მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2016 » დეკემბერი » 21 » სტაბილურ დროსაც
8:00 PM
სტაბილურ დროსაც

   quote, art, and pink image

ყველაზე სტაბილურ დროსაც კი შემომაწვა ცრემლი,არ ვიცი რის. მომეჟამა ხასიათი, ცხვირიც კი ცრემლის მსგავსი სითხით ამევსო,მე შევისრუტნე,შევისრუტნე და ააღწია ზევით,გაჩერდა წარბებსშორისა წერტილში და ასრუტნულმა ,ბლანტმა,მარილიანმა სითხემ შემიწუხა იქაურობა,იქიდან შუბლში ააღწია და მომაწვა და მომაწვა,მიბრახუნებს გამომიშვიო.არადა, ტირილი რომ დავამთავრო,ყველაფერი უნდა ავისრუტნო,ღრმა შესუნთქვასთან ერთად.

atom, black, and black and white image

რა კარგები არიან ჩემი მეგობრები და რა ცუდი ვარ მე,რომელსაც გასაჭირში ჩავარდნილს,ერთიც არ მახსენდება,ვერც ერთის სიტყვებს,ჩახუტებებს,თანაგრძნობებს ვერ ვეკედლები. ისევ ბავშვობაში,ქვედა ტუჩის გარეთ გამოწევით იწყება ჩემი ტირილი. ცრემლი. ცხვირის გავსება,სუნთქვის გაძნელება,ცხვირის წვა, ყელის დაძაბვა,შუბლში ადენილი და ყელში ჩადენილი მარილიანი სითხეები.

black and white, gif, and hipster image

მე ისევ მინდა მოვაგროვო ცრემლი და მერე დავუტოვო ვინმეს. მაგრამ რა,განა დიდი რამაა? გამოსადეგია?არაფერიც,ისეთივე მარილიანია როგორიც სხვისი,ისეთივე ცხელია თავიდან, ისევე მოგორავს,რად უნდა სხვას. რატომ უნდა ჰქონდეს ფლაკონი,სავსე,ჩემი ცრემლებით. მე ვერ ვპოულობ მიზეზს და ამიტომ არ ვაგროვებ ცრემლებს.

cartoon image

ბოლო დროს ბევრ ადამიანს ვკითხე:“იქნები ჩემი მეგობარი?” მათ დაუნანებლად და დაუფიქრებლადაც მითხრეს:“კი,რა თქმა უნდა.” მაგრამ ისეთი უცაბედი იყო ჩემგან,და ალბათ მოულოდნელი მათთვის,ვერ მიხვდნენ,რა უნდა მოემოქმედათ როგორც მეგობრებს,ამიტომ არაფერი მოიმოქმედეს და გაუყვნენ გზას, როგორც მეგობრობის მთხოვნელი ხარ შენ ,ჩვენ ვივლით და დაგვეწიეო. მე არაფერს ველოდი.სუულ ცოტა ყურადღებას.

quote, love, and art image

კარგია,რომ ჯერ ისევ არის რამდენიმე ახლოს,რომელსაც შეიძლება არ დავურეკო განგაშშერეული ხმით ან დახმარების თხოვნით,მაგრამ რაღაც იმედი მაქვს მათი,პატარა,მცირე.ასე ცრემლმომდინარეს,მოკუნტულად მწოლიარეს საბნის ქვეშ,სიჩუმეში დანთქმულს,პატარა იმედს მაძლევს,რომ ჩემს მეგობრებთან ერთად მიცინია ბევრი და ძალიან უდარდელი ვყოფილვარ. ამის გახსენება, ოდნავ, სულ ოდნავ მამსუბუქებს,გასაღების საკეტში პატარა ,უწვრილეს სინათლეს უშვებს, რომ მე ჩემი უდარდელობა მელოდება.

კატეგორია: ♥ ჩანახატები | ნანახია: 932 | დაამატა: StillBelieber | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 1
2016-12-25
<3