მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » შუაღამის მზე))
6:21 PM
შუაღამის მზე))
– არაფერი – გავიგონე როგორ წარმოთქვა ბელამ ეს სიტყვა, თავისი წყნარი და
მკაფიო ხმით. მისი ხმა ძალაინ ხმამაღლა მომესმა, ვიცოდი ეს რატომაც ხდებოდა. მე
მას ყურადღებით ვუსმენდი. 
– დღეს მხოლოდ ლიმონათს დავლევ – განაგრძო მან და სწრაფად წავიდა წინ. 
ვეღარ შევძელი და სწრაფი მზერით გავიხედე მისკენ. თვალები დაბლა დაეხარა
და სიწითლე ნელნელა გადასდიოდა სახიდან. მაშინვე ემეტისგენ შევბრუნდი, 
რომელიც ჩემი სახის ტრაგიკულ გამომეტყველებაზე დამცინოდა. 
– შენ ცუდად გამოიყურები ძმაო. 
ვეცადე მხიარული და ბუნებრივი სახე მიმეღო. 
ჯესიკამ ხმამაღლა გამოხატა გაოცება, გოგონას მადის დაკარგვის გამო. 
– არ გშია? 
– საერთოდ თავს ცოტა შეუძლოთ ვგრძნობ. – მისი ხმა უფრო ჩუმი გახდა, 
მაგრამ მაინც გარკვევით მესმოდა. 
რატომ მაღელვებს ეს ამბავი? – მფარველობის შეგრძნება, რომელიც მაიკ
ნიუტონისგან მოდიოდა? და რა განსხვავებაა, რომ ეს მესაკუთრეობას გავს? თუ კი
მაიკ ნიუტონი მის მიმართ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას გრძნობს, ეს ჩემი
საქმე არაა. შეიძლება ყველა ასე რეაგირებს ბელასთან. მეც ხომ ინსტიქტურად მისი
დაცვა მსურდა? მანამდე სანამ მის მოკვლას მოვინდომებდი. ჰო....
მაგრამ იყო კი გოგონა ავად? 
ძნელი მისახვედრი იყო, ისეთი სუსტი ჩანდა თავისი თითქმის გამჭვირვალე
კანით... შემდეგ განაცნობიერე რომ თურმე მეც ვნერვიულობ, როგორც სულელი
ბიჭი, და გადავწყვიტე ამაზე აღარ მეფიქრა.
ამის მიუხედავად, არ მომწონდა მისი დანახვა მაიკის აზრებიდან გამომდინარე. 
ჯესიკაზე გადავერთე და ყურადღებით ვუსმენდი როგორ არჩევდნენ თუ რომელ
მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. საბედნიეროდ ერთ–ერთი ყველაზე პირველი მდგარი
მაგიდა აარჩიეს სასადილოში, სადაც ქარი არ ხვდებოდა, ზუსტად ისე, როგორც
ელისმა გვითხრა. ელისმა იდაყვი გამარტყა. 
– ახლა ის შემოგხედავს, ადამიანივით მოიქეცი. 
კბილების ღრჭიალი ღიმილით გადავფარე. 
– მსუბუქად ედვარდ – მითხრა ემეტმა –  მართლა. თუ ერთ ადამიანს მოკლავ, 
ამით ქვეყნის აღსასრული ნამდვილად არ დადგება.  
– აუცილებლად გაიგებ ამის შესახებ – ჩავიღრინე. 
ემეტმა გაიცინა. 
– შენ მოგიწევს ამ ყველაფერზე მაღლა იდგე, ისევე როგორც მე. საუკუნო
ცხოვრება – დიდი პერიოდია, რომელის დროსაც მონანიებას მოასწრებ.
სწორედ ამ დროს, ელისმა პატარა ყინულის ნაჭერი ესროლა ემეტს სახეში, 
რომელიც არაფერში დაეჭვებულა. 
მოულოდნელობისგან გაოცებულმა ემეტმა, უცებ გაიღიმა. 
– თვითონ ითხოვე – თქვა მან, მაგიდაზე გადაიხარა და ყინულის წვეთებით
სავსე თმები მის წინ დაიფერთხა. სითბოს მოქმედების გამო გამდნარი თოვლი, მისი
თმიდან ცვიოდა. ნახევარი თოვლის, ნახევარი წყლის წვეთების სახით. 
– ფუ –  ბრაზმორეულმა წამოიძახა როზალიმ, როცა ის და ელისი ცდილობდნენ
წყლის წვეთებისგან შებრუნებას. 
ელისმა გაიცინა და ყველანი შევუერთდით. შევძელი მის თავში დამენახა, 
როგორ წარმატებით განახორციელა, შექმნა ეს მომენტი. მე ვიცოდი რომ ის გოგონა –
ვიცოდი რომ მასზე ფიქრი უნდა შემეწყვიტა, თითქოს ერთადერთი ყოფილიყოს
სამყაროში – რომ ბელა დაინახავდა როგორ ვიცინოდით, ვმხიარულობდით, 
ბედნიერები და ადამიანურები ვიყავით. 
ელისი იცინოდა და ფარივით იფარებდა თავის ლანგარს, გოგონა – ბელა –
ალბათ ისევ გვიყურებდა. 
... ისევ ქალენებს უყრებს – გაიფიქრა ვიღაცამ და ჩემი ყურადღება მიიქცია. 
ავტომატურად მივტრიალდი ”ხმის” მიმართულებით. მალევე მივაგენი და
მივხვდი ვინც იყო, დღეს საკმაოდ დიდ ხანს ვუსმენდი მას.მზერა დიდ ხანს არ შემიჩერებია ჯესიკაზე, ისევ გოგონას გადავხედე, რომელიც
გვიყურებდა. 
სწრაფად დახარა თვალები და მუქი თმის მიღმა დაიმალა. 
– რა დაემართა? ჯესიკას ფიქრებმა ჩემს გაოცებას იმეორებდნენ. 
– ევდრად ქალენი გიყურებს – უჩურჩულა სვონს ყურში და ჩაიცინა. არანაირი
ეჭვიანობის ტონი არ შეიმჩნეოდა მის სიტყვებში. როგორც ეტყობა ჯესიკამ იცოდა
როგორ უნდა მოეჩვენებინა თავი მეგობრად. 
გოგონას პასუხს მოუთმენლად ველოდი. 
– როგორ ფიქრობ გაბრაზებულია? – ჩაიჩურჩულა პასუხად. 
ესეიგი მან მიაქცია ყურადღება ჩემს უწინდელ ველურ საქციელს. რა თქმა უნდა.
კითხვამ შეაცბუნა ჯესიკა. მის აზრებში საკუთარი სახე დავინახე, ჩემი სახის
გამომეტყველებას ამოწმებდა. მაგრამ მისთვის არ შემიხედავს. ჯერ კიდევ გოგონასკენ
ვიყავი მობილიზებული, რომ რაიმე აზრი გამეგონა, მაგრამ როგორც ჩანს ვერაფერს
მოვახერხებდი. 
– არა  –  უპასუხა ჯესიმ, მიუხედავად იმისა, რომ სურდა თანხმბობით ეპასუხა –
შინაგანად აბრაზებდა ჩემი დაჟინებული თვალები – მაგრამ ხმაში ამის კვალიც არ
იყო – და უნდა იყოს? 
– მეჩვენება, რომ არ მოვწონვარ – ჩაილაპარაკა გოგონამ და თავი ხელებში ჩარგო, 
თითქოს ძალიან დაღლილიყოს. ვცდილობდი ეს ჟესტი გამეგო, მაგრამ მხოლოდ
გამოცნობა შევძელი, ალბათ დაიღალა. 
– ქალენებს არავინ მოწონთ – არწმუნებდა ჯესიკა – უფრო სწორად ისინი
გულგრილები არიან საიმისოდ, რომ ვინმე მოეწონოთ. არც არასოდეს უცდიათ.
მისი აზრები უკმაყოფილოდ იღრინებოდნენ.
– მაგრამ ის ისევ შენ გიყურებს. 
– ნუ უყურებ –
შიშით წამოიძახა გოგონამ, ხელებიდან თავი აწია, რათა ჯესიკასთვის
დაეძალებინა მოსმენა. ჯესიკამ ჩაიხითხითა, მაგრამ დაუჯერა. 
მთელი შესვენების განმავლობაში გოგონას მაგიდისთვის თვალი არ
მოუშორებია. თუმცა ვგრძნობდი, რომ უნდოდა ჩემს მხარეს გამოეხედა. სხეული
ოდნავ შემოტრალდა ჩემი მიმართულებით, ნიკაპმა მოძრაობა დაიწყო, მაგრამ
მოულოდნელად გაჩერდა, ღრმად ჩაისუნთქა და ყურადღება ხალხის ლაპარაკზე
გადაიტანა. 
საერთო ჯამში, გოგონას შესახებ აზრებს იგნორირებას ვუკეთებდი. თუმცა მის
შესახებ ნამდვილად არ ფიქრობდნენ მოცემულ მომენტში. მაიკ ნიუტონი, თოვლში
აპირებდა თამაშს გაკვეთილების შემდეგ. როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ
თოვლი წვიმამ შეცვალა. სახურავზე ფაფუკი თოვლის შეხების ხმა, წვიმის წვეთების
ხმაურმა ჩაანაცვლა. ნუთუ მართლა ვერ შენიშნეს ეს ცვლილება, მე საკმაოდ
ხმამაღალი მეჩვენებოდა. 
ლანჩის დრო ამოიწურა, ადგილიდან არ დავძრულვარ. ხალხი ერთმანეთის
მიყოლებით გადიოდა, მე კი თავი დავიჭირე, რომ მსურდა მისი ნაბიჯების ხმა
გამომერჩია. თითქოს ის რაიმე განსაკუთრებული და სხვისი ნაბიჯებისგან
განსხვავებული ყოფილიყოს. 
ჩემი ოჯახიც გაუნძრევლად იჯდა მაგიდასთან, ჩემს მოქმედებას ელოდებოდნენ. 
წავალ კლასში რომ დავჯდე მის გვერდით და შევიგრძნო მისი სისხლის ძლიერი
სურნელი, მისი სხეულიდან გამომავალი სითბო კანზე? ვიყავი საკმარისად ძლიერი? 
თუ დღეისთვის საკმარისი იყო? 
– მე... ვფიქრობ რომ ყველაფერი კარგადაა –  ყოყმანით მითხრა ელისმა – შენი
გონება წესრიგშია, ვთვლი რომ კიდევ ერთ საათს გაუძლებ. 
მაგრამ ელისმა არაჩვეულებრივად იცოდა, რამდენად სწრაფად შემეძლო
შეცვლა. 
– რატომ არ დაივიწყებ ამ ყველაფერს ედვარდ? – ჩაერია ჯასპერი. მიუხედავად
იმისა, რომ არ უნდოდა კმაყოფილება გამოემჟღავნებინა, მისი ფიქრებიდან გავიგე,
რომ უხაროდა, მარტო ის არ იყო სუსტი, –  წადი და დაისვენე. 
– რა აზრი აქვს? – არ დაეთანხმა ემეტი – ორი გამოსავალია, ან მოკლავს, ან არა. – მაგრამ მე არ მინდა ჯერ აქედან წასვლა – წუხდა როზალი – არ მინდა
ყველაფერი თავიდან დავიწყო. ჩვენ თითქმის დავამთავრეთ სკოლა. 
ბოლოსდაბოლოს.
მის სიტყვას მოვეჭიდე. მინდოდა, ძალიან მინდოდა, ამასთან პირისპირ
შეჯახება და არა ისევ გაქცევა. მითუმეტეს არ მინდოდა შორს ვყოფილიყავი. 
სისულელე იყო გასულ კვირას ჯასპერის მხრიდან, ამდენი ხნით სანადიროდ  
წაუსვლელობა. ნუთუ ასეთივე სულელური იქნებოდა ჩემგანაც? 
არ მინდოდა რომ ჩემს გამო ჩემს ოჯახს საცხოვრებელი შეეცვალა. არავინ
მეტყოდა მადლობას ამის გამო. 
მაგრამ მე მინდოდა ბიოლოგიაზე წასვლა. გავაცნობიერე, რომ ისევ მინდა მისი
სახის დანახვა. 
აი რა გამოდგა გადამწყვეტი ფაქტორი ჩემთვის. ცნობისმოყვარეობა. საკუთარ
თავზე ვბრაზობდი ამ გრძნობის გამო. ნუთუ საკუთარ თავს არ დავპირდი, რომ არ
გამოვიჩენდი დიდ დაინტერესებას იმ გოგონას აზრების მიმართ, ვისიც არ მესმოდა?  
მაგრამ ამ გრძნობას ვყავდი შეპყრობილი. 
მინდოდა გამეგო რას ფიქრობდა, მაგრამ მისი გონება ჩემთვის დახურული იყო, 
სამაგიეროდ თვალები იყო ღია. იქნებ მასში შევძლო და წავიკითხო ყველაფერი. 
– არა, როუზ, ვფიქრობ რომ ყველაფერი ნამდვილად კარგად იქნება – თქვა
ელისმა. – ვხედავ ამას. თუ ის გაკვეთილზე წავა, 93% ვარ დარწმუნებული, რომ ცუდი
არაფერი მოხდება.   
ცნობისმოყვარე მზერით შემომხედა, ცდილობდა გაეგო რა მოხდა ჩემს აზრებში, 
რამაც მისი ხედვა საიმედო გახადა. 
იყო საკმარისი ცნობისმოყვარეობა, რომ ბელა სვონი ცოცხალი დამეტოვებინა?  
ემეტი მართალი იყო, რატომ არ უნდა დამესვა აქ წერტილი? შევხვდები
ცდუნებას პირისპირ. 
– გაკვეთილზე წავალ – განვაცხადე და მაგიდიდან წამოვდექი. შემოვტრიალდი
და წამოვედი, უკან არ მიმიხედავს. მესმოდა ელისის ნერვიულობა, ჯასპერის
განაჩენი, ემეტის მოწონება, როზალის გაღიზიანება. კაბინეტის კარებთან კიდევ ერთხელ ღრმად ჩავისუნთქე, შემდეგ ფილტვებში
ჟაგბადი ჩავიგუბე და პატარა თბილ ოთახში შევედი.
არ დამიგვიანია. მისტერ ბენერი ჯერ კიდევ ლაბორატორიულისთვის
ემზადებოდა. გოგონა მერხთან, ჩვენს მერხთან იჯდა და ფურცელზე რაღაცას
ხატავდა, ალბათ საერთოდ არ აინეტრესებდა, სხვა რაღაცაზე ფიქრობდა. 
ხმაურით გამოვწიე სკამი, ვიცოდი ხალხს არ მოწონდა, როცა ვინმე უჩუმრად
უახლოვდებოდა. 
მიუხედავად იმისა, რომ ხმაური გაიგონა, თავი არ აუწევია. 
რატომ არ შემომხედა? იქნებ ისევ შეშინებულია? უნდა დავარწმუნო, რომ საშიში
არაფერია. ვაიძულო, რომ ყველაფერს სხვა თვალით შეხედოს. 
– გამარჯობა –  ჩავილაპარაკე წყანარად და გავიღიმე, რომელსაც ადამიანების
კეთილგანწყობის მოსაპოვებლად ვიყენებდი, რა თქმა უნდა კბილები არ გამოვაჩინე. 
გაფართოებული თვალები ქონდა, როცა თავი ასწია. მის თვალებში უამრავი
პასუხ გაუცემელი კითხვა და შიში იკითხებოდა. 
იმ დროს, როცა მის მუქ ყავისფერ თვალებს შევხედე, მივხვდი, რომ სიძულვილი
– სიძულვილი, რომელსაც მის მიმართ განვიცდიდი –  სადღაც გამქრალიყო. არ
ვსუნთქავდი, მის სურნელს ვერ ვგრძნობდი, რთული დასაჯერებელი იყო, რომ ის
ასეთი მტკივნეული სიძულვილს იმსახურებდა. 
– მე ედვარდ ქალენი ვარ – ვთქვი, თუმცა ვიცოდი, რომ ეს მისთვის ცნობილი
იყო. ეს ყველაფერი გაცნობისთვის აუცილებელი ზრდილობის გამოხატვა იყო. – არ
მქონდა შესაძლებლობა, რომ გასულ კვირას გაგცნობოდით. შენ ალბათ ბელა სვონი
ხარ. 
შეცბუნებული გამოიყურებოდა. რის გამოც იმაზე გვიან გამცა პასუხი, ვიდრე
საჭირო იყო. 
– საიდან იცი ჩემი სახელი? – მკითხა და მის ხმაში კაკნკალი დავიჭირე. 
როგორც ჩანს, ნამდვილად შევაშინე, ამის გამო დამნაშავედ ვიგრძენი თავი. 
ისეთი დაუცველი იყო. მოკლედ გავიცინე ისე რომ კბილები არ გამომჩენოდა. 
ვიცოდი, რომ ეს სიცილი ადამიანებზე დამამშვიდებლად მოქმედებდა. – ო, ვფიქრობ აქ ყველამ იცის შენი სახელი – რა თქმა უნდა ხვდებოდა, რომ მისი
ჩამოსვლით, ამ მოსაწყენ ქალაქში ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა – მთელი ქალაქი
ელოდა შენს ჩამოსვლას. 
მოიღუშა. იმის მიხედვით, თუ ვიმსჯელებთ, როგორი მორცხვია, შეიძლება
ვიფიქროთ რომ გარს შემოხვეული ხალხი, მისთვის არასასიამოვნო იყო. უამრავი
ადამიანი განიცდიდა, ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობებს. მათ არ სურდათ რომ
სხვისგან რამით გამორჩეულები ყოფილიყვნენ, ამავდროულად კი – ოცნებობდნენ  
ყველას ყურადღება მათკენ ყოფილიყო მიმართული.
– არა, – თქვა მან – მინდოდა მეთქვა, რატომ დამიძახე ბელა?  
– იზაბელა გირჩევნია? – შევეკითხე. ვერ მივხვდი რას გულისხმობდა. პირველს
დღეს ყველას უსწორებდა, ვინც კი იზაბელას დაუძახებდა. ნუთუ ადამიანებთან
ურთიერთობა ასეთი რთულია, როცა მათი ფიქრები არ გესმის.
– არა, მე ბელა მომწონს. – მსუბუქად დააქნია თავი და მიპასუხა. მისი სახის
გამომეტყველება – თუ სწორად გამოვიცანი – არეული და შეცბუნებული იყო. –
უბრალოდ, მეგონა, რომ ჩარლი – მამაჩემს ვგულისხმობ – ზურგსუკან ყოველთვის
იზაბელას მეძახდა. აქ ყველა ამ სახელით მიცნობს. 
გაწითლდა. 
– ოჰ, – ვუპასუხე მოკლედ და სასწრაფოდ ავარიდე მზერა. 
მხოლოდ ახლა გავაცნობიერე მისი კითხვის მნიშვნელობა. მივხვდი რომ
შეცდომა დავუშვი. მე რომ პირველ დღეს ხალხისთვის არ მომესმინა, ახლა
აუცილებლად სრული სახელით მივმართავდი, როგორც ყველა. განსხვავება შენიშნა. 
შევშფოთდი, საკმაოდ მალე დაიჭირა ჩემი შეცდომა. მისი მხრიდან ეს საკმაოდ
გასაკვირი იყო, მითუმეტეს მაშინ, როცა ასე შევაშინე. 
ჰაერი აღარ მყოფნიდა. თუ მასთან ლაპარაკის გაგრძელებას ვაპირებდი, 
აუცილებლად უნდა ჩამესუნთქა. 
რთული იყო გაჩუმება. საუბედუროდ ერთ მერხთან ვიჯექით და დღევანდელი
ლაბორატორიული, ერთად უნდა გაგვეკეთებინა. უცნაური და უხეში საქციელი
იქნება ჩემს მიერ მთელი გაკვეთილის განმავლობაში თუ არ დაველაპარაკები, ამის
გამო ის უარესად შეშინდება. რაც შეიძლება შორს მივიწიე მისგან ისე, რომ სკამი არ გამინძრევია. 
შემოსასვლელისკენ გავტრიალდი და სწრაფად ჩავისუნთქე, რა თქმა უნდა პირით. 
ახხ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი სუნი არ მიგრძვნია, ეს მაინც მტკივნეული იყო, 
მისი გემო ენაზე ვიგრძენი. ყელში ძველებურად მომეკიდა ცეცხლი, წყურვილი
ზუსტად ისეთივე ძლიერი იყო, როგორც გასულ კვირას, როცა პირველად ვიგრძენი
მისი სუნი. 
კბილები გავაღრჭიალე და ვეცადე დავმშვიდებულიყავი. 
– დაიწყეთ, – გვიბრძანა მისტერ ბენერმა. 
როგორ აღმოჩნდა გოგონას მხარეს უნდა მივბრუნებულიყავი, რომელიც მერხს
დაჰყურებდა. როგორც კი თავის კონტროლი დავიბრუნე, რომელსაც ოთხმოცი წლის
მანძილზე ვსწავლობდი, გავუღიმე.
– პირველი ქალბატონმა. – გავაგრძელე. 
თვალებ გაფართოებულმა შემომხედა, მისი სახე გაოცებას გამოხატავდა. ნუთუ
სახეზე მჭირდა რამე? რამ შეაშინა? დუმდა. 
– თუ არ გინდა, შემიძლია დავიწყო. – წყნარად ვთქვი. 
– არა. – და სახე შეუფარდისფრდა. – დავიწყებ. 
მოვიწყინე, მაგიდაზე ძველი მიკროსკოპი და პატარა ყუთი მოვიძიე, სადაც
მიკროსკოპისთვის საჭირო პრეპარატები ეყარა. უმჯობესი იყო მათზე გადამეტანა
ყურადღება და არ დამენახა როგორ წითლდებოდა. კიდევ ერთხელ სწრაფად
ჩავისუნთქე პირით და მისი გემო შევიგრძენი, რამაც ყელში ჩამწვა. 
– პრაფაზა – სწრაფად შეამოწმა და თქვა. დარწმუნებულმა თავის პასუხის
სისწორეში, პრეპარატის შეცვლა ცადა. 
– იმედი მაქვს ძალიან არ გეწყინება, თუ შევამოწმებ. – ინსტიქტურად, თითქოს
მეც ადამიანი ვიყავი, ხელი ავწიე რათა შემეჩერებინა და პრეპარატი არ შეეცვალა. 
ერთი წამით ჩემი ხელი მის კანს შეეხო. მისმა შეხებამ, თითქოს ელექტრონული
იმპულსი გამოიწვია. სასწრაფოდ გაწია ხელი. – მაპატიე – კბილებს შორის გამოვცერი და სასწრაფოდ ჩავხედე მიკროსკოპს. ის
მართალი იყო. 
– პრაფაზა – დავეთანხმე. 
ჯერ კიდევ მეტისმეტად აღელვებული ვიყავი, რომ მისთვის შემეხედა. კბილი
კბილზე დაჭერილი წყნარად ვსუნთქავდი და ვცდილობდი ყურადღება არ მიმექცია
იმ ტკივილისათვის, რასაც ვგრძნობდი. ყურადღება მთლიანად ლაბორატორიულის
განკუთვნილ ფურცელზე მქონდა გადატანილი და ნელა ვწერდი შედეგს. შემდეგ
პირველი პრეპარატი გამოვცვალე. 
რას ფიქრობს? რა იგრძნო, როცა შემეხო? ჩემი ხელი ყინულივით ცივი იყო, რაც
შეაცბუნებდა. არაფერი იყო იმაში გასაკვირი, ასე ჩუმად რომ იჯდა. 
სწრაფად ჩავხედე პრეპარატს.
– ანაფაზა – ვთქვი და სწრაფად ჩავწერე შედეგი ფურცელზე. 
– შეიძლება მეც ვნახო? – მთხოვა. 
შევხედე და გაკვირვებული დავრჩი, მელოდებოდა, სანახევროდ მოეკიდებინა
ხელი მიკროსკოპისთვის. შეშინებული არ ჩანდა. ნუთუ მართლა ფიქრობს რომ
შეიძლება შევცდე? 
მის მომლოდინე სახეს შევხედე, გამეღიმა და მიკროსკოპი გავუჩოჩე. 
მიკროსკოპს ეჭვით ჩახედა და გამომეტყველება უმალ შეეცვალა. ტუჩის
კუთხეები დაუშვა. 
– მესამე პრეპარატი? – მიკროსკოპისთვის მზერა არ მომიცილებია, ხელი ავწიე
და პრეპარატი ხელში ჩავუდე. ამჯერად ვეცადე არ შევხებოდი. მის გვერდით ჯდომა
ანთებული ჩირაღდნის გვერდით ჯდომას მაგონებდა. ვგრძნობდი როგორ ვთბებოდი
მისგან წამოსული სითბოთი. 
დიდი ხანი არ დაკვირვებია პრეპარატს.
– ინტერფაზა – წამოისროლა გულგრილად –ალბათ ცდილობდა ამ ტონით
უფრო ძლიერი გამოჩენილიყო, – მიკროსკოპი ახლოს მოვიწიე. ფურცელს არ შეხებია, 
ალბათ ელოდა როდის ჩავწერდი მის პასუხს. შევამოწმე – ამჯერადაც მართალი
აღმოჩნდა. დავასრულეთ ჩვენი საქმე, მხოლოდ სიტყვებს ვისროდით, ერთმანეთისთვის არ
შეგვიხედავს. პირველებმა დავამთავრეთ ლაბორატორიული – დანარჩენი კლასში
მყოფი მოსწავლეები ჯერ კიდევ გულმოდგინედ მუშაობდნენ. როგორც ჩანს, მაიკ
ნიუტონს მობილიზებასთან დაკავშირებული პრობლემები ქონდა – მე და ბელას
გვათვალიერებდა. 
– იმედი მაქვს არაფერი გამოუვა – გაიფიქრა მაიკმა და დამჟავებული სახით
შემომხედა. ჰმმ... საინტერესოა.  ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ მას ჩემს მიმართ
მტრული დამოკიდებულება გაუჩნდებოდა. ეს ისეთივე მოულოდნელი იყო, როგორც
გოგონას გამოჩენა. ყველაზე საინტერესო კი ის იყო, რომ აბსოლუტურად იგივეს
განვიცდიდი. 
კიდევ ერთხელ გადავხედე გოგონას, გაშტერებულმა და განადგურებულმა
შოკისგან, რადგანაც ცხოვრებას მინგრევდა. 
მივხვდი საითაც უმიზნებდა მაიკი. გოგონა ნამდვილად სიმპატიური იყო... 
თავისებურად. მისი სახე საკმაოდ საინტერესო იყო. ცოტათი ასიმეტრიული – მისი
თხელი ნიკაპი, შესაბამისობაში არ მოდიოდა მისსავე ლოყებთან. უკიდურესად
განსხვავებული ფერები – მისი კანი და თმები კონტრასტს ქმნიდნენ. თვალები კი
საიდუმლოს მალავდნენ.
მოულოდნელად მის თვალებს გადავაწყდი.
– კონტაქტურ ლინზებს ხმარობ? – მკითხა. 
რა უცნაური შეკითხვაა.
– არა – განწყობილება გამომიკეთდა და ლამის გამეცინა. 
– ო, – ჩაიბუტბუტა – მეგონა სხვა ფერის თვალები გქონდა. 
გამაცია, რადგან მივხვდი რომ მარტო მე არ ვცდილობდი დღეს
საიდუმლოებების ამოცნობას. 
გახევებულმა მხრები ავიჩეჩე და წინ გავიხედე. მასწავლებელი კლასში
დადიოდა.
რა თქმა მას მერე რაც პირველად მნახა უნდა ჩემი თვალები შეიცვალნენ. 
დღევანდელი დღისთვის ვემზადებოდი და მთელი კვირა ვნადირობდი. 
ვცდილობდი წყურვილის ჩახშობას, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნებოდა. მთელიკვირის განმავლობაში ხარბად ვსამდი ცხოველის სისხლს, თუმცა სახის ცვლილება იმ
განსაცვიფრებელი არომატისგან იყო გამოწვეული, რომელიც მის გარშემო
ტრიალებდა. როცა ის პირველად ვნახე, ჩემი თვალები წყურვილისგან იყო
ჩაშავებული. ახლა კი – ჩემი თვალები ღია ოქროსფერი, ქარვისფერი იყო, წყურვილის
ჩახშობის გადამეტებული მცდელობის გამო. 
კიდევ ერთი შეცდომა. რომ მცოდნოდა რას გულისხმობდა ამ შეკითხვის მიღმა, 
აუცილებლად ვუპასუხებდი ”დიახ”.
ორი წელია ამ სკოლაში ვსწავლობ და პირველი იყო ვინც ასე ახლოდან
მხედავდა საიმისოდ, რომ ჩემი თვალის ფერის ცვლილება შეემჩნია. ჩვენით
აღფრთოვანებული დანარჩენი მოსწავლეები, თვალის გასწორებას ვერ ბედავდნენ, 
როცა ჩვენს მზერას დაიჭერდნენ. გაგვირბოდნენ, ხოლო ჩვენთან დაკავშირებულ
დეტალებს არ იხსენებდნენ. 
რატომ ხვდება მაინცადამაინც ეს გოგო ყველაფერს? 
მისტერ ბენერი ჩვენს მერხს მოუახლოვდა და მადლიერმა სასწრაფოდ
ჩავისუნთქე მისი მოტანილი სუფთა ჰაერი, ვიდრე გოგონას სუნს შეერეოდა. 
– მოკლედ, ედვარდ – ჩამეკითხა, როცა ჩვენს პასუხებს დახედა – არ გიფიქრია
რომ იზაბელასთვისაც მიგეცა შანსი რათა მიკროსკოპთან ემუშავა? 
– ბელას – შევუსწორე ინსტიქტურად. – მან ხუთიდან სამი ფაზა გამოიცნო. 
მისტერ ბენერის აზრები სკეპტიკურად იყო განწყობილი, როცა მზერა გოგონაზე
გადაიტანა. 
– შენ გაგიკეთებია ეს ლაბორატორიული? 
ვუყურებდი, როცა ოდნავ გაიღიმა შეცბუნებულმა უპასუხა:
– ხახვის ფესვზე – არა. 
– თევზის ემბრიონზე? – ჩაეკითხა მესტერ ბენერი. 
– დიახ. 
გაკვირვებული დარჩა. დღევანდელი ლაბორატორიული, ახალი კურსიდან იყო
აღებული. გაოცებით გადააქნია თავი. 
– ფენიქსში გადიოდით ამ პროგრამით? – დიახ. 
გოგონა მხრებში გაიმართა – ადამიანისთვის დამახასიათებელია. ამას არ
გავუკვირვებივარ. 
– კარგია, – წარმოთქვა მისტერ ბენერმა და ტუჩები დაეჭიმა – კარგია რომ ეს
ლაბორატორიული ერთად შეარულეთ. 
შეტრიალდა და დაგვშორდა, თან თავისთვის ბუტბუტებდა: 
– ასე დანარჩენ მოსწავლეებს შეეძლებათ რაიმე ახალი ისწავლონ. 
ვიმედოვნებდი, რომ გოგონამ ეს ყველაფერი გაიგონა. მან კი ისევ დაიწყო
ფურცელზე ფიგურების ხატვა. 
ორი შეცდომა ნახევარ საათში, ეს ჩემთვის საშინელი მაჩვენებელი იყო. თუმცა მე
წარმოდგენაც არ მქონდა, რომ გოგონა ჩემზე ფიქრობდა. რამდენადაც ძლიერად
ეშინოდა ჩემი, იმდენად ძლიერად არ მენდობოდა – ვიცოდი, რომ კიდევ ერთხელ
უნდა მეცადა, რათა ჩემს მიმართ დამოკიდებულება შეცვლოდა. როგორმე ჩვენი
ბოლო შეხვედრა უნდა დამევიწყებინა. 
– თოვს, საშინელებაა – ვთქვი. მოსაწყენი და ბანალური თემა სალაპარაკოდ. 
მხსნელი – ამინდი. 
შემომხედა, მის თვალებში აშკარა უნდობლობა ჩანდა, რაც საკმაოდ
არანორმალური რეაქცია იყო ასეთ ჩვეულებრივ სიტყვებზე, რომელიც მე ვთქვი. 
– არც ისე – მიპასუხა და კიდევ ერთხელ გამაკვირვა.
ვეცადელაპარაკი ისევ ბანალურ ჩარჩოებში მომექცია. ის ხომ ბევრად მზიან და
თბილ ადგილას ცხოვრობდა. ეს ძალიან მცირედ მის სახეზეც აისახებოდა. ხოლო
სიცივე მასზე ცუდად მოქმედებდა.  ჩემი ყინულივით ცივი შეხება ნამდვილად.... 
– სიცივე არ მოგწონს. – გამოვიცანი.
– არც ნესტი. – დამიდასტურა. 
– ალბათ ადვილი არაა შენთვის ფორკსში ცხოვრება. – იქნება და არ ღირდა შენი
აქ საცხოვრებლად გადმოსვლა. – მინდოდა დამემატებინა. იქნებ უკეთესი იყოს, თუ
იქ დაბრუნდები, საიდანაც ჩამოხვედი. არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მინდოდა. ყოველთვის მეხსომება მისი
სისხლის სუნი – ნუთუ არსებობს რამე გარანტია, რომ საბოლოოდ მას არ გავყვები? 
ამას გარდა, თუ ის წავა, მისი გონება სამუდამოდ გამოცანად დარჩება ჩემთვის. 
სამუდამო თავსატეხად.
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 654 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-05-01
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz