის დეენემის საშუალებით კლონების შექმნა.თავიდან ყველაფერი კარგად მიდიოდა,მართალია ადამიანები დედის მუცელში არ ატარებდნენ ცხრა თვეს,როგორც ადრე,თუმცა ისინი ჩვეულებრივად გამოიყურებოდნენ და არაფრით განსხვავდებოდნენ მათგან.ყველაფერი კი მაშინ შეიცვალა,როდესაც ადამიანების სიძულვილით გაბოროტებულმა ჯეკ პიტმა ჯორჯ სმიტი მოკლა და მისი საქმიანობა მან გააგრძელა,შექმნა ადამიანი,რომელსაც გრძნობები არ გააჩნდა,მის შეჩერებას კი სმიტის შვილი აურორა ცდილობდა,თუმცა ისიც მალე მოიშორეს თავიდან და მისი დეენემი გადამალეს,რადგან ვერ შეძლეს მისი გრძნობების გათიშვა..ერთ დღეს კი შეცდომით ის ისევ დაიბადა..ნამდვილი ადამიანიი,რომელსაც აქვს გრძობები,მაგრამ არ იცის მის შესახებ.. )) 

დედამიწაზე მხოლოდ ერთი ადგილი იყო,სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ..ისეთი ადამიანები,რომლების გრძნობების გათიშვა ვერ შეძლეს,ამ ადგილს ჩაკეტილ ზონას უწოდებდნენ. 

ერთი ჩვეულებრივი დღე გათენდა...კლეო სწარაფად ადგა და ჩაიცვა

სამსახურში უნდა წასულიყო,ერთი ფინჯანი ყავა დალია,როგორც ყოველთვის და ზუსტად 9საათზე უკვე სამსახურში იყო..მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა და 8-ზე დედას გაუარა:
-გამარჯობა !! 
-გამარჯობა-და არაფრის მეტყველი თვალები მიაპყრო დედამ შვილს-შეჭამ? 
-კი
-კარგი-
ამით შემოიფარგლებოდა მათი დიალოგი ყოველდღე,საჭმელი გაამზადა,კლეომ მადიანად შეექცა და უეცრად სრულიად განსხვავებული დიალოგი წამოიწყო:
-დედა !!
-რა არის კლეო?-
ემამ(დედამ) კლეოს შეხედა,ისევ არაფრის მეტყველი თვალები..
-იცი..
-რა?
-არაფერი ისეთი,უბრალოდ..
-რა?
-უბრალოდ,გუშინ ფეხი ვიტკინე და თვალებიდან წყალი წამომივიდა.
-თქვა და თავი დახარა
-ესეიგი ავად ხარ!!სასწრაფოდ დავრეკავ!!
-არა არ მინდა!! არავის დაურეკო!
-რატომ?
-არ ვიცი..
-კანკალი აუვარდა და „წყალი" თვალებიდან გადმოუვარდა

ემამ კი ტელეფონი აიღო და სასწრაფოში დარეკა,ისინი ხუთ წუთში უკვე სახლში იყვნენ,კლეო ისევ ტიროდა და კანკალებდა,არ იცოდა რა დაერქმია ამ გრძნობისთის,რომელიც გულს უღრღნიდა.

-ის ინფიცირებულია,ასეთი კლოენები საშიშნი არიან,ამიტომ სასწრაფოდ უნდა წავიყვანოთ!!
ჩასვეს მანქანაში და ჩაკეტილი ზონისკენ წავიდნენ..მალე მივიდნენ საზღვარზე და კლეო გადაიყვანეს:
-თუ როდესმე თქვენ ამ ზონიდან გამოხვალთ გაგანადურებთ!!
კლეო სწრაფად შეიყვანეს ზონაში და წავიდნენ.დიდი ხნის განმავლობაში ის გაუნძრველად იდგა,ცრემლები აღარ მოდიოდა,მაგრამ მაინც კანკალებდა.უნდოდა სახლში დაბრუნება,მაგრამ ვერ ბედავდა..ამიტომ ნელი ნაბიჯით გაუყვა გზას,რომელსაც დასასრული არ უჩანდა..რამდენიმე საათის უშედეგო სიარულის შემდეგ ძალიან დაიღალა და იქვე ტყეში კუნძზე ჩამოჯდა,მალე დაეძინა კიდეც.დილით ჩოჩქოლმა გამოაღვიძა,ქუთუთოები ნელა აამოძრავა,შემდეგ კი სწრაფად გაახილა თვალები.მის ირგვლივ ხუთი შეიარაღებული კაცი იდგა:
-ვინ ხართ?
-ადამიანები
-თქვა ერთ-ერთმა და გადაიხარხარა
-ადამიანები..რა უცნაური სახელია-ამაზე კიდე უფრო გაეცინათ
-მოიცა...მოიცა..შენ კლონი ხარ !!-უთხრა და იარაღი დაუმიზნა


დიდი თავი შეგნებულად არ დავდე,მაინც პირველი თავია და.. )) ბოდიში ამდენი ხანი,რომ ვერ ვდებდი)) შევეცდები სწრაფად დავდო ხოლმე )) დააკომენტარეთ და შენიშვნების მოცემაც არ მოგერიდოთ ))
რაც შეეხება პერსონაჟებს დანარჩენს ნელ-ნელა გაგაცნობთ )) იმედია მოგეწონათ მთავარი პერსონაჟი,ამ მოთრობაზე,რომ ვფიქორბდი მაშინვე ის წარმოვიდგინე და იმედია წინააღმდეგები არ ხართ )) 



MiSsBarNes
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 1001 | დაამატა: ♥Sophie♥ | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-04-26 Spam
momewona ** wavikitkhav kholme.