მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 35

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1548

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1056

  
მთავარი » 2013 » ივლისი » 1 » Summer Paradise [4]
2:00 PM
Summer Paradise [4]

"- Wanna bet?"
"- Are you sure?
" - Absolutely"

4.I Bet You

- ვაგვიანებთ! - უკმაყოფილოდ წარმოვთქვი და ფანჯარას მივეყუდე,რომელშიც სხვადსხვა ფერის,ზომის თუ ფირმის მანქანები მოჩანდნენ. ერთ მწკრივად განლაგებულები სიგნალიგით და ხმამაღალი წამოძახილებით იკლებდნენ ქუჩას.
-          ნინა, ვერ ხედავ ვცდილობ,მაგრამ ამხელა მანქანას ნამდვილად ვერ გადავაფრინდები! - გაღიზიანებით წარმოთქვა მაიკმა,ხელები საჭეს ძლიერად მოუჭირა და თვალი ჩვენ წინ მდგომ სატვირთო მანქანას შეავლო,რომლის ლურჯი „უკანალიც" ღიმილით გვიცქერდა ფანჯრიდან.
-          კარგი ხო.. მაპატიე - თითქოს ამ სიტყვებით თავი დავიცავი,მაგრამ უკმაყოფილო მაინც ოხვრით მივეყრდენი სავარძელს და მექანიკურად თვალები დავხუჭე.
ორი წუთიც არ იყო გასული,რომ ყურისწამღებმა სიგნალის ხმამ იქაურობა აიკლო. მოულოდნელოისგან შეშინებულმა თვალები სწრაფად გავახილე და მაიკს ფერმკრთალი სახით გავხედე:
-          რა ჯანდაბა ხდება?! - აქეთ-იქით სწრაფად მოვავლე მანქანებს თვალი,მაგრამ მათი ბორბლები ისე ბრუნავდნენ სწორ ტრასაზე,თითქოს რამოდენიმე წუთის წინ არც არაფერი მომხდარიყო.
-          ისე დაძვრას არ აპირებდა.. - ჩემი შეშინებული სახის დანახვაზე ჩაეცინა და მომგებიანი ღიმილით მიპასუხა. მისმა ღიმილმა გამაღიზიანა,მაგრამ წასვლის წინ კამათს ნამდვილად არ ვაპირებდი,ამიტომ ყურადღება რამოდენიმე მეტრში მდგომი წრიული ფორმის, უზარმაზარი შენობისკენ გადავიტანე.
 
მანქანა ორ ყვითელ ხაზს შორის გაჩერდა.მაიკმა გასაღები გადააბრუნა და ძრავის ხმაც მიწყდა. ისე,რომ ერთი სიტყვაც არ უთქვამს მანქანის კარი გამოაღო და უხმოდ გადავიდა. ჩემი სხეულიდანაც (უსიტყვოდ)სრიალით აიჭრა უსაფრთხოების ღვედი ჰაერში და საწყის მგომარეობას დაუბრუნდა. გახურებულ მიწაზე ფეხის დადგმისას ცხელი ჰაერი ვიგრძენი სახეზე,რომელიც მანქანის სალონის გრილი ჰაერისგან სრულიად განსხვავდებოდა და ეს განსხვავება ჩემში არასასიამოვნო გრძნობას აღვივებდა. მანქანის კარი ნაზად მივიხურე და საბარგულისკენ წავედი,სადაც ხელში ორი ჩემოდნით მდგარი მაიკი ფეხით საბარგულის „კარის" დახურვას ცდილობდა.
-          ხომ არ დაგეხმაროთ? - მომღიმარი სახით მივუახლოვდი. სიცხისგან და ამდენი წვალებისგან აწითლებულმა ამომხედა და ჩემი დამცინავი მზერის დაჭერისას უხერხულად შეიშმუშნა. მისი გამომეტყველების დანახვისას ჩემთვის ჩამეცინა,მაგრამ ვამჯობინე ენისათვის კბილი დამეჭირა და ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე „კარი" დამეხურა.

-          აი, ისინიც! - როგორც კი შენობაში შევაბიჯე თვალი მშობლებს მოვკარი და სწრაფი ნაბიჯებით გავემართე მათკენ.
-          Hey! - მომღიმარი სახით მივესალმე მათ და ბილეთების გამოსართმევად დონალდისკენ გადავიხარე.
-          მაიკი სად არის? - ჩემს ზურგს უკან თვალების ცეცება დაიწყო ჯოანამ .
-          ჩემს უკან.. - სწრაფად შევტრიალდი,მაგრამ როდესაც მაიკი თვალში არ მომხდა სიტყვა შუაზე გამიწყდა - მეგონა უკან მომყვებოდა.. - წავიბუტბუტე და ხალხს თვალი შევავლე. ვცდილობდი მათში მაიკის მაღალი ფიგურა ამომეცნო,მაგრამ მანამ ვერ შევძელი ეს სანამ ორასკილოიანი იასამნისფერ მაისურიანი მელოტი კაცი თავის გზას არ დაადგა და მის უკან ფონი ჩვენი თვალებისთვის ნათელი არ გახადა : ორი გამხდარი ადამიანის ფიგურები სკამებ შორის ატუზულიყვნენ და ცხარე საუბარში გართულთ ირგვლივ არავინ და არაფერი ახსოვდათ. გოგონას გრძელი მუქი თმა წელზე წვდებოდა, ხელები ერთმანეთისთვის გადაეჯვარედებინა და დიდი მკერდის ქვეშ ამოეწყო,რომელსაც დიდი დეკოლტე უფრო გამომწვევს ხდიდა. ჩემკენ ზურგით მდგარ მაიკს მხრებზე ორი ჩემოდანი მოეკიდებინა და ლაპარაკში გართულს სულ დავიწყებოდა,რომ ძირს დადებით უფრო კომფორტულად იგრძნობდა თავს.
ამ სანახაობით „დამტკბარმა" მძიმედ გადავდგი რამოდენიმე ნაბიჯი წინ. დაძაბულმა მუშტი შევკარი,რომ არ წამომეყვირა და აწითლებული სწრაფი ნაბიჯებით წავედი მაიკისკენ.
-          მაპატიეთ ამ მშვენიერ დიალოგს,რომ გირღვევთ მაგრამ ჩვენი წასვლის დროა! - მაიკს მკაცრ მზერა ვესროლე,მაგრამ ნაზი მოძრაობით მოვიქციე მისი ხელი ჩემს ხელებ შუა,რომ ჩემკენ გამეწია.
-          აჰ.. გამარჯობა ნინა - ჰაერში ნაცნობმა გამაღიზიანებელმა წრიპინა ხმამ გაიჟღერა. მოვალეობის მოხდის მიზნით, ძალდატანეული ღიმილით შევბრუნდი „ხელოვნების ნიმუშისკენ" და მის დაბერილ წითელი საცხით გადღაბნილ დაპრუწულ ტუჩებს ზიზღით გავხედე,რომლებმაც ორი წამის წინ ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ხმა ამოუშვეს.
-          გაგიმარჯოს! - სიტყვები კბილებში გამოვცერი,თვალი ავარიდე და ისევ მაიკს მივუბრუნდი - წავედით! - მოკლედ მოვუჭერი და ხელით უკან გავწიე.
-          მაპატიე,ჟასმინ .. უნდა წავიდეთ - ზრდილობიანად დაემშვიდობა და გაუღიმა,მაგრამ სანამ შებრუნებას მოახერხებდა ჟასმინი თავისი დაბერილი ტუჩებით მაიკს ლოყაზე შეეხო და მხოლოდ ამის შემდეგ გვაქცია ზურგი.
-          ნახვამდის ნინა! - უკან მიბრუნებულმა ხელის ქნეით მომაძახა. ზიზღით გავაყოლე მის სხეულს თვალი და მისი საქციელით გაღიზიანებულმა გაუაზრებლად ხელები(რომლებიც ჯერ კიდევ მაიკის ხელის გარშემო მქონდა შემოხვეული)სიბრაზისგან ერთმანეთს მოვუჭირე.
-          აუჩ! - ვითომ ნატკენი ხელი ჩემი თითებიდან გაითავისუფლა და ჩემი რეაქციის პასუხად ბაბნიკურად ჩაიღიმა.
-          მოკეტე! - აღარ ვაცადე რაიმე ეთქვა.. მიუხედავად იმისა,რომ ჩემ და უნებურად მეც გამეღიმა,მაგრამ ამის დასაფარად ზურგი ვაქციე და ხალხს შევერიე.
 
-          გთხოვთ ადგილები დაიკავეთ - ღია ლურჯ ფორმაში გამოწყობილი სტუარდესა სკამებ შუა დაძვრებოდა და ყოველ არასწორ მდგომარეობაში მჯდომ მგზავს ღიმილით საყვედურობდა.
-          უკვე გამაღიზიანებელი ხდება ამათი მომღიმარი სახეების დანახვა ! - ჩემთვის წავიბუტბუტე,როდესაც სტუარდესა რამოდენიმე ნაბიჯით დაგვშორდა „სასიამოვნო" საუბრის შემდეგ.
-          ამაში ფულს იღებენ.. - დამაჯერებლად წარმოთქვა მაიკმა.
-          მესმის მაგრამ მათი ხელოვნურურობა ... - ხმაში რატომრაც გაღიზიანება და გაბრაზება ერთად იგრძნობოდა. ამის შემჩნევისას კი მაიკმა სიტყვა გამაწყვეტინა:
-          ასე ხასიათი რამ გაგიფუჭა? - ცალი წარბი ასწია,მაგრამ ჩემკენ არ გამოუხედავს, წელთან ღვედის შეკვრას ცდილობდა.
-          რას გულისხმობ? - უემოციოდ შევიცახე.
-          არაფერს.. - მხრები აიჩეჩა და თვალი ჩემკენ გამოაპარა - უბრაოდ.. ჟასმინის და ჩემმა ერთად დანახვამ ხომ არ გააღიზიანა მეთქი - ბოლო სიტყვებს ღიღინი დაურთო თან - ვიღაც ეჭვიანობს - გახუმრება სცადა მაიკმა.. თან ბაგეებზე ღიმილი აუთამაშდა. პირი გავაღე,რომ შევწინააღმდეგებოდი,მაგრამ ქალის ბოხმა და მკვეთრმა ხმამ სუბრის საშვალება არ მომცა.ქალმა(რომელიც რატომღაც მამაკაცური მეჩვენა) წესები შეგვახსენა და ბოლოს მშვიდობიანი მგზავრობა გვისურვა.
-          გისურვებთ მშვიდობიან ფრენას! - ტკბილი ხმით დაასრულა და სიგნალიც გაწყდა. თვითმფრინავი ისევ დაბალ ხმაზე ჩურჩულმა აავსო. დაღლილმა თვალები მაიკისკენ მივაბრუნე,რომელიც მთქნარებით ჩაეშვა სავაძელში და თავი ფანჯარას მიადო.
-          მაიკ...! არ დაიძნო- ნაზად შევანჯღრიე,რამაც აიძულა თვალები გაეხილა -კარგი ხო .. - წავიბუტბუტე მისი დაღლილი და მომაბეზრებელი გამომეტყველების დანახვისას - მალე გაგაღვიძებ იცოდე.. ! - წავინუზღუნე,მაგრამ მიუხედავად ამისა თავი მის მხარზე დავდე და თვალები მივლულე.
 
გუგებზე თითების ნაზი მოძრაობით მოვისვი ხელი და სიბნელეში შედარებით გამბედავად გავახილე თვალები. ძილისგან გაბრუებულმა ჯერ ვერაფერი გავარჩიე,გამოსეხაულებები ბუნდოვნად მოჩანდა,მაგრამ მალევე მაიკის სილუეტი თანდათან სიბნელეს გამოეყო და ფანჯარას მიყრდნობილი უკვე ნათლად მოჩანდა.
-          მე კი მეგონა შენ გამაღვიძებდი - სასიამოვნო ხმით ჩაილაპარაკა,მაგრამ თვალი ერთი წამითაც არ მოუშორებია ფანჯრისთვის,რომლის იქითაც უსასრულო სიშავის მეტი არაფერი მეგულებოდა.
-          რას უყურებ? - ნამძინარევი ხმით ვკითხე..ბოლოს არც პირის გაღების და დამთქნარების მომრიდებია.
-          არაფერს - ჩუმად წაიჩურჩულა და სიცოცხლით სავსე ყავისფერი თვალები მომაპყრო. წამიერად მზერა გამეყინა და მის თვალებში დავიკარგე,რომლებისგანაც თავის დახსნა მე შეუძლებლად მიმაჩნდა.
-          ჰმ.. - უეცარი „გატაცებისგან" რეალურ სამყაროში მაიკის ჩაცინების ხმამ გამომაფხიზლა. დაბნეულმა წამწამები რამოდეინმეჯერ დავახამხამე ფიქრები თავიდან მოვიშორე და მაიკს ლოყებ აწითლებული სახით გავხედე.
-          „ღმეღთო რა სირცხვილია..." - ამის გაფიქრებისას ვიგრძენი მთლიანი სახე როგორ ამიხრუდა. სიწითლის დასამალად თავი ძირს დავხარე და ხელები ნერვიულად ერთმანეთში ავათამაშე.
-          ნინა... - ნიკაპზე ნაზი შეხება ვიგრძენი.მაიკმა თავი ამაწევინა და თვალი თვალში გამიყარა.
ბაგეებზე მაცდური ღიმილი დასთამაშებდა,სქელი წარბები ჩვეულზე მეტად უფრო მაღლა ასწეოდა, სახე გაჰბადვროდა.
-          მმ... -სახეზე ჩამოშლილი თმა ყურთან გადამიწია და ცერა თითი ლოყაზე მომისვა.
-          ოდესმე მითქვამს,რომ ძალიან ლამაზი ხარ? - თაფლისფერი თვალები დაეჭვებით მოჭუტა.
-          მაიკ!! - ლოყები წეღანდელზე უფრო საშინლად გამიხურდა. სწრაფი მოძრაობით თავი მის მკერდში ჩავრგე და უმოწყალოდ ამოვიკვნესე - უკვე შენს საუკეთესო მეგობარსაც ეფლირტავები?
-          არ შეიძლება ჩემს საუკეთესო მეგობარს სიმართლე ვუთხრა ? -მომგებიანად ჩაიცინა,ვიგრძენი მისი მკერდი როგორ ავიდ-ჩამოვიდა.
-          რა თქმა უნდა, Mr. Flirt - თავი ზანტად წამოვწიე - მაგრამ... - მიხაროდა, რომ თემის შეცვლა მოვახერხეთ. ახლა ჩემს სიტყვებს სიმტკიცე და დამაჯერებლობა არ აკლდა...უხერხული მომენტიც უკვე გაექარწყლებინებინა ჩვენს ახალ დიალოგს - დარწმუნებული ვარ ამ ზაფხულს პირველი ვიქნები ვისაც გვერდში საყვარელი ადამიანი ედგება.
-          ოჰო... დარწმუნებული ხარ,რომ "Mr. Flirt”-ს აჯობებ? - გამომწვევად წამოიძახა ჩემი ხმის მიბაძვით.
-          სრულიად! - დარწმუნებით ჩავილაპარაკე და ზურგით სავარძელს მივეყრდენი.
-          გინდა დავნაძლევდეთ? - ნიშნის მოგებით გამომხედა, მე კი 
სიამოვნებისგან სახეზე ღიმილმა გადამირბინა...


 ეს თავი ჩემს "დეეს" , NiniBelieber-ს!!

ანიმაციების გამო ამჯერად მაპატიეთ.. შემდეგში აუცილებლად იქნება.. 
+ ნინსთვისაც!!!

P.S ჩემი საყვარელი კომენტარები არ დაგავიწყდეთ!

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 401 | დაამატა: TheSe♡Cute | რეიტინგი: 5.0/3
სულ კომენტარები: 161 2 »
2013-06-26 Spam
dzalian dzaliak argia :))
veeli sheemdegs <3



2013-06-23 Spam
რა გითხრა გარდა იმისა რომ ეს მოთხრობა ძალიან მომწონს ♥ და შენც ძალიან ნიჭიერი ხარ..
მე ვფიქრობ უნდა გააგრძელო და რაც შეიძლება მალე დადო ახალი თავი :დ
ისე ეს თავი წინა თავებთან შედარებით ადრე დადე ))
ძალიან ძალიან მომეწონა ♥♥
აიი მომწონს შენი წერის სტილი..
Just Friends? - თავი შემაყვარე ამ მოთხრობით
და ამჯერად უკვე ჩემს გაგიჟებას და გაოცებას
summer paradise-თი ცდილობს.. რა გინდა ჩემგაან? :დდდ
ძალიან ძალიან კარგია ♥
მალე გააგრძელე ♥



2013-06-22 Spam
maleee gaaagrdzlee, dzaan magariiaaa <3333



2013-06-20 Spam
dsaaan magaria kochagg
unichieresi xar <33
bavhsvebs vetanxmebi))



2013-06-20 Spam
daliaannn dzalian momewonaa malee dadeee shemdegii malee malee maleeeee



2013-06-20 Spam
აუ უკვეიცი რაცუნდა დავწერო აქ. უბრალოდ გეტყვი. არ შეწყვიტო წერა. განაგრძე. უნიჭიერესი ხარ და ვამაყობ რომ ასეთ მოთხრობას ვკითხულობ.. მადლობა რომ მომიძღვენი. არაჩვეულებრივი იყო. მიყვარხარ "დეე"!



2013-06-20 Spam
imedia ninisshi me vigulisxmebi ...male male malee..aii proosta ... saertod ar vkitxulob im motxrobebs sadac varskvlavebi ar aris..nu ar vkitxulobdi.exla ise gamomelia rom daviwye chveulebrivis kitxvac da turme esenic kargi yofila ..nu mmartalia isini ufro mizidavs magram esenic dzaan momwoons.bevrs av vkitxulob magram imat siebshi romelsac vkitxulob shen da nuchitos motxrobas gamovarchev,..es ori ai aris dzaan ai iseti dawerili sul ver warmoidgen avtori bavshvi romaa.. vafshe wigni daweret da me viqnebi tqveni menejeri.. biggrin 70 % me 30 tqven.. biggrin



2013-06-20 Spam
iiiiiiiiiii ra kai iyo ♥ ♥ ♥ ♥ velodebi nu agvianeb xolme happy shemdegi tavi chemia biggrin imedia iseti gulit vwer xolme komentarebs ro ravi biggrin :D ♥ ♥ ♥



2013-06-20 Spam
dzalian kargi motxrobaa <3
es tavic mshvenieri iyo <3
veli shemdeg tavs <3



2013-06-20 Spam
გააგრძელე ♥
მომწონს საშინლად)



1-10 11-16
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
შაბათი
2017-09-23
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  ივლისი 2013  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2017
Free web hosting - uCoz