მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 8 » The Best Twins ♥
5:52 PM
The Best Twins ♥

- არ მჯერა ! - თვალები გავახილე და საათს შევხედე
10 აკლდა 10 წუთი სწრაფად გავუშვი ხელები იანს და შეშინებულმა გავხდედე, გაკვირვებულმა შემომხედა 
- რა ხდება?!
- მერე აგიხსნი! 
- არა ეხლა ამიხსნი! ცუდად ხომ არ ხარ ?
- არა არა ! ეხლავე მოვალ! - დავფაცურდი და ოთახში ავირბინე 
- ნინა! - გაკვირვებულმა ნინამ თვალებ დაქაჩულმა შემომხედა! 
- რა ხდება?!
 - 10 წუთში აქ ვიღაც მოვა!, არ ვიცი ვინაა! თავს დედათ ასაღებს! 
- რა?! რა სისულელეებს ლაპარაკობ! კარგად ხარ?! - ნერვები მომიშალა იმ ფაქტმა რომ ნინამაც იანის მაგვარი შეკითხვა დამისვა, ნუთუ მართლა გიჟის გამომეტყველება მგონდა?! მისკენ წავედი დაკაბას ფეხი დავაბიჯე, კიდევ კარგი კარის სახელურს ვავლე ხელი და არ წავიქეცი, 
- ერთ რამეს შემისრულებ?! 
- რას?!
 - კაბას გამიცვლი?! 
- სიამოვნებით!.
 კაბები გავცვალეთ ისე სწრაფად ვიცვლიდი თითქოს ატომურ ბომბას გავურბოდი, ნინას ჯერ ელვაც არ ქონდა გახსნილი მე რომ კაბა საწოლზე დავდე, ამიტომ მას დავეხმარე, კაბები გავცვალეთ და ქვემოთ ჩავარდით. 
- ეხლა ნახავ! 10 ზე მოვა! - იანისკენ გავიქეცი ხელი მაგრად ჩავჭიდე, მან გაკვირვებულმა კიბეებთან მდგარ ნინას შეხედა , და მერე მე გამომხედა 
- ნინა რას აკეთებ?! 
 ჩამეცინა , რომ არა ის უცნაური ქალი იანს ძალიან მაგრად ვეხუმრებოდი, მაგრამ არც დრო მქონდა და არც ხასიათზე ვიყავი. მაგრამ მაინც ისე რომ არაფერი მითქვამს ვაკოცე , მან თვალები დაქაჩა. 
- დამშვიდდი სულელო! ნატალი ვარ! კაბა გავცვალეთ! ვუთხარი სიცილით საათი 10 - თან მივიდა მე და ნინამ შეშინებულებმა კარისკენ გავიხედეთ, კარიც გაიღო, და იანის ხელებში ჩავიკეცე. როცა მომასულიერეს მე და ნინა გვერდი გვერდ, საწოლზე ვიწექით თავს კი მამა, ნიკლაუსი , და იანი გვედგნენ. როდესაც იანმა დაინახა რომ თვალები გავახილე ჩემთან მოვიდა,
 - რა ხდება?! - ამოვიოხრე
 - გული წაგივიდა!
 - თავიდან ვიფიქრეთ რომ ავადმყოფობის ბრალი იყო! რომ არა ნინას იგივე სიტუაცია!- მამა გამოვიდა სიტყვით, გამახსენდა რომ იანმა არაფერი იცოდა ჩემი ავადმყოფობისა, ამიტომ მამას თვალები დავუქაჩე, "ოღონდ ეხლა არა" გავიფიქრე გულში, მამაც მიხვდა და დარცხვენილმა თავი დახარა, იანმა წარბი ასწია 
- რა ავადმყოფობაზეა საუბარი?!
 - არანაირზე!
- მამამ თავისი საქციელის გამოსწორება სცადა. ნიკლაუსი დაჯინებული მიყურებდა , ალბათ ეგონა რომ ის ამბავი რომელიც მითხრა პირიქით დაგვაშორებდა მე და იანს, არადა ხელი შეგვიწყო. ვეცადე მისკენ არ გამეხედა , რამდენიმე წუთში გამახსენდა რატომ წამივიდა გული და საწოლიდან წამოვხტი.
 - ნატალი სად მიდიხარ! 


 იყვირა იანმა . კიბეები ჩავირბინე და მთელ სახლში დედას ძებნა დავიწყე, თავშ უამრავი კითხვა მქონდა " სად იყო ამდენხანს? " " რატომ გამოჩნდა მაინც და მაინც დღეს?" " მამაზე შურის ძიებაზე რას გულისხმობდა?" " რატომ მანამდე არ გვნახა?" ან საერთოდ რატომ იყო ცოცხალი?! . უეცრად მას თვალი მოვკარი მისკენ მიხმო და გარეთ გავიდა, მეც გავყევი, იანმაც შემამჩნია და გარეთ გამომყვა. დედა ჩემგან შორს იდგა და რაც უფრო ვუახლოვდებოდი ის უფრო მეტად იხევდა უკან რაც ჩემს გასავლელ გზას უფრო და უფრო აგრძელებდა. უეცრად შეჩერდა , უკვე სახლი აღარ ჩანდა მეც მისკენ გავიქეცი , ის ჩემს წინ იდგა გაშეშებული ვიდექი მის წინ , ის ოდნავადაც კი არ იყო შეცვლილი, ისევ ახალგაზრდულად გამოიყურებოდა მიუხედავად იმისა რომ მე და ელენა 17 წლისა ვიყავით ის ჩვენ ტოლას გავდა ის ალბათ დაახლოებით 35 წლის იყო, ორივე ჩუმად ვიყავით სანამ დუმილი მან არ დაარღვია. 
- ახლა გჯერა?! 

- ცოცხალი რატომ ხარ?!- გაბრაზებულმა ვიყვირე.
 - რა ეს ცუდია?! 

- აქამდე სად ჯანდაბაშ იყავი!
 - დედას წესიერად ელაპარაკე!
 - აქამდე სად ჯანდაბაში იყავი მეთქი! შენი სიკვდილი გაითამაშე?! რამდენი ყოფილხართ ჩემს ირგვლივ მსახიობური ნიჭით დაჯილდოებული და არ მცოდნია! 
- ვიცი რომ ცოტა ნაწყენი ხარ!  
- ცოტა?! ეს ძალიან მსუბუქი ნათქვამია! მე გაცოფებული ვარ! 
- უნდა მაპატიო! 
- სათქმელად ადვილია! 10 წლის შემდეგ მკვდარი დედა გამომეცხადა და პატიებას მთხოვს! ვაუ! რა მაგარი ცხოვრება მაქვს! იქნებ რეჟისორს შევუთანხმდე და ჩემს ცხოვრებაზე რამე ძალიან მაგარი ფილმი გადავიღოთ?! 

- მმმ, შენი დაყოლიება ძალიან რთულია!, ალბათ ჯობდა ნინა-თი დამეწყო! მას ყოველთვის ვუყვარდი,
და მენდობოდა! ის მე მაპატიებდა! შენგან განსხვავებით! სხვა გზას არ მიტოვებ! მამაშენის მოკვლაში ხელის შემშლელები
არ მჭირდება!
- დედა ჩანთიდან იარაღი ამოიღო, და დამიმიზნა
მე კი სიცილი ამიტყდა, დარწმუნებული არ ვიყავი ის მესვრიდა თუ არა ყველანაირად ვეცადე შიშს არ ვეტანე.

- საცოდავო ავადმყოფო! საკუთარ შვილს იარაღით ემუქრები! - უეცრად მან იარაღი უკან შეინახა და მთხოვა წავსულიყავი , გაკვირვებულმა გავხედე და შემდეგ უკან შევბრუნდი






კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 703 | დაამატა: MissMorgan♚ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 7
2013-04-08 Spam
dzaan magariaa <3
malee gaagdrzelee :**