მთავარი
რეგისტრაცია
შესვლა


საიტის მენიუ

გამოკითხვა 1
მოგწონთ ახალი დიზაინი?
სულ პასუხი: 88

გამოკითხვა 2
რამდენი წლის ხართ ? ♥
სულ პასუხი: 1625

გამოკითხვა 3
საიდან გაიგეთ ჩვენი საიტი ?
სულ პასუხი: 1118

  
მთავარი » 2011 » დეკემბერი » 24 » შუაღამის მზე))
6:09 PM
შუაღამის მზე))
იმ ადგილიდან, სადაც ბელა სუონი იდგა, არაფერი არ მესმოდა. სიცარიელე იყო. 
ის ნელა მიუახლოვდა მასწავლებლის მაგიდას. საბრალო გოგონა: ერთადერთი
თავისუფალი ადგილი კლასში, ჩემს გევრდით იყო. ინსტიქტურად გავანთავისუფლე
მაგიდის ნახევარი. იმედი მქონდა, რომ აქ თავს წყნარად იგრძნობდა. გრძელი
სემესტრი ელოდა წინ, ყოველ შემთხვევაში ამ კლასში. თუმცა მის გვერდით თუ
ვიჯდები, ალბათ ვიპოვი საშუალებას, მისი საიდუმლოს ამოსახსნელად. არავისსიახლოვეს არ ვსაჭიროებდი, მაგრამ ალბათ ვიპოვიდი მის აზრებში ჩემთვის
საინტერესოს და საყურადღებოს. 
ამ დროს, მან კონდენციონერთან გაიარა და ჰაერის ნაკადმა მისი სურნელი
მომიტანა. 
მისმა სუნი აფეთქების ტალღასავით მომხვდა. არ არსებობს საკმარისად ძლიერი
სიტყვა, რომელიც იმ შეგრძნების გადმოსაცემად, რომელმაც შემიპყრო.
იმ წამსვე, ისე, როგორც არასდროს, აღმოვჩნდი იმ ადამიანისგან შორს, რომელიც
ვიყავი. მაშინვე გაქრა ის პატარა ადამიანურიც კი, რაც ჩემში შემორჩენილიყო. 
მე მტაცებელი ვიყავი, ის კი ჩემი საკბილო და სხვა არაფერი არ არსებობდა ამ
ქვეყანაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ოთახში ვიყავით, სადაც უამრავი მოწმე იყო – ყველანი
უკან პლანზე გადავიდნენ. დამავიწყდა, რომ ჯერ არ ამომეხსნა მისი საიდუმლო. 
მითუმეტეს მისი აზრების გაგება აღარ იყო ჩემთვის პრინციპული მნიშვნელობის, 
რადგან ისედაც ცოტა დრო დარჩებოდა, რომ ეფიქრა. 
მე ვამპირი ვიყავი, მას კი ყველაზე ტკბილი, ყველაზე არომატული სისხლი
ქონდა, მათ შორის, რაც კი როდესმე მიგრძვნია, ჩემი 80 წლიანი არსებობის
მანძილზე.
ვერც კი წარმოვიდგენდი, ასეთი რამ თუ არსებობდა, თორემ დიდი ხნის წინ
წავიდოდი მის მოსაძებნად. მთელ დედამიწას შემოვივლიდი მის ძებნაში. 
წარმომედგინა როგორი იქნებოდა გემოთი. 
წყურვილმა ყელი დამწვა. პირი გამიშრა, ნერწყვი მომადგა. მუცელი ყრუდ
ხმაურობდა შიმშილისგან და ინსტიქტურად დამეჭიმა კუნთები ნახტომისთვის.  
ამ ყველაფერს მხოლოდ ერთი წამი დასჭირდა. შენელებული კადრივით
ვხედავდი, როგორ დგამდა ნაბიჯს.
როცა მისი ფეხი იატაკს საბოლოდ შეეხო, გაფართებული თვალებით შემომხედა
და ჩემს თვალებს შეხვდა და მასში საკუთარი თავი დავინახე.
მისი სიცოცხლე იმ წამს იმ შოკმა იხსნა, რომელიც მის თვალებში ჩახედვისას
განვიცადე. როცა ჩემი გამოხედვა დაიჭირა, ღაწვები შეეფაკლა – რამაც უარესად გაართულა
საქმე – ყველაზე ლამაზი ფერი, რომელიც კი როდესმე მინახავს. მისმა სურნელმა
მთლიანად მოიცვა ჩემი ტვინი და სხვა არაფერზე აღარ შემეძლო ფიქრი. აზრები
ამერია და უშედეგოდ ვცდილობდი თავის კონტროლს. 
სწრაფად გააგრძელა სვლა, თითქოს გაქცევის აუცილებლობა იგრძნო. სიჩქარის
გამო ფეხი აერია და კინაღამ ჩემს პირდაპირ მჯდომ გოგონას დაეცა. როგორი სუსტია, 
ადამიანის კვალობაზე... 
ვცდილობდი კონცეტრირება მომეხდინა იმაზე, რაც მის თვალებში დავინახე. 
სახე, რომელშიც ზიზღით ამოვიცანი საკუთარი თავი. ჩემს შიგნით მცხოვრები
ურჩხულის სახე, რომელსაც ათწლეულები ვებრძოდი არა ადამიანური ძალისხმევით
და მკაცრი თვითკონტროლით. როგორ უცებ მოახერხა მან ზემოთ ამოსვლა.
მისმა არომატმა საბურველში გამხვია, აზრები გამიფანტა და თითქმის მაიძულა,
რომ ადგილიდან წამოვმხტარიყავი. 
არა.
მაგიდის კუთხეს ჩავეჭიდე, ვცდილობდი სკამზე თავი შემემაგრებინა. ხემ ვერ
გამიძლო და დაიმსხვრა. პეშვში მხოლოდ ბურბუშელა, ზედაპირზე კი ჩემი თითების
ანაბეჭდი დარჩა. 
ჩვენი ყველაზე მთავარი წესი – არ დაგვეტოვებინა კვალი. მაშინვე გავასწორე  
მაგიდის ჩამოტეხილი ნაწილი. ვერავინ მიხვდებოდა, რომ ეს ადამიანის ნახელავი
იყო. ძირს მხოლოდ ბურბუშელა ეყარა, რომელიც ფეხით გავფანტე. 
არ დავტოვოთ კვალი, გავანადგუროთ ნივთმტკიცება. 
ვიცი რა მოხდება, გოგონა მომიახლოვდება, გვერდით დამიჯდება, მე კი მას
მოვკლავ. 
მოწმეები, თვრამეტი მოსწავლე და მასწავლებელი, მას მერე როცა ყველაფერს
ნახავენ, არ მომცემენ ოთახის დატოვების უფლებას. 
ფიქრმა იმის შესახებ, რაც უნდა გამეკეთებინა, შემაკრთო. თვით ყველაზე ცუდ
მომენტებშიც კი არ მოვქცეულვარ ასე ცხოველურად. არასოდეს დამიხოცავს
უდანაშაულო ხალხი, არც ერთხელ ჩემი არსებობის 80 წლის მანძილზე. ახლა კი
ერთბაშად 20 ადამიანის მოკვლას ვფიქრობდი. ურჩხულმა სახეში შემომცინა. 
ჩემი ერთი ნაწილი შეაკრთო ამ აზრმა, მეორე კი –საშინელ მკვლელობას
გეგმავდა. 
პირველ რიგში გოგონას მოვკლავ, დაახლოებით თხუთმეტი, ოცი წამი დამრჩება
მისი სისხლით დასატკბობად, ვიდრე დანარჩენები რეაგირებას მოახდენენ. შეიძლება
ცოტა მეტიც, თუ მაშინვე ვერ მიხვდებიან რა ხდება. მას არ ექნება დრო, რომ
დაიყვიროს, ან ტკივილი იგრძნოს, ძალიან მკაცრად არ მოვიქცევი და სწრაფად
მოვკლავ. სულ ეს არის, რაც ამ უცნობს შემიძლია მივცე, მისი თავბრუდამხვევი და
არომატული სისხლის სანაცვლოდ. 
ამის მერე, სხვებს არ უნდა მივცე გაქცევის საშუალება. ფანჯრებზე შემიძლია არ
ვინერვიულო, ისინი საკმაოდ პატარაა საიმისოდ რომ ვინმე გადახტეს. დარჩება
კარები – თუ მის ბლოკირებას მოვახდენ, ისინი ხაფანგში აღმოჩნდებიან. 
... თუმცა შეეშინდებათ, იყვირებენ, ვინმემ შეიძლება გაიგონოს კიდეც, ამიტომ
მათი შენარჩუნება კლასში, რთული იქნება. გარდა დროის დაკარგვისა მომიწევს სხვა, 
უდანაშაულო ხალხის დახოცვაც. 
ვიდრე ყველას გავუმკლავდები, მისი სისხლი გაცივდება. 
არომატისგან სუნთქვა შემეკრა. 
ე.ი. მას თავდაპირველად მოუწევს, მოწმედ დარჩეს. 
ყველაფერი დავგეგმე. შუა რიგში ვიჯექი, ბოლო მერხზე. თავდაპირველად ჩემს
მარჯვნივ მსხდომებს გავუსწორდები, შემიძლია ერთ წამში ოთხი, ხუთი ადამიანი
მოვკლა, ეს კი დიდ ხმაურს არ გამოიწვევს. მარჯვნივ მსხდომებს გაუმართლათ, 
ისინი ვერ შეამჩნევენ, როგორ ვმოძრაობ მათი მიმართულებით. შემდეგ ცენტრიდან
მარცხნივ. ყველაზე მეტი 5 წამი მჭირდება საიმისოდ რომ ამ ოთახში მყოფი ყველა
ცოცხალი არსება მოვკლა. 
საკმარისი დრო, რომ ბელა სუონმა დაინახოს რას ვაკეთებ. საკმარისი დრო, რომ
იგრძნოს შიში. საკმარისი დრო, რომ დაიკივლოს, თუ კი რა თქმა უნდა შოკისგან არ
გაქვავდება. ერთი არაფრის მომცემი კივილი. 
ღრმად ჩავისუნთქე და სუნმა ვენებში დამიარა, ყელი ჩამწვა და საღი აზრის ის
ნარჩენები გაანადგურა, რაც ჯერ კიდევ შემრჩენოდა. ის განაგრძობდა ჩემსკენ შემობრუნებას, რამდენიმე წამში ჩემს გვერდით, ჩემგან
რამდენიმე დიუმის მოშორებით დაჯდებოდა.
ჩემს შიგნით არსებულმა ურჩხულმა მოუთმენლად გაიღიმა. 
მარცხნივ ვიღაცამ მაგიდაზე წიგნი დააგდო. არც კი შევბრუნებულვარ, რათა
დამენახა ვინ გააკეთა ეს სიკვდილის წინ, მაგრამ ჰაერის ნაკადმა ჩემს წინ არსებული
არომატი ცოტათი გაფანტა. 
ერთ მოკლე წამში შევძელი საღად მეაზროვნა. ამ ძვირფას წამში შევძელი და
ორი სახე შევამჩნიე. 
ერთი ნამდვილად ჩემი იყო: ყოველ შემთხვევაში როდესღაც იყო: წითელ
თვალებიანი მონსტრი, იმდენი ადამიანის მკვლელი რომ სათვალავი არეულიყო. 
განზრახული და დაგეგმილი მკვლელობა. მე ვკლავდი, სხვა ნაკლებად ძლიერ
ურჩხულს. დარწმუნებული იმით, რომ ჩემი ხელით ღმერთი სჯიდა და სიკვდილს
იმსახურებდნენ. საკუთარ სინდისთან დავდე გარიგება. ადამიანის სისხლით
ვსაზრდოობდი, მაგრამ ეს ჩემთვის გამართლებული იყო. 
მეორე სახე კარლაილს ეკუთვნოდა. 
ჩვენს შორის მსგავსება არ არსებობდა. ნათელი დღე და ბნელი ღამე. 
არც უნდა ყოფილიყო ჩვენს შორის მსგავსება, რადგან კარლაილი ჩემი
ბიოლოგიური მამა არ იყო. ჩვენ გარეგნულად ერთმანეთს არ ვგავდით, მაგრამ
როგორც ყველა ვამპირს, ფერმკრთალი სახის კანი და ერთნაირი ფერის თვალი
გვქონდა. 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს შორის მსგავსება არ არსებობდა, ვფიქრობდი, რომ
ამ სამოცდაათი წლის განმავლობაში, რაც მისი გზა ავირჩიე, მას მივსდევდი, თითქოს
დავემსგავსე. რა თქმა უნდა სახის ნაკვთები არ შემცვლია, მაგრამ მისი
კეთილგონიერება, თანაგრძნობა, შეიძლებოდა ჩემს ტუჩის კუთხეებში ამოგეკითხა. 
ხოლო უსაზღვრო მოთმინება – წარბების მოხაზულობაში. 
უცებ ეს ყველა მცირე გაუმჯობესება ურჩხულის ნიღბის ქვეშ დაიმალა. 
ყველაფერი, რაც ჩემს შემქმნელთან, ჩემს მასწავლებელთან, მამაჩემთან ცხოვრებისას
ჩემში ისახებოდა, რაღაც მომენტში განადგურდა. ახლა კი ჩემს თვალებში
ეშმაკისეული წითელი ცეცხლი ელავდა და ჩვენს შორის არსებული ყველა მსგავსება
სამუდამოდ დაკარგულიყო. ჩემი აზრით კარლაილი არ დამძრახავდა. ვიცოდი, რომ მაპატიებდა ამ საშინელი
საქციელს, რადგან ვუყვარდი. ფიქრობდა, რომ იმაზე უკეთესი ვიყავი, ვიდრე თავად
წარმომედგინა. მაშინაც ვეყვარებოდი, თუ მის იმედებს ვერ გავამართლებდი.
ბელა სუონი ჩვენს გვერდით მდგარ სკამზე დაეშვა. მისი მოძრაობები მოუქნელი
და გაუფრთხილებელი იყო (ჩემი ეშინოდა?), მისი სისხლის არომატმა კი საბურველში
გამხვია.
მე ვერ შევძლებ მამაჩემს იმედები გავუმართლო. ამის გაცნობიერებამ, ზუსტად
ისევე მატკინა, როგორც წყურვილის შეგრძნებამ. 
ზიზღით გავიწიე გვერდით – ჩემში არსებულ ურჩხულს მისი მოკვლა
სწყუროდა. 
რაში დასჭირდა აქ ჩამოსვლა? რატომ ცოცხლობს? რა უფლება აქვს დამირღვიოს
ის მყიფე სამყარო, რომელშიც ვცხოვრობ? საერთოდ რატომ დაიბადა ეს გოგონა? ის მე
გამანადგურებს. 
მისგან შვეტრიალდი. უმიზეზო და უაზრო სიძულვილით შეპყრობილი. 
ვინ არის? რატომ მაინც და მაინც მე, რატომ ახლა? რატომ უნდა დავკარგო
ყველაფერი იმის გამო, რომ მას თავში აზრათ მოუვიდა ამ ღვთისაგან მივიწყებულ
ქალაქში გამოჩენა? 
რისთვის ჩამოვიდა? 
არ მინდა მონსტრად ყოფნა, არ მინდა ამ ბავშვებით სავსე ოთახში სასაკლაო
მოვაწყო. არ მინდა დავკარგო ყველაფერი რასაც ჩემი ინსტიქტების წინააღმდეგ
ბრძოლით მივაღწიე.
ამას არ გავაკეთებ, ვერ შეძლებს მაიძულოს. 
მთავარი პრობლემა მისი სისხლის მიმზიდველი არომატი იყო... ნეტავ
რამენაირად შევძლო რომ გავუძლო... სულ მცირე სუფთა ჰაერი, რათა ჩემმა ტვინმა
შეძლოს საღად აზროვნება. 
მან კი თავისი გრძელი და ხშირი თმა ხელით შეისწორა. 
გაგიჟდა? თითქოს სადილად იწვევს ჩემში არსებულ ურჩხულს! 
გამაღიზიანებელია. ჰაერი არ იძვროდა. არ იყო საშუალება, რომ სუნი გაეფანტა, ასე ხომ ადვილად
დავნებდებოდი. მაგრამ მე შემიძლია არ ვისუნთქო. 
და გავჩერდი, აღარ ვსუნთქავდი. შვება ვიგრძენი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ
დავწყნარდი. ჯერ კიდევ მახსოვდა მისი არომატი და ენაზე მის გემოს ვგრძნობდი. 
დიდ ხანს ვერ გავუძლებდი. მაგრამ შემიძლია ერთი საათი მოვითმინო. მხოლოდ
ერთი გაკვეთილი. ოღონდაც შევძლო, გავუძლო და ეს ოთახი უმსხვერპლოდ
დავტოვო. 
უცნაური შეგრძნება იყო – არ ვსუნთქავდი. ჩემი ორგანიზმი ჟაგბადს არ
საჭიროებდა, მაგრამ სუნთქვა, ეს ინსტიქტური იყო. ნადირობის დროს სუნთქვა
მეხმარებოდა, რომ საფრთხეში არ აღმვჩენილიყავი. მიუხედავად იმისა, რომ
ნაკლებად მხვდებოდა ისეთი რამე, რაც საფრთხის ქვეშ დამაყენებდა, 
თვითგადარჩენის ინსტიქტი ისევე ძლიერად მქონდა განვითარებული, როგორც
ადამიანებს. 
თავს არაკომფორტულად, სამაგიეროდ უსაფრთხოდ ვგრძნობდი. უკეთესია,
ვიდრე ჩემი კბილების შეხება მის მშვენიერ, გამჭვირვალე კანზე, რომ ვიგრძნო მისი
თბილი, სველი და პულსირებული.... 
ერთი საათი! მხოლოდ ერთი საათი, როგორმე უნდა გავძლო და არ ვიფიქრო მის
სუნზე და გემოზე. 
გოგონამ ჩუმად ჩამოიყარა თმები ჩემს მხარეს, ისე რომ სახე დაფარა და წინ
გაიხედა. არ შემეძლო მისი სახის დანახვა და ემოციების წაკითხვა მის უძირო
თვალებში. რატომ ჩამოიფარა თმები? იმიტომ რომ თვალები დამალოს ჩემგან? 
საფრთხე იგრძო? შერცხვა? იქნებ რამე საიდუმლოს მალავს? 
ჩემი უწინდელი შეშფოთება, რომ მის აზრებს ვერ ვკითხულობდი, სრულიად
გადაფარა იმ სიძულვილმა, რომელსაც ახლა ვგრძნობდი. ვერ ვიტანდი ჩემს
გვერდით მჯდარ გოგონას. მთელი გულით მეზიზღებოდა, რადგან იმის შეგრძნება
დამინგრია, რომ ბევრად უკეთესი ვიყავი ვიდრე წარმოვიდგენდი. მეზიზღებოდა, 
მეზიზღებოდა იმის გამო, რაც განვიცადე. ეს ყველაფერი, მის მიმართ ზიზღი
დამეხმარა, რომ თავი უკეთესად მეგრძნო. ვეჭიდებოდი ყველა იმ ემოციას, რომელიც
არ მომცემდა საშუალებას მის გემოზე მეფიქრა. 
სიზულვილი და გაღიზიანება. მოუთმენლობა. როდესმე დამთავრდება ეს
გაკვეთილი? მერე რა მოხდება როცა გაკვეთილი დამთავრდება? რას გავაკეთებ, როგორ
მოვიქცევი, როცა ის კაბინეტიდან გავა? 
შემიძლია გავეცნო. გამარჯობა, მე ედვარდ ქალენი ვარ, გაგაცილოთ შემდეგ
გაკვეთილზე? 
ის დამეთანხმება, შეიძლება მხოლოდ ზრდილობის გამო, მაშინაც კი, თუ ჩემი
ეშინია, დამეთანხმება. საკმაოდ ადვილი იქნება მისი სადმე მივარდნილ ადგილზე
წაყვანა. ტყე ავტომობილების სადგომთან იწყება. მე უბრალოდ შემიძლია ვუთხრა
რომ წიგნი დამრჩა მანქანაში.
ვინ შემაჩნევს რომ უკანასკნელი ადამიანი ვარ ვინც ის ნახა? როგორც
ყოველთვის წვიმს და მუქი ფერის მოსასხამებში გამოწყობილი ორი ადამიანი, 
რომლებიც ავტოსადგომისკენ მიდიან, არავის დაინტერესებას არ გამოიწვევს. 
თუ რა თქმა უნდა მხედველობაში არ მივიღებთ იმას, რომ დღეს მე ერთადერთი
არ ვიყავი ვინც მისი პერსონით დაინტერესდა. მაიკ ნიუტონი გოგონას თითოეულ
ნაბიჯს უთვალთვალებდა, ვიდრე ჩემს გევრდით დაჯდებოდა. (მას არ სიამოვნებდა
ჩემს გვერდით ჯდომა, მისმა სუნმა გააცამტვერა ჩემი ნაკოწიწები საღი აზროვნება)
ბელა რომ ჩემთან ერთად გამოსულიყო, მაიკ ნიუტონი აუცილებლად შემაჩნევდა. 
თუ ერთ საათს მოვითმენ, იქნებ მოვახერხო და მეორეც გავძლო? 
წყურვილმა ყელი დამწვა და შევცბი. 
ის სახლში დაბრუნდება, სადაც მარტო იქნება – ჩარლი სუონი მთელი დღე
სამსახურშია. ვიცი სადაცაა მისი სახლი, ამ პატარა ქალაქში ყველამ იცის მისი სახლი, 
რომელიც პირდაპირ დაბურული ტყის პირას დგას, ახლომახლოს კი მეზობლები არ
ცხოვრობენ. მაშინაც კი, თუ ბელა დაიყვირებს, მის ხმას ვერავინ გაიგებს. 
ეს საკმაოდ ჭკვიანური ჩანაფიქრი იყო. ადამიანის სისხლის გარეშე სამოცდაათი
წელი გავძელი. თუ არ ვისუნთქებ ახლაც მოვახერხებ ორი საათის მოთმენას, ხოლო
როცა დავიმარტოხელებ, ვერავინ შეძლებს ხელი შემიშალოს. და არანაირი საშუალება
ექსპერიმენტებისთვის,  არ დამეთანხმა მონსტრი.
სისულელეა იმაზე ფიქრი, რომ თუ არა ადამიანური ძალისხმევით შევძლებ
სიკვდილს გადავარჩინო ამ ოთახში მყოფი თვრამეტი ადამიანის სიცოცხლე და
მხოლოდ ეს უდანაშაულო გოგონა ვიმსხვერპლო, ნაკლები მონსტრი ვიქნები. მიუხედავად იმისა რომ ბელას ვერ ვიტანდი, ვიცოდი, რომ ჩემი ზიზღი
უსაფუძვლო იყო. ვიცოდი რომ სინამდვილეში საკუთარი თავი მეზიზღებოდა. ხოლო
როცა მოვკლავდი, კიდევ უარესად შევიძულებდი მასაც და საკუთარ თავსაც.
დიდი ძალისხმევით შევძელი ერთი საათის გაძლება – განვიხილავდი
მკვლელობის ახალ ახალ სტრატეგიებს. ამავდროულად გავურბოდი ფიქრს, მისი
სიკვდილის გადამწყვეტ მომენტზე. ვიცოდი, თუ ამაზე ვიფიქრებდი, აუცილებლად
დავმარცხდებოდი საკუთარ თავთან ბრძოლაში და ყველას დავხოცავდი ვინც
თვალთახედვის არეში მომხვდებოდა. ამიტომ მხოლოდ ვგეგმავდი – ასე შევძლებდი
გაკვეთილის ბოლომდე მოთმენას. 
მხოლოდ ერთხელ გამომხედა ჩამოშლილ თმებს შორის. ისევ ვიგრძენი
გაუმართლებელი სიძულვილი მის მიმართ, როცა მის მზერას შევეჩეხე და მის
შეშინებულ თვალებში საკუთარი თავი დავინახე. ლოყები მანამდე გაუვარდისფრდა, 
ვიდრე მზერის აცილებას მოასწრებდა, მე კი ლამის თვითკონტროლი დავკარგე. 
ზარი გაისმა. მხსნელი ზარი – რომელმაც ორივე გადაგვარჩინა. ის –
სიკვდილისგან, მე კი დროებით გადავდე ჩემი გეგმები ღამის კოშმარისთვის. როცა
აუდიტორიიდან გავვარდი, ძლივს ვიკავებდი თავს, იმაზე სწრაფად არ მემოძრავა, 
ვიდრე ეს დასაშვები იყო. ამ დროს რომ ვინმეს შემოეხედა, გაკვირვებული
დარჩებოდა ჩემი მოძრაობის უცნაური მანერით. მაგრამ ყურადღებას არავინ
მაქცევდა. ყველას აზრი იმ გოგონას გარშემო ტრიალებდა, რომელიც ერთ საათში
უნდა მომკვდარიყო. ჩემს მანქანას შევაფარე თავი. 
იდეა იმის შესახებ, რომ მშიშარასავით დამალვა მიწევდა, არ მომწონდა. მაგრამ
ყველაზე საუკეთესო გამოსავალი იყო. 
არ მყოფნიდა მოთმინება – ხალხის გვერდით დავრჩენილიყავი. მობილიზება
გამეკეთებინა საკუთარი თავის, რათა არავინ მომეკლა. თავის მოთოკვის მცდელობა
კი სიცარიელეში გაქრებოდა და ურჩხული გაიმარჯვებდა ჩემში.
მუსიკა ჩავრთე, რომელიც ყოველთვის მამშვიდებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში არ
მიშველა. ყველაზე მეტად სუფთა, წვიმიანი ჰაერი დამეხმარა, რომელიც მანქანის
ჩაწეული მინებიდან შემოდიოდა სალონში. მიუხედავად იმისა რომ კარგად
მახსოვდა ბელა სუონის სისხლის სუნი, ჰაერი, რომელსაც ხარბად ვისუნთქავდი, 
თითქოს ჩემს ორგანიზმს წმენდდა. ისევ ნორმალური ვიყავი, ისევ შემეძლო მებრძოლა, მებრძოლა იმის წინააღმდეგ
რაც არ მინდოდა. 
არ მქონდა მიზეზი, რომ გაკვეთილების მერე, მასთან სახლში წავსულიყავი, 
რათა მომეკლა. ისევ შემეძლო რაციონალურად მეაზროვნა და არჩევანი გამეკეთებინა. 
არჩევანი ყოველთვის არსებობს. 
ახლა უკვე აღარ ვგრძნობდი იმას, რასაც აუდიტორიაში ყოფნისას განვიცდიდი.. 
მაგრამ ახლა მისგან შორს ვიყავი. იქნებ მომავალში, თუ ძალიან შევეცდები, არ
მომიწიოს ურჩხულად ქცევამ. მე მომწონდა ჩემი  ცხოვრება ისეთი, როგორიც იყო. 
რატომ უნდა დავანგრევინო ეს ყველაფერი ერთ ჩვეულებრივ გოგოს, მხოლოდ იმის
გამო, რომ არაჩვეულებრივი სუნი აქვს. 
არ მინდოდა მამისთვის გული გამეტეხა, არ შემეძლო დედაჩემი
მენერვიულებინა და ტკივილი მიმეყენებინა. რა თქმა უნდა ეს ატკენდა გულს ქალს,
რომელსაც დედაც აღვიქვამდი. ესმე კი ისეთი თბილი და კეთილი იყო.  იმაზე
ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო, ჩემი საქციელი მას გულს ატკენდა.  
სასაცილოც კია...
კატეგორია: ♥ BooK ☆ | ნანახია: 628 | დაამატა: mmaRi-JeLeNa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]

შესვლის ფორმა

მინი პროფილი
მოგესალმებით Guest
 
 
ოთხშაბათი
2024-05-01
სრული სახელი: Guest
ჯგუფი: სტუმარი
საიტზე ხართ:  დღე
 

ძებნა

მინი-ჩეთი

კალენდარი
«  დეკემბერი 2011  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031

სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

ყველა უფლება დაცულია ადმინისტრაციის მიერ!
Copyright MyCorp © 2024
Free web hosting - uCoz