მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2012 » იანვარი » 30 » სიტყვების განმარტება
5:23 PM
სიტყვების განმარტება
დედა – ის, ვინც მეშინია, რომ არ დამიბერდეს.

გზა – ის რაც მთელი ცხოვრება თითქოს ფეხქვეშ მაქვს, და მაინც ვეძებ.

სიყვარული – მატარებელი, რომელზეც მაგვიანდება და უნდა მივუსწრო.

სამსახური – ქვიშის საათი, რომელის ჩამოცლასაც ყოველდღე იწყებ.


მეგობარი – ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ მარტო არა ვარ.

დედამიწა – ბურთი, რომლზეც ყველა ვთამაშობთ.

სარკე – ვისაც ვუყურებ ყოველდილით და არასდროს ველაპარაკები.თქვენც გაიხსენეთ რამე... smile

მამა – ის, ვინც ჩენზე დიდი იქნება ყოველთვის.

სახლი – ადგილი, სადაც როცა ვარ გაქცევა მინდა, და როცა არ ვარ დაბრუნება.




ხალხი – ვინც ყოველთვის ერთად მოგროვილი წარმომიგიდგენია და სინამდვილეში ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

მოთმინება – როცა უზრდელი ბავშვი ნერვებს მიშლის, მშობელი კი იქვე დგას და თავს ვიკავებ.

პეპლების საჭერი – ის რაც არც ერთ ჩემს მეგობარს არ ჰქონდა არასდროს.

მზე – რასაც პირველად ხატავენ ბავშვები.

თოვლის გუნდა – ერთადერთი რაღაც, რომელსაც გესვრიან და არ გწყინს.

ცხოვრება – ის, რასაც ყველა ჩემი უიღბლო ნაბიჯი შემიძლია დავაბრალო.

ვიტრინა – ადგილი, საიდანაც ისეთი რაღაცეები ჩანს, რომლის საყიდლადაც ფული არასდროს არ მყოფნის.

სასწაული – ის, რაც არასდროს არ ხდება.

ლექსიკონი – წიგნი, სადაც ამ ყველაფერს სხვანაირად მიხსნიან

 
კატეგორია: ♥ სხვა | ნანახია: 709 | დაამატა: anibelieber:)) | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 5
2012-02-04 Spam
hearts hearts hearts hearts