-ანა!ანააა!! - ყურში ქეითის განწირული კივილი ჩამესმა ბრახუნთან ერთად.გონს სწრაფადვე მოვედი,საბანი გადავიხადე და კარები,რომელიც გუშინ ჩავკეტე ქეითს გავუღე. -შენ ნორმალური ხარ?? - ლამის გული გამისკდა. -კიდევ აქეთ მელაპარაკები ნორმალურობაზე,როდესაც დღეს ინსტიტუტში მივდივართ,შენ კიდევ მზადაც არ ხარ? - თვალები დამიბრიალა,ოთახში არ შემოსულა, ჩანთა შემოაგდო, კარების სახელურს დაეყრდნო და ჩემს პასუხს დაელოდა. -ოო,ოღონდ ეგ არა.შეგეხსენებინა დღეს დილით,დაგერეკა,რამე გექნა,ხომ იცი როგორი დაბნეული ვარ? - ვუთხარი და შევეცადე საწყალი სახე მიმეღო. -არაუშავს,ახლაც მოვასწრებთ.მიდი შენ მოეზადე და მე ყავას გაგიკეთებ. -კარგი,ჯენიფერი ადგა?სადაცაა ჯეიკი ანასტასიას მოიყვანს.- ადგილს მოვწყდი და კარადა გამოვაღე. -კი,ქვემოთაა,მე რომ ამოვდიოდი ისიც ყავას სვამდა.- ცოტახნით გაჩუმდა. -აი, მოვიდნენ. -ვინ,ჯეიკი? - ტანსაცმელზე ფიქრს თავი გავანებე და ხალათი სწრაფად მოვიცვი,ქეითი ლამის გავიტანე, ელვის სისწრაფით ჩავირბინე კიბეები იმის იმედით, რომ ჯეიკს ვნახავდი,თუმცა უკვე წასული იყო. -დეე... - პატარა ბებოს კალთიდან გადმოვიდა და მომღიმარი სახით მე შემომახტა. -მამა წავიდა? - ლოყაზე ვაკოცე,ძირს დავსვი და მაცივარი გამოვაღე..ვითომ შიმშილის გრძნობის გამო ჩამოვედი,არ მინდოდა დედაჩემი მიმხვდარიყო, რომ ჯეიკის ნახვა მინდოდა.თუმცა ანასტასიას პასუხი აღარ გაუცია,როდესაც ქეითის ხმა გაიგონა. -ჩემი პატარა,როგორ მომენატრა. - მთელი ძალით ჩაეხუტა ქეითი ანასტასიას. - ამ დღეებში გასუქდი? მძიმე მეჩვენები. - უთხრა და ლოყაზე უკბინა.მე სკამზე მოვთავსდი და ბანანი ჩავკბიჩე. -არ გავსუქებულვარ.შენ გასუქდი თუ კარგია. - გაიბუტა ანასტასია.მისთვის ხომ ეს დიდი შეურაცყოფა იყო..მოდელობა უნდოდა და თავიდანვე იცოდა, რომ მოდელისთვის სიმსუქნე კარგი არააა. -შენ რა გინდა გადარიო?? - ღიმილით ვუთხარი ქეითს. -ბოდიში დამავიწყდა, ბოდიში. - სიცლით მიპასუხა და ანასტასია მაგიდაზე დასვა.ცოტახნით სიჩუმე ჩამოვარდა,ბოლოს როგორც იქნა დედაჩემი თავისი ფიქრებიდან გამოერკვია. -ანა,ვის გაუგია უზმოზე ბანანის ჭამა?ჯერ რამე საჭმელი გეჭამა. -ნუ გეშინია დედა,არ მოვკვდები.- გავუღიმე,ავდექი,ლოყაზე ვაკოცე და ქეითს მივუბრუნდი.- ყავა გამიკეთე,მოვემზადები და ჩამოვალ. -ჰო,კარგი.ტელეფონი შენ საწოლზე დამრჩა და ჩამომიტანე რა.- ისევ ანასტასიას მიუბრუნდა.მე კიბეებს ავუყევი. ტანსაცმლის შერჩევაზე როგორც ყოველთვის ბევრი არც ახლა მიფიქრია, უბრალოდ ჩავიცვი..ჯინსის შარვალი,კედები და ზემოთ მაიკა.არასდროს მიყვარდა ქეითისგან განხსხვავებით ადამიანზე ჩაცმულობით შთაბეჭდილების მოხდენა.როდესაც დავრწმუნდი,რომ ნორმალურად გამოვიყურებოდი თმები ჩამოვივარცხნე და კიბეებზე დავეშვი. -ჩამომიტანე ტელეფონი?- მკითხა ქეითმა,რომელიც ანასტასიას დივანთან მირბენაზე ეთამაშებოდა. -ოი,დამავიწყდა. ადი რა, ცუდად ვარ.თაბრუ მეხვევა. -გუშინ გულიც გერეოდა,რა იყო?ორსულად ხომ არ ხარ? -ცუდი აზრები გაქვსხოლმე ამ ბოლო დროს მოზღვავებული და ნუ დარბიხარ, კრუგებს ნუ მირტყამთ, არ მომკვდარვარ.- არც ერთმა არ მომაქცია ყურადღება,თამაში ისევ გააგრძელეს,არც მე მიმიქცევია დიდად ყურადღება,სკამზე ჩამოვჯექი და ჭამა დავიწყე.ბოლოს,მაინც ყელში ამომივიდა. -ბოლოს და ბოლოს გაჩერდებით თუ არა? - საწყალმა ისე დავიყვირე ხმაში ხრინწი გამიჩნდა.ქეითი გაჩერდა, წარბი ამიწია და მაღლა ავიდა,ალბათ ტელეფონის ჩამოსატანად,ანასტასიამ კი ისევ განაგრძო სირბილი. -გაჩერდიმეთქი რომ გეუბნები არ გესმის? - დავეწიე,ხელში ავიყვანე და კალთაში დავისვი.-ნახე,სულ ოფლიანი ხარ.წადი ბებოსთან აირბინე,უთხარი გამოგიცვალოს.- ლოყაზე მაგრად ვაკოცე და ძირს ჩავსვი.პატარამაც აღარ დააყოვნა, კიბეები სწრაფად აირბინა,მისი ზევით ასვლა და ქეითის ჩამოსვლა ერთი იყო. -მალე,წავიდეთ რა. - ჩემთვის არც შემოუხედავს ისე დამიჯდა გვერდით. -რამდენი ხანი დაგვრჩა დრო? - უხეშად ვკითხე და ტელეფონს დავხედე. -10 წუთი. რა იყო, რაღაც ვერ ხარ ხასიათზე. - და უნდა ვიყო? ვერც ჯეიკი ვნახე დღეს...ეს ინსტ.. -გეყოს ბოლოს და ბოლოს. ასე თუ იფიქრე ვერც იქნები ხასიათზე.მალე,ადექი..წავედით. - ორივეს ტელეფონი აიღო ხელში, მერე მე მომქაჩა ხელზე და ამაყენა, რესკად შეტრიალდა კარებისკენ და გავიდა.მეც ნელი ნაბიჯებით გავყევი უკან.არ ვიცი რატომ,მაგრამ მანქანის უკანა სავარძელზე ვარჩიე დაჯდომა.ქეითმა მანქანა დაქოქა, მე კარგად დახურულ კარებს მივაყრდენი თავი და ფანჯრიდან ყურება დავიწყე.ისევ და ისევ თავში მხოლოდ ჯეიკი მიტრიალებდა.დიდი სიამოვნებით გადავიდოდი ახლა ქეითის მანქანიდან,სახლში დავბრუნდებოდი და ჩემს საწოლზე დავწვებოდი,ჯეიკზე ვიფიქრებდი..ტკბილ მოგონებებს გავიხსენებდი,როცა ის გვერდით არ მყავდა, ყოველთვის იმ ტკბილი მოგონებებით ვცოცხლობდი.მხოლოდ ის მაძლევდა სიცოცხლის ძალას,რომ ვუყვარდი.უცბად ქეითის ადრინდელი ნათქვამი გამახსენდა,რამ მოიტანა არ ვიცი. -ისე, თუ კარგად მახსოვს ვიღაცა დამპირდა ტარებას გასწავლიო.- ნიშნის მოგებით ვუთხარი, ორივე ხელი მანქანის წინა სავარძელზე, ქეითის გვერდით დავდე, ნიკაპით ხელებს დავეყრდენი და გვერდიდან შევხედე.- გამომხედა,გამიღიმა და თავი ისევ წინ შეაბრუნა. -მითხარი,დღე დათქვი და მე არ გასწავლე? -ხოდა, დღეს მასწავლი. -მიუხედავად იმისა რომ სიცოცხლის გაწირვა მომიწევს გასწავლი...და აი,მოვედით.- ამოისუნთქა,ძრავა გამორთო და კმაყოფილი სახით გამომხედა.- მზად ხარ? -რისთვის უნდა ვიყო მზად? - გავიცინე,უკან გადავიწიე და მანქანიდან გადავედი.ქეითიც გადმომყვა.ირგვლივ მიმოვიხედე.საკმაოდ დიდი სივრცე იყო.უამრავი მანქანა ეყენა და ტერიტორიის შუა გულში უზარმაზარი შენობა იდგა,ნახევრად შუშის.თუმცა, კაციშვილის ჭაჭანება არ იყო.თავიდანე გამიკვირდა,მაგრამ ქიეთმა შეკითვის დასმის გარეშეც დამიკმაყოფილა ცნობისმოყვარეობა. -სწავლისთვის..ნუ იყურები ეგეთი სახით,დაგვაგვიანდა და მალე წამოდი.ვერ ხედავ?არავინაა გარეთ.ე.ი. ლექციები დაიწყო.პირველი ფსიქოლოგიაა მგონი.წამოდი ,წამოდი.- თავისთვის ქოთქოთებდა და მიდიოდა,ჩემთვის არც კი შემოუხედავს.მეც უხმოდ ავყევი.მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა,როდესაც ლივტამდე მივედით. -მეექვსეზე უნდა ავიდეთ.- მოსულ ლივტში პირველი მე შემიშვა,მერე თვითონ შემოვიდა, მეექვსეს მიაჭირა და თავი მხარზე დამადო. -რა იყო,რა გჭირს?- ჩავიღიმე და შუბლზე ვაკოცე. -არაფერი,არ შეიძლება უბრალოდ ჩაგეხუტო? -და ამას შენ ჩახუტებას ეძახი? - უნებურად გადავიხარხარე. -ოოო,დამანებე რა თავი.- მანაც გაიცინა,მომშორდა და ლივტის კუთხეს მიეყრდნო.რამოდენიმე წუთში უკვე დანიშნულების ადგილას ვიყავით, ქეითმა ლივტიდან მეორე კარები თამამად შეაღო,ლექტორს ბოდიში მოუხადა და ხელით მანიშნა წამოდიო.რატომღაც ველოდი, ლექტორი ჩემს ვინაობას იკითხავდა,მაგრამ მაგრამ შევცდი.ცოტა არ იყოს შემრცხვა,იმდენი სტუდენტი იყო..ყველა მე მიყურებდა.კარებიდან ჩემს ადგილამდე მანძილი კილომეტრები მომეჩვენა.ბოლოს,როგორც იქნა ქეითის გვერდით მოვკალათდი,ლექტორმაც საუბარი გააგრძელა და სტუნდების ჩემკენ მოპყრობილმა მზერამ ახლა უკვე ლექტორისკენ გადაინაცვლა.პირველი 5 წუთის განმავლობაში ყურადღება არც მიმიქცევია რას საუბრობდა ლექტორი.მოგვინანებით შევნიშნე, რომ საოცრად სასიამოვნო ხმის ტემბრი ქონდა,რამაც ძალაუნებურად მისი მოსმენა გადამაწყვეტინა.უეცრად მთელი გონება მის სიტყვებს დავუთმე..ყველა პრობლემა გადავიწყდა,ჩემს გვერძე მჯდარი ქეითიც კი დამავიწყდა..მხოლოდ ლექტორს ვუსმენდი და მის თითოეულ სიტყვას დასამახსოვრებლად თავში ვიბეჭდავდი.რომ ვთქვა,სხვა ლექტორებიც ასე გაგიჟებით მომეწონათქო არა,მაგრამ ყველა თავისებურად საინტერესო ადამიანი იყო, ერთ დღეში სამართალმცოდნეობაზე იმდენი რამ გავიგე, წარმომიდგენია დარჩენილ 3 წელიწადში რა ცოდნას დავაგროვებდი.მითუმეტეს არც მანამდე ვიყავი გულგრილი ამ საქმიანობის მიმართ და ასე თუ ისე ალაგ-ალაგ ვიცოდი კანონები. ასე ჩაიარა სიახლეებით აღსავსე 5-მა საათმა.ბოლოს,ქეითმა ცოდნის სამყაროს მომწყვიტა..რამოდენიმე სტუდენტიც გამაცნო, ვერც ერთის სახელი ვერ დავიმახსოვრე.7 ბავშვიდან მხოლოდ ერთმა გოგონამ დატოვა კარგი შთაბეჭდილება,აშკარად საკმაოდ ჭკვიანი და განათლებული იყო. ბოლოს,როგორც იქნა ქეითის მანქანაში ორივენი მშვიდობიანად ჩავსხედით.ამჯერად წინა სავარძელზე კომფორტულად მოვკალათდი,ქეითმაც მანქანა დაძრა.თავიდან,დაახლოებით ორი წუთი არც ერთს ხმა არ ამოგვიღია, თუმცა ორივემ ვიცოდით რას ვფიქრობდი.გრძნობებმა გასაქანი არ მომცა და როგორც იქნა პირიდან ერთადერთი სიტყვა წარმოვთქვი,რომელიც უამრავ რამეს მოიცავდა და ამ „უამრავი რამის" გაგება მხოლოდ ქეითს შეეძლო. -მადლობა. -და? - გაეცინა. -და..ყოველთვის იცი რა მჭირდება. -და? -და საუკეთესო ხარ მთელ მსოფლიოში. -და?- ღიმილი რაც ლაპარაკი დავიწყეთ სახიდან არ მოშორებია. -ოო ქეით..მიყვარხარ.- ვიცოდი ამის თქმის შემდეგ მოისვენებდა. -კარგი,მეც.და რა გეგმები გაქვს? -არ ვიცი.ისე..ლუკასმა მთხოვა ამას წინათ ბავშვი მანახეო.ხომ არ დამერეკა და.. -კარგი,ანახე..- უკმაყოფილად თქვა. -არ გინდა ერთად ვანახოთ?- დარწმუნებული ვიყავი თვალები ახლა ცრემლებით ქონდა სავსე,მაგრამ დასარწმუნებლად მაინც შევხედე. -არა.- ძლივს წარმოთქვა. -კი,ნახავ..რაღაცას გეტყვის..ეტყვი და..ცოტათი მაინც იქნებ აგეწყოთ ურთიერთობა. -არა,არ მინდა.ხმასაც ვერ ამოვიღებ.მეშინია. -ბოლოს და ბოლოს მე ვიქნები იქ ქეით..რაღაცას ეცადეთ... -რა ვქნა,მენატრება...კარგი,დაურეკე..-აღარაფერი მითქვამს,ლუკასის ნომერი ავკრიფე,3 ზარი გავიდა და მანაც აიღო. -გისმენ,ანა! -ლუკას,როგორ ხარ?- უნებურად გავიღიმე და ქეითს გავხედე.მანქანა მშვიდად,აუღელვებლად მიჰყავდა. -ნორმალურად.სად დამეკარგე?შენი ნახვა მინდა,უნდა გელაპრაკო.თან ბავშვიც მანახე. -ხო,მეც ზუსტად მაგიტომ გირეკავ.როდის გცალია?- კმაყოფილი ხმით ვუთხარი. -შენ როცა გინდა. - აშკარად ეტყობოდა რაღაცას აკეთებდა და ცდილობდა რაც შეიძლება მალე დაემთავრებინა ჩემთან საუბარი. -მაშინ დღეს საღამოს 9 საათზე შევხვდეთ,რომელიმე წყნარ რესტორანში. -ან სულაც ჩემთან სახლში.შევთანხმდით? -აჰა,მშვენიერია.შეხვედრამდე.მე,ანასტასია და ქეითი აუცილებლად მოვალთ.- სპეციალურად ვახსენე,არ მინდოდა მისთვის მოულოდნელი ყოფილიყო და დაბნეულიყო. -მოიცა,ვინ? - გაოგნებულმა მკითხა. -ხო,ახლა მასთან ერთად ვზივარ მანქანაში. - ამით ლუკასს ვაგრძნობინე რომ ახლა ვერ დაველაპარაკებოდი და ტელეფონი გავუთიშე. -რაო?- ინტერესით მკითხა ქეითმა,როცა დარწმუნდა რომ მობილური გავთიშე. -არაფერი,გველოდება..რა უნდა ეთქვა? - ყურებამდე გავუღიმე,რადიო ჩავრთე და მანქანის სავარძელს მივეყრდენი. -ხო,კარგი.მიგიყვან სახლში და მერე წავალ,ჩავიცვამ. -და მერე ისევ გამომივლი ხო? -ოო,მეზარება.შენ მოდი ჩემთან. -ფეხით?არა,შენ გამომივლი.- გადაწყვეტით ვთქვი,რადიოს ავუწიე და სიმღერას ხმამაღლა ავყევი.მალევე მივუახლოვდით სახლს,ქეითს დროებით დავემშვიდობე და საკუთარი სახლის კარებისკენ წავედი.არასდროს მიყვარდა დაკაკუნება,ან დაზარუნება..ყოველთვის გასაღებით ვაღებდიხოლმე.ჩანთა გავხსენი და გასაღები,რომელიც ხელში ეგრევე მომხვდა საკეტში შევარჭე,თუმცა უშედეგოდ.ყოველთვის მეშლებოდახოლმე ეს და ჯეიკის სახლის გასაღებები,ერთმანეთს ძალიან გავდნენ.ისევ დავიწყე მეორე გასაღების ძებნა..რა აღარ მედო ჩანთასი..გუშინდელი ცარიელი ვწენის ბოთლი,რომლის გადაგდებაც დამეზარა და ჩანთაში ჩავიგდე,ჯეიკის ნაჩუქარი ყელსაბამი,რომელსაც განსაკუთრებულ შემთხვევებში ვატარებდი,თუმცა ერთგვარ თილისმად მივიჩნევდი და მუდამ ჩანთით დამქონდა,ანასტასიას ფლომასტერები,დაფლეთილი ფურცლები,მობილური,ყურსასმენები,წამლები და ა.შ...ბოლოს,როგორც იქნა მივაგენი საჭირო გასაღებს და სახლშიც შევედი.
შეგისწორა და გაალამაზა: Katie
კატეგორია:♥ BooK ☆ | ნანახია:764 | დაამატა:Merder♥ | რეიტინგი:5.0/3