მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2013 » აპრილი » 14 » სიახლეები
3:58 PM
სიახლეები

ნობილი გახდა, რომ ლეგენდარული მომღერალი მაიკლ ჯექსონი საიდუმლო

ანტინარკოტიკულ იმპლანტანტს იყენებდა, რაც შესაძლოა, მისი სიკვდილის

მიზეზი გამხდარიყო. იმის შესახებ, რომ პოპის მეფის ორგანიზმში სპეციალური

 მოწყობილობა იყო ჩადგმული, მხოლოდ მისი სიკვდილის შემდეგ გახდა ცნობილი.


იმპლანტანტი გვამის გაკვეთის შემდეგ აღმოაჩინეს. თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი – ხელმისაწვდომი გახდა სასამართლოს დოკუმენტები, რომლებშიც ჯექსონის ექიმების დასკვნებია მოყვანილი.

ეს ფაქტი, შესაძლოა, მომღერლის სიკვდილის არსებით მიზეზად ჩაითვალოს - ორგანიზმში იმპლანტანტის არსებობის არცოდნა ხომ შეუთავსებელი წამლების დანიშვნას გამოიწვევდა და შესაბამისად, მაიკლ ჯექსონის გარდაცვალებასაც.

როგორც ცნობილი გახდა, მაიკლს იმპლანტანტი ჯერ კიდევ 2003 წელს ჩაუდგეს იმისათვის, რომ მომღერალი ნარკოდამოკიდებულებისგან გაეთავისუფლებინათ.

Narcan (სავაჭრო სახელწოდება "ნალოკსონი") ჰეროინ ან მორფდამოკიდებულების დროს ინიშნება. ის თავის ტვინში სიამოვნების რეცეპტორებს ბლოკირებას უკეთებს, რაც ნარკოტიკების მოხმარებას უაზრობად ხდის.

შეგახსენებთ, ამჟამად მიმდინარეობს სასამართლო პროცესი -მომღერლის ოჯახი საკონცერტო კომპანია AEG Live-ის წინააღმდეგ იბრძვის. პოპის მეფის ნათესავები 40 მილიონ დოლარს ითხოვენ იმისათვის, რომ კონცერტის ორგანიზატორები მაიკლ ჯექსონის ჯანმრთელობას უდიერად მოექცნენ და მის მკურნალად ექიმი კონრად მიურეი აიყვანეს.

  





აკირასა და ცნობილი ფეხბურთელის, ჟერარ პიკეს პირმშო მილანი დაბადების დღიდან მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია.

ახალბედა დედა ცრუმორწმუნე არ არის და არ ეშინია, რომ მის პატარას თვალი ეცემა. შაკირასა და ჟერარ პიკეს პირმშოს, მილანის ფოტოები ინტერნეტში ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე დღეში გამოჩნდა. ახლა უკვე პატარა მილანი "თვითერის" ვარსკვლავია.

მშობიარობის შემდეგ შაკირას თითქმის არ დაუსვენია. ის აქტიური ცხოვრების წესს მისდევს და ეს დედობაში ხელს საერთოდ არ უშლის. პატარა მილანი მშობლებს ყველგან თან დაჰყავთ – ფეხბურთელმა მამიკომ ის დაბადებისთანავე აზიარა სტადიონის ხმაურს. ვარსკვლავი დედიკოც არ ჩამორჩა მას, მუსიკალური პროექტი "ხმის" ჟიურის წითელ სავარძელზე დააბრძანა და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღო მასთან ერთად.

"მილანზე შოუმ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა", - დაწერა შაკირამ მიკრობლოგში.
 
  
 


ამდენიმე დღის წინ მოდელი ჰაიდი კლუმი საკუთარ სიცოცხლეს შვილისთვის სწირავდა. 29 წლის გერმანელი ტელეწამყვანი და სუპერმოდელი აზვირთებულ ოკეანეში 7 წლის ვაჟის, ჰენრის გადასარჩენად გადაეშვა. ეს ინციდენტი ჰავაიზე მოხდა.

ჰაიდი კლუმი შვილებთან – 8 წლის ლენისთან, 7 წლის ჰენრისთან, 6 წლის იოჰანსა და 3 წლის ლუსთან ერთად აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნავად კუნძულ ოაჰუზე იმყოფებოდა. ოჯახს თან ახლდა მოდელის ახალი ბოიფრენდი და პირადი მცველი მარტინ კრისტენიც.

ერთ დღეს, როცა მოდელი შვილებთან და საყვარელ მამაკაცთან ერთად პლაჟზე ისვენებდა, უფროსი ვაჟი, ჰენრი, ორი ძიძის თანხლებით, ოკეანეში საბანაოდ შევიდა. მოულოდნელად ბავშვსა და ქალებს უზარმაზარი ტალღა დაეჯახათ, ჯერ დაფარა და შემდეგ ოკეანის სიღრმისკენ წაიღო ისინი.

იმავე წამს კლუმი და კრისტენი ოკეანეში გადაეშვნენ. ჰაიდიმ ჰენრის ჩაავლო ხელი და დაეხმარა, რომ ნაპირისკენ გაეცურა, შემდეგ კი მოდელი ძიძების საშველად შებრუნდა. ერთ-ერთი მათგანი მოდელმა დიდი ძალისხმევის შედეგად გამოიყვანა ნაპირზე, მეორეს კი მარტინ კრისტენი დაეხმარა წყლიდან ამოსვლაში.

ჟურნალ Us Weekly-სთვის მიცემულ ინტერვიუში კლუმმა აღნიშნა, რომ 7 წლის ჰენრი კარგად ცურავს და ამიტომაც მან შეძლო, ნაპირამდე დამოუკიდებლად გამოეცურა. თუმცა კლუმი ძალიან შეშინდა არა მარტო შვილის, არამედ ძიძების გამოც.

უცნაურია, რომ სწორედ ამ მომენტში ოკეანის სანაპიროსთან პაპარაცებიც იმყოფებოდნენ, რომლებიც იმის მაგივრად, რომ გაჭირვებაში მყოფ მოდელსა და მის ოჯახს დახმარებოდნენ, სუპერმოდელის ფოტოების გადაღებით იყვნენ დაკავებულნი

.





-Nini Ko


კატეგორია: ♥ News - სიახლეები | ნანახია: 847 | დაამატა: missyou | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 4
2013-04-18 Spam
momewona dzalian niusi :))
shakiraa ♥