მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » იანვარი » 3 » ტესტი - რამდენად მებრძოლი ხარ?
0:10 AM
ტესტი - რამდენად მებრძოლი ხარ?
ტესტი - რამდენად მებრძოლი ხარ?
1. შენი მეგობარი ახალი ჯიპით გამოცხადდა და გახარებულმა გითხრა: "ეს ჩემი დაბადების დღის საჩუქარია!" შენ :
ა) შენს ძველ მანქანას უყურებ და გული გწყდება.ფიქრობ,რომ არაფრის შეცვლა არ შეგიძლია.
ბ) იმედი გაქვს,რომ მომავალი წლისთვის ახალი მანქანის ფულს დააგროვებ,ყოველ შემთხვევაში დანებებას არ აპირებ!
გ)ახალი მანქანის საყიდლად ფულის მოგროვებას სასწრაფოდ დაიწყებ,რითაა ვინმე შენზე უკეთესი?!



2. გოგოები "ჯოკერს" თამაშობთ,მიყოლებით ბოლოს სამჯერ წააგე. შენ:
ა) იფიცები,რომ ხელს არ ჩაიქნევ და ბოლომდე ეცდები მდგომარეობის გამოსწორებას.
ბ) აღიარებ რომ უიღბლო მოთამაშე ხარ.
გ) კიდევ ერთ ხელს სცდი და შენს შანსებს მერე შეაფასებ.



3.შენი უფროსი ახალი და მნიშვნელოვანი პროექტისთვის მოხალისეებს აგროვებს. შენ:
ა) სასწრაფოდ ჩაეწერები
ბ) იფიქრებ,რომ უკვე ყველა ადგილი დაკავებული იქნება.
გ) გაარკვევ,რომელ საატზე იკრიბებიან და ნახევარი საათით ადრე მიხვალ.



4. სიმპატიურ ახალგაზრდა მამაკაცთან ფლირტი გაქვს.თქვენს ინტიმურ საუბარს უცნობი ქალი უერთდება. შენ:
ა) ფიქრობ რომ ზედმეტი ხარ და უკან იხევ.
ბ) განაგრძობ მის მოხიბვლას,ასე უფრო სამართლიანი იქნება.
გ)ურჩევ მეტოქეს სადმე სხვაგან "ინადიროს"



5. წაგება ჩემს ცხოვრებაში...
ა) მძიმე ასატანია,მაგრამ თამაშის შემადგენელი ნაწილია
ბ) მოულოდნელობა არ არის
გ) საერთოდ არ განიხილება!



6. სადილზე შენი და შენი შეყვარებულის მეგობარი წყვილი ახლად შეძენილ,ორადგილიან საწოლზე საუბრობს. შენ:
ა) "ჩვენ ვერ მივცემთ თავს ასეთი ფუფუნების უფლებას"
ბ) "ჩვენ უკვე ორი საძინებლისთვის ვეძებთ საწოლებს!"
გ) "გილოცავთ! ჩვენც მიგვასწავლეთ ეს მაღაზია"



7. შენმა მეგობარმა ძალიან ლამაზი და სექსუალური კაბა ჩაიცვა. შენ:
ა) მისი შემხედვარე გამოპრანჭვის ხასიათზე დგები.
ბ) ცდილობ დაარწმუნო ჩაიცვას შარვალი,რომელიც ბევრად უფრო მსუქანს აჩენს. ( :@ )
გ) იცვამ ჯინსს და მაისურს



8.შენი რამდენიმე თანამშრომელი ერთდროულად დააწინაურეს. შენ:
ა) კმაყოფილი ხარ იმით რომ სამსახური გაქვს.
ბ) მდგომარეობას შეაფასებ და სამოქმედო გეგმის შემუსავებას დაიწყებ.
გ) სხვა ორგანიზაციებში რეზიუემს გააგზავნი და უფროსთან ულტიმატუმებს წამოაყენებ.



9. შენ ბურგერი და კართოფილი "ფრი" შეუკვეთე.ბევრად შენზე გამხდარმა მეგობარმა კი,სალათა. შენ:
ა) შეცვლი შეკვეთას და შენც იმავეს შეჭამ,რასაც შენი მეგობარი
ბ) შეუკვეთ სალათის ფურცლებს
გ) არაფერს შეცვლი,გემრიელად შეექცევი შენ მიერ ამორჩეულ საჭმელს.



10. მეგობარმა გითხრა,რომ იმავე რეალურ შოუში აპირებს მონაწილეობის მიღებას,რომელშიც შენ.
ა) უსურვებ მას წარმატებას და შემდეგ მოიფიქრებ სტრატეგიულ გეგმას.
ბ) სიამოვნებით შესთავაზებ დახმარებას ან კონსულტაციას.
გ) გააფრთხილებ ნაცნობებს,რომ მას ნარკოტიკებთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა. ( :@ )



შეაფასე პასუხები
1) ა-0 ბ-1 გ-2
2) ა-2 ბ-0 გ-1
3) ა-1 ბ-0 გ-2
4) ა-0 ბ-1 გ-2
5) ა-1 ბ-0 გ-2
6) ა-0 ბ-2 გ-1
7) ა-1 ბ-2 გ-0
8) ა-0 ბ-1 გ-2
9) ა-2 ბ-1 გ-0
10)ა-1 ბ-0 გ-2
ტესტი - რამდენად მებრძოლი ხარ?
15 და მეტი ქულა
გამარჯვებისთვის დაბადებული

შენ გამარჯვების "სპორტული ინტერესი" გაქვს.არ მალავ,რომ ყველგან და ყველაფერში პირველობა გსურს და საკუთარი მიზნების მისაღწევად მზად ხარ ყველა და ყველაფერი გაწირო,მათ შორის მეგობრებიც კი.ასეთი ბრძოლისუნარიანობა კარგია,მაგრამ როდესაც გამარჯვება იდეა-ფიქსად იქცევა,წარმატებით ტკბობის უნარს კარგავ.მიღწეულით არასდროს კმაყოფილდები,ყველაფერი გეცოტავება.ყველა ვინც წარმატებას აღწევს მოსისხლე მტრად მიგაჩნია.ასეთი დამოკიდებულებით მხოლოდ მეგობრებს დაკარგავ და ფსიქიკაც შეგერყევა.წარმატებას სხვების "გაფუჭების" გარეშეც შეგიძლია მიაღწიო.დამშვიდდი და თავს საკუთარი მიღწევებით ტკბობის საშუალება მიეცი.ებრძოლე შურს! ბედნიერი მხოლოდ ასე გახდები! 


7-14 ქულა
წარმატებული მოთამაშე
შენ სწორად გესმის კონკურენციის არსი.იცი,როგორ მიაღწიო სასურველ მიზანს ისე,რომ არც სხვას ავნო და არც საკუთარ თავს.
როდესაც შენს თანამსრომლებს აწინაურებენ,შენ იმას კი არ ფიქრობ როგორ დაიკავო მათი ადგილი,არამედ ფიქრობ რისი გაკეთებაა საჭირო წინსვლისთვის ერთი ნაბიჯით უკან იხევ და შესაბამის გეგმას შეიმუშავებ.ეს სიტუაციის გაანალიზებისა და სწორი ნაბიჯის გადადგმის საშუალებას გაძლევს.შენ წყნარად,სკანდალებისა და ინტრიგების გარეშე წინ მიიწევ.ტანაც სიამოვნების მიღების უნარიც არ დაგიკარგავს.არ იბოღმები როცა შენი მეგობრები ახალი მანქანით ან კაბით გამოჩნდებიან.პირიქით მათი წარმატება გიხარია ( 1 სიტყვით ჯიგარი ხარ რა :D ) დადებითად იმუხტები,იმავეს მიღწევის სურვილით ახალ გეგმებს აწყობ.გარშემომყოფებისთვის შენთან ურთიერთობა სასიამოვნოა,რადგან თითქოს შუბლზე გაწერია: "ყველაფერი მაქვს რაც მინდა!"
და ხშირ შემთხვევაში ეს მართლაც ასეა :)


ტესტი - რამდენად მებრძოლი ხარ?


6 და ნაკლები ქულა

უბრძოლველად ჩაბარებული
კონკურენციის ცნება შენთვის სურსათის მაღაზიის რიგში დგომით შემოიფარგლება.იმდენად გეშინია შეჯიბრების და წაგების რომ გირჩევნია საერთოდ არ ითამაშო.შეჯიბრებაში მონაწილეობა შეურაცხმყოფელადაც კი მიგაჩნია.ასე გაგრძელება არ შეიძლება.კონკურენციის გაწევა არ ნიშნავს რომ ვინმეზე ნაკლები ხარ,ეს უბრალოდ საკუთარი მიზნების მიღწევის საშუალებაა.დააკვირდი ადამიანს,რომლითაც აღფრთოვანებული ხარ და გადახედე სენს შესაძლებლობებს და სურვილებს,დაისახე მიზნად და მისკენ სვლა დაიწყე.არავის მისცე უფლება შენი ადგილი დაიკავოს და დაგჩრდილოს.შეცდომების დაშვება და ნაკლოვანებების გამოვლენა ნუ გეშინია.ყველაზე დიდი შეცდომაა ისაა როცა არაფერს აკეთებ! ასე რომ იბრძოლე უკეთესი მომავლისთვის და საკუთარი ამბციის არასოდეს შეგეშინდეს.

კატეგორია: ♥ ტესტი | ნანახია: 742 | დაამატა: katherine007 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 8
2013-01-03 Spam
14 avige daa jigari var vici )) biggrin