მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 27 » შუაღამის მზე..
10:51 PM
შუაღამის მზე..
საკმაოდ დიდ ხანს ვუყურებდი მის სახეს. უკანასკნელად ვხედავ. ამ აზრისგან
მკერდში გამჭოლი ტკივილი ვიგრძენი, რადგანაც ვერ ვიტანდი, როცა საიდუმლო
ამოუხსნელი მრჩებოდა? ეს ნამდვილად არ იყო შესაფერისი ახსნა.
ბოლოს ღრმად ჩავისუნთქე და მივუახლოვდი, ისე რომ, მათ დავენახე.
ტაილერმა შემნიშნა და რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ თითი ტუჩებთან
მივიტანე და ვანიშნე გაჩუმებულიყო. 
– ძინავს? – ჩურჩულით ვთქვი. 
ბელამ მაშინვე გაახილა თვალები და შემომხედა. თვალები გაუფართოვდა, 
შემდეგ კი ისევ დაუწვრილდა, სიბრაზისგან ან ეჭვისგან. გამახსენდა, რომ ჩემი როლი
უნდა მეთამაშა, თითქოს დილით არაფერი გასაკუთრებული მომხდარა, მხოლოდ
თავის დარტყმისა და ცოტა კონტროლდაკარგული სიტუაციისა.
– გამარჯობა ედვარდ. – მითხრა ტაილერმა. – მართლა ძალიან ვწუხვარ... 
ხელი ავწიე, რათა შემეჩერებინა. 
– არაა სისხლი, არაა დანაშაული. – სიცილით წარმოვთქვი. 
ვერ მოვზომე და საკმაოდ ფართოდ გავიღიმე საკუთარ ხუმრობაზე.
საკვირველად ადვილი იყო ტაილერის ღია ჭრილობიდან წამოსული სისხლის
სუნის იგნორირება, რომელიც ჩემგან ოთხ ნაბიჯში იწვა. ვერასოდეს ვიგებდი, 
როგორ გამოსდიოდა ეს კარლაილს – არ მიექცია ყურადღება პაციენტის
სისხლისთვის. ნუთუ სახიფათო არ იყო მუდმივი სიახლოვე? მაგრამ... ახლა მივხვდი, 
რომ როცა საკმაოდ მობილიზებული ხარ სხვა რამეზე, სიახლოვე არაფერია. 
ტაილერის ღია ჭრილობა და სისხლი არაფერი იყო ბელას სისხლთან
შედარებით. 
ვეცადე გოგონასგან დისტანცია დამეცვა და ტაილერის ფეხებთან მატრასზე
ჩამოვჯექი. 
– როგორია განაჩენი? – შევეკითხე ბელას.
ტუჩი მოიკვნიტა.
– ყველაფერი კარგად არის, მაგრამ რატომღაც არ მაძლევენ წასვლის საშუალებას. 
შენ რატომ არ გაიარე შემოწმება ჩვენსავით? მისმა მოუთმენლობამ ღიმილი მომგვარა. 
კარლაილი უკვე დერეფანში იყო. 
– ყველაფერი ნაცნობობაზეა დამოკიდებული. – წარმოვთქვი თავისუფლად. –
მაგრამ ნუ ნერვიულობ, მოვედი, რათა მოგინახულოთ. 
ფრთხილად ვაკვირდებოდი მის რეაქციას, როცა მამაჩემი პალატაში შემოვიდა. 
თვალები გაუფართოვდა და ყბა მოექცა მოულოდნელობისგან. ჩუმად ამოვისუნთქე. 
ჰო, ნამდვილად შენიშნა მსგავსება. 
– აბა, მისს ვონ, თავს როგორ გრძნობთ? – შეეკითხა კარლაილი. მას საოცრად
დამამშვიდებელი ხმა ჰქონდა, რაც პაციენტების უმრავლესობაზე საჭირო მომენტში
დამაწყნარებლად მოქმედებდა. არ შემეძლო გაგება, როგორი ეფექტი მოახდინა ამ
ხმამ ბელას შემთხვევაში. 
– კარგად ვარ. – ჩუმად წარმოთქვა მან. 
კარლაილმა მისი სურათები მანათობელ სტენდზე მიამაგრა მის საწოლთან. 
შენი სურათები კარგ შედეგს გვაჩვენებენ. თავი არ გტკივა? ედვარდმა მითხრა
რომ საკმაოდ ძლიერად დაგირტყამს. 
გოგონამ ამოისუნთქა.
– კარგად ვარ. – გაიმეორა. მაგრამ ამჯერად მის ხმაში მოუთმენლობა
იგრძნობოდა და მაშინვე შემომხედა. 
კარლაილი მიუახლოვდა და საკმაოდ დიდ ხანს სინჯავდა მის თავს თითებით, 
სანამ თმებში კოპი არ აღმოაჩინა. 
ემოციების ტალღა მოულოდნელად დამეჯახა. 
ბევრჯერ მინახავს, როგორ მუშაობდა კარლაილი ადამიანებთან. დიდი ხნის წინ
მეც ვმუშაობდი მასთან ერთად, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევებში, როცა საქმე
სისხლს არ ეხებოდა. შესაბამისად ეს სიახლე არ იყო –  როგორ სინჯავდა გოგონას, 
თითქოს ისიც მასავით ადამიანი იყო. უამრავჯერ შემშურებია მისი
თვითკონტროლის, მაგრამ ეხლანდელი ემოცია არაფრით გავდა უწინდელს. 
შემშურდა მისი თვითკონტროლის. ასევე დავინახე ჩვენს შორის სხვაობა, მას შეეძლო
გოგონას შეხებოდა, ფრთხილად და უშიშრად, იცოდა არაფერს დაუშავებდა. გოგონამ ამოისუნთქა, კონცენტრირებამ მომიწია, რათა ჩემი უდარდელი
შეხედულება შემენარჩუნებინა. 
– გტკივა? – შეეკითხა კარლაილი.
კბილები აუკანკალდა. 
– ცოტა. – უპასუხა. 
კიდევ ერთი მისი ხასიათის შტრიხი ამოვიცანი. ის მამაცი იყო. არ უყვარდა
სისუსტის გამოჩენა. 
შესაძლებელია ის – ყველაზე უსუსური ადამიანი იყო მათ შორის, ვინც
შემხვედრია, და არ უნდოდა ამის სააშკარაოზე გამოტანა. გამეცინა. 
კიდევ ერთი მზერა მესროლა. 
– კარგი. – თქვა კარლაილმა. – მამაშენი მოსაცდელში გელოდება, შეგიძლია
სახლში წახვიდე, მაგრამ აუცილებლად დაბრუნდი, თუ კი თავბრუსხვევას ან რამე
პრობლემას აღმოაჩენ. 
მამამისი აქ იყო? უამრავი ხალხი შეკრებილიყო მოსაცდელში, ვეცადე მისი ჩუმი
აზრები წამეკითხა, მაგრამ ვერ შევძელი მისი ხმის გარჩევა. გოგონა ალაპარაკდა. მისი
ხმაში ნერვიულობა იგრძნობოდა. 
– შემიძლია სკოლაში დავბრუნდე? 
– მგონი აჯობებს დღეს დაისვენო. – შესთავაზა კარლაილმა. 
მისი თვალები ისევ ჩემთან დაბრუნდნენ. 
– ის დაბრუნდება სკოლაში? 
დამშვიდდი, საქმეები მოაგვარე... დაივიწყე, როგორ გრძნობ თავს, როცა ის
გიყურებს. 
– ვიღაცამ აუცილებლად უნდა გააგებონოს ხალხს სკოლაში, რომ გადარჩი. –
ვუთხარი.
– საერთოდაც. – გამაწყვეტინა კარლაილმა. – სკოლის მოსწავლეების
უმრავლესობა მოსაცდელში არიან. ამჯერად გამოვიცანი, როგორი იქნებოდა მისი რეაქცია – ვერ იტანდა
ყურადღების ცენტრში ყოფნას. ამან არ გამაკვირვა. 
– ო არა. – ამოიკვნესა და სახე ხელებში ჩარგო. 
როგორც ჩანს ამჯერად გამოვიცანი. მის გაგებას ვიწყებდი. 
– გინდა დარჩე? – შეეკითხა კარლაილი. 
– არა, არა. – წარმოთქვა სწრაფად. წამოდგომას შეეცადა, მაგრამ მანამდე
ჩამოსრიალდა, სანამ მისი ფეხები იატაკს შეეხებოდა. წაიბორძიკა და წონასწორობა
დაკარგული პირდაპირ კარლაილის ხელებში აღმოჩნდა, მან კი დაიჭირა და ფეხზე
წამოაყენა. 
ისევ ვიგრძენი შური. 
– კარგად ვარ. –  დაასწრო ბელამ, სანამ კარლაილი რამეს ეტყოდა. ვარდისფერმა
გადაჰკა მის სახეს. 
რათქმა უნდა ამას კარლაილი არ აუღელვებია, დარწმუნებულმა იმით, რომ
გოგონა მყარად იდგა ფეხზე, ხელი გაუშვა. 
– ტაილენოლი დალიე, რათა ტკივილი გაგიჩერდეს. – დაარიგა მან. 
– ასე ძალიანაც არ მტკივა. 
კარლაილმა გაიღიმა, როცა მისი გულის რითმი იგრძნო. 
– როგორც ჩანს, შენ ნამდვილად იღბლიანი ხარ. 
ოდნავ შემოტრიალდა სახით ჩემსკენ და შემომხედა. – ეს იმიტომ, რომ ედვარდი
ჩემს გევრდით აღმოჩნდა. 
– ოჰ, დიახ. – სასწრაფოდ დაეთანხმა კარლაილი, მანაც გაიგონა გოგონას ხმაში, 
რომ თავის თეორია ჯერ კიდევ არ შეუცვლია. ჯერ კიდევ. 
–შენი ჯერია. – გაიფიქრა კარლაილმა. – ისე მოიქეცი, როგორც საჭიროდ თვლი. 
– დიდი მადლობა. – იმდენად ჩუმად და სწრაფად ჩავილაპარაკე, ვერცერთი
ადამიანი ვერ შეძლება ამის გაგონებას. ჩემს ხმაში გაგონილმა სარკაზმზე კარლაილის
ტუჩები ღიმილისგან აეწია და ტაილერისკენ შებრუნდა. – ვშიშობ, ჩვენთან მოგიწევთ
დარჩენა. – უთხრა როცა მის, შუშისგან მიყენებულ ჭრილობას შეხედა. ნუ, რამდენადაც ეს ყველაფერი მე დავიწყე, მევე უნდა დამეღწია თავი. 
ბელა ჩემსკენ წამოვიდა, რაღაცას ფიქრობდა, მანამდე არ შეჩერებულა, სანამ
ჩემთვის არასასიამოვნო დისტანციაზე არ მომიახლოვდა. გამახსენდა, როგორ
ვიმედოვნებდი, რომ ჩემთან მოვიდოდა ამ შემთხვევამდე... ეს ყველაფერი იმ
სურვილის დაცინვას გავდა. 
– შეიძლება ერთი წუთით? – ჩაისისინა. 
მისი თბილი სუნთქვა სახეზე მომელამუნადა უკან დავიხიე. მისი ზემოქმედება
ჩემზე ოდნავადაც არ შემცირებულა.ყოველთვის, როცა ჩემს გვერდით
აღმოჩნდებოდა, ჩემში ყველაზე საშინელი ინსტინქტები იღვიძებდნენ. პირი შხამით
ამევსო, სხეული ნახტომისათვის მოემზადა, რათა ხელი მეტაცა და მის ყელში ჩამესო
კბილები.
ჩემი გონება სხეულზე ძლიერი იყო, მაგრამ მხოლოდ ახლა. 
– მამაშენი გელოდება. – შევახსენე და მკაცრად მოვკუმე პირი. 
უკან გაიხედა, კარლაილს და ტაილერს შეხედა. ტაილერი არანაირ ყურადრებას
არ გვაქცევდა, კარლაილი კი – ჩემს თითოეულ ამოსუნთქვას უთვალთვალებდა. 
– ფრთხილად, ედვარდ. 
– მინდოდა პირისპირ დაგლაპარაკებოდი. თუ წინააღმდეგი არ იქნები. –
დაიჟინა, ხმას აუწია. 
მინდოდა მეთქვა, რომ ძალიანაც წინააღმდეგი ვიყავი, მაგრამ ვიცოდი, რომ
ბოლოს მაინც მომიწევდა ამის გაკეთება. 
უამრავი გაუგებარი ემოცია ტრიალებდა ჩემში, როცა ოთახიდან გავდიოდი და
ჩემს უკან მის ნაბიჯებს ვუსმენდი. ცდილობდა არ ჩამომრჩენოდა. 
სცენის გათამაშება მომიწევდა. ვიცოდი, რა როლიც უნდა მეთამაშა, პერსონაჟიც
მოვიფიქრე – არამზადა ვიქნები. უნდა მომეტყუებინა და დამეცინა, სასტიკი
ვიქნებოდი. 
იმ ყველა საუკეთესო განზრახვის წინააღმდეგ მივდიოდი, რაც ამ წლების
მანძილზე გროვდებოდა. არასოდეს მდომებია ასე ძლიერად ნდობის მოპოვება, 
ვიდრე ახლა, როცა აუცილებელი ამ ყველაფრის განადგურება. ყველაფერს ართულებდა ფიქრი იმის შესახებ, რომ ეს მისი ბოლო მოგონება
იქნებოდა ჩემს შესახებ. ეს იქნება ჩემი გამოსამშვიდობებელი სცენა. 
მისკენ შევბრუნდი. 
– რა გინდა? – ვკითხე ცივად. 
ჩემმა არაკეთილგანწყობამ უკუაგდო. მის თვალებში შეშფოთება იკითხებოდა. 
გამომეტყველება რომელიც მომწონდა...
– შემპირდი, რომ ამიხსნიდი. – ჩუმად მიპასუხა და სპილოსძვლიფერი სახე
გაუფითრდა. 
ძალიან რთული გახდა ლაპარაკის მკაცრი ტონით გაგრძელება. 
– მე შენ სიკვდილს გადაგარჩინე, ასე რომ არაფერში არ ვარ ვალდებული. 
შეცბა. – ვხედავდი, ჩემი სიტყვები მომწამვლელი წვიმასავით მოქმედებდა
მასზე. 
– შენ შემპირდი. – დაიჩურჩულა. 
– ბელა, თავი დაარტყი, ვერ ვხვდები რას გულისხმობ. 
ნიკაპი ასწია. 
– ჩემს თავთან ყველაფერი წესრიგშია. 
ახლა ის გაბრაზებული იყო, რაც ჩემს ამოცანას აიოლებდა. მის მზერას შევხვდი
და სახე უფრო სასტიკი გამიხდა. 
– რა გინდა ჩემგან, ბელა? 
– მინდა სიმართლე ვიცოდე, მინდა ვიცოდე რატომ ვიტყუები შენს გამო.
ერთადერთი, რაც მას უნდოდა – სიმართლე, რამაც უფრო მეტად დამარწმუნა
მისთვის უარი მეთქვა. 
– შენი აზრით რა მოხდა? – თავი შევიკავე, რომ მისთვის არ დამეღრინა. 
– ერთი რაც ვიცი, ის არის, რომ შენ ჩემს გევრდით არ ყოფილხარ. ტაილერსაც არ
შეუმჩნევიხარ, ამიტომ არ მითხრა, რომ თავის ტრამვის ბრალია. ფურგონი
დაგვეჯახებოდა, მაგრამ ვერ შეძლო, შენმა ხელებმა კი კვალი დატოვა მის ფრთაზე. ასევე კვალი დარჩა სხვა მანქანასაც, შენ კი საერთოდ არაფერი დაგშავებია. შემდეგ კი
მანქანას ჩემთვის ფეხებზე უნდა გადაევლო, შენ კი ის გეჭირა... – მოულოდნელად
გაჩუმდა, ტუჩები მოკუმა და მის თვალებში გულწრფელი ცრემლები აკიაფდნენ. 
ვუყურებდი, ჩემი სახე გესლიან სიცილს გამოხატავდა, თუმცა სინამდვილეში
შიშს ვგრძნობდი. მან ყველაფერი დაინახა. 
– შენ ფიქრობ, რომ ფურგონი ავწიე? – სარკასტულად ჩავეკითხე. 
თავი დამიქნია. 
ხმა უფრო დამცინავი გამიხდა. 
– არავინ დაგიჯერებს, ხომ იცი. 
დიდი ძალისხმევა დასჭირდა, რათა სიბრაზე დაეოკებინა. ხოლო როცა
მიპასუხა, სიტყვებს გარკვევით წარმოთქვამდა და თითოეულ მათგანზე ფიქრობდა. 
– არ ვაპირებ არავისთვის თქმას. 
ის მართალს ამბობდა. ეს მის თვალებში დავინახე. მიუხედავად პირობის
გატეხვისა და ტყუილისა მაინც შემინახავდა საიდუმლოს. 
რატომ? 
ამ ყველაფერმა, ჩემი გულმოდგინედ მორგებული ნიღაბი დაარღვია, მაგრამ
მალევე მოვეგე გონს. 
– მაშინ რა მნიშვნელობა აქვს? – ვკითხე და ვცდილობდი მკაცრი ტონის
შენარჩუნებას. 
– ამას ჩემთვის აქვს მნიშვნელობა. – დარწმუნებით მიპასუხა. – არ მიყვარს
ტყუილი, ამიტომ კარგი მიზეზი უნდა არსებობდეს, რომ ასე მოვიქცე. 
ნდობას მთხოვდა. როგორ მინდოდა, რომ ჩემთვის დაეჯერებინა. მაგრამ
არსებობდა წინააღმდეგობა, რომელსაც ვერ გადავლახავდი. 
ჩემი ხმა უხეში რჩებოდა. 
– არ შეგიძლია, უბრალოდ მადლობა გადამიხადო და დაივიწყო ამის შესახებ? 
– მადლობთ. – მიპასუხა. ჩუმად ბრაზობდა და გაგრძელებას ელოდა. – ამის ასე დატოვებას არ აპირებ? 
– არა. 
– და კიდევ... – არ შემეძლო მისთვის სიმართლე მეთქვა, მაშინაც კი რომ
მდომოდა... მაგრამ არ მინდოდა. უკეთესი იყო საკუთარი თეორია ჰქონოდა, ვიდრე
ცოდნოდა ვინ ვიყავი სინამდვილეში, რადგანაც არაფერი იქნებოდა სიმართლეზე
უარესი... მე ცოცხალი ღამის კოშმარი ვიყავი. პირდაპირ საშიში ზღაპრებიდან
გადმოსული. – იმედი მაქვს გულს არ გაიტეხავ. 
მოღუშულები ვუყურებდით ერთმანეთს. მისი მძვინვარება უჩვეულო იყო. 
როგორც გაბრაზებული კნუტი, რბილი და უწყინარი, დაურწმუნებელი.
გაწითლდა და პირი მოკუმა. 
– საერთოდ რატომ გაწუხებს ეს? 
მისი კითხვა არ იყო იმ სიაში რისთვისაც პასუხები მქონდა მზად. გავოცდი და
საკუთარი როლიდან გამოვედი. ვგრძნობდი, როგორ მომშორდა ნიღაბი სახიდან და
ამჯერად სიმართლე ვუთხარი. 
– არ ვიცი... 
ბოლოჯერ ჩავიბეჭდე მისი სახე გონებაში – ჯერ კიდევ გაბრაზებული, 
აწითლებული ლოყები, შემდეგ კი შევბრუნდი და წავედი.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 636 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ორშაბათი
2024-05-06
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz