მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2014 » მარტი » 1 » სიყვარული თუ ვნება 2
9:11 PM
სიყვარული თუ ვნება 2
მთელი ღამე მასზე ვფიქრობდი, რატომ? მას ხომ არ ვუყვარვარ და უბრალოდ გასართობად ვჭირდები? არა არ მიყვარს!! - მტკიცედ ვთქვი და ტანსაცმლის ჩაცმა დავიწყე. ის ის იყო გარეთ უნდა გავსულიყავი რომ ჩემ წინ სანდრო აიტუზა. იმ წუთსვე უკან დავიხიე და კარების მიხურვა ვცადე, მაგრამ მაინც გააღო კარები და შემოვიდა.
-როგორ ხარ ლამაზო? - მკითხა სანდრომ და თან ჩემი სახლის დათვალიერება დაიწყო.
-მშვენივრად! აქ რა გინდა?
-არაფერი, სიხარულო. უბრალოდ გესტუმრე, რა არ შეიძლება?
-არა! ძალიან გთხოვ წადი აქედან!
-რატომ გამირბიხარ? არ მოგწონვარ? ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ? - ეს მითხრა თუ არა ჩემთან მოვიდა და თვალებში ჩამხედა. მე თავი დავხარე, ვიცოდი რომ შემეხედა სიმართლე უნდა მეთქვა და ეს არ მინდოდა.
-არ მომწონხარ, შენნაირი ცხოველი როგორ უნდა მომწონდეს ! - ამ დროს სანდროს მესიჯი მოუვიდა, მობილური უკან ჩაიდო და ისევ ჩემთან მოვიდა.
-წავედი მე, ერთმა გოგომ მითხრა შენი ნახვა მინდაო და ამ შანსს როგორ გავუშვებ ხელიდან.
-ვინ იყო? - მივხვდი რომ არ უნდა მეკითხა ეს, ის მობრუნდა და გაიცინა.
-რაში გაინტერესებს? ეჭვიანობ? - მოულოდნელად მომიახლოვდა ლოყაზე მაკოცა და წამში გავიდა სახლიდან.
#სანდრო
მანქანაში ჩავჯექი და ანას სახლისკენ წავედი, მაგრამ მაინც იმ სულელი გოგოსკენ მიმიწევდა გული. სახლში შევედი თუ არა ანა შემომახტა და კოცნა დამიწყო. ვხდიდი და თან საწოლზე ვაწვენდი, ამის მიუხედავად მაინც ნატაზე მეფიქრებოდა.
-ხვალაც შევხვდეთ ხო? - მკითხა ანამ და საწოლიდან წამოდგა.
-არა ტოო. გგონია მიყვარხარ? პროსტა საწოლში ხარ მაგარი თორე შენ რატო უნდა შემიყვარდე.
-კარგი მაშინ შენი საყვარელი ნატას კერვა გააგრძელე და ვნახავთ თუ ჩაიწვენ საწოლში.
-ეგ შენი საქმე არაა.
#ნატა
სახლში ვიჯექი მოწყენილი, სანამ კარზე კაკუნის ხმა არ გაისმა. მივარდი გავაღე და ხელში ნიკა შემრჩა, ჩემი ყოფილი შეყვარებული, რომელიც სიგიჯემდე მიყვარდა.
-როგორ ხარ ნატა?
-არ გელოდი, არამიშავს შენ ?
-მეც კარგად, შეიძლება?
-ჰო შემოდი. - წვენი მივუტანე და გვერდით მივუჯექი.
-აბა რა ხდება?
-მინდა დღეს სადმე წავიდეთ, როგორც მეგობრები.
-სიამოვნებით მაგრამ...
-არავითარი მაგრამ დღეს ჩემთან ერთად წამოხვალ, უბრალოდ ერთი საღამო.
-კარგი, კარგი ჰოო. და სად?
-რავი კლუბში, რესტორანში ან კინოში
-კლუბი ჯობია. მოდი შენ წადი და საღამოსთვის დაგირეკავ. - მაღლა ავედი და მზადება დავიწყე. მოკლე შავი კაბა ჩავიცვი და თმები დავისწორე. როცა მზად ვიყავი ნიკას დავურეკე და მანაც სახლში მომაკითხა, როცა დამინახა გაოცებულმა წარმოთქვა:
-ეს შენ ხარ თუ მეჩვენება?
- წავიდეთ. - მოკლედ მოვუჭერი.. კლუბში შევედით და დახლს მივუჯექით. რამოდენიმე ჭიქა დავლიე და ცეკაც დავიწყე.
-ასეთი თუ იყავი არ მეგონა! - მითხრა ნიკამ და ტუჩებში მაკოცა, სწორედ ამ დროს სანდრო მოვიდა და მუშტი მოუქნია სანდროს.
-გაგიჯდი? რას აკეთებ. შეწყვიტე სანდრო! - სანდრო მუშტებს ურტყავდა, ძლივს გამოვიყვანე. ნიკასთან მივარდი და წამოყენება ვცადე. ამ დროს სანდრო ხელი მომკიდა და ქალების ოთახში შემიყვანა . კარები ჩაკეტა და მომიახლოვდა:
-ვინ არი ის ნაბიჭვარი, რატომ გაკოცა? შენი შეყავრებულია? ან რა გაცვია, შენ ხო არ ჭედავ? - ღრიალებდა მთელ ხმაზე
-სანდრო, რა უფლება გაქ რომ მაკონტროლებ? რა შენი საქმეა როგორ ჩავიცმევ ან ვისთან ერთად მოვალ?
-ჩემი ხარ მარტო გაიგე? ვერავინ მოგეკარება ამის შემდეგ? მარტო მე მაქ უფლება მოგეფერო, ხო გაიგე? დავიჯერო ჩემზე უკეთ გკოცნის ?
-შენზე ბევრად უკეთესია!
-დაგიმტკიცებ რომ ვჯობივარ! - ტუჩებში მეცა და კოცნა დამიწყო, წელზე შემომხვია ხელები და კედელს მიმაყუდა. თვალებში ჩამხედა და მითხრა:
-ახლაც იმავეს იტყვი?
-ვერ გიტან!
-მეც მიყვარხარ! - მითხრა და ისევ განაგრძო, მაგრამ მე შევაწყვეტინე.
-არა! ეს არ მოხდება! ხვალ დავილაპარაკოთ- ვუთხარი და სახლში წავედი.

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 751 | დაამატა: -Marrii | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2014-03-05 Spam
არ მიყვარს ხოლმე ამის წერა, მაგრამ მართლა პატარა თავი იყო, წინა ეპიზოდის შემდეგ უფრო დიდ თავს ველოდი, შინაარსობრივადაც და მოცულობითაც.
Megi Gode, ლაკონურად გამოთქვამ ხოლმე ძირითად სათქმელს და რა დავამატო არ ვიცი, საბედნიეროდ ჩემს ირგვლივ მსგავსი ლავ სთორი არავის აქვს, მაგრამ ალბათ უნდა დავიჯერო, რომ მსგავსი რამეებიც ხდება, უბრალოდ რომანტიკას ამას ვერაფრით ვერ ვარქმევ, არც ერთი კუთხით არ ზის რომანტიკულობის ჩარჩოში, ყოველშემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან, ამ მხრივ კარგი იქნება თუ უფრო მეტ დამაინტრიგებელ ელემენტს შეიტან, იგივე ვნებას თუ სიყვარულს უფრო 'ახლოდან' დაგვანახებ..არ ვიცი გამიგებ თუ არა რისი თქმა მინდა, მაგრამ შევეცადე ფრენდლი ედვაისი გამომსვლოდა.