მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » ივლისი » 19 » summerlove (1)
0:10 AM
summerlove (1)

SUMMERLOVE

მოკლედ გადავწყვიტე რამოდენიმე თავიანი 

საზაფხულო მოთხრობა გაჩუქოთ.. 

დანარჩენი სრულიადში !


- როგორც იქნა მოხვედი? სად იყავი აქამდე? - ჰკითხა ეშლიმ დაქალს..

- მაპატიე, შემთხვევით ელისონს შევხვდი და ხომ ხვდები მან რამდენი ლაპარაკი იცის..?! - დაღლილმა ჩანთა მიაგდო და ზედა სწრაფად გაიხადა...

- აი ახლა კი ნამდვილად მესმის.. - თქვა ეშლიმ და კოლა მოსვა..

- კარგი წავედი .. საშინლად ცხელა.. - მეგი წყლისკენ გაიქცა და ისე რომ არც დაფიქრებულა წყალში გადაეშვა. ეშლიმ კიდევ ერთხელ მოსვა კოლა და ისევ განებივრდა შეზლუგზე.. თუმცა მისი ნებივრობა დიდხანს არ გაგრძელდა,რადგან მის წინ ტიპიური სიმპატიური ბიჭის სილუეტი გაჩნდა..

- აი თურმე სად ყოფილხარ? - თქვა მომღიმარმა ჯონმა

- ჯონ.. - ეშლიმ როგორც იქნა წამოდგომა ისურვა და ჯონს მიესალმა

ძველმა ნაცნობებმა ერთმანეთი მოიკითხეს და საკმაოდ ბევრი ილაპარაკეს..მალე მათ დერეკი და ლიდია შეუერთდათ.. მეგობრები ლაპარაკობდნენ და ლაპარაკობდნენ და სასაუბრო თემა მაინც არ ელეოდათ..

- მეგი სად არის? თქვენ ხომ სულ... -  ლიდიას ლაპარაკი აღარ დაასრულებინა და სწრაფადვე უპასუხა ეშლიმ..

- ის წყალში შევიდა.. წყალი კი მისი სტიქია.. ხომ ხვდებით.. - სხვა რაღაცის თქმას აპირებდა,თუმცა უეცრად თვალი მოჰკრა წყლიდან ამოსულ მეგის,რომელიც მეგობრების წრისაკენ მიემართებოდა, - აი ისიც მოდის.. 

მეგი მოდიოდა მეგობრებისკენ და ამავდროულად გარშემო იხედებოდა და ათვალიერებდა სანაპიროზე მყოფ ხალხს.. ისინი საოცრად ბედნიერები ჩანდნენ: წუწაობდნენ, ნაყინებს მიირთმევდნენ და კოლას სვავდნენ, ცურვაში ეჯიბრებოდნენ.. თავს ბედნიერად გრძნობდნენ,თუმცა მეგი ხვდებოდა რომ შეიძლებოდა ამ მოჩვენებითი ბედნიერების უკანაც იმალებოდა რაღაც რასაც ვერასოდეს გაიგებდა.. ბედნიერებაზე  ფიქრში გართული მეგობრებს მიუახლოვდა.. ყველას მიესალმა და ეშლის გვერდით ჩამოჯდა შეზლუნგზე..

- მეგი როგორ ხარ? კოლეჯში როგორ მიდის საქმე? - ლიდიამ მაშინვე დაიწყო მისი გამოკითხვა..

მეგის ბევრი ლაპარაკი არასოდეს უყვარდა და ახლაც მოკლედ უპასუხა..

- არაფერია, მშვიდობაა.. არაფერი ხდება საინტერესო..

- ჰო შესაძლებელია.. 

მეგობრების საუბარი მალე დასრულდა,რადგან ისე საშინლად დაცხა რომ მათ უკვე აღარ შეეძლო მცხუნვარე მზის წინაშე ყოფნა.. 

- ოხხხ... საშინლად დავიღალე.. მგონი დავისიცხე კიდეც.. - ეშლი სავარძელში გადაეშვა მაშინვე.. 

-შენ არ დაიღალე? რატო არაფერს არ ამბობ? 

- ეშლი მე შენგან განსხვავებით ისე დავიღალე,რომ ლაპარაკის უნარიც დავკარგე.. 

-აჰჰჰ გასაგებია, - სავარძელში ჩაწოლილი დაიჭყანა,- თუმცა იცი არ მომწონს რომ ჩემი შეუზღუდავი ლაპარაკის უნარს იწუნებ.. ვერ გავიგე ამაში ცუდი რა არის ? 

imageimage

- არაფერი.. ნამდვილად არაფერი..- მეგიმ სამზარეულოდან სენდვიჩები და წვენი გამოიტანა და მეორე სავარძელში ჩაჯდა, ეშლისგან განსხვავებით..

- რას ვუყუროთ? შეეკითხა მეგი ეშლის..

-რავი ..მგონი კარგი იქნებოდა თუ..... 

-Stop ! -სწრაფად შეაჩერა მეგიმ ეშლი..

-რა მოხდა? 

- აღარ ვაპირებ "Notebook"-ს ვუყურო..

- კარგი რა ეს ხომ გენიალური ფილმია..-  შეწუხებულმა ეშლიმ ხელზე ყელი მოისვა და ფიქრი განაგრძო..

საშინლად უნდოდა ყურება ისევ იმავე ფილმის მეასედ.. 

- ჰო ის ნამდვილად გენიალურია.. მაგრამ მხოლოდ ერთხელ საყურებლად..

- კარგი რაა... - განაწყელებული ეშლი,როგორც იქნა გასწორდა და როგორც პატარა გულნატკენმა ბავშვმა თავი ჩაღუნა, იმის იმედით რომ მეგობარს შეეცოდებოდა და უარს არ ეტყოდა ფილმის კიდევ ერთხელ ყურებაზე..

- მორჩა ამჯერად არ გაგივა. ! - მკაცრად თქვა მეგიმ და თან გაიღიმა.. - მირჩევნია ჩემ არჩეულ ფილმს ვუყუროთ.. კარგი? 

- კარგი.. - უხალისოდ დაეთანხმა ეშლი ..

გვიანობამდე ფილმებს უყურებდნენ.. შემდეგ კი ეშლის მოთხოვნით მზადება დაიწყეს კლუბში წასასვლელად.. ამჯერად მეგის საშინლად არ უნდოდა კლუბში წასვლა,მაგრამ დაქალთან რომელიც დაჟინებით ითხოვდა წასვლას ვერაფერს გახდა და 10-სთვის უკვე კლუბში იყვნენ.. ეშლი ბევრს ცეკვავდა,მეგი კი დაღლილი ბართან იჯდა და წვენს წრუპავდა..

- გამარჯობა..- ვიღაც უცნობი ტიპი მეგის წინ ჩამოჯდა და როგორც ეს ბიწებს ჩვევიათ ისე ბაბნიკურად შეათვალიერა.. 

- კოქტეილი და ვისკი.. - მიმართა უცნობმა ბარმენს.. მან კი ეს დავალება წამში შეასრულა.. უცნობმა მეგისკენ მისწია კოქტეილი...

- მადლობასაც არ მეტყვი? - მეგის დუმილმა დაღალა უცნობი..

- რისთვის ? - პირველად შეხედა მეგიმ უცნობს..

- კოქტეილისთვის ..

- მადლობა! - უხალისოდ უთხრა გოგომ და ისევ ბარმენისკენ გაიხედა,რომლის ხელებიც თითქმის არასოდეს ჩერდებოდა.. 

- შეიძლება შენი სახელი მაინც გავიგო ? 

-მეგი.. მეგი მქვია.. 

- სასიამოვნოა შენი გაცნობა მეგი..

- ჰო ჩემთვისაც.. - მეგი ამჯერად მას უყურებდა..

- ჩემს სახელს მაინც არ იკითხავ  ?

- კარგი .. თუ გინდა ვიკითხავ.. შენი სახელი შეიძლება ვიცოდე? 

-  მე ტობი მქვია.. 

-კარგი სასიამოვნოა შენი გაცნობა ტობი..


 მეორე თავის სპოილერები

* გაიგებთ უფრო მეტს გოგონების შესახებ.. გაიგებთ თუ ვინ არიან და სად არიან ამჟამად..

* არის თუ არა ტობი ის ვისაც მეგი შეიყვარებს? 

* რატო ფიქრობდა ბედნიერებაზე მეგი? 

* რას ნიშნავს ეშლის სიტყვები წყალი ხომ მისი სტიქია? 

 

ვფიქრობ შემდეგი თავი უფრო საინტერესო გამოვა.. რადგან ეს ჩემი აზრით ცოტა უშინაარსო თავი.. თუმცა ამას აზრი არ აქვს.. თქვენ თუ შანსს მომცემთ და ერთი კომენტარი მაინც ექნება მოთხრობას მე მაინც გავაგრძელებ.. დიდი მადლობა რომ წაიკითხეთ. ველი თქვენს კრიტიკას..

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 920 | დაამატა: MissMiller♡ | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 3
2014-07-21 Spam
3. Sali --   ( sal922[??????]

პირადდად მე ვერრ გავაკრიტიკებ,რაგდან უჟასად ვწერრ :დ
და შენ მშვენნივრად წერ ^^
კარგიია და გააგრძელე.. პირველი თავიია და შინაარს ბოლომდე ვერ ჩაწვდეებიი და ვველოდებიი შემდეგ თავს ^^