მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » შუაღამის მზე..
10:59 PM
შუაღამის მზე..
სკოლა, ჩემთვის ის უკვე აღარ იყო განსაწმენდელი, არამედ ნამდვილი
ჯოჯოხეთი გამხდარიყო. ცეცხლი და ტანჯვა... ჰო, მე ორივეს განვიცდიდი. 
ახლა მე უკვე ყველაფერს სწორად ვაკეთებდი. "i”–ზე ყველა წერტილი დაისვა. 
აღარავის შეეძლო თქმა, რომ პასუხისმგებლობას გავურბოდი. 
ფორკსში დავრჩი, რათა ესმე გამეხარებინა და დანარჩენები დამეცვა. ძველ
გეგმას დავუბრუნდი. იმდენს ვნადირობდი, რამდენსაც სხვები, ყოველდღე
დავდიოდი სკოლაში და განვასახიერებდი ადამიანს. ყოველ დღე ყურადღებით
ვუსმენდი აზრებს, ვცდილობდი გამეგო რაიმე ქალენების შესახებ, მაგრამ არაფერი
ახალი. გოგონას არცერთი სიტყვა არ უთქვამს საკუთარი ეჭვების შესახებ. ის
უბრალოდ ყოველთვის ერთი და იგივეს იმეორებდა – მე მის გვერდით ვიდექი, 
უბრალოდ ხელი ვკარი და გადავაგდე გზიდან, ვიდრე მის თანამოსაუბრეებს არ
მობეზრდათ გამოკითხვა არ შეწყვიტეს. არანაირი საფრთხე არ არსებობდა. ჩემს
დაუფიქრებელ საქციელს, სერიოზული შედეგები არ მოუტანია. 
მაგრამ მხოლოდ ჩემთვის არა. 
გადაწყვეტილი მქონდა მომავალი შემეცვალა. ადვილი არ იყო ამის მარტო
გაკეთება, ამასთანავე არ არსებობდა სხვა ვარიანტი, რომელსაც ავირჩევდი და
განვაგრძობდი ცხოვრებას. 
როგორც ელისმა მითხრა, არ მეყოფოდა ნებისყოფა, მისგან თავი შორს დამეჭირა,
მაგრამ მე მას დავუმტკიცებდი, რომ ცდებოდა. 
ვფიქრობდი, რომ პირველი დღე ყველაზე რთული იქნებოდა. დღის ბოლოს
დავრწმუნდი, რომ ამის გარეშე არ მოხერხდებოდა, მაგრამ შევცდი.
მაწუხებდა იმაზე ფიქრი, რომ გოგონასთვის ტკივილი უნდა მიმეყენებინა. თავს
იმით ვიმშვიდებდი, რომ ეს ტკივილი ნემსის ჩხვლეტაზე მეტი არ იქნებოდა. (ჩემიშეხედულებით), უბრალოდ პატარა ტკივილი ჩემი უარისგან. ბელა – ადამიანია და
მან იცის, რომ მე სხვანაირი ვარ, არაბუნებრივი და საშიში. ალბათ იმდენად
შეურაცხყოფილი არ დარჩება, რამდენადაც გულზე მოეშვება, როცა ზურგს შევაქცევ
და თავს მოვაჩვენებ, თითქოს არ არსებობს.
– გამარჯობა, ედვარდ. – მომესლამა ბიოლოგიის პირველივე ლექციაზე
შემთხვევის მერე. მისი ხმის ტონი საისამოვნო და მეგობრული იყო. 180 გრადუსით
შეცვლილიყო ჩვენი ბოლო საუბრის შემდგომ. 
რატომ? რას ნიშნავდა ეს ცვლილება? ყველაფერი დაივიწყა? გადაწყვიტა, რომ
მაშინ ყველაფერი მოეჩვენა? ნუთუ მაპატია, რომ დანაპირები არ შევასრულე? 
თითოეულ ამოსუნთქვაზე წყურვილივით მწვავდა ეს შეკითხვები. 
მხოლოდ ერთხელ შევხედავ თვალებში... ერთხელ წავიკითხავ მის ყველა
საიდუმლოს...
არა. ამის გაკეთებაც არ შემეძლო... თუ გადაწყვეტილი მქონდა მომავლის
შეცვლა... არ შემეძლო.
მხოლოდ ოდნავ შევბრუნდი მისკენ, ისე რომ კლასისთვის თვალი არ
მომიცილებია. თავი დავუქნიე და ისევ შემოვბრუნდი.
მას მერე აღარ დამლაპარაკებია. 
ყოველ დღე, სკოლის დამთავრების შემდეგ, როცა ჩავთვლიდი, რომ ჩემი როლი
შესრულებული მქონდა, ისევე როგორც პირველ დღეს სიეტლისკენ მივდიოდი. 
მეჩვენებოდა, რომ უკეთესად შემეძლო თავის კონტროლი, როცა მიწის ზემოთ
მივფრინავდი, როცა ყველაფერი ირგვლივ უწყვეტი მქრქალი მწვანე ფერის იყო. 
ასეთი გარბენები, ჩემი ყოველდღიურობა გახდა.
ნუთუ მიყვარდა? არა მგონია. ჯერ არა. არ შემეძლო მილიონობით ხილვისგან
დამეღწია თავი, რომელსაც ელისი ხედავდა, რომელშიც ვხედავდი, როგორ
უბრალოდ შემიყვარდებოდა ბელა. ეს სიყვარული თავისუფალი და
ძალდაუტანებელი იქნებოდა. ხოლო მისი არ შეყვარება, ჩემთვის ძალიან რთული
იქნებოდა. რამდენადაც შემეძლო თავს ვიკავებდი, შეუვალი ვხდებოდი, მკერდზე
ხელებს ვიწყობდი – ეს ყველაფერი იმდენად მღლიდა, თითქოს ჩვეულებრივი
მოკვდავი ვიყავი. უკვე ერთ თვეზე მეტი გავიდა, ჩემთვის კი ყველაფერი უფრო რთულდებოდა. ამ
ყველაფერს ჩემთვის მნიშვნელობა რა ქონდა, იმ მომენტს ველოდებოდი, როცა
ყველაფერი გაადვილდებოდა. ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რაც ელისმა მითხრა, მე
არ შემეძლო გოგონასგან თავი შორს დამეჭირა. მან დაინახა, რომ ჩემი ტკივილი
უფრო გაძლიერდა, მაგრამ მე შემეძლო ამის გაკონტროლება. 
მე არ გავანადგურებ ბელას მომავალს. თუ კი მე ის უნდა შემყვარებოდა, 
ყველაზე ცოტა რაც მისთვის შემეძლო გამეკეთებინა – მისგან გაქცევა იყო. 
იმ ძალის მოძიებას, რასაც საიმისოდ ვხარჯავდი, რომ არ მივახლოვებოდი, 
ძლივს ვპოულობდი. შემეძლო თავი მომეჩვენებინა, რომ იგნორირებას ვუკეთებდი, 
შემეძლო არ გამეხედა მის მხარეს, შემეძლო ისეთი სახე მიმეღო, თითქოს არ
მაინტერესებდა, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ეს ყველაფერი ტყუილი იყო. ეს იყო
ტყუილი და არა ის, რაც სინამდვილეში მსურდა. 
მის ყოველ ამოსუნთქვას, მის ყოველ სიტყვას ვიჭერდი. 
ჩემი ტანჯვა ოთხ კატეგორიად დავყავი. 
პირველი ორი ჩემთვის საკმაოდ ნაცნობი იყო. მისი სუნი და სიჩუმე. თუ
ყველაფერს ჩემთვის გასაგები ენით ავხსნიდი, ეს იყო ჩემი წყურვილი და ჩემი
ცნობისმოყვარეობა. 
წყურვილი, ყველაზე პრიმიტული იყო. ახლა უკვე ბიოლოგიის ლექციაზე
სუნთქვის შეკავება ჩვევად გადამექცა. რა თქმა უნდა, ხანდახან მიწევდა
გამონაკლისის დაშვება, მაგალითად როცა მიწევდა კითხვებზე პასუხის გაცემა, ან
რაიმე მსგავსი, როცა სუნთქვა ლაპარაკისთვის მჭირდებოდა. ყოველ ჯერზე, როცა
გოგონას გვერდით მყოფი ჰაერს ჩავისუნთქავდი, შეგრძნება ყოველთვის იგივე იყო, 
როგორც პირველ დღეს. ცეცხლი, სურვილი და გაშმაგება, წყურვილი იწევდა და
ცდილობდა განთავისუფლებას. ასეთ მომენტებში საკმაოდ რთული იყო, იმ პატარა
მიზეზების მოძებნა, რათა ეს სურვილები ჩამეხშო. ისევე, როგორც პირველ დღეს, 
ურჩხული მძვინვარებდა ჩემში, ის ხომ ასე ახლოს იყო საწადელთან. 
ცნობისმოყვარეობა, იყო ჩემი მუდმივი სატანჯველი. კითხვები არასოდეს
მშორდებოდნენ გონებიდან. ნებისმიერ მომენტში, როცა მისი ჩუმი ამოსუნთქვა
მესმოდა, მაინტერესებდა რას ფიქრობდა. როცა ის ჩაფიქრდებოდა და თმას თითებზე
იხვევდა. როცა იმაზე მეტი ძალით მოისროდა წიგნებს მაგიდაზე, ვიდრე
ჩვეულებრივ. როცა დაგვიანებით შემოდიოდა გაკვეთილზე. როცა მოუთმენლადგადაიდებდა ფეხს ფეხზე. მის ყოველ მოძრაობას ვიჭერდი და ეს ჭკუიდან მშლიდა. 
როცა სხვა მოსწავლეებს ელაპარაკებოდა, მის თითოეულ სიტყვას, ტონს, ინტონაციას
ვაანალიზებდი, ამბობდა თუ არა თავის ფიქრებს, ფიქრდებოდა თუ არა, სანამ პასუხს
გასცემდა დასმულ შეკითხვას, მეჩვენებოდა, რომ საკმაოდ ხშირად ლაპარაკობდა, 
რასაც მოელოდნენ კიდეც მისგან გარშემომყოფები. ეს ჩემს ოჯახს მაგონებდა, 
ერთფეროვან ცხოვრებას, სრულ ილუზიას. მასთან შედარებით, ჩვენ უკეთესად
ვასრულებდით ჩვენს როლებს. შეიძლება მე ვცდები მის შეფასებაში. რაში უნდა
სჭირდებოდეს თამაში? ის ერთ–ერთი მათგანია. ადამიანი, მოზარდი. 
მაიკ ნიუტონი, საკმაოდ მოულოდნელად, ჩემი ტანჯვის მიზეზი გახდა. ვერ
წამომედგინა, როგორ შეიძლებოდა მისნაირი უფერული და მოსაწყენი ბიჭი, ჩემი
გაცოფების მიზეზი გამხდარიყო. გულახდილი რომ ვყოფილიყავი, ცოტაოდენი
მადლიერება უნდა გამჩენოდა ამ აბეზარი ბიჭის მიმართ. მას ყველაზე უკეთ
გამოსდიოდა გოგონასთან ლაპარაკი. მე კი ჯერ კიდევ ვადგენდი ჩემს სიას გოგონას
შესახებ. მაგრამ ამ მხრივ მაიკის მონაწილეობა, კიდევ უფრო მეტად მაბრაზებდა. არ
მინდოდა, რომ მაიკი ყოფილიყო ის, ვინც მის საიდუმლოებებს ამოიცნობდა. 
მინდოდა ეს მე თვითონ გამეკეთებინა. 
მაგრამ ის ვერასოდეს ამჩნევდა გოგონას პატარა გულახდილობებს, მის შესახებ
არაფერი იცოდა. თავის გონებაში მან შექმნა ბელა, რომელიც არ არსებობდა. დახატა
ერთი ჩვეულებრივი, ისეთივე არაფრით გამორჩეული, როგორიც თვითონ იყო. ის არ
აქცევდა ყურადღებას მის სიმამაცეს, მის ისეთ თვისებებს, რაც მას, რაც სხვებისგან
გამოარჩევდა. მას არ ესმოდა დაუჯერებელი ზრდასრულობა მის სიტყვებში. როცა
გოგონა დედაზე ლაპარაკობდა, ვერ აღიქვამდა იმას, თითქოს მზრუნველი დედა
ლაპარაკობდა თავის შვილზე – და არა პირიქით. ის სიყვარულით და სითბოთი
ლაპარაკობდა და რაც ყველაზე სახალისო იყო – მის ხმაში მფარველობის სურვილი
იგრძნობოდა. არ ესმოდა ჩვეულებრივი ზრდილობა, როცა ბიჭის ისტორიებით
ინტერესდებოდა და ასეთივე გამომეტყველებას ინარჩუნებდა. 
გოგონას მაიკთან საუბრბიდან შევძელი გამეგო მისი ხასიათის ყველაზე
მნიშვნელოვანი შტრიხები. ისეთები, რომლებიც იშვიათად გვხვდებოდა
ადამიანებში. ბელა ძალიან კარგი იყო. სხვა დანარჩენი თვისებები – მიმზიდველობა, 
თავმდაბლობა, ეგოიზმის არქონა, სიყვარული და სიმამაცე, მას სულ უფრო უკეთესს
ხდიდნენ. 
თუმცა ეს ყველაფერი მაინც არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ ჩემი მისდამი
დამოკიდებულება შემეცვალა. მაიკი ბელას ისე უყრებდა, თითქოს უკვედაპყრობილი ჰყავდა, თითქოს გოგონა მისი მონაპოვარი იყო. ვხედავდი, როგორ
უხეშად ფანტაზიორობდა მის ხარჯზე. ნელნელა უფრო თავდაჯერებული ხდებოდა. 
თვლიდა, რომ ბოლომდე შეეძლო მისი მოპოვება. დროთა განმავლობაში იჯერებდა, 
რომ ის უფრო მოსწონდა გოგონას, ვიდრე სხვა თაყვანისმცემლები – ტაილერ
ქროული, მაიკ იორკი და მეც კი. გაკვეთილის დაწყებამდე, ყოველთვის მის გვედით
ჯდებოდა და გაუთავებლად ლაქლაქებდა. ჩვეულებრივი, ღიმილიანი სახით
ვიმაგრებდი თავს. ამასთანავე ხშირად მართობდა იმის წარმოდგენა, როგორ
მოვკიდებდი ქეჩოში ხელს და კლასის ყველაზე შორეული კედლისკენ მოვისროდი... 
შესაძლოა ძალიანაც არ დაშავებულიყო. 
მაიკი არც თუ ისე ხშირად ფიქრობდა ჩემზე, როგორც მოწინააღმდეგეზე. 
ავარიის შემდგომ ეგონა, რომ გადატანილი ამბავი ჩემს ბელასთან დაახლოებას
შუწყობდა ხელს, მაგრამ შიშები გაუქრა. თუმცა ხანდახან ფიქრობდა, რომ შემეძლო
გოგონა თაყვანისმცემლების ხელიდან გამომეტაცა, მაგრამ იმით კმაყოფილდებოდა,
რომ როგორც სხვა გოგოებს, ბელასაც არ ვაქცევდი ყურადღებას. 
რას ფიქრობს ახლა? მოსწონს თუ არა მისი ყურადღება? 
და ბოლოს, ჩემი ტანჯვის ყველაზე ძლიერი მიზეზი. ბელას დამოკიდებულება. 
ისიც ისევე ცდილობდა ჩემს იგნორირებას, როგორც მე მას. მეტჯერ აღარ უცდია
ჩემთან დალაპარაკება. რამდენადაც ვიცოდი, ჩემზე საერთოდ აღარ ფიქრობდა. 
ეს ყველაფერი საშინლად მაცოფებდა. თვით ჩემი გადაწყვეტილება, შემეცვალა
მომავალი, იწყებდა გაბზარვას. ერთადერთი – ხანდახან, როგორც ადრე, ისევ
დაჟინებით მიყურებდა. მე ამას ვერ ვამჩნევდი, რადგან საკუთარ თავს არ ვაძლევდი
უფლებას, მისთვის შემეხედა. ელისი ყოველთვის გვაფრთხილებდა წინასწარ, როცა
გოგონას ჩვენსკენ უნდა გამოეხედა. დანარჩენები ჯერ კიდევ ძალიან
ფრთხილობდნენ, ახსოვდათ როგორი შეცნობის უნარი გააჩნდა გოგონას. 
ის, რომ გოგონა შორიდან მაინც მიყურებდა ხანდახან, ცოტათი აადვილებდა
ყველაფერს. ალბათ ფიქრობდა ამოეცნო, რა არსება ვიყავი. 
– ბელა ედვარდს ერთ წუთში შეხედავს, ეცადეთ ნორმალურები იყოთ. –
ჩაილაპარაკა მარტის ერთ სამშაბათ დღეს ელისმა, დანარჩენები ოდნავ შესამჩნევად
შეინძრნენ და ადამიანებივით დასხდნენ. აბსოლუტური სიჩუმე, ყოველთვის ჩვენი
თანმდევი მოვლენა იყო. ყურადღება მივაქციე, რამდენად ხშირად იხედებოდა გოგონა ჩვენს მხარეს. ამან
კმაყოფილება მომგვარა, რომელიც არ უნდა მეგრძნო. მიუხედავად იმისა, რომ დრო
გადიოდა, ის ისევე ხშირად იყურებოდა ჩემსკენ, როგორც ადრე. არ ვიცოდი ეს რას
ნიშნავდა, მაგრამ ამისგან თავს კარგად ვგრძნობდი. 
ელისმა ამოისუნთქა.
– როგორ მინდა...
– ნუ ფიქრობ ამაზე ელის. – ჩავილაპარაკე ჩუმად. – ეს არ მოხდება. 
ტუჩები გაბუსხა. ელისი ძალიან ნერვიულობდა თავის ხილვებზე, გოგონასთან
მეგობრობაზე. უცნაურია, მაგრამ მას უკვე ენატრებოდა ადამიანი, რომელსაც არ
იცნობდა. 
– უნდა ვაღიარო, რომ თავი იმაზე კარგად გიჭირავს, ვიდრე ვფიქრობდი. შენ
შეძელი და მომავალი ისევ ბუნდოვანი და გაუგებარი გახადე. 
– ნამდვილად, მთელი გრძნობით ვმოქმედებ. 
ჩაიფრუტუნა. 
ვცდილობდი გამეჩუმებინა. ის ძალიან მოუთმენელი იყო საიმისოდ, რომ მასთან
მელაპარაკა. ნამდვილად არ ვიყავი საუკეთესო ხასიათზე, იმაზე მეტად დაძაბული
ვიყავი, ვიდრე ჩანდა. მხოლოდ ჯასპერმა იცოდა რად მიჯდებოდა ეს ყველაფერი, 
რადგან ის თავისი უნიკალური შესაძლებლობის დახმარებით, ეგრძნო და ემოქმედა
ადამიანების ხასიათზე, გრძნობდა ჩემგან მომავალ რხევებს. ის ვერ ხვდებოდა ამის
მიზეზს და რადგანაც ბოლო პერიოდი არანაირი ცვლილება არ ყოფილა, ყურადღებას
აღარ აქცევდა. 
დღევანდელ დღეს იმაზე დიდი სირთულეები მელოდა, ვიდრე სხვა დღეებში. 
მაიკ ნიუტონი, ეს გამაღიზიანებელი ბიჭი, რომელზეც არ უნდა მენერვიულა, 
ბელას პაემანზე დაპატიჟებას აპირებდა. 
მთებში ცეკვები იმართებოდა, რომლის დროსაც გოგოები ეპატიჟებოდნენ
ბიჭებს, ძალიან დიდი იმედი ჰქონდა, რომ ბელა მას დაპატიჟბდა. მაგრამ რადგანაც ეს
აქამდე არ მოხდა, ამან თვითდაჯერება შეურყია.  ახლა ის საკმაოდ არასასურველ
სიტუაციაში იყო, რაც მე იმაზე მეტად მსიამოვნებდა, ვიდრე საჭირო იყო. ჯესიკა
სთენლიმ ის ცეკვებზე დაპატიჟა, მაგრამ არ უნდოდა დათანხმებოდა, რადგან ჯერკიდევ იმედოვნებდა, ბელა აირჩევდა (ეს მის მოწინააღმდეგეებზე გამარჯვება
იქნებოდა), ამასთანავე არც ჯესიკას უარით გასტუმრება სურდა, ეშინოდა მეწყვილის
გარეშე არ დარჩენილიყო. ჯესიკა ხვდებოდა მისი თავშეკავების მიზეზს და
გაბრაზებული ტონით ელაპარაკებოდა გოგონას. ისევ შემიპყრო უნებლიე სურვილმა, 
რომ ჯესიკას ბოროტ აზრებსა და ბელას შორის ჩავმდგარიყავი. ახლა უკვე უკეთესად
ვხვდებოდი ჩემს ინსტიქტებს, მაგრამ ეს ყველაფერი უფრო მეტად მაწუხებდა, 
ვხვდებოდი, რომ არ შემეძლო მათგან თავის დაღწევა. 
როგორც ჩანს დრო მოვიდა!  მზად ვიყავი მეყურებინა დრამატული
მოვლენებისთვის, რომელიც სკოლაში განვითარდებოდა. 
მაიკი ცდილობდა მორეოდა ნერვიულობას, როცა ბელას ბიოლოგიის ლექციაზე
აცილებდა. ვუსმენდი მის შინაგან ბრძოლას და ველოდი როდის შემოვიდოდნენ
კლასში. ბიჭი ნამდვილი მშიშარა იყო. ის დიდ ხანს ელოდა ამ ცეკვებს, ეშინოდა,  მას
არ სურდა დამამცირებელ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო მისი უარით, ამიტომ
ერჩია პირველი ნაბიჯი გოგონას გადაედგა. 
მშიშარა. 
ისევ ჩვენს მაგიდასთან ჩამოჯდა, სიამოვნებდა სიახლოვე. უცებ წარმოვიდგინე
ის ხმაური, რომელსაც მისი სხეული გამსოცემდა, თუ მოპირდაპირე კედელს
მივანარცხებდი ისეთი ძალით, რომ ყველა ძვალი დამტვრეოდა. 
– წარმოგიდგენია, – უთხრა გოგონას, და იატაკს დახედა. – ჯესიკამ ცეკვებზე
დამპატიჟა. 
– არაჩვეულებრივია. – სწრაფად შეეპასუხა გოგონა ენთუზიაზმით. რთული იყო
ღიმილის შეკავება, როცა ბიჭმა მისი ხმის ტემბრი გააცნობიერა. იმედოვნებდა, რომ
მისი სიტყვები სინანულს გამოიწვევდა. –  მშვენივრად გაერთობი ჯესიკასთან
ერთად. 
შეეცადა სწორი პასუხი ეპოვა. 
– ნუ... – ყოყმანობდა, თითქმის მთლიანად გაუქრა თვითდაჯერება, ძლივს
შესამჩნევად განაგრძო. – მე ჯერ არ მითქვამს თანხმობა. 
– რატომ? – ბელას ხმაში როგორც გაკიცხვა, ასევე შვება იგრძნობოდა. 
რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? მოულოდნელად ძლიერმა გაბრაზებამ შემიპყრო
და მუშტები მოვკუმე. მაიკმა ვერ შენიშნა მისი შვება. სახეზე გაწითლდა, მე კი ვიგრძენი როგორ
ვდუღდი შინაგანად. მისი მხრიდან ეს მიპატიჟება იყო, ის კი, ჯერ კიდევ იატაკს
ჩასჩერებოდა, როცა ლაპარაკი განაგრძო. 
– მე ვიფიქრე... რომ შენ გეგმავდი ჩემს დაპატიჟებას. 
ბელა დაიბნა. 
სანამ პასუხზე ფიქრობდა, ბევრად ცხადად დავინახე მომავალი, ვიდრე ეს
ელისს შეეძლო დაენახა. 
გოგონამ შეიძლება ახლა დადებითი პასუხი გასცეს მაიკს მის შეკითხვაზე, ან
შეიძლება მოგვიანებით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში როდესმე აუცილებლად
ეტყვის ვინმეს "დიახ”. ის ძალიან საყვარელი და საინტერესო იყო, რასაც
საწინააღმდეგო სქესი ამას აუცილებლად შენიშნავდა. მას შეეძლო ამ მოსაწყენ
ხალხში ეპოვა ვინმე, ან დალოდებოდა ფორკსიდან წასვლას, მაგრამ დღე, როცა ის
"დიახ”–ს იტყოდა, აუცილებლად დადგებოდა. 
უწინდებურად დავინახე მისი ცხოვრება – კოლეჯი, კარიერა.. სიყვარული, 
ქორწინება, ისევ დავინახე, თეთრ ულამაზეს კაბაში გამოწყობილი, მამასთან ერთად, 
საქორწინო მარშის ხმაზე მიაბიჯებდა დამაბრმავებელი ღიმილით.
ამ ყველაფრისგან გამოწვეული ტკივილი, ყველა იმ გრძნობაზე ძლიერი იყო, რაც
კი როდესმე განმიცდია. ადამიანს მხოლოდ სიკვდილის ზღვარზე მყოფს შეუძლია
მსგავსი ტკივილის განცდა, მაგრამ ვერ შეძლებდა ამის მერე სიცოცხლეს.
ტკივილთან ერთად, გაუგებარ გაჯავრებასაც ვგრძნობდი. 
გაბრაზება მწვავდა და ფიზიკურ ტკივილს მაყენებდა. თუმცა ეს
არასერიოზული პატარა ბიჭი, ნამდვილად არ იყო ის, ვისაც ბელა თანხმობას
ეტყოდა. სურვილი მქონდა მისი თავის ქალა ნამესხვრევებად მექცია, რომ იმ
ბედნიერისთვის მაგალითი გამხდარიყო. ეს სურვილები გაბრაზებისგან, 
ტკივილისგან, სურვილისა და სასოწარკვეთისგან იყო გამოწვეული. არასოდეს
განმიცდია მსგავსი არაფერი, არ შემეძლო ამ მდგომარეობისთვის სახელი დამერქმია. 
– მაიკ, მე ვფიქრობ, რომ მას უნდა დაეთანხმო. – ზრდილობიანად უთხრა ბელამ. 
მაიკის იმედები დაიმსხვრა. ეს ყველაფერი გამახარებდა, მაგრამ იმ შოკისგან
ვიყავი განცვიფრებული, რომელიც ტკივილმა და გაბრაზებამ მომიტანა. ელისი მართალი იყო, არ ვიყავი საკმარისად ძლიერი. 
სწორედ ახლა, ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა ისევ მომავალი, ეს მას
გაახარებდა? 
– შენ უკვე დაპატიჟე ვინმე? – პირქუშად დაინტერესდა მაიკი. 
და პირველად, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ეჭვით გადმომხედა. 
გავაცნობიერე რამ გამოიწვია მისი ეს რეაქცია – ბელას მხარეს ვიყავი გადახრილი. 
ველური შური ტრიალებდა მის ფიქრებში. ფიქრობდა ვის აირჩევდა გოგონა. 
საბოლოდ მოვახერხე ჩემი გრძნობისთვის სახელის დარქმევა.
ვეჭვიანობდი. 
– არა. – უპასუხა გოგონამ და ხმაში ირონია გაუკრთა. – საერთოდ არ ვაპირებ
ცეკვებზე წასვლას. 
შვება ვიგრძენი. შვება, რომელიც სინდისის ქენჯნასა და სიბრაზეს შორის
განვიცადე, როცა მისი პასუხი გავიგონე. მოულოდნელად, ჩემს მოწინააღმდეგეს
მივაქციე ყურადღება.
– რატომ არა? – მაიკი ძლივს ფარავდა ხმაში უხეშობას. 
გამანაწყენა მისმა ტონმა, ძლივს ვიკავებდი ღრენას. 
– სიეტლში ვაპირებ წასვლას ამ შაბათს. – უპასუხა.
ცნობისმოყვარეობა ისეთი მძაფრი აღარ იყო, როგორც უწინ. უბრალოდ
ვცდილობდი კითხვებზე პასუხი ამომეცნო. ძალიან მალე შევიტყობ იმ კითხვების
პასუხებს – სად და რატომ. – რომელიც ჩემში გაჩნდა. 
მაიკის ხმამ საშინელი პირფერობა შეიძინა. 
– არ შეგიძლია გამგზავრება სხვა დროისთვის გადადო? 
– მაპატიე, მაგრამ არა. – ამჯერად ბელა უფრო თავდაჯერებული იყო. – და
ძალიან გთხოვ დიდ ხანს ნუ ალოდინებ ჯესის, ეს არაა კარგი ტონი. 
მისმა დაინტერესებამ ჯესიკას გრძნობების მიმართ, ჩემი ეჭვიანობა განდევნა. 
სიეტლში გამგზავრება, ეს უბრალოდ მიზეზი იყო უარის სათქმელად. ნუთუდაქალის მიმართ კეთილგანწყობის გამო უთხრა უარი? იქნებ სურდა "დიახ” ეთქვა? 
შეიძლება ორივე კითხვა არასწორი ყოფილიყო, შეიძლება მას სხვა მოსწონდა. 
– ჰო, მართალი ხარ. – ისეთი მოწყენილი ხმით უპასუხა მაიკმა, თითქმის
შემეცოდა. თითქმის. 
გოგონას ისე მოარიდა მზერა, რომ არანაირი საშუალება არ დამიტოვა მისი
ფიქრების საშუალებით დამენახა ბელა. 
არ ვაპირებდი დანებებას. 
ერთი თვის შემდეგ პირველად, მე მისკენ შევტრიალდი, რათა თვითონ დამენახა
გოგონას სახის გამომეტყველება. მისი შეხედვა შევძელი, ეს ისეთი შვება იყო, 
როგორც სუფთა ჰაერი, დიდი ხნის შეკავებული სუნთქვის მერე. 
თვალები დახუჭა და ხელები სახეზე შემოიჭდო. მისი მხრები, თითქოს თავს
იცავდნენ ისე გადახრილიყო წინ. ნელა აქნევდა თავს, თითქოს არა სასიამოვნო
აზრების გონებიდან განდევნას ცდილობდა. 
აღელვებული და ასეთი მომხიბვლელი. 
მისტერ ბენერის ხმამ გამოაფხიზლა და ნელა გაახილა თვალები. მაშინვე
შემომხედა, ალბათ ჩემი მზერა იგრძნო. ისეთივე მოწყენილი სახით მიყურებდა
თვალებში, როგორიც მე ვიყავი მთელი ეს პერიოდი. 
ამ წამს მე არც გაბრაზებას ვგრძნობდი, არც დანაშაულს, თუმცა ვიცოდი, რომ
აუცილებლად ვიგრძნობდი ისევ. ამ ერთადერთ წამში, ვგრძნობდი უცნაურ
აღმაფრენას, თითქოს კი არ დავმარცხდი, არამედ გავიმარჯვე. 
მიუხედავად იმისა, რომ შეუფერებელი დაჟინებით ვუცქერდი, ჩემთვის თვალი
არ მოუშორებია. ვცდილობდი მისი ყავისფერი, უძირო თვალების მიღმა კითხვებზე
პასუხები მიმეღო, თუმცა იქ მხოლოდ უამრავი კითხვა ვიპოვე და არა პასუხები. 
ჩემს წყურვილისგან ჩაშავებულ თვალებს ვხედავდი, უკვე ორი კვირა გავიდა
ჩემი ბოლო ნადირობიდან, ეს კი ნამდვილად არ იყო შესაფერისი დრო საკუთარი
გამძლეობის გამოსაცდელად. როგორც ჩანს ჩემი თვალების სიშავე მასზე არ
მოქმედებდა, არ აშინებდა, ის ჯერ კიდევ მიყურებდა, რბილი სიწითლე მის ლოყებს
ნელნელა ეპარებოდა. 
რაზე ფიქრობდა ახლა? ლამის ხმამაღლა დავსვი ეს შეკითხვა, მაგრამ ამ დროს გავიგონე მისტერ ბენერმა
როგორ ახსენა ჩემი სახელი. მოკლე მზერა ვესროლე და მის თავში უმალ ამოვიკითხე
კითხვის პასუხიც. 
სწრაფად ჩავისუნთქე. 
– კრებსის ციკლი. 
წყურვილმა ყელი ჩამწვა, კუნთები დამეჭიმა და პირი შხამით ამევსო. თვალები
დავხუჭე, ვცდილობდი თვითკონტროლი აღმედგინა, არ მიმექცია ყურადღება მისი
სისხლის წყურვილისთვის, რომელიც ჩემს შიგნით ტრიალებდა. 
მონსტრი უწინდელზე ძლიერი იყო. ბობოქრობდა, სურდა ორ ვარიანტიანი
მომავლის გამოყენება, რომელიც მას ორმოცდაათ პროცენტიან გარანტიას აძლევდა
სასურველის მისაღებად. მესამე, საკმაოდ არამდგრადი მომავალი, რომლის
შეცვლასაც ვცდილობდი, ჩამოშლილიყო, ეჭვიანობისგან და სხვა დანარჩენი
გრძნობებისგან განადგურებულიყო. მონსტრი ასე ახლოს იყო სასურველთან. 
სინდისის ქენჯნა და დანაშაულის შეგრძნება წყურვილთან ერთად ისეთი
სიძლიერით მწვავდნენ, რომ შემძლებოდა – ამ წამს თვალები ცრემლებით
ამევსებოდა.
ეს რა ჩავიდინე? 
ვხვდებოდი, რომ ბრძოლა უკვე წაგებული მქონდა. არ ღირდა
შევწინააღმდეგებოდი, იმას რაც მსურდა. შევბრუნდი, რათა კიდევ შემეხედა
გოგონასთვის. 
თმები ჩამოეფარებინა და ჩემგან იმალებოდა, მაგრამ მის კულულებს შორის
მაინც შევნიშნე, რომ მისი წითლად ანთებული სახე. 
მონსტრს ეს მოეწონა. 
არ ცდილობდა ჩემთვის შემოეხედა, უბრალოდ ნერვიულად ასრიალებდა თმაში
თითებს. მისი ნაზი თითების მიღმა, მისი მაჯა. ისინი, ისეთი მსხვრევადები
მეჩვენებდნენ, რომ მეგონა სულის შებერვითაც შევძლებდი მათ დამტვრევას. 
არა, არა, არა, არ შემეძლო ამის გაკეთება. ის ისეთი სუსტი, ისეთი კარგი, ძალიან
ძვირფასი იყო, არ იმსახურებდა ასეთ ბედს. არ შემეძლო იმის დაშვება, რომ ჩვენი
ცხოვრების გზები გადაკვეთილიყო და მისთვის ყველაფერი დამენგრია. ამასთანავე არ შემეძლო მისგან შორს ვყოფილიყავი, ამაში ელისი მართალი იყო. 
ჩემს შიგნით არსებული მონსტრი გაკვირვებული ღრიალებდა, მაშინ როცა მე
დავიწყე ფიქრი ჯერ პირველზე, ხოლო შემდგომ მეორე ვარიანტზე. 
ამ ფიქრში მასთან ყოფნის დრო იმდენად სწრაფად გავიდა – ვერც შევნიშნე. 
ზარი დაირეკა, მან კი თავისი ნივთების შეგროვება დაიწყო, ყურადღებას არ
მაქცევდა. ამან დამამწუხრა, თუმცა ალბათ მეტს არც უნდა დავლოდებოდი, ავარიის
შემდგომ, ჩემი მისდამი დამოკიდებულება მიუტევებელი იყო. 
– ბელა? – წარმოვთქვი, არ მქონდა თავის შეკავების ძალა. 
ჩემს ნებისყოფა უკვე პატარა ნამსხვრევებად ქცეულიყო. 
შეცბუნებულმა ვერ მოახერხაა ჩემთვის შემოხედვა, ხოლო როცა ჩემსკენ
შემობრუნდა მისი სახე სიფრთხილზეს და უნდობლობას გამოხატავდა. 
საკუთარ თავს შევახსენე, რომ საფუძველი ქონდა არ მნდობოდა. ასეც უნდა
ყოფილიყო. 
ელოდებოდა როდის გავაგრძელებდი ლაპარაკს, მე კი უბრალოდ ვუყურებდი
და მისი სახის გამომეტყველებას ვსწავლობდი. ოდნავ ჩავისუნთქე და ყურადღება არ
მივაქციე წყურვილს. 
– რა? – მკითხა საბოლოოდ. – ისევ მელაპარაკები? – მის ხმაში ძლიერი
უნდობლობა ჩანდა, მაგრამ ის, ისევე როგორც მისი სიბრაზე კეთილშობილებას
გამოხატავდა. გაღიმება მომინდა. 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 647 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-05-06
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz