მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » შუაღამის მზე..
10:52 PM
შუაღამის მზე..
სკოლაში დავბრუნდი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო – ასე ყურადღებას
ნაკლებად მივიქცევდი. 
დღის ბოლოს თითქმის ყველა მოსწავლე დაბრუნდა სკოლაში. მხოლოდ
ტაილერი, ბელა და კიდევ რამდენიმე სტუდენტი არ მოსულან, ისინი ვინც
ისარგებლა შემთხვევით.
რთული არ იყო სწორი არჩევანის გაკეთება, მაგრამ მთელი დღე კბილს კბილზე
ვაჭერდი, რათა მომეთმინა, გაკვეთილები არ გამეცდინა და გოგონას მოსაძებნად არ
წავსულიყავი. 
როგორც მდევარი, ჩვეულებრივი მდევარი, ვამპირი მდევარი...
გასაოცარი იყო, სკოლა იმაზე მეტად მოსაწყენი გამხდარიყო, ვიდრე ერთი
კვირის წინ. თითქოს ჩამწვარიყო ყველა ფერი, აგურებზე, ცაზე, ხეებზე, ჩემს
ირგვლივ არსებულ სახეებზე... კედელეზე არსებულ ნახეთქებს მივჩერებოდი. 
იყო მეორე საქმე რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ... არ გავაკეთე. რა თქმა უნდა
ესეც არასწორი იქნებოდა. ეს დამიკიდებული იყო იმაზე, ვინც მიყურებდა. 
ქალენების მხრივ, არა როგორც ვამპირების, არამედ, როგორც ქალენების, 
რომლებიც ერთ ოჯახს წარმოადგენდნენ, ესოდენ უცნაურ წარმონაქმნს ამ სამყაროში, 
მართალი იქნებოდა თუ კი დაახლოებით ასე მოვიქცეოდი: 
– გაოცებული ვარ, თქვენი ხილვით გაკვეთილებზე ედვარდ, გავიგე, თქვენც
მონაწილეობდით იმ საშინელ შემთხვევაში დილით.  
– დიახ, მისტერ ბენერ, მაგრამ გამიმართლა. – მეგობრული ღიმილი. – არ
დავშავებულვარ... ვწუხვარ, რომ არ შემიძლია იგივე ვთქვა ტაილერზე და ბელაზე. – როგორ არიან? 
– ვფიქრობ ტაილერი კარგადაა, მხოლოდ რამდენიმე ზედაპირული განაკაცრი
და ასევე საქარე მინის რამდენიმე ნამსხვრევი. თუმცა ბელას შემთხვევაში
დარწმუნებული არ ვარ – დანანებული მოღუშული გამოხედვა. – შეიძლება ტვინის
შერყევა ქონდეს. გავიგონე არეულად ლაპარაკობდა საგნებზე, რომლებსაც ხედავდა. 
ვიცი, რომ ექიმი ნერვიულობდა... 
ასე უნდა მოვქცეულიყავი. ვალდებული ვიყავი ჩემი ოჯახის წინაშე. 
– გაოცებული ვარ, თქვენი ხილვით გაკვეთილებზე ედვარდ, გავიგე, თქვენც
მონაწილეობდით იმ საშინელ შემთხვევაში დილით. 
– არ დავშავებულვარ – უემოციო გამომეტყველება. 
მისტერ ბენერი შეიშმუშნა. 
– რამე ცნობა გაქვთ როგორ გრძნობენ თავს ტაილერი და ბელა? გავიგე ტრამვები
მიუღიათ. 
მხრები ავიჩეჩე.
– არ ვიცი. 
მისტერ ბენერმა ჩაახველა. 
– ეეე... კარგი... – ჩემმა ცივმა გამოხედვამ, მის ხმას რიხი დაუკარგა. 
სწრაფად შებრუნდა დაფისკენ და ლექცია დაიწყო. 
ეს იყო არასწორი გზა, თუ შენ არასწორი მხრიდან უყურებდი. 
ეს ყველაფერი უმადურობა იყო  – ცილი დასწამო გოგონას ზურგს უკან, 
მითუმეტეს, როცა ის მეტ ნდობას იმსახურებდა, ვიდრე მოველოდი. მას არაფერი
უთქვამს ისეთი რაც დამაზარალებდა, მითუმეტეს ამისთვის მიზეზი მივეცი. მე კი
ვუღალატე, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი გაუკეთებია და საიდუმლო
შემინახა. 
თითქმის იგივე საუბარი განმეორდა მისის გოფთან, ოღონდ ამჯერად
ესპანურად და არა ინგლისურად. ემეტი დაჯინებით მიყურებდა. 
– იმედი მაქვს კარგი ახსნა გაქვს დღევანდელის შესახებ. როუზი გაცოფებულია. თვალები მივლულე. 
საერთოდაც, საკმაოდ კარგი ახსნა მოვიგონე. უბრალოდ უნდა წარმოედგინათ
რა მოხდებოდა, თუ კი არაფერს მოვიმოქმედებდი და გოგონას მანქანა
დაეჯახებოდა... ეს აზრი გონებიდან განვდევნე. მაგრამ თუ კი ის დაშავდებოდა და
მისი სისხლი გამოუვიდოდა, წითელი სითხე, რომელიც ასფალტზე დაიღვრებოდა, 
ხოლო მისი სუნით ჰაერი გაიჟღინთებოდა... 
შევცბი, არა მხოლოდ საშინელებისგან, არამედ სურვილისგან. არა, მე არ
შემეძლო მისთვის შემეხედა, სისხლისგან რომ იცლებოდა და მაშინვე არ
გამომეჟღავნებინა ჩვენი თავი, ყველაზე საშინელი მხრით. 
ეს არაჩვეულებრივი გასამართლებელი საბუთი იყო... მაგრამ მას არ
გამოვიყენებდი. ეს საკმაოდ დიდი სირცხვილი იქნებოდა ჩემთვის. 
და მე არ ვფიქრობდი ამაზე, ვიდრე სხვა რაღაცამ არ მიიქცია ჩემი ყურადრება. 
– მოუსმინე ჯასპერს. – განაგრძო ემეტმა, ყურადღებას არ აქცევდა ჩემს ოცნებებს. 
– ის იმდენად გაბრაზებული არ არის, რამდენადაც დარწმუნებული.
და დავინახე ის, რასაც გულისხმობდა. იმ წამსვე თვალწინ ოთახი დატრიალდა. 
ჩემი გაბრაზება იმდენად ყოვლისმომცველი იყო, რომ თვალები წითლად დამენისლა. 
მეგონა ვიგუდებოდი. 
– ჩშშშ. ედვარდ! თავი ხელში აიყვანე! – მიყვიროდა ემეტი ფიქრებში. მისი ხელი
მანამდე შემეხო და გამაჩერა სკამზე, ვიდრე ფეხზე წამოვხტებოდი. ხშირად არ
იყენებდა თავის სრულ ძალას, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში. ის ყველა ვამპირზე
ძლიერი იყო, ვისაც კი როდესმე შევხვედროდით. ემეტმა ახლა თავისი ძალა
მთლიანად გამოიყენა. იმდენად ძლიერად უჭერდა ჩემს მხარს, რომ იგივე ძალით
რომ  მთლიანად ჩემთვის დაეჭირა, სკამს რომელზეც ვიჯექი, გავტეხავდი.
– მშვიდად! – მარწმუნებდა. 
ვეცადე დავმშვიდებულიყავი, მაგრამ რთული იყო. გაშმაგება მიწვავდა გულს. 
– ჯასპერი არაფრის გაკეთებას არ გეგმავს, სანამ ყველანი არ დავილაპარაკებთ. 
უბრალოდ ვიფიქრე, რომ მისი აზრები უნდა გცოდნოდა. 
ვეცადე დავმშვიდებულიყავი და ვიგრძენი ემეტის ხელი როგორ შერბილდა. – ეცადე კიდევ არ მოაწყო რამე წარმოდგენა, ისედაც საკმარისად გაქვს
პრობლემები. 
ღრმად ჩავისუნთქე და ემეტმა ხელი გამიშვა. 
პირველ რიგში კლასს მოვავლე თვალი. ჩვენი მოქმედება იმდენად სწრაფი და
ჩუმი იყო, რომ თითქმის არავის შეუმჩნევია, რამდენიმე სტუდენტის გარდა, 
რომელიბიც ემეტის უკან ისხდნენ. თუმცა არც მათ მიუქცევიათ ყურადღება. 
ქალენები არანორმალურები იყვნენ – ყველამ იცოდა. 
– დასწყევლოს, ედვარდ, შენ პრობლემებს იქმნი. – დაამატა ემეტმა
თანაგრძნობით. 
– მიკბინე. – ჩავიჩურჩულე ამოსუნთქვასთან ერთად და მისი ჩაცინებაც
გავიგონე. 
ემეტი თავის უკმაყოფილებას არ გამოხატავდა და მის მიმართ ასეთი უმადური
არ უნდა ვყოფილიყავი. ვხედავდი, ჯასპერი როგორ აკონტროლებდა მის ხასიათს და
მოქმედების გეგმას აწყობდა. 
გაშმაგება მიდუღდა და ძლივს ვიკავებდი თავს. მიუხედავად იმისა, რომ ემეტი
ჩემზე ძლიერი იყო, ვერცერთხელვერ შეძლო ჩემი დამარცხება. ის თვლიდა, რომ მე
ვიტყუებოდი, რადგან მისი ფიქრების ამოკითხვა შემეძლო, შესაბამისად, ისინი ისევე
მეკუთვნოდნენ მე, როგორც მას, საკუთარი ძალა.. 
ბრძოლა? იყო კი ეს მთავარი? ვაპირებდი ჩემს ოჯახს დავპირისპირებოდი იმ
გოგონას გამო, რომელსაც ძლივს ვიცნობდი. 
რამდენიმე წამით ჩემი ფიქრები ამ აზრებმა დაიკავა – ვფიქრობდი სათუთ
ადამიანურ სხეულზე ჩემს ხელებში და ვადარებდი ჯასპერს, როუზს და ემეტს –
ბუნებრივად ძლიერებს და სწრაფ მომაკვდინებელ მანქანებს.  
ჰო, მისთვის ვიბრძოლებდი. ჩემი ოჯახის წინააღმდეგ, ამ ფიქრმა შემაკრთო. 
არასწორი იქნებოდა მისი დაუცველად დატოვება, მითუმეტეს ჩემს გამო
აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. 
არ შემეძლო მარტო სამივეს დამარცხება, ამიტომ მჭირდებოდა იმის ცოდნა, ვინ
დადგებოდა ჩემს მხარეს. რა თქმა უნდა კარლაილი. ის არავის წინააღმდეგ არ იბრძოლებდა, მაგრამ
როუზის და ჯასპერს შეეწინააღმდეგებოდა. შეიძლება ეს საკმარისი იყოს. ვნახოთ...
ასევე ესმე. ის ჩემს წინააღმდეგ არ წავა, ასევე ვერ იტანს კარლაილთან
შეწინააღმდეგებას, მაგრამ ამასთანავე ნებისმიერ იდეას დაუჭერს მხარს, რომელიც
ოჯახის მთლიანობას არ დაარღვევს. მისი პრიორიტეტი მე ვიყავი და არა
სამართლიანობა. თუ კარლაილი ოჯახის სული იყო, ესმე გული გამოდიოდა. ის
ჩვენი ლიდერი იყო, რომელსაც ღირდა გავყოლოდით. მას სიყვარული მოჰქონდა. 
ჩვენ ყველას ერთმანეთი გვიყვარდა. გაშმაგების დროსაც, რომელსაც ახლა
განვიცდიდი ჯასპერისა და როუზის მიმართ, მაშინაც როცა მათთან ბრძოლას
ვგეგმავდი, გოგონას დასაცავად, ვიცოდი, რომ ისინი მიყვარდა. 
ელისი... წარმოდგენა არ მაქვს, ყველაფერი დამოკიდებული იქნება რას
დაინახავს მომავალში. ალბათ გამარჯვებულის მხარეს დაიჭერს. 
ამგვარად მე მარტო უნდა მებრძოლა, ყველას დახმარების გარეშე ვინც არ უნდა
ყოფილიყო ის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ძალები თანაბარი არ იქნებოდა. მაგრამ არ
დავუშვებ, რომ გოგონას ჩემს გამო პრობლემები შეექმნეს. 
ჩემი გაბრაზება ნელნელა ჩაცხრა, ყველაფერი ბოროტ ხუმრობას დაემსგავსა. 
წარმომედგინა, როგორი რეაქცია ექნებოდა გოგონას, როცა მოვიტაცებდი. 
დაახლოებით წარმომედგინა  – დაახლოებით ისევე, როგორც გატაცება გამოსასყიდის
გამო. 
არ ვიყავი დარწმუნებული, როგორ მოვახერხებდი გოგონას გატაცებას, 
რადგანაც არ შემეძლო მის გვერდით დიდ ხანს გაჩერება. შესაძლებელია ის უკან, 
დედასთან დამებრუნებინა, მაგრამ ესეც სახიფათო იქნებოდა მისთვის. 
მოულოდნელად მივხვდი, რომ არა მარტო მისთვის იქნებოდა სახიფათო. მე
რომ მომეკლა შემთხვევით... ზუსტად არ ვიყავი დარწმუნებული, რამხელა ტკივილს
მომაყენებდა ეს, მაგრამ აუცილებლად ყოვლისმომცველი და განმგმირავი იქნებოდა. 
დრო სწრაფად გავიდა, სანამ ყველა ჩემს წინააღმდეგ ამხედრებულ მოქმედებას
განვიხილავდი: კამათი, რომელიც სახლში მელოდა, კონფლიქტი ჩემს ოჯახთან, 
გადაწყვეტილება, რომელიც შემდეგ უნდა მიმეღო... 
მაგრამ, აღარ მომიწევდა წუხილი, რომ სკოლის გამო დანაწევრებული ცხოვრება, 
აბსოულუტურად მოსაწყენი იყო. გოგონამ ბევრი რამ შეცვალა. ზარი დაირეკა და მე და ემეტი ჩუმად გავემართეთ მანქანისკენ. ჩემსა და
როზალის გამო ნერვიულობდა. იცოდა ვისი მხარეც უნდა დაეჭირა კამათისას, და
ამის გამო წუხდა. 
დანარჩენები მანქანაში მელოდნენ და სიჩუმეს ინარჩუნებდნენ. ყველანი ძალიან
ჩუმები ვიყავით, მხოლოდ მე მესმოდა ყვირილი. 
– იდიოტი! გადარეული! ჭკუასუსტი! რეგვენი! ეგოისტი უპასუხისმგებლო
სულელი! – როზალი აგრძელებდა მთელი ხმით ყვირილს გონებაში. რთული იყო
სხვების მოსმენა და ვეცადე უკუმეგდო მისი აზრები, რამდენადაც შევძლებდი
ემეტი მართალი იყო, ჯასპერი დარწმუნებული იყო თავის სიმართლეში. 
ელისი ღელავდა. ჯასპერზე ნერვიულობდა და მომავალში იყურებოდა. არ
ქონდა მნიშვნელობა როგორ მიუახლოვდებოდა გოგონას, იქ ყოველთვის მხედავდა
მე, მის წინააღმდეგ მდგომს. საინტერესოა... არც როზალი და არც ემეტი არ იყვნენ ამ
ხილვაში. ე.ი ჯასპერი მარტო გეგმავდა მოქმედებას. ეს საქმეს ამარტივებდა. 
ჯასპერი ჩვენს შორის ყველაზე გამოცდილი და ყველაზე ძლიერი მებრძოლი
იყო. ჩემი ერთადერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობდა, რომ შემეძლო მისი
სვლები მანმადე გამომეცნო, სანამ მოასწრებდა მათ შესრულებას. 
არასოდეს მიბრძოლია ნამდვილად, მხოლოდ ჯასპერთან და ემეტთან ერთად
ვთამაშობდი. იმის გაფიქრებაც კი მტკენდა, რომ მომიწევდა ჯასპერი დამეშავებინა... 
არა, არა მხოლოდ შეჩერება, არამედ... ეს დასასრული იყო. 
ელისზე მქონდა კონცენტრირება. ვიხსენებდი, როგორ აპირებდა ჯასპერი თავის
ჩანაფიქრის შერულებას. 
როგორც კი ეს გავაკეთე, ელისის ხილვები მაშინვე შეიცვალა... სულ უფრო
შორდებოდა სვონების სახლს. შემეძლო მისი შეჩერება, ვიდრე იქამდე მიაღწევდა... 
– შეწყვიტე ედვარდ! არ შეიძლება ეს ასე მოხდეს. ამას არ დავუშვებ! 
არაფერი ვუპასუხე, უბრალოდ ყურება გავაგრძელე. 
განაგრძო გაურკევევლ მომავალში ქექვა. უზუსტობის სამეფოში ცდილობდა
გზის გაგნებას. ყველაფერი დანისლული და გაურკვეველი იყო. სახლისკენ მიმავალი გზა, სიჩუმით იყო გაჟღენთილი. რომელიც აუცილებლად
დაირღვეოდა. მანქანა დიდ ავტოფარეხში გავაჩერე; კარლაილის მერსედესი იქავე
იდგა. ემეტის დიდი ჯიპის, როზალის M3 და ჩემი ასტონ მარტინის გვერდით. 
მიხაროდა, რომ კარლალი სახლში იყო. ეს სიჩუმე კატასტროფით დასრულდებოდა
და მინდოდა, რომ ის ჩემს გვერდით ყოფილიყო. 
პირდაპირ სასადილო ოთახში შევედით. 
ოთახი, სადაც დიდი ოვალური, წითელი ხისგან გაკეთებული, სკამებით
გარშემორტყმული მაგიდა იდგა, რა თქმა უნდა არასოდეს გამოიყენებოდა
დანიშნულებისამებრ. ყოველთვის წესიერად ვიქცეოდით ამ ნივთებთან
მიმართებაში. კარლაილს უყვარდა ამ ოთახის გამოყენება, როგორც სათათბირო
დარბაზის. ამდენი ძლიერი და არაორდინალური პერსონის ერთად ყოფნის
მიუხედავად, ხანდახან აუცილებელი იყო მაგიდასთან წყნარად განგვეხილა
ზოგიერთი საკითხი. 
ვიგრძენი, რომ დღეს ეს არ დამეხმარებოდა. 
კარლაილი თავის ჩვეულ ადგილზე დაჯდა, აღმოსავლეთით. ესმე მის ახლოს. 
ხელები მაგიდაზე ეწყოთ. 
ოქროსფერი, ღრმა, ნერვიულობით სავსე ესმეს თვალები ჩემსკენ იყო
მომართული.
– დარჩი! – ეს იყო მისი ერთადერთი ფიქრი. 
ძალიან ვწუხდი, რომ არ შემეძლო გამეღიმა ქალისთვის, რომელიც დედად
მიმაჩნდა, მაგრამ ახლა არ ვიყავი მასში დარწმუნებული. 
კარლაილის მეორე მხარეს დავჯექი. ესმემ ხელი აწია და მხარზე დამადო. მას
წარმოდგენა არ ქონდა რა ხდებოდა, უბრალოდ ჩემზე ნერვიულობდა. 
კარლაილმა ყველაზე კარგად იცოდა რაც ხდებოდა. ტუჩები მოკუმული ქონდა, 
შუბლზე ნაოჭი გასჩენოდა. სახის გამომეტყველება ძალიან სერიოზული ქონდა. 
როგორც კი ყველა დასხდა, დავინახე, რომ როლები შეცვლილიყო. 
როზალი, გრძელი მაგიდის მეორე ბოლოში კარლაილის პირისპირ იჯდა, და
მზერით მბურღავდა, ერთი წამითაც არ მაცილებდა თვალს. მის გვერდით ემეტი იჯდა, მისი სახის გამომეტყველება და ფიქრები
ერთმანეთთან წინააღმდეგობაში მოდიოდნენ. 
ჯასპერი ყოყმანობდა, შემდეგ კი წავიდა და როზალის უკან, კედელთან დადგა. 
მას ყველაფერი გადაწყვეტილი ქონდა, მიუხედავად ამ ლაპარაკის შედეგისა. 
კბილები ერთმანეთზე დავაჭირე. 
ელისი უკანასკნელი იყო ვინც ოთახში შემოვიდა. მისი თვალები სადღაც შორს
იყო მიპყრობილი – მომავალში, რომელიც საკმაოდ ბუნდოვანი იყო, რათა მისი
გამოყენება შეძლებოდა. ისე რომ ფიქრი არ შეუწყვეტია, ესმეს გვერდით ჩამოჯდა და
ხელები ისე მოიკიდა შუმბლზე, თითქოს თავი ტკიოდა. ჯასპერი შეშინებული
შეირხა, ფიქრობდა დამჯდარიყო თუ არა მის გვერდით, მაგრამ ადგილზე დარჩა. 
ღრმად ჩავისუნთქე. უნდა დამეწყო. პირველს უნდა დამელაპარაკა. 
– ძალიან ვწუხვარ. – და პირველ რიგში როუზს შევხედე, შემდეგ კი ჯასპერს და
ემეტს. – არ მინდოდა თქვენი რისკის ქვეშ დაყენება, ეს სულელური საქციელი იყო და
სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ საკუთარ თავზე. 
როზალიმ ავად დააკვესა თვალები. 
– რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ პასუხიმგებლობას იღებ საკუთარ თავზე? 
შენ რა, შეგიძლია ყველაფერი გამოასწორო? 
– ისე არა, როგორც შენ ფიქრობ. – ვცდილობდი მკაფიოდ და მშვიდად
მელაპარაკა. – ახლავე წავალ აქედან, თუ ეს სიტუაციას გამოასწორებს. თუ
დავიჯერებ, რომ გოგონა კარგად იქნება, თუ დავიჯერებ, რომ არცერთი თქვენგანი
მას არ შეეხება. – გონებაში შევასწორე. 
– არა. – ყრუდ ჩაილაპარაკა ესმემ. – არა ედვარდ. 
ხელზე მოვეფერე. 
– მხოლოდ რამდენიმე წლით. 
– ესმე, ერთისმხრივ მართალია. – თქვა ემეტმა. – შენ არ შეგიძლია ახლა
დაგვტოვო, ეს ჩვენ არაფრით დაგვეხმარება, პირიქით დაგვაზარალებს. ახლა
როგორც არასდროს, გვჭირდება გავიგოთ რას ფიქრობს ხალხი. 
– თუ რამე სერიოზული იქნება – ელისი დაინახავს. – არ დავეთანხმე.  კარლაილმა თავი გადააქნია.
– ვფიქრობ ემეტი მართალია ედვარდ. თუ შენ წახვალ, გოგონა ალაპარაკდება. 
ასე რომ, ან ყველანი ერთად მივდივართ, ან არავინ.
– ის არაფერს იტყვის. – სწრაფად შევეპასუხე, ვცდილობდი დამერწმუნებინა. 
როუზს, როგორც ჩანდა, ცოტაღა აკლდა აფეთქებამდე, ამიტომ მჭირდებოდა, 
რომ ყველას დაეჯერებინა ჩემი სიტყვები. 
– შენ არ იცი, რას ფიქრობს ის. – შემახსენა კარლაილმა. 
– საკმარისი ვიცი, ელისი დამეთანხმება. 
ელისმა დაღლილი მზერით შემომხედა.
– არ შემიძლია ეს დავინახო, თუ ყველაფერი ასევე დარჩება. 
როუზის და ჯასპერს გადახედა.
არა, მას არ შეეძლო მომავლის დანახვა, სანამ როზალი და ჯასპერი საკუთარ
გადაწყვეტილებას არ შეცვლიდნენ. არ შეწინააღმდეგებოდნენ სიტუაციის
ხელუხლებლად დარჩენას. 
როზალიმ ხმამაღლა დაარტყა ხელი მაგიდას. 
– ჩვენ არ უნდა დავრთოთ ადამიანს ნება, რომ რამე თქვას. კარლაილ, შენ ეს
უნდა გესმოდეს. მაშინაც კი, თუ გადავწყვიტავთ აქედან წასვლას, ხმების დატოვება
სახიფათოა.  ჩვენ არ ვცხოვრობთ ისე, როგორც სხვა ჩვენი მსგავსები. შენ იცი, რომ
მოიძებნება ისეთი ვიღაც, ვისაც გაახარებს ჩვენთვის თითის წამორტყმა. უფრო
ფრთხილები უნდა ვიყოთ, ვიდრე ვინმე სხვა! 
– ჩვენ ადრეც ვტოვებდით ხმებს ჩვენს უკან. – შევახსენე. 
– მხოლოდ ჭორები და გამოცანები ედვარდ, ის კი თვითმხილველი და
დამამტკიცებელი საბუთია. 
– დამამტკიცებელი საბუთი. – ჩავიცინე.
მაგრამ ჯასპერი დაეთანხმა და მის თვალებში საკუთარი გადაწყვეტილების
სიმტკიცე ჩანდა. –როუზ... – დაიწყო კარლაილმა.
– დამამთავრებინე. ამას არ უნდა მოყვეს რაიმე გლობალური შედეგი. გოგონამ
დღეს თავი დაარტყა, ამგვარად ტრამვა შესაძლოა იმაზე სერიოზული, აღმოჩნდეს
ვიდრე ჩანდა. – როზალიმ მხრები აიჩეჩა. – თითოეული მოკვდავი როცა იძინებს, 
ყოველთვის არსებობს შანსი, რომ ვეღარ გაიღვიძოს. ჩვენ დამოუკიდებლად უნდა
ვიმოქმედოთ. საერთოდ, ეს ედვარდის გასაკეთებელი საქმეა, მაგრამ ვხედავ, ეს მის
ძალებს არ აღემატება. თქვენ იცით, რომ შემიძლია თავის კონტროლირება. არასოდეს
დამიტოვებია ჩემს უკან არანაირი კვალი. 
– ჰო როზალი, ჩვენ ყველამ ვიცით, როგორი გამოცდილი მკვლელიც ხარ. –
ჩავიღრინე. 
გაბრაზებულმა ჩაისისინა. 
– ედვარდ, გთხოვ. – თქვა კარლაილმა და როზალისკენ შებრუნდა. – როზალი, 
როჩესტერში მე შენ ყველაფერი გაპატიე, რადგანაც ვგრძნობდი – შენ შენი სამართალი
უნდა აღგესრულებინა. კაცები, რომლებიც შენ მოკალი, მათ ცხოველური ტკივლი
მოგაყენეს. ჩვენ კი სხვა სიტუაცია გვაქვს, გოგონა უდანაშაულოა. 
– ეს მხოლოდ მე არ მეხება კარლაილ. – კბილებში გამოცრა. – ეს ჩვენ, ყველას
დაგვიცავს. 
სანამ კარლაილი საკუთარ პასუხზე ფიქრობდა, სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ თავი
დააქნია. როზალის თვალები აენთო, უფრო შორსმჭვრეტელი უნდა ყოფილიყო. 
მაშინაც კი აზრების წაკითხვა, რომ არ შემძლებოდა, მაინც მივუხვდებოდი
ჩანაფიქრს. კარლაილი არასოდეს მიდიოდა კომპრომისზე. 
– ვიცი რაც გაიფიქრე როზალი, მაგრამ... მინდა, რომ ჩვენი ოჯახი უკეთესად
იყოს დაცული, შემთხვევითობა... მოვლენა ან კონტროლის დაკარგვა – ჩვენი
არსებობის ყველაზე ცუდი მხარე – ეს მისი სტილი იყო, ელაპარაკა საკუთარ თავზე
მრავლობით რიცხვში, მაშინაც კი, თუ არასოდეს დაუშვია მსგავსი შეცდომა. –
უგულოდ მოკლა უდანაშაულო ბავშვი – ეს სრულიად სხვა საქმეა. მე ვთვლი, რომ
რისკი, რომელსაც ის წარმოადგენს, იმის მიეხედავად – იტყვის თუ არა , არაფერს
წარმოადგენს. თუ ჩვენ თუნდაც ერთ გამონაკლისს დავუშვებთ საკუთარი თავის
გადასარჩენად, ჩვენ გავწირავთ გაცილებით მნიშვნელოვანს. ჩვენ აღმოვჩნდებით
რისკის წინაშე, დავკარგოთ ჩვენი არსი, დავკარგოთ ის, თუ ვინ ვართ სინამდვილეში.ძალიან ყურადღებით ვცდილობდი საკუთარი სახის გამომეტყველების
შენარჩუნებას. არ უნდა გამცინებოდა და არც მხარი დამეჭირა. სამწუხაროა – ძალიან
მინდოდა. 
როზალი მოიღუშა. 
– არ მინდა უპასუხისმგებლოდ მოვიქცე. 
– შენ გინდა უგულოდ მოიქცე. – რბილად შეუსწორა კარლაილმა. – თითოეული
სიცოცხლე ძვირფასია. 
როზალიმ მძიმედ ამოისუნთქა და ტუჩები გამობერა. ემეტმა მხარს ზემოთ
გადახედა. 
– ყველაფერი კარგად იქნება როუზ. – გაამხნევა ჩურჩულით. 
– კითხვა. – განაგრძო კარლაილმა. – გავემგზავროთ თუ არა? 
– არა, – ჩაიბუზღუნა როზალიმ. – ჩვენ სულ ახლახან გადმოვედით აქ. მე კი არ
მინდა ჩემი მეორე წელი სკოლაში თავიდა დავიწყო.
– შენ რა თქმა უნდა შეგიძლია, შენი ასაკი არ დამალო. – შესთავაზა კარლაილმა. 
– და მერე ისევ მალე გადავიდეთ? – შეეპასუხა ის. 
კარლაილმა მხრები აიჩეჩა. 
– მე აქ მომწონს, აქ საკმაოდ ცოტაა მზიანი ამინდები, ჩვენ შეგვიძლია თითქმის
ნორმალურები ვიყოთ. 
– ასეთ შემთხვევაში ეს ყველაფერი ახლავე უნდა გადავწყვიტოთ. ჩვენ
შეგვიძლია დაველოოთ გახდება თუ არა წასვლა აუცილებელი. ედვარდი, როგროც
ჩანს დარწმუნებულია, რომ გოგონა არაფერს იტყვის. 
როზალიმ ჩაიფრუტუნა. 
როზალიზე აღარ ვნერვიულობდი. ვიცოდი, რომ კარლაილს დათანხმდებოდა
ხოლო რამდენ ხანს იქნებოდა ჩემზე გაბრაზებული, არ ქონდა მნიშვნელობა. მათი
საუბარი უმნიშვნლო წვრილმანებზე გადავიდა. 

კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 653 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-05-06
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz