მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 21 » StrawBerry
1:32 PM
StrawBerry
StrawBerry
♥ ერთადერთი ხილი რომელიც შემიძლია სულ ვჭამო ♥

♥ არასდროს არ მომბეზრდება ♥




მარწყვი (Fragaria) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახია. საქართველოში ველურად იზრდება 3 სახეობა. ტყის მარწყვი (Fragaria vesca) ხარობს ტენიან და დაჩრდილულ ადგილებზე, ტყის პირებზე, მდელოებსა და ველობებზე. მწვანე მარწყვი (Fragaria viridis) ეტანება შედარებით მშრალ და ქვიან ადგილსამყოფელს; მუშკის მარწყვი (Fragaria moschata) კი მხოლოდ თბილ მიდამოებში იზრდება.
    
    
    

  
  
  

მარწყვს ამრავლებენ ჩითილით, სელექციურ მუშაობაში-თესლით. უმთავრესად მოჰყავთ ბაღის მარწყვი (Fragaria ananassa), რომელიც ველურად არ გვხვდება. სარგავად არჩევენ ნიადაგის სწორ ზედაპირს, ხოლო ნოტიო ადგილებში კვლებს აკეთებენ. მცენარეს რგავენ შემოდგომაზე ან გაზაფხულზე, ნარგავს უხვად რწყავენ. მოსავალს ღებულობენ დარგვიდან ერთი წლის შემდეგ. საქართველოში — ლაგოდეხისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, მოჰყავთ ბაღის მარწყვის მსხვილ-ნაყოფა ჯიში „კრასავიცა ზაგორია". ნაყოფს იყენებენ ნედლად, გაყინულს და გადამუშავებულს (მურაბა, პასტილა, წვენი). მოსავლიანობა საშუალოდ 6-7 ტ/ჰა. ბაღის მარწყვის ძირითადი მავნებლებია ჟილო-მარწყვის ცხვირგრძელა. მარწყვის ნემატოდა, მარწყვის ტკიპა. დაავადებები — მარწყვის ნაცრისფერი სიდამპლე, ნაცარი, ფოთლის თეთრი და მურა ლაქიანობა.

  
  
  







 
 





    
    
    









  
  
  
















































































კატეგორია: ♥ გურმანი | ნანახია: 1103 | დაამატა: -Flamingo❤ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2013-04-22 Spam
vaimee marwwyyviii <33 vgijdebiii ♥